რა ბედი ელის სადაზღვევო კომპანიებს _ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა

მთავარი თემა

რა ბედი ელის სადაზღვევო კომპანიებს _ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა

4 სექ. 2013, 15:40:33

დღეს, პრემიერ-მინისტრის რიგით მეცხრე შეხვედრაზე მედიასთან "გურია ნიუსის" კითხვა სწორედ სადაზღვევო კომპანიებსა და გაურკვეველ ვითარებაში გასხვისებულ კლინიკებს შეეხებოდა.

_ ბატონო ბიძინა, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. პირველი _ მხედველობაში მაქვს სადაზღვევო კომპანიების პროტესტი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ კანონიერ ქმედებებზე, რომელიც თუ არ ვცდები, პირველად ტარდება ამ ცხრა წლის განმავლობში და მეორე _   და სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად გაყიდული კლინიკები.  მაგალითად, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, ჟვანიას სახელობის და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის კლინიკა ისე გაიყიდა, რომ არც ძველ და არც ახალ მეპატრონეს სახელმწიფო საქმის კურსში არც კი ჩაუყენებიათ.

სადაზღვევოები კი აპელირებენ იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ კერძო კომპანიებს და მათ საქმიანობაში სახელმწიფო ერევა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი ასეთი კომპანიის "არქიმედეს" წარმომადგენლობამ, წარმოშობით ებრაელმა აქციონერებმა  თქვენ საპროტესტო წერილითაც მოგმართეს.

როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი და სახელმწიფოს პოზიცია. როგორი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით?

_ ეს  საკმაოდ რთული საკითხია. დავით სერგეენკო ცდილობს მოაგვაროს და მეც კონსულტაციებს ვაძლევ, როგორც ეს შეიძლება. ჩვენ  ძალიან რთული მემკვიდრეობა მივიღეთ ამ სფეროში. სადაზღვევო კომპანიების და საავადმყოფოების დაფინანსება ძირითადად  მხოლოდ ერთ ჯგუფისთვის ხდებოდა.

ვცდილობ, აქაც შევინარჩუნო მაქსიმალურად ნეიტრალურობა და  არ მინდა კრიტიკული პოზიცია გამოვხატო, მაგრამ ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ   სადაზღვევო კომპანიებმა ააშენეს საავადმყოფოები. გასაგებია ის ხელისუფლება რასაც აკეთებდა, ან ის ერთი კაცი, რომელიც მათ რეკომენდაციას უწევდა და ამიტომაც მოხდა ძალიან ბევრი გაუგებრობა. აღარ ჩამოვთვლი ამ ფაქტებს, ძალიან ბევრი ვისაუბრე ამაზე. დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან რთული პროცესების წინაშე. აი, თქვენ დაასახელეთ რამდენიმე კლინიკა, მე შემიძლია დავამატო ჭიათურა,  საჩხერის საავადმყოფოში ვეღარ შეხვალ. ის საავადმყოფო, რაც ააშენეს, პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს. დანარჩენები კი დახურეს.

რაც მთავარია, დღეს სადაზღვევოებს არ აქვთ ფინანსური საშუალება შეინახონ ის კლინიკები, რაც მათ საკუთრებაშია. საოცრებები ხდება. სახელმწიფომ დააზღვია, ფულს უხდის მოქალაქეებს, მათ უნდა მიიღონ მკურნალობა და საავადმყოფოები ამას  ვერ ახერხებენ.

მე და სერგეენკომ ბევრი ვიფიქრეთ და შევქმენით სპეციალური სააგენტო,   რათა სადაზღვევოებისთვის მაქსიმალურად მიგვეცა საშუალება კანონთან შესატყვისობაში მოეყვანათ ყველაფერი, მოემართათ, ან უარი ეთქვათ. ყველა  გზას ვეძებდით, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რთულია, მაგრამ გადაწყვეტადია. ვიცი, რომ იქნება გაუგებრობები, განაწყენებაც, მაგრამ  მათ აქვთ საკუთრება, რომელსაც ვერ მართავენ.  ამ საკუთრებაზე კი ჩვენ, სახელმწიფო გავცემთ ფულს, ოღონდ,  ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქემ მაქსიმალური მომსახურება  მიიღოს.

_ თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები ვერ იღებენ იმ მომსახურებას, მათ რეალურად ესაჭიროებათ.

_ დიახ და ეს არის სწორედ  პრობლემა. როდესაც მათ მიუთითებენ იმაზე, _ თუ არ შეგიძლიათ, მაშინ დათმეთ და აგერ არის  ამის გადაცემის მექანიზმიო, ეს არ მოსწონთ. არ უნდათ, რომ რეალური ღირებულებით დათმონ. მათ უნდათ, ზოგიერთ შემთხვევაში, მთელი ვალები ჩამოაწერონ, რომელიც 3- 4-ჯერ ძვირია, ვიდრე ის საავადმყოფო, რომელსაც ეს ვალები გააჩნია. ჩვენ გვინდა მხოლოდ კონკრეტული შენობა, კონკრეტული საავადმყოფო, რომელიც უნდა მოემსახუროს ხალხს და ის თანხები დააფიქსიროს, რაც საჭიროა. ბევრი გაუგებრობა და ბევრი პრობლემაა, მაგრამ, გადაწყვეტადია ეს საკითხი. ორივე მხრიდან უნდა იყოს დათმობა.  რაღაც დათმობებზე უნდა წამოვიდნენ, რეალობას უნდა გაუწიონ ანგარიში. ხალხს უნდა მკურნალობა, ისინი ამას ვერ ასრულებენ და ამავდროულად მეპატრონეები არიან. აქაც არის პრობლემა  და რა თქმა უნდა,  არის კითხვები. გადაიჭრება ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პრობლემები.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?