"რუსთავი 2"-ის შეცდომა და პროცესიდან გაძევებული კამერები

მთავარი თემა

"რუსთავი 2"-ის შეცდომა და პროცესიდან გაძევებული კამერები

2013 აგვ 29 13:00:04
ექიმ-ნარკოლოგმა ნუკრი ნადარაიამ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული კობა ყურუას შარდში მეთადონის, მარიხუანას და ოპიუმის კვალი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ყურუას განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალი ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვაშიც ედება. გამოძიების მასალებით, ავთო ადუაშვილის მკვლელობის შემდეგ ყურუა თურქეთში გაემგზავრა, სადაც ჰეროინი შეიძინა.

ბრალდებული ირწმუნება, რომ ნარკოტიკი გამომძიებელმა დავით გაბუნიამ ჩაუდო: "მე მეთადონის პროგრამაში ვარ. 120 გრამს ვსვამ და ჰეროინი რაღად მინდოდა? ჰეროინის დამატება ეფექტს ამცირებს. ნარკოტიკი მხოლოდ საბაბი იყო. როგორც კი დამაკავეს მაშინვე ავთო ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დამიწყეს გამოკითხვა," _ განაცხადა ყურუამ პროცესზე.

კობა ყურუა, რომელიც გელა უბილავასთან ერთად გამოძიების მიერ მკვლელობის უშუალო შემსრულებლდ სახელდება, ირწმუნება, რომ უდანაშაულოა: "მოსკოვში სახლი მაქვს, მანქანა მყავს, ყვავილების საბითუმო მაღაზია აქვს ჩემს ცოლს, ფოთში სახლი მაქვს და მანქანა. 16 ათასს, რაც თითქოს ადუაშვილის მკვლელობაში ავიღე, სამ დღეში ვშოულობდი ყვავილებით. გარდა ამისა, თუ კაცი მყავდა მოკლული დ თურქეთში გავიქეცი, უკან რატომ დავბრუნდი? შვილი მე არ მყავდა აქ, რომ მომნატრებოდა".

მკვლელობასთან კავშირს დანარჩენი ორი ბრალდებულიც უარყოფს, მათ შორის მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარიც ვახტანგ ჩხაპელიაც, რომელსაც პროკურატურა მკვლელობის დამკვეთად მიიჩნევს

გუშინდელ სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც მოკლული ბიზნესმენის გვამი გამოიკვლია. გვამს 9 ჭრილობა აღენიშნებოდა, 7 ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, ორი კი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, რაც მსხვერპლს, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ადუაშვილს მწვავე სისხლნაკლებობა განუვითარდა, რაც მისი სისკვდილის მიზეზად არის მიჩნეული.

პროკურორი ნინო აღლემაშვილის თქმით, ექსპერტთა დაკითხვით უტყუარად დადგინდა, რომ კობა ყურუას დაკავების დროს მოხმარებული ჰქონდა ჰეროინი, ასევე უტყუარად არის დადგენილი, რომ ყურუა და ვლადიმერ ქარჩავა მკვლელობის მეორე დღეს გადავიდნენ თურქეთში, სადაც რამდენიმე დღეში მათ მურთაზ გერგაია შეუერთდათ.

"რაც შეეხება სოსო პავლიაშვილს, ამ კონკრეტული საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე. თუკი იმ სისხლის სამართლის საქმის პროკურორი მიიჩნევს აუცილებად, რომ დაიკითხოს სოსო პავლიაშვილი, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს პროკურატურა," _ ამბობს პროკურორი "გურია ნიუსთან."

ნინო აღლემაშვილი, ასევე, არ გამორიცხავს, რომ ამ სასამართლო პროცესზე გავრცელებული ინფორმაცია სოსო პავლიაშვილის დაკითხვის საბაბად იქცეს: "რა თქმა უნდა, შესაძლებელია აღნიშნულ სასამართლო პროცესზე გავრცელებული ინფორმაციით საჭირო და აუცილებელი გახდეს სოსო პავლიაშვილის დაკითხვა".

გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროცესის ვიდეოგადაღება აკრძალა. ეკა არეშიძის თქმით გუშინ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" ნაფიცი მსაჯულების სახეები გამოჩნდა, რაც მათ უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მომხდარის გამო გადაღება აეკრძალა არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც პასუხისმგებელი იყო სხვა ტელეკომპანიებისთვის ჩანაწერის გადაცემაზე, არამედ ყველა ტელევიზიას.

ბრალდებულთა ადვოკატები მიიჩნევენ რომ "რუსთავი 2"-მა განზრახ დაუშვა შეცდომა, რადგან პროკურატურას არ სურს, საზოგადოებამ დაცვის მხარის პოზიცია გაიგოს და მოუსმინოს ბრალდებულებს, რომელბიც, მათი თქმით, უდანაშაულოები არიან.

"რუსთავი 2"-ს აქვს პროცესების გაშუქების გამოცდილება. გუშინდლამდე რამდენიმე სიუჟეტი გაკეთდა, მაგრამ არც ერთ პროცესზე არ გამოჩენილა არც ერთი ნაფიცი მსაჯულის სახე. თუკი იყო საფუძველი "პირველი არხის" და "რუსთავი 2"-ის გამოძევების, რა დააშავა "მაესტრომ" და "იმედმა", რომ მათაც აეკრძალათ გადაღება? ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ გაშუქდეს დაცვის მხარის პოზიცია, საზოგადოებამ არ მოუსმინოს ბრალდებულებს, რომლებიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ პროცესზე დაუშვან კამერა," _ ამბობს გელა უბილავას ადვოკატი დათუნა მოდებაძე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...