პროვოკაცია თუ ყელში ხალხამოსული სენაკის გამგებელი

მთავარი თემა

პროვოკაცია თუ ყელში ხალხამოსული სენაკის გამგებელი

2013 აგვ 18 09:59:03
როგორც მოქალაქეებმა _ გიგლა ნადარაიამ და გურამ ბებურიამ განაცხადეს, გამგებელმა მათ მიერ მიტანილი განცხადება დაჭმუჭნა და დაცვის საშუალებით ისინი კაბინეტიდან გაადგო.

გიგლა ნადარაია: "მეზობლებმა დავწერეთ კოლექტიური განცხადება და გადავწყვიტეთ, მივსულიყავით რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები რატომღაც შეშინებულები არიან და ამიტომ მხოლოდ მე და ჩემი 67 წლის მეზობელი გურამ ბებურია წავედით. მისაღებში რიგი იყო, ჩვენი ჯერი რომ მოვიდა, შევედით, მივეცით განცხადება გამგებელს. წაიკითხა და გადმოგვიგდო _ რა გააწყალეთ ამ მოქალაქეებმა გული, გამორიცხულია, არ გავაკეთებთ მაგ გზასო. მე ვუთხარი, ჯერ მოესმინა ჩემთვის, რადგან ხალხის გაგზავნილი ვიყავი და ათობით ადამიანის ხელმოწერილი განცხადება მივიტანე, მაგრამ მან მითხრა, ამომივიდა ყელში ეს ხალხიო. მე კიდევ მივაწოდე, ისევ გადმოაგდო, მესამედ მეც გავბრაზდი და საკმაოდ უხეშად მივაწოდე ფურცელი, ამაზე გაბრაზდა და დაცვას დაუძახა. შემოვიდა დაცვა, გადამიგრიხა ხელები და ძალით ცდილობდა ჩვენს გაყვანას ოთახიდან. ამ დროს დგებუაძემ განცხადება დაჭმუჭნა და ისევ გვესროლა. მე ზურგში მომხვდა და ფეხებთან დავარდა, ავიღე და წამოვიღე ბეჭდიანი და გატარებული განცხადება. დგებუაძეს ისიც ვუთხარი, რომ ის კაბინეტი, სადაც ზის, ხალხისაა და ხალხი არ აპატიებს ასეთ საქციელს. მე ახლა განცხადებას პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დავწერ და ყველას გავაგებინებ, რა ხდება სენაკში. იმას, რაც დგებუაძემ გააკეთა, საკონცენტრაციო ბანაკში აკეთებდნენ. მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს და არა ხალხი მთავრობას, სენაკში კი ყველაფერი პირიქით ხდება. გამგებელს მაჟორიტარის, გურამ მისაბიშვილის ზურგი აქვს. შეგვჭამეს ამ მისაბიშვილებმა, დგებუაძეებმა, ცაგურიებმა. თუ ვინმე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, ისევ მისაბიშვილი ან დგებუაძე ან ცაგურია ან კიდევ მათი ნათესავი და ახლობელია. მისაბიშვილს რა უნდა საერთოდ პარლამენტში? მან თავის პარტიას უღალატა და ახლა "ოცნებას" მიეკედლა, ასე უნდა თავის გადარჩენა და ისევ მთავრობაში ყოფნა, არადა, ზურგს უკან ძირს უთხრიან ახალ მთავრობას. ერთხელაც არ მოსულა ხალხთან. სენაკის მთავრობაში ყველგან მისი ხალხია. კომუნისტებიდან მოყოლებული ვერ გაძღა, ახლაც ნახეთ, რამდენი მაღაზია აქვს. პირდაპირ ვეტყვი, რომ დასაჭერია. არ გავჩერდებით და სამართალს მაინც ვიპოვით."

გურამ ბებურია: "გამსახურდიას ქუჩა სანახევროდაა გაკეთებული, მხოლოდ დასაწყისში, სადაც ჩანს. ამიტომ მივმართეთ განცხადებით რაიონის გამგებელს, რომ ბოლომდე დაეგოთ ასფალტი, მაგრამ როგორც კი წაიკითხა განცხადება, მაშინვე გვითხრა, ყელში ამომივიდა თქვენი განცხადებაც და ქუჩაცო, არ გაკეთდებაო და განცხადება გადმოგვიგდო. აიღო ნადარაიამ განცხადება და ისევ მიაწოდა, კიდევ გადმოაგდო, გიგლამ კიდევ მიაწოდა, გაბრაზდა დგებუაძე და ხელები ურტყა მაგიდას, თან ყვიროდა _ გადით, გადითო. მერე გამოიძახა დაცვა და გამოგვყარა. ახლა მე უკვე გზის გაკეთება აღარ მაინტერესებს, ახლა მაინტერესებს, ვისია გამგეობა, გამგებლის კერძო საკუთრებაა თუ ხალხისაა? რისთვის ზის იქ გამგებელი, თუ მოქალაქეებს პასუხს არ გასცემს? მე ვარ გლეხი, არ მაქვს განათლება, ასე ცემა-ტყეპით რომ გამოგვყრის, მეც არ მომითმენს ნერვები და ხელი რომ გავარტყა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ _ ის რახან მთავრობაა, მაინც გაამართლებენ. გამაგებინეთ, რა ხდება, ვინ უნდა მოგვაქციოს ყურადღება და გაგვცეს პასუხი? ამიტომაც, საპრეზიდენტო არჩევნებზე აღარ მივალთ. მაგათ მხოლოდ მაშინ ახსოვთ ხალხი, როცა ხმები სჭირდებათ."

ჩვენ სენაკის რაიონის გამგებელს, გოჩა დგებუაძეს დავუკავშირდით და აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ვთხოვეთ.

გოჩა დგებუაძე: _ ტყუილია ეგ ყველაფერი. ინციდენტი მოხდა, მაგრამ რაც თქვენ გითხრეს, მასეთი არაფერი ყოფილა.

_ რა ინციდენტი მოხდა?

_ შემოვიდა კოლექტიური განცხადება გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისგან. მე ავუხსენი, რომ დარჩენილი გზის რემონტი ჩასმულია გეგმაში, მომავალ წელს გაგრძელდება და ბოლომდე დაიგება ასფალტი. ამ ადამიანმა არ მოინდომეს მოსმენა და როგორც დადასტურდა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ვიღაცეების მიერ. წინა დღეს ვის ოფისში იყვნენ, რას აკეთებდნენ, ყველაფერი ვიცით.

_ ვის ოფისში იყვნენ?

_ მაგას არა აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება განცხადება დაჭმუჭნა და გვესროლაო, ეს არის სუფთა პროვოკაცია და ტყუილი. განცხადება თვითონ დაჭმუჭნადა გავიდა გარეთ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...