დავით სერგეენკო : "კანონიერად ვმოქმედებთ და ეს სადაზღვევო კომპანიებზე შეტევას არ ნიშნავს"

მთავარი თემა

დავით სერგეენკო : "კანონიერად ვმოქმედებთ და ეს სადაზღვევო კომპანიებზე შეტევას არ ნიშნავს"

30 აგვ. 2013, 13:06:21

წერილის დაწერის მთავარი მიზეზი კი სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალს ჯორჯიაში" დროებითი, იძულებითი მმართველის დანიშვნა გახდა. ასეთი ღონისძიების გატარებას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. არის თუ არა კანონის აღსრულება ინვესტორების შევიწრობა, როგორც ამას წერილის ავტორები აცხადებენ? ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან"  კომენტარს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აკეთებს.

_ ბატონო დავით, სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს იმ პოლიტიკაზე  მინდა გკითხოთ, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს ეხება. ბოლო პერიოდში, საკმაოდ მწვავედ დადგა ზოგიერთი სადაზღვევო კომპანიის საკითხი. სახელმწიფომ დაიწყო მოქმედება, რასაც მოყვა პროტესტი სადაზღვევოების მხრიდან და ებრაელი ინვესტორების წერილი პრემიერის სახელზე, თითქოს მათ ბიზნესს ავიწროვებენ.  თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს?

_  მოდით, დავაზუსტოთ რამდენიმე საკითხი, პირველი ის,  რომ ეს არ შეეხება მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრიას, არამედ შეეხება კომპანია "არქიმედეს" , მეორე _ რომ  ეს არის არა ებრაელი ინვესტორების, არამედ კომპანია "არქიმედეს" ეროვნებით ებრაელი პარტნიორის წერილი.  აბსოლუტურად  უადგილოა ამ საკითხების გაიგივება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე. ეს არის აბსოლუტურად კონკრეტული თემა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა, კერძოდ სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახური იცავს იმ ფინანსურ პარამეტრებს, რომლის ვალდებულებაც მას აქვს.  არაფერი დრამატული არ არის იმაში, რომ კომპანიაში  შევიდა იძულებითი მმართველი. ეს არის საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკა, რათა მოინახოს ყველა შესაძლებელი გზა თვითონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და  კომპანია არ იქნას გაწირული გასაკოტრებლად.

ჩვენი ამოცანაა, კომპანიამ განაგრძოს  თავისი აქტივობა და რადგან ეს მისმა ადგილობრივმა მენეჯმენტმა ვერ შეძლო, მიუხედავად მისთვის მიცემული არაერთი შანსისა და წერილობითი გაფრთხილებისა, მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა იძულებითი მმართველი. ეს არ ნიშნავს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას.

შესაბამისად, ანგაჟირება იმ თემისა, თითქოს სახელმწიფო უტევს კერძო სადაზღვევო კომპანიებს, უადგილოა.  ეს არის კონკრეტული და კანონიერი ქმედება და მისი გაიგივება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მტრულ დამოკიდებულებასთან, ცალსახად მავნებლური საქციელია. კანონიერი მოქმედება სადაზღვევო კომპანიებზე შეტევას არ ნიშნავს.

ეს ყველაფერი გაირკვევა  კანონის ფარგლებში. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომპანია "არქიმედეს" დავალიანება, რომელიც მას სხვადასხვა კლინიკების მიმართ აქვს, რამდენიმე მილიონს აჭარბებს. "არქიმედე" ბოლო სამი თვეა, მინუსებშია გადასული.  მედიაციის სამსახურის ინფორმაციით კი, 191 სარჩელიდან 71 მარტო არქიმედეს წინააღმდეგ არის შესული.  71-დან  კერძო პირია _ 6, სამედიცინო დაწესებულება კი - 65. საერთო ჯამში, სადავო თანხის ოდენობა 12 876 874 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის მედიაციის სამსახურის უფროსი, გიული მარღიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "არქიმედე გლობალს ჯორჯიასთან" დაკავშირებით  "მორიგებით დასრულდა 32 საქმე, უარი ეთქვა 2 სუბიექტს და სასარჩელო წარმოება მიმდინარეობს 20 განცხადებაზე. სარჩელი გაიხმო 6-მა, რადგან შესრულდა ვალდებულებები.

იმ რეკომენდაციებზე, რაც მედიაციის სამსახურის მიერ იქნა გაცემული, შეუსრულებლობა არ ფიქსირდება, კომპანიის მხრიდან გონივრული გეგმა-გრაფიკი იქნა წარდგენილი". _ აცხადებს გიული მარღიშვილი.

მიუხედავად კომპანიის მიერ წარდგენილი გეგმა-გრაფიკებისა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა "არქიმედეს" შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ კომპანიის წინაშე არსებული ვალდებულებები კომპანიის რეზერვს აჭარბებდა და დადებითი ბალანსის მიღებამდე კომპანიას დროებითი მმართველი ეყოლება.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ  დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა: • ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში; • ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით; •იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; „საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის  ხელშეწყობის მიზნით  თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს  დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს.  ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ  საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება  მათ  საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroloan?fbclid=IwAR2G7K8YUQcKU49uKv4OV-uFV2Nx-0Fyg9j8We27XyYp_X3ZHGvZWmXEUEc ... ...
  • თიბისი ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობსაქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების  საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს. კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის"  გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან - 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის  განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას  ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს. სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს  წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას. პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions „შეღავათიანი აგროკრედიტი"  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა,  რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თიბისი უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და  მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა. ... ...
  • ბეტონზმიდი ამობრუნდა და ეზოში შევარდა - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობშიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბეტონმზიდის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელ ეზოში შევარდა. ინფორმაციას სოფლის რწმუნებული  ადასტურებს. ბესიკ კორტავას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ ... ...
  • მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" აცხადებენ, ბიჭი, სავარაუდოდ, პირუტყვს მწყემსავდა და მდინარეში გადავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდებულია, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უბედური შემთხვევა სოფელ დარჩელში გუშინ, საღამოს საათებში ... ...
  • როდის იწყება და რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონშიგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება.  აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: • ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა. • ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. • 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. • ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033 ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ბმულზე: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...