რა ხდება აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე

მთავარი თემა

რა ხდება აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე

24 აგვ. 2013, 17:40:09

ამ პრობლემასთან დაკავშირებით მათ გარემოსდამცველ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად არაერთი აქცია გამართეს: "აქ ჩვენ მოწყობილი გვაქვს ბავშვების დასასვენებელი ბაღი და ასევე საკუთარი ხელით გავაშენეთ ხეხილი, თუმცა, "ჯი თი მოტორსის" ხელმძღვანელობას უნდა, ეს ბაღი გაგვიუქმოს, ასევე აპირებენ დარგული ხეხილის გაჩეხვას", _ აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მცხოვრები ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ თბილისის მერი 2007 წელს მათ დაჰპირდა სკვერისა და სტადიონის აშენებას, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ, თუმცა, იმ ადგილას "ჯი თი მოტორსის" ფორდის ცენტრი "წამოიჭიმა".

"ჩვენ ეს გავაპროტესტეთ, რადგან ნაკვეთებთან და კორპუსებთან ახლოს ასეთი ობიექტი მეტად საშიში იქნებოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. თუ "ნაციონალებს" უნდოდათ, ეს მათი დაუწერელი კანონი იყო. აქ რომ უზარმაზარ გენერატორს ჩართავენ, რამდენიმე ტრაქტორის გამონაბოლქვს უდრის. აპირებენ გლობალური ავტოსერვისის, კერძოდ, მეორადი ავტოზეთების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას, რომელიც თავისი მოცულობით მთლიანად ფარავს ამ ტერიტორიას. დღე და ღამე უნდა იმუშაონ და აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება, როგორც ხმაურის, ასევე ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ვინ არის პასუხისმგებელი, ერთ მშვენიერ დღეს ეს რომ აფეთქდეს? როგორ შეიძლება მოსახლეობის ახლოს ასეთი მშენებლობა? მთელი ცხოვრება კატორღაში ხომ არ ვიცხოვრებთ? დღე და ღამე ზეთის, ფრეონის, ანტიფრიზის და კიდევ რა ვიცი, რა საშინელებების სუნი უნდა ვისუნთქოთ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას", _ აცხადებენ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მაცხოვრებლები.

როგორც კომპანია "ჯი თი მოტორსში" აცხადებენ, ბრალდებები უსაფუძვლოა და გარემოს სერვისცენტრის მშენებლობით პრობლემები არ შეექმნება, თუმცა, მოსახლეობას მათი განცხადების არ სჯერა.

საინტერესოა ისტორია, როგორ აღმოჩნდა დიღმის სარემონტო ქარხნის ტერიტორია კომპანია "ჯი თი მოტორსის" ხელში და როგორ მისცა მერიამ მას აქ მშენებლობის ნებართვა, მაშინ როდესაც იქ მცხოვრები ადამიანები წლების მანძილზე ითხოვდნენ ამ ნაკვეთების დამტკიცებას.

მივყვეთ ამბებს ქრონოლოგიურად: დავით აღმაშენებლის ხეივნის მარჯვენა მხარეს, მე-12 კილომეტრზე არსებული კორპუსების წინ იყო თავისუფალი მიწები, რომლებიც, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შევარდნაძის ხელისუფლების მითითებით შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოეყენებინათ. ტერიტორია გაინაწილა 24-მა ოჯახმა და იქ მრავალწლიანი ნარგავები გააშენეს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიით შეიტყვეს, რომ ასეთი მიწების დაკანონება ხდებოდა, მიაკითხეს მცხეთის გამგეობას (მაშინ ეს ტერიტორია მცხეთას ეკუთვნოდა). დაკანონების მაგივრად, 2005 წლის აგვისტოში, მცხეთის გამგეობასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მათ 20-წლიანი იჯარა გაუფორმა. ანუ ის ტერიტორია, რომელიც "ჯი თი მოტორსს" მისცა მერიამ, 2025 წლამდე აღმაშენებლის მე-12 კილომეტრზე მცხოვრებლებს იჯარით აქვთ აღებული.

ამ შემთხვევაში კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე _ ხეების ჭრასთან ერთად ("ჯი თი მოტორსის" მიერ წარმოებული მშენებლობა მოსახლეობის მიერ გაშენებულ მრავალწლიან ნარგავებსაც ემუქრება), პატარა დიღმის ტერიტორიაზე ადგილი აქვს საკუთრების უფლების გადაფარვას. ამ პრობლემაზე "გურია ნიუსი" უკვე წერდა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, საკუთრებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის არაეფექტური მუშაობის პრობლემა გამოიკვეთა.

"ჯი თი მოტორსმა" მიერ მოსახლეობის იჯარით აღებული მიწების დაკანონება ადგილობრივებში ეჭვს ბადებს _ ისინი ფიქრობენ, რომ მერიასა და ბიზნესკომპანიას შორის უკანონო გარიგება მოხდა: "იმ დროს, როცა 20 წელი ვერაფერს გავხდით, ჩვენს მფლობელობაში არსებული ნაკვეთები საჯარო რეესტრით დაგვეკანონებინა, ამ დროს ბათუმელი მოქალაქე, ვინმე თემურ უსტიაშვილი ("ჯი თი მოტორსის" დამფუძნებელი) მოდის და ამ ტერიტორიას ისაკუთრებს. როგორც რეესტრის მასალებიდან ირკვევა, დოკუმენტების გამო მას გაფორმებისას პრობლემა შეექმნა, მაგრამ როგორ მოახერხა, ეს უკვე გამოძიების საქმეა. პიროვნება ხედავს, რომ ნაკვეთები შემოღობილია, მოვლილია. ე.ი. პატრონი ჰყავს. არც კითხულობს არაფერს და თაღლითურად, მოტყუებით, ჩუმად ყიდულობს მიწას და იფორმებს იჯარით აღებულ ნაკვეთებს. არ მოვისვენებთ, სანამ არ გავიგებთ, რა გზებით შეიძინა მან ეს ფართობი", _ აცხადებენ დიღმის სარემონტო ქარხნის დასახლების მაცხოვრებლები მაგული ჯარიაშვილი, მანანა წიქარიშვილი და დავით ასლამაზიშვილი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ლიკა წიკლაური ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ თვითმმართველობებმა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების საკუთარ ბალანსზე დარეგისტრირება და მათი გასხვისება დაიწყეს. ამის გამო ხდებოდა ისე, რომ ნაკვეთს ორი მესაკუთრე უჩნდებოდა _ ერთი, რომელსაც მიწის ნახაზები და მისი ქაღალდის საბუთები ჰქონდა და მეორე, რომელსაც საკუთრება უკვე ელექტრონულად ჰქონდა დარეგისტრირებული (2010 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით რეესტრმა საკუთრების ელექტრონულად დარეგისტრირება დაიწყო. ადრე გატარებული რეგისტრაცია კი ჩაითვალა დაუზუსტებლად. თუმცა, დაუზუსტებელი რეგისტრაცია ჩვენი კანონმდებლობით არ გამორიცხავს უფლების არ არსებობას. მესაკუთრეს კი ელექტრონული დარეგისტრირების ვალდებულება კანონით არ აქვს", _ ლიკა წიკლაური).

ამ ისტორიაში საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მოსახლეობის მიერ იჯარით აღებული ნაკვეთების უკან სს "მონოლითმშენმა" საცხოვრებელი კორპუსი (N2 ექსპკორპ) ააშენა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამიტომ აქ სხვა კომპანიის განთავსება დიდი შეცდომა იყო, რადგან ტერიტორია უკვე ეკუთვნოდა "ექსპკორპუსს".

სწორედ სს "მონოლითმშენს" უნდა აეშენებინა სკვერი და სპორტული მოედნები, რასაც როგორც "ექსპკორპუსის", ასევე, ტერიტორიის იჯარით მოსარგებლე მოსახლეობა მოუთმენლად ელოდებოდა.

თბილისის მერის სიტყვიერ დაპირებასთან ერთად, რომ მოსახლეობას სკვერი და ბავშვებისთვის დასასვენებელ-გასართობი ადგილი ექნებოდა, არსებობს უგულავას 2007 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება #25.14.784, სადაც წერია, რომ უნდა მოეწყოს საბავშვო მოედანი #2 _ 300 კვმ. და სპორტული მოედანი #3 _ 500 კვმ, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.

თუმცა, არც დაპირება და არც დადგენილება არ შესრულებულა. პირიქით, მოსახლეობის მიერ იჯარით აღებულ ნაკვეთებზე გაშენებული ნარგავების განადგურების საფრთხეც არსებობს.

მოსახლეობა ამ ყველაფერს ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. 7 აგვისტოს კანცელარიასთან გამართულ ბაღ-პარკების ჩეხვის საწინააღმდეგო აქციაზე დიღმის სარემონტო ქარხნის დასახლებაში მცხოვრები 75 წლის თამარ თათანაშვილი თავის დაწვითაც კი დაიმუქრა, თუ მის 25-წლიან ნარგავებს გაჩეხავენ.

მოსახლეობა სამთავრობო უწყებებისგან ითხოვს, რომ მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაუქმდეს "ჯი თი მოტორსის" ფორდის ცენტრი და საერთოდ აეკრძალოს ამ კომპანიას მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე საქმიანობა. გამოძიებულ იქნას, რა დოკუმენტაციის საფუძველზე შეიძინა თემურ უსტიაშვილმა მიწა. ასევე ითხოვენ, მათი კუთვნილი ნაკვეთების გაფორმებას, რომელსაც ამდენი წელია უვლიან. მერიისგან მოითხოვენ ასევე, დაპირებისამებრ სკვერის და სტადიონის გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხის ცალკე გასაჩივრებით იმუქრებიან.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?