ციხეების მონიტორებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ

მთავარი თემა

ციხეების მონიტორებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ

2013 აგვ 24 16:56:25

"პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ეთიკის წესების დამტკიცების შესახებ," _ ასე ჰქვია ბრძანებას, რომელსაც ხელი 19 აგვისტოს მოეწერა.

უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ეთიკის კოდექსის არსებობა წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გარკვეული რეგულაციების ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. ამავე დროს ის მიიჩნევს, რომ კოდექსი ზოგადია და ფართო დისკრეციის საშუალებას იძლევა.

"ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ზოგიერთი მუხლი უფრო დეტალური და განჭვრეტადი გახდება, რათა თითოეული უფლებამოსილება და ვალდებულება ზუსტად იყოს განსაზღვრული. მაგალითად, მუხლი 6, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშვება დაწესებულებაში, უნდა მოგვარდეს დაწესებულების ადმინისტრაციასთან კონსულტაციის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე არ მოგვარდება, ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. არის ისეთი საკითხები, რაც ადგილობრივ დონეზე მოგვარებადია, მაგრამ არის სისტემური საკითხებიც, რომლებსაც ციხის ადმინისტრაცია ვერ მოაგვარებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს მუხლი გარკვეულწილად შემზღუდავია, თუმცა შესაძლოა, ეს იმით იყოს განპირობებული, რომ დეპარტამენტი ზედმეტად არ გადაიტვირთოს და პრობლემების ნაწილი ადგილზე მოგვარდეს," _ ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი „გურია ნიუსთან".

მისივე მოსაზრებით, ახალ ეთიკის კოდექსში გაწერილია ძირითადად ვალდებულებები და ნაკლებად არის განსაზღვრული კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლის უფლებები. მისი თქმით, უფლებებისა და ვალდებულებების თვალსაზრისით კოდექსს ბალანსის პრობლემა აქვს: "კარგი იქნებოდა მასში ასახულიყო საპყრობილეების ადმინისტრაციის ვალდებულებებიც , როგორ უნდა შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, როგორ უნდა უზრუნველყოს ის საჭირო ინფორმაციით. ეს უნდა იყოს ორმხრივ უფლება-ვალდებულებებზე დაფუძნებული კოდექსი."

ახალი ეთიკის კოდექსით მონიტორს ბრალდებულის და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გახმაურება ეკრძალება.

"დაწესებულებაში საქმიანობისას მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომელიც გათვალისწინებულია სამინისტროსთან დადებულ შეთანხმებაში, რის საფუძველზეც იმყოფება დაწესებულებაში,"_ ნათქვამია კოდექსში.

"იმის თქმა, რომ ეს რეგულაცია უარყოფით გავლენას მოახდენს, ცოტა გამიჭირდება, რადგან არის საკითხები, რაც მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე არ უნდა გავრცელდეს, თუმცა აქვე უნდა იყოს დათქმა რა არის მონიტორინგის მიზანი. ასევე შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება არ მოახდინო და ისე გაავრცელო გარკვეული ინფორმაცია. ასევე ბუნდოვანია ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვის დათქმა, რადგან მე, როგორც მონიტორმა შეიძლება კონკრეტული ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან განვიხილო და, ეს სხვა მიზნებით გამოყენებაში ჩამითვალონ".

კითხვებს ბადებს კოდექსის კიდევ ერთი მუხლი: "არ დაპირდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი საკითხის მოგვარება, რაც მის კომპეტენციაში არ შედის."

"ეს პუნქტიც ძალიან ზოგადია, შეიძლება კონკრეტული საკითხის მოგვარება მონიტორის კომპეტენციაში არ შედიოდეს, მაგრამ შეეძლოს სხვა სტრუქტურებისა და ორგანიზაციების ჩარევით პატიმრის დახმარება. ბუნდოვანია, რატომ უნდა იყოს ეს დათქმა; ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სხვაგვარი ფორმულირება ჰქონოდა,"_ ამბობს ჯანეზაშვილი.

არსებული კოდექსი მონიტორის მედიასთან ურთიერთობის შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა შესაძლებელია ციხეებიდან ინფორმაციის გამოტანა მონიტორებს ხელშეკრულების გაუქმების ფასად დაუჯდეთ.

"მედიასთან ურთიერთობაზე შეზღუდვები არ არის და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუკი სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებას სცილდება, ვერ გაიტან ინფორმაციას. მაგალითად, თუ მონიტორის მიზანია მხოლოდ კვების ხარისხის შემოწმება, ის ვერ გაიტანს ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის ან ფიზიკური დაზიანებების შესახებ. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ეს შემზღუდავი ნორმააა."

ჯანეზაშვილი კანონით დარეგულირებული საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა ციხეების მონიტორინგი არ იყოს დამოკიდებული კონკრეტული მინისტრის კეთილ ნებაზე.

"ეთიკის კოდექსის არსებობა ცხადჰყოფს იმას, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი, რაც იქნება კანონით დარეგულირებული და არ იქნება კონკრეტული მინისტრის ნებაზე დამოკიდებული. იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სტაბილური ზედამხედველობა გახორციელდეს, აუცილებელია საზოგადოებრივი მონიტორინგის კანონით დარეგულირება".

ეთიკის კოდექსით, აღნიშნული წესები არ ვრცელდება სპეციალური პრევენციული ჯგუფის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომელთაც დაწესებულებაში მონიტორინგის გახორციელების უფლებამოსილება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი დაარღვევს ამ ეთიკის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტრო უფლებამოსილია მისცეს გაფრთხილება ან/და შეწყვიტოს ორგანიზაციასთან ურთიერთობა და აღნიშნული ორგანიზაცია არ დაუშვას დაწესებულებაში.




 ახალი ამბები
  • გპირდებით, გავაშიშვლებ სახალხო დამცველს _სანდრო ბრეგაძემას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან. ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს. არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს. წყარო: ... ...
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?