საიმედოდ გადანახული ტექნიკა

მთავარი თემა

საიმედოდ გადანახული ტექნიკა

2011 მაი 24 10:55:54
"ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებაზე 2010 წელში გახარჯულია 16,0 ათასი ლარი; ჩამონათვალი ასე გამოიყენება: კოხნარის ინტერნატის მოსწავლეების ექსკურსიისთვის 0.3 ათასი ლარი, ხევის ფეხბურთის სტადიონის კარების მოწყობაზე 1,3 ათასი ლარი, პატრიოტთა ტრანსპორტირების ხარჯებზე 0,4 ათასი ლარი, სოფლებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების (ხმის სისტემის კომპლექტის) შეძენაზე 3,3, ათასი, სოფლებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენაზე 3,5 ათასი ლარი; მეგაელექტრონული ტელევიზიის ანძების შეძენის ღირებულება 2,8 ათასი ლარი და სოფლებისთვის მაგიდის ჩოგბურთის მაგიდების შეძენაზე 3,4 ათასი ლარი. სატელევიზო კონკურსში მონაწილეების სარეკლამო და მივლინების ხარჯებზე 780 ლარი, შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარკოიძის კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისთვის 180 ლარი...“ _ ასეთია ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გიორგაძე აწერს ხელს.

ის, რომ ბუნებაში მეგაელექტრონული ტელევიზია და შესაბამისად მისი ანძები არ არსებობს, ფაქტია; შესაბამისად, ამ კუთხით დახარჯული 2,8 ათასმა ლარმა ბევრი კითხვა წარმოშვა: მოგვიანებით აგვიხსნეს, რომ "მეგაელექტრონულ ტელევიზიაში და მისი ანძებში" ე.წ. "თეფშები" _ სატელიტური ანტენები ყოფილა ნაგულისხმევი, რომელიც კომპლექტად (3 ცალი) 110 ლარი ღირს. რაც იმას ნიშნავს, რომ დახარჯული თანხა ძალიან ბევრია. მით უმეტეს მაშინ, როცა ამავე ოფიციალური დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ეს სატელიტური მიმღები ყველა სოფელს არ დარიგებია. კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამ შეძენილი ნივთების უმრავლესობა, რწმუნებულების სახლში აღმოჩნდა.

სოფელ ფარცხმის რწმუნებულის გია ცინცაძის თქმით, ყველა ნივთი სახლში აქვს შენახული.

_ აქ შენახვის პირობები არ არის და ვინმემ რომ არ მოიპაროს, სახლში წავიღე, DVD სახლში მაქვს. ფეხბურთის ბადეები ჩემს თანაშემწეს აქვს წაღებული, _ გვითხრა რწმუნებულმა.

მაშინ, როცა შუაფარცხმის სტადიონზე კარის მოვალეობას მხოლოდ რკინის რელსები ასრულებს, სახლში შენახული ფეხბურთის ბადე ცოტა უცნაურად გამოიყურება.

DVD და მუსიკალური ცენტრი სახლში არა, თუმცა სეიფში შენახული აღმოაჩნდა ჩაისუბნის გამგებელს, ზურაბ ჩხიკვაძეს. მისივე თქმით, ფეხბურთის და კალათბურთის ბადეები, ბურთებთან ერთად სკოლას გადასცეს.

არც DVD და არც მუსიკალური ცენტრი არ აღმოჩნდა ხიდისთავში. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს ყოფილი რწმუნებული, გუდავაძე აწერს. ამ მიზეზით კი მოქმედს, ალეკო სურმანიძეს გაუჭირდა ეთქვა, სად იყო ბიუჯეტის ფულით შეძენილი ტექნიკა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ხიდისთავში კალათბურთის ბადეებიც წაუღიათ, თუმცა, ევრო სტანდარტებით გარემონტებულ სტადიონზე არც კარის რგოლი დაგვხვდა და არც ბადე.

_ ნამდვილად მახსოვს, რომ რაიონიდან კალათბურთის ბადე არ მოუტანიათ, _ გვითხრა ხიდისთავის რწმუნებულის თანაშემწემ დათო სვანიშვილმა.

ქვენობნის ადმინისტრაციულ შენობაში რწმუნებულის, ბონდო დოლიძის კაბინეტის წინ მდებარე ოთახიდან, რომელიც ნაგვით იყო სავსე, ძაღლი გამოგვეგება. ორსართულიან, მოუვლელ შენობაში არავინ იყო. გამგეობასთან მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ზემოთ აღნიშნული ნივთების შესახებ არაფერი იცოდა სოფლის რწმუნებულს ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, ტელევიზორი და სატელიტური ანტენა სამსახურში მოპარვის შიშის გამო არა აქვს და სახლში ინახავს.

ვერც ერთმა რწმუნებულმა ვერ გვიპასუხა, რატომ შეაძენინეს ისეთი ნივთები, რომლებსაც ვერ იყენებენ. რწმუნებულებმა ვერც ის ახალგაზრდები დაგვისახელეს, რომელთა მოთხოვნით სოფელს ეს ტექნიკა გადასცეს და შემდეგ ზოგმა სახლში, ზოგმაც კიდევ სეიფში ჩაკეტა. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციულ შენობაში შესაბამისი ოთახის მოწყობის შემდეგ (ოღონდ არ იციან ეს როდის იქნება) ეს ტექნიკა შესაბამის ადგილს დაიკავებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტი სხვა მუხლებითაც საინტერესო ინფორმაციას იძლევა. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2010 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით 108 პროექტია გახორციელებული და მათზე 541 201 ლარია დახარჯული; აქედან: სასმელი წყლის სისტემებისთვის _ 62 740 ლარი; ბაგა-ბაღების გათბობისა და ფანჯრების ჩასმისთვის _ 1 571 ლარი; გზებზე _ 138 105; ხიდებზე _ 40 248; გარე განათებებზე _ 13 980; ამბულატორიის შენობების სარემონტოდ _ 15 108; წისქვილების რეაბილიტაციაზე _ 14 731 ლარი; კულტურის სახლების შეკეთებაზე _ 51 674 ლარი; სპორტული მოედნებისთვის _ 95 089 ლარი; სასაფლაოს შემოღობვისთვის _ 43 320 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზეა გახორციელებული, რადგან როგორც მოვიკვლიეთ, რამდენიმე სოფელში წისქვილი არ მუშაობს, გარე განათებები კი მალევე გაფუჭდა. ბაგა-ბაღებში გათბობა წელსაც კი არ ჩართულა.

_ ჩოხატაურის სოფლების "გზების რეაბილიტაციის“ მიზნით, დაფინანსდა 30 პროექტი, თითოეულ პროექტს საშუალოდ 4 603 ლარი მოხმარდა. პროექტების უმრავლესობა სოფლის შიდა გზების მოხრეშვას ემსახურებოდა, შესრულებული სამუშაოები ძირითადად მოხრეშვას გულისხმობდა. დახარჯული 138 ათ. ლარიდან, დაახლოებით 80% საქმიანობებისა, მომავალ წელს ხელახლა იქნება შესასრულებელი. ხშირი წვიმებისა და თოვლიანი ზამთრის ფონზე, ამასთან ჩოხატაურის რთული რელიების კვალობაზე გზები ჩამოირეცხება. აქედან გამომდინარე დახარჯული თანხა არაეფექტურია, მაგრამ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის მხოლოდ მუნიციპალიტეტი, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს, რადგანაც კანონმდებლობის დონეზე სოფლებისათვის თანხის გადანაწილება გარკვეული წესითა და ინსტრუქციით რეგულირდება, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გვერდს ვერ აუვლის.

ჩოხატაურის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის 14 პროექტი გახორციელდა, თითოეულ პროექტზე საშუალოდ გაიხარჯა 4 481 ლარი. თუ მხედველობაში მივიღებთ სასმელი წყლის სისტემების მძიმე მემკვიდრეობას, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხები ამ მიმართულებით ძალზე უმნიშვნელო და არაეფექტურია. ასეთი დაფინანსებით შესაძლოა მოგვარდეს მხოლოდ ლოკალური/მიმდინარე პრობლემები, რაც არ გულისხმობს სოფლად წყლის სისტემების რეაბილიტაციას, რაც აღნიშნულია დადებულ ხელშეკრულებებში. დახარჯული 62 740 ლარის მიუხედავად, სრულად მოწესრიგებული სისტემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელს არ გააჩნია. მუნიციპალიტეტის ამბულატორიების შენობების რემონტში დახარჯული იქნა 15 108 ლარი, რომელიც 3 პროექტზე გადანაწილდა, საშუალოდ 5 036 ლარი დაიხარჯა თითოეულ ამბულატორიაზე. შენობის რემონტის გარდა, სოფლის საექიმო პუნქტებს ესაჭიროება შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ასეთი ბაზა კი არც ერთ საექიმო ამბულატორიას არ გააჩნია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა განახორციელონ მსგავსი პროექტების მართვა, რადგანაც სფეროში ყოველი დახარჯული ლარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უნდა უწყობდეს ხელს, _ აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ექსპერტმა, ლევან ჩხაიძემ.

სოფლის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ბევრ სოფელში ადმინისტრაციული შენობები გარემონტდა, რაც, ოფიციალური საბუთის თანახმად, მოსახლეობის მოთხოვნა გახლდათ. პრობლემებით სავსე სოფლებში ამის მოთხოვნამ კითხვები ექსპერტებსაც გაუჩინა.

_ პროგრამის ფარგლებში პროექტების მიზნობრიობა უნდა შეირჩეს სოფლის მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. სუბიექტური მოსაზრებით, შესაძლოა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მოსახლეობას ძირითადი პრობლემები ისე უხვად გააჩნია, რომ ისინი ნამდვილად არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას გაერემონტებინათ სოფლების რწმუნებულების შენობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სოფლისათვის თანხის დამატებით გამოყოფის ნაცვლად, როგორც ეს მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, თავისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელებას მოახმარა პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსები, _ ამბობს ჩხაიძე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოეყო შემდეგი პროექტების განსახორციელებლად: დაბა ჩოხატაურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის; სოფ. შუაფარცხმის წყალსადენის სამუშაოებისათვის; დაბა ჩოხატაურში სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის; სოფ. ზემოხეთის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის; დაბა ჩოხატაურში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის; დაბა ჩოხატაურში დუმბაძის სკვერის კეთილმოსაწყობად; დაბა ჩოხატაურისათვის ნაგავმზიდი ავტომანქანისა და ურნების შესაძენად; დაბა ჩოხატაურში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სანიტარიული კვანძის მოსაწყობად; დაბა ჩოხატაურში ლაბორატორიის შიდა რემონტისათვის; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის.

ნოდარ დუმბაძის სკვერს რომ შეკეთებული არაფერი ეტყობა, ეს ყველა ჩოხატაურელმა კარგად იცის. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეტრზე დაგებულ ფილაქანს. სკვერში გასულ წელს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალი სკამიც კი არ დაუმატებიათ. ჩვენმა მკითხველმა ისიც კარგად იცის, როგორ არაეფექტურად დაიხარჯა სოფელ შუაფარცხმის წყალსადენისთვის გამოყოფილი თანხა და დღეისთვის წყალი მხოლოდ სოფლის ნაწილს მიეწოდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციას, ამ შენობას რემონტს ყოველ წელს უტარებენ და ყველა ოთახს საგულდაგულოდ თითქმის ყოველ წელს აკეთებენ, იძენენ ძვირად ღირებულ საოფისე ინვენტარს და ტექნიკას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2010 წელს საოფისე ტექნიკაზე, როგორიცაა ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, კარტრიჯები, ფოტო-ვიდეო აპარატურა 19 900 ლარი დახარჯა, საოფისე ინვენტარის შეძენისათვის კი 8 400 ლარი. ნოუთბუქი და ტელეფონი შეუძინეს გამგებლის მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს. ტელეფონია შეძენილი საორგანიზაციო სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელის, ვარდო სიხარულიძისთვის. ტელევიზორი შეუძინეს ეკონომიკის სამსახურს. ორი ცალი ნოუთბუქი სამხედრო სამსახურს გადასცეს. საფინანსო სამსახურისთვის შეძენილი იქნა მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და ოფისის სავარძელი. როგორც გავარკვიეთ, ტელეფონი, რომლის ღირებულება 330 ლარია, საფინანსო განყოფილების უფროსს, ჯემალ სიხარულიძეს შეუძინეს, ხოლო ოფისის სავარძელი, რომელიც 200 ლარი ღირს, ამავე სამსახურის სპეციალისტს _ ზაზა ოსეფაიშვილს. ზედამხედველობის სამსახურისთვის შეძენილია მობილური ტელეფონი "სამსუნგი", რომელშიც 300 ლარია გადახდილი, 1 536-ლარიანი ნოუთბუქი, 40- ლარიანი კომპიუტერის ჩანთა, 41-ლარიანი "ფლეშკა" და 40-ლარიანი "ვენტილატორი“. როგორც მოვიკვლიეთ, გასულ წელს შეძენილი ტელეფონების უმრავლესობა... გაფუჭებულია! ყოველ შემთხვევაში, გამგეობაში ასე გვითხრეს.

2010 წელს, ჩოხატაურის ბიუჯეტიდან კავშირგაბმულობის მომსახურებისათვის 54 200 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა გახარჯეს 1063,8 ათ. ლარი. ამათგან, საკრებულომ 247,9 ათ. ლარი, ხოლო გამგეობამ 793 ათ. ლარი.

ოფისის ხარჯი მოიცავს საკანცელარიო ნივთებს, ეს ნივთებია: წებო, დისკი, ჩასანიშნი ფურცელი, წებოვანი ფურცელი, პასტები, ბაინდერი, მარკერი, სტეპლერი, საკანცელარიო დანა, გრაფინი ჭიქებით, მაგიდის ნაბორი და ასე შემდეგ, რომელშიც დაიხარჯა 17 830 ლარი.

ტრანსპორტის მოვლა-შენახვისათვის დაიხარჯა 118 600 ლარი. მათ შორის საწვავზე _ 93 100 ლარი, სათადარიგო ნაწილებზე 14 400 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს ავტომანქანა შეუძინეს საკრებულოს (უფრო დაზუსტებით, საკრებულოს თავმჯდომარეს) 11 200 ლარად და სამხედრო სამსახურს _ 9 926 ლარად.

_ ამ თანხაში შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ტრანსპორტის შეძენა, რომელსაც არ დასჭირდებოდა მიმდინარე რემონტის ჩატარება. შესყიდულია "პოლვოსის პაჩებნიკი“ _ 30 ცალი, "სტარტერის კნოპკა“ _ 30 ცალი, "კლემის თავი“ _ 6 ცალი, "სტარტერის ჩოთქი“ _ 4 ცალი, "კარების რუჩქა“ _ 6 ცალი, "სტუპიცის პაჩებნიკი“ _ 60 ცალი, "ზარიატკის რელე“ _ 5 ცალი, "ელასტური რეზინა“ _ 18 ცალი, "ვიჟივნოის პაჩებნიკი“ _ 15 ცალი, "ძრავის პადუშკები“ _ 12 ცალი, "შტანგის ბოლტები“ _ 10 ცალი, "პოლვოსის სალნიკი“ _ 2 ცალი, "საბურავის შპილკა გაიკა“ _ 25 ცალი და ასე შემდეგ. სახელმწიფო შესყიდვის ანგარიშებში მრავლადაა ანალოგიური ავტო-სატრანსპორტო მარაგნაწილები; ერთი შეხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანგარიში კი არა ავტომობილის მარაგნაწილების მაღაზიის ანგარიში გეგონება, _ აღნიშნავს ლევან ჩხაიძე.

გასულ წელს გამგებლის სარეზერვო ფონდი 22 ათას ლარს შეადგენდა. გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეს თანხა დახარჯულია შემდეგ ღონისძიებებზე: ზემოსურების ჰესის შეკეთება _ 4,1 ათ. ლარი; ჩაისუბნის საჯარო სკოლისათვის "მუსიკალური ჰანგების“ თანადაფინანსებისათვის _ 0,3 ათ ლარი; #1 საჯარო სკოლის რადიოფიცირებისათვის _ 4,8 ათ. ლარი; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით შენობების ტექნიკური პასპორტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებისათვის _ 2,4 ათ. ლარი; ეკონომიურად შეჭირვებულებზე შეშის დამზადებაზე 1,2 ათ. ლარი; "მომავლის“ და სასპორტო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 2,8 ათ. ლარი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოებისათვის _ 0,7 ათ. ლარი; სამუსიკო სკოლის სტიქიით დაზიანებული შენობის სახურავის რემონტზე 0,8 ათ. ლარი; მთავარი ბიბლიოთეკის შენობის რემონტზე 2 ათ. ლარი; ჩოხატაური- საჭამიასერის წყალგაყვანილობის მილების სიგრძისა და ღირებულების დასადგენად; ზემოხეთის ამბულატორიის, კლუბის და სამხედრო განყოფილების შენობა-ნაგებობების აუდიტორიული დასკვნისათვის _ 1 ათ. ლარი.

ამ სამუშაოების უმეტესობა წინასაარჩევნო პერიოდშია გაკეთებული და ზოგ შემთხვევაში თანხები მეტისმეტად ბევრია. მაგალითად "მომავლის“ და სასპორტო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 2,8 ათ. ლარი, რაც ხის ღობის მესერის შემოვლებით გამოიხატა, რომელიც შემდგომ იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიღება.

_ აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი აქვს ფინანსები, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ კარგი პრეცედენტია ფინანსური ინსტიტუტების მოსაზიდად. ასეთ პროექტებზე გახარჯული იქნა 3,5 ათ. ლარი შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად: ახალგაზრდულ ცენტრ "გუბაზს“ თანადაფინანსებისთვის გამოეყო 0,8 ათ. ლარი; ახალგაზრდულ ცენტრ "პროგრესს“ _ 1,6 ათ. ლარი; ხევი-ბჟოლიეთის წყლის სისტემის თანადაფინანსებაზე _ 0,2 ათ, ლარი; ახალგაზრდულ ცენტრ "კოხნარს“ გამოეყო 0,3 ათ. ლარი; ფარცხმის საჯარო სკოლას _ 0,2 ათ. ლარი, _ ამბობს ჩხაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს 68 ათასი ლარი გამოეყოთ. ამ თანხით პოლიციას შეუძინეს: გასაშლელი დივანი, გასაშლელი "კრესლო", ჟალუზები, კონდიციონერი, 3 ცალი ნოუთბუქი, მრავალფუნქციური პრინტერი და წყლის ტუმბო.

_ არაერთი წელია აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების ხარჯზე შეუძლებელია. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება. თუ მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დელეგირებულ უფლებამოსილებაზე კეთდება აქცენტი, იმავე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილების დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით (მუხ. 17.1). გარდა ამისა, "პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლი ეხება და განსაზღვრავს პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს, კერძოდ, "სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეიძლება მოხდეს კონკრეტული ღონისძიების (მაგალითად, კომუნალური მომსახურების) დაფინანსების დელეგირება. თუმცა "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის (რომელიც იერარქიულად "პოლიციის შესახებ“ კანონზე მაღლა დგას) თანახმად, დელეგირებას სჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური რესურსების გადაცემაც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დელეგირებისათვის მხოლოდ "პოლიციის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი არ კმარა, არამედ საჭიროა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს გამოეყოს მიზნობრივი ტრანსფერი. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან, დაფინანსების მსგავსი მოდელი (თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი ფინანსები) არასწორია და საჭიროებს გადახედვას, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გახარჯული 68 000 ლარი კანონდარღვევითაა გახარჯული, _ გვითხრა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, კანონი მაშინაც დაირღვა, როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საავადმყოფო გარემონტდა.

_ ჩოხატაურის საავადმყოფო კერძო სამართლის იურიდიული პირია. მართალია მისი დამფუძნებელი სახელმწიფოა, მაგრამ არანაირად არ უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში მითითებულია მხოლოდ "ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება“. საავადმყოფოს რემონტის დაფინანსება არაკანონიერი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მუნიციპალიტეტს არანაირი უფლებამოსილება გააჩნია ჩაერიოს კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაში, მას შეეძლო შეემუშავებინა მხოლოდ კანონმდებლობის თანახმად მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამები. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა. გარდა ამისა, მიზნობრივი ტრანსფერი გამოყოფილი იყო არა ჩოხატაურის საავადმყოფოსთვის არამედ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის სამსახურისთვის“, რომელსაც კანონიერად ეკუთვნოდა ტრანსფერის თანხა, _ ამბობს ექსპერტი.

მსგავსი მდგომარეობაა სოციალური ღონისძიებების დაფინანსების მხრივაც. "სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით ("სოციალური დაცვის შესახებ“) განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.

_ კანონმდებლობის თანახმად, ფულადი სოციალური დახმარების სახეებია: საარსებო შემწეობა; საყოფაცხოვრებო სუბსიდია; რეინტეგრაციის შემწეობა; მინდობით აღზრდის ანაზღაურება; სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება. ოციალური დახმარების სახეების მიხედვით დახმარების გაცემა შესაძლებელია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებულ ბენეფიციარზე, ხოლო შეფასების მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თვითმმართველობას კი შემუშავებული აქვს შეფასების საკუთარი მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ხდება სოციალური დახმარებების გაცემა, მაგალითად, ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელზედაც იხარჯება 215 ათ. ლარი, რა თქმა უნდა სოციალური დახმარების მსგავსი დაფინანსება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ადგილობრივი ბიუჯეტით მიზნობრივი ტრანსფერის ხარჯზე ფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ და ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან ფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც მიზნობრივი ტრანსფერით უნდა ფინანსდებოდნენ. ასეთის მაგალითია "სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური“ თანხით 54 ათ. ლარი, რომელიც ტრანსფერის ხარჯზე უნდა ფინანსდებოდეს და არა მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების თანხებიდან. ვფიქრობ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გაცილებით მეტი ყურადღებითა და მზრუნველობით უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ფინანსების მიზნობრიობის განსაზღვრასა და მათ დახარჯვას, რაც აამაღლებს მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯთეფექტურობას, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.




 ახალი ამბები
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...