დარჩია დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, არჩევნებს "ოცნება" მოიგებს

მთავარი თემა

დარჩია დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, არჩევნებს "ოცნება" მოიგებს

2013 აგვ 26 22:23:02
_ ეს ინფორმაცია " გურია ნიუსთან" " ქართული ოცნების" გურიის შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა მეგრელიშვილმა და თავად დავით დარჩიამ დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ დარჩიას კანდიდატურას ამ პოსტზე მხარს არ უჭერდა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები, თუმცა, შეთანხმება უკვე მიღწეულია. კოალიციური შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც ოზურგეთში დასავლეთ ზონის კოორდინატორი ლაშა სამხარაძე და გურიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი გამოჩნდნენ. პარტიების ლიდერებს, დავით დარჩიას, მაჟორიტარი დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს და სტუმრებს შორის მოლაპარაკება ამ თემაზე კვაჭანტირაძის სახლში შედგა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პარტიების ლიდერებმა, ზონის კოორდინატორსა და გურიის შტაბის ხელმძღვანელს ულტიმატუმები წაუყენეს და მათსა და საზოგადოებას შორის არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოთხოვეს. მეგრელიშვილი და სამხარაძე მათ პრობლემების მოგვარებას შეჰპირდნენ და უთხრეს, რომ მათ მოთხოვნებს ცენტრალურ შტაბში დააყენებდნენ.

გადაწყდა თუ არა ეს საკითხები, რა დათმობაზე წავიდნენ პარტიის ლიდერები და რის სანაცვლოდ დაუჭირეს მათ მხარი შტაბის უფროსად დავით დარჩიას კანდიდატურას, ამის შესახებ "გურია ნიუსთან" თავად დავით დარჩია საუბრობს.

_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ, თქვენი შტაბის უფროსობა გადაწყვეტილია. ამ პოსტზე სხვა კანდიდატურაც განიხილებოდა, ჭიანურდებოდა თქვენი დანიშვნაც, რადგან მხარს არ გიჭერდათ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები. ისინი აცხადებდნენ, რომ თუ დავით დარჩია იქნებოდა შტაბის უფროსი, "ქართული ოცნება" საარჩევნო შეხვედრებს კოალიციურ რეჟიმში ვერ წარმართავდა და არჩევნებში დამარცხდებოდა. როგორ მიაღწიეთ შეთანხმებას მათთან და რისი დათმობა მოგიწიათ?

_ პირველ რიგში ჩემი სურვილი იყო, რომ ვყოფილიყავი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელი ოზურგეთში. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ გარკვეული მუშაობა გავწიე და არა მარტო მე, არამედ ჩემმა მეგობრებმაც, რომ ოზურგეთის რაიონში "ქართული ოცნება" შექმნილიყო და დაფუძნებულიყო როგორც პარტია. რადგან გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი ამ საქმეში, ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქტიურად ჩავრთულიყავი საარჩევნო კამპანიაში. მე, კოალიციასთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში მივაღწევთ წარმატებას.

_ თქვენ კონკრეტულ პასუხს არ მცემთ კითხვაზე, ბატონო დავით _ რა მოლაპარაკებას აწარმოებდით კვაჭანტირაძის სახლში პარტიის ლიდერებსა და გურიის შტაბის ხელმძღვანელთან ერთად? ადგილობრივი ლიდერები თქვენი დანიშვნის წინააღმდეგნი იყვნენ. რა პირობა მიეცით მათ მხარდაჭერის სანაცვლოდ?

_ გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ მე მათთვის არანაირი პირობა არ მიმიცია იმის გარდა, რომ ჩვენ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთად ბრძოლით შევძლებთ არჩევნების მოგებას. მე დავდე პირობა, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ვიმუშავებთ. დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. დროც არ ითმენს უკვე.

_ ბატონო დავით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების დროს, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძის მისამართით გაჟღერდა უამრავი ბრალდება, კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას ელოდებიან პარტიის ლიდერები.

_ გასაგებია. მე ცალმხრივად შემიძლია გითხრათ, რომ კოტე შარაშენიძის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ, მე არ ვიცი მისი საქმიანობის შესახებ. ამ საკითხებს სწავლობენ შესაბამისი ორგანოები. გეტყვით, რომ ჩემთვის კოტე შარაშენიძის არც დანიშვნა უკითხავს ვინმეს და არც მის მოხსნას შემეკითხება ვინმე. მე უძლური ვარ ამ საკითხში. თუ კოტე შარაშენიძე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას პირნათლად, ამისთვის არსებობენ ზემდგომი სამსახურები, ასევე ისინი, ვინც ის აირჩია. აგოს მათ წინაშე პასუხი _ მე რა შუაში ვარ?

_ კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერები, ასევე " ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ თუ კოტე შარაშენიძე იქნება გამგებელი, "ოცნება" არჩევნებს წააგებს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

_ ამ მოსაზრებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ვერც ვერავინ ვერ დაადასტურებს ამას.

_ ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ არჩევნებს მოიგებთ?

_ დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებს მოვიგებთ დიდი უპირატესობით. მით უმეტეს, თუ ყველანი ერთმანეთის გვერდით დავდგებით, არანაირი პრობლემა არ გვექნება.

_ რამდენად ადასტურებთ ინფორმაციას, რომ " ქართული ოცნების" მხარდამჭერები ტოვებენ პარტიას და გადადიან ბურჯანაძის პარტიაში?

_ არანაირად. გამიჭირდება ამის დადასტურება, რადგან ოზურგეთში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ მოუმართავს არავის მსგავსი განცხადებით, თუმცა, ჩვენ არავის არაფერს არ დავაძალებთ.

_ როდის იწყებს კოალიცია აქტიურ შეხვედრებს?

_ სექტემბრის დასაწყისში. ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. მანამდე საორგანიზაციო საკითხებს გავივლით და მოვაგვარებთ, ჩამოვყალიბდებით.

_ ბატონო დავით, აქამდე თქვენ, ასევე კოტე შარაშენიძე და ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებდით, რომ თქვენს შორის ურთიერთობა არ იყო ჩამოყალიბებული ნორმალურად და გქონდათ უთანხმოება. თქვენ დეპუტატს მას ოზურგეთში შექმნილ მწვავე სიტუაციის ორგანიზებაში დებდით ბრალს _ ვგულისხმობ კარვებს აქციას, რამდენიმე დღის წინ კი კვაჭანტირაძეს პირადად გადაუხადეთ მადლობა კოალიციური შეხვედრისთვის. ფორმალურია ეს საუბრები თუ მართლა დარეგულირდა თქვენს შორის ურთიერთობები?

_ ახლა დეტალებზე ვერ გესაუბრებით. მე სრულად ვაცნობიერებ, ვინ არის ზვიად კვაჭანტირაძე, ისიც ვიცი, რომ მაჟორიტარ დეპუტატსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის რაღაც საკითხებზე წინააღმდეგობა არ უნდა იყოს.

_ თუმცა, იყო.

_ კი, ნამდვილად იყო, გეთანხმებით.

_და ვინ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და ვინ აღიარა, რომ შეცდა?

_ თუ ორივე მივედით ამ დასკვნამდე, ხომ კარგი. ორივენი ოზურგეთელები ვართ _ თუ არსებობდა დაძაბული სიტუაცია და ურთიერთობა ჩვენს შორის რაღაც საკითხების გამო, ალბათ, საარჩევნოდ აღარ განმეორდება.

_ თქვენ აცხადებდით, რომ აქამდე ზვიად კვაჭანტირაძე ოზურგეთის "ქართული ოცნების" ოფისში საერთოდ ნამყოფი არ იყო. მოვიდა იმ დღეს, როდესაც თქვენ მას მადლობა გადაუხადეთ...

_ კი და ეს ძალიან კარგია. მან როცა საჭიროდ ჩათვალა, ეს ნაბიჯი გადადგა, გადადგა და ამაში ცუდი არაფერია, მე მივესალმები მისი მხრიდან ასეთ საქციელს, მიხარია და მზად ვარ, ვიყო მასთან ერთად საერთო საქმეში. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივი არაა და იოლად არ ვუყურებ ამ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ " ქართული ოცნება" დიდი ძალაა, _ გვითხრა დარჩიამ.




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...