125533 ლარის დანამატი ოზურგეთში _ ვის რა თანხა ერგო მერიასა და საკრებულოში

მთავარი თემა

125533 ლარის დანამატი ოზურგეთში _ ვის რა თანხა ერგო მერიასა და საკრებულოში

2018 დეკ 27 15:52:38

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წინასაახალწლოდ 125 535 ლარის დანამატი გაიცა. აქედან 102 095 ლარი ოზურგეთის მერიაში დარიგდა, ხოლო 23 440 ლარი _ საკრებულოში.

„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ოზურგეთის მერმა რამდენიმე სამსახურის უფროსი, განყოფილების ხელმძღვანელი, სპეციალისტი, მხოლოდ ერთი მოადგილე და რამდენიმე რწმუნებულები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.

წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებიც თანახმად ყველაზე მეტი თანხა _ 100%-იანი დანამატების მიიღეს: მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ 2 450 ლარის ოდენობით; ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ 2 000 ლარის ოდენობით; საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა 2 000 ლარის ოდენობით (აღსანიშნავია, რომ მამაკაიშვილმა 100%-იანი დანამატი სექტემბერშიც მიიღო); საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ 1 400 ლარის ოდენობით; საქმის წარმოების განყოფილების უფროსმა მაია ინარიძემ 1 400 ლარის ოდენობით; მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბერიძემ 1 400 ლარის ოდენობით; საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა ნინო დარჩიამ 1 400 ლარის ოდენობით; 1 400-1 400 ლარიანი დანამატი აქვთ აღებული შესყიდვების განყოფილების უფროს დავით გორდელაძეს და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს თენგიზ ჩიჩუას.

100%-იანი დანამატი ერგო სოფელ ჭანიეთის რწმუნებულს ირაკლი რამიშვილს 1 100 ლარის ოდენობით; ამდენივე მიიღო სოფელ შრომის რწმუნებულმა კონსტანტინე ხომერიკმა; საფინანსო სამსახურის სპეციალისტს თამარ ბაბილოძესაც 100%-იანი დანამატი აქვს 1 000 ლარის ოდენობით; ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი ნანა მელაშვილიც პრივილეგირებულთა შორისაა და მასაც 100%-იანი დანამატი აქვს, რომელიც 800 ლარს შეადგენს; ასევე, 100%-იანი დანამატი _ 800 ლარი მიიღო მერის მოადგილის ალექსანდრე სურგულაძის თანაშემწემ თეიმურაზ ჭანუყვაძემ; პრივილეგირებულთა შორის მოხვდნენ საფინანსო სამსახურის სპეციალისტები დავით ღლონტი, მარიკა დარჩია და მაკა ბეგიაშვილი, რომლებსაც 900-900 ლარი ერგოთ; ასევე, სოფელ მერიის რწმუნებულის თანაშემწე გიორგი მუჯირი, ნატანების რწმუნებულის თანაშემწე ამირან ბაქანიძე, მერიის რწმუნებულის თანაშემწე გრიგოლ კოსტავა და ცხემლისხიდის რწმუნებულის თანაშემწე გიორგი ლომინაძე, რომლებმაც 560-650 ლარი მიიღეს.

85-85%-იანი დანამატები მიიღეს ოზურგეთის მერის მოადგილეებმა _ ალექსანდრე სურგულაძემ და ირაკლი სირაძემ. სურგულაძეს 2 125 ლარი ერგო, სირაძეს კი _ 2 040 ლარი.

80%-იანი დანამატი მიიღო სამხედროს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა ივანე ქუთათელაძემ 1 120 ლარის ოდენობით.

50-50%-იანი დანამატები მიიღეს: მერის მოადგილის ირაკლი სირაძის თანაშემწემ მერაბ ჭელიძემ; მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის თანაშემწემ დარეჯან გოგოტიშვილმა, მერის თანაშემწემ ეთერ ყავრელაშვილმა; მერის მდივანმა ალიონა სურგულაძემ; მერის მოადგილის თანაშემწემ შოთა ქილიფთარმა.

ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსს მარინა ქერქაძეს 50%-იანი დანამატი ერგო 700 ლარის ოდენობით; ამდენივე მიიღო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა გერასიმე ბოლქვაძემ; სამხედრო სამსახურის უფროსმა ილია ლეჟავამ, ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა შალვა გაბრიჩიძემ, ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა მზია გაგუამ, სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსმა ამირან გირკელიძემ, ქონების მართვის განყოფილების უფროსმა მალხაზ გორგოშიძემ; სოციალური განყოფილების უფროსმა ნათია ვაშალომიძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეკატერინე მგელაძემ, სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსმა თეიმურაზ მოქიამ, კომუნალური სერვისების განყოფილების უფროსმა თემურ მურვანიძემ, კულტურის განყოფილების უფროსმა მაიზერ ცელაძემ, ტურიზმის განყოფილების უფროსმა ირინა შალამბერიძემ, იურიდიული განყოფილების უფროსმა მიხეილ შილაკაძემ.

ასევე, 50%-იანი დანამატები ერგოთ კულტურის სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს 800 ლარის ოდენობით, იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს 800 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს გოგი ინწკირველს 800 ლარის ოდენობით.

550-550 ლარის ოდენობით, ყოველთვიური სარგოს 50%-ის ოდენობის დანამატი მიიღეს სოფელ თხინვალის რწმუნებულმა არსენ კვაჭანტირაძემ, სოფელ ოზურგეთის რწმუნებულმა ბადრი თავდუმაძემ, სოფელ შემოქმედის რწმუნებულმა სოსო სადრაძემ; სოფელ მელექედურის რწმუნებულმა კახა მესხიამ, სოფელ სილაურის რწმუნებულმა გოჩა ჯანხოთელმა, სოფელ ბაილეთის რწმუნებულმა ზურაბ დარჩიამ, სოფელ მაკვანეთის რწმუნებულმა ალექსანდრე ბურძგლამ, სოფელ ნატანების რწმუნებულმა ნაირა კვაჭაძემ, ქალაქ ოზურგეთის რწმუნებულმა ავთანდილ სვანიძემ, სოფელ ნასაკირალის რწმუნებულმა ოთარ ადაძემ, სოფელ მერიის რწმუნებულმა ნუგზარ ხომერიკმა.

50%-იანი დანამატები აიღეს მერიის სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტებმა: გიორგი ნიკოლაიშვილმა, ნინო კვაჭანტირაძემ, პაატა ვაშალომიძემ, ეკატერინე გეგიაძემ, თედო მენაბდემ, გურამ ზაზა მენაბდემ, ავთანდილ ჩხაიძემ და ჟანა ჩხიკვიშვილმა, მერაბ ბერაძემ, კონსტანტინე ბოლქვაძემ, ომან დოლიძემ, ირაკლი ლოდიამ, იონა მამფორიამ, ია ჩხარტიშვილმა, ირაკლი ცქვიტინიძემ, შარაშენიძემ, ლელა ვასაძემ, ნანა სანიკიძემ, ალექსანდრე სირაძემ და ირაკლი ანდღულაძემ, თამარ რუსიეშვილმა, ვახტანგ ვაშაყმაძემ, ნინო სალუქვაძემ, ლაშა ფირცხალაიშვილმა, მიხეილ ცქიტიშვილმა თამარ ბაქანიძემ, აივაზ ბერიძემ, ქეთო დამენიამ, დავით ხავთასმა, ინგა ცეცხლაძემ, ირაკლი წულაძემ, კახაბერ იმნაძემ, ციალა სირაძემ; ნათია ბაქრაძემ, ნინო მახარაძემ, შოთა მახარაძემ, გიორგი მდინარაძემ, ოთარ მექვაბიშვილმა, ზვიად მიქელაძემ, მაია ჩავლეიშვილმა, ხათუნა ჯაბუამ, მიხეილ შალამბერიძემ, ნათელა ტუღუშმა, აკაკი ღლონტმა, ელიკო დოლიძემ; ნანა კილაძემ. მარინე ლომთათიძემ, ლევან ნიკოლაიშვილმა, შორენა ონიანმა, სპეციალისტმა ნიკოლოზ ლომთათიძემ, ნია მეგრელიშვილმა, დაჩი ხინთიბიძემ და ზურაბ მორჩილაძემ.

სამსახურის უფროსებს შორის, ყველაზე მცირე _ 40%-იანი დანამატი ანუ 640 ლარი აიღო სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა თანამშრომლებმა 30 და 20-პროცენტიანი დანამატები აიღეს.

რა პრინციპით გაანაწილეს დანამატები, რა გახდა იმის მიზეზი, რომ განყოფილების უფროსზე მეტი დანამატი რიგით სპეციალისტს აქვს; რატომ მიიღო 100%-იანი დანამატი მაგალითად, ნატანების რწმუნებულის თანაშემწემ ამირან ბაქანიძემ, როცა რწმუნებულმა 50%-იანი დანამატი მიიღო; რით არიან 100%-იანი დანამატით დაჯილდოებული რწმუნებულები და სამსახურის უფროსები გამორჩეულები; იყო თუ არა დანამატების გაცემა შერჩევითი და რამდენად მართალია მერიის თანამშრომელთა მოსაზრებები, რომ შარაშენიძემ, 100%-იანი დანამატები მხოლოდ საკუთარ ახლობლებს მისცა _ ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მიღებას ჩვენ კონსტანტინე შარაშენიძისგან შევეცადეთ, თუმცა, უშედეგოდ _ ოზურგეთის მერმა, ტრადიციას არ უღალატა და „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს, არც ამჯერად უპასუხა.

რაც შეეხება საკრებულოში გაცემულ დანამატებს _ საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, დანამატი არც მას, არც მის მოადგილეს და საკრებულოს არცერთ წევრს არ მიუღიათ:

 _ გასული წლის ბოლოს დანამატები არ გაგვიცია. წელს პირველად გავეცით მხოლოდ აპარატის თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური შრომისთვის, არა ერთი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც საკრებულომ განახორციელა და ეს მუნიციპალიტეტისთვის სხვადასხვა ჯილდოებშიც აისახა. დანამატი მიიღეს მხოლოდ აპარატის თანამშრომლებმა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რომელიც ბრძანებებშიც გაიწერა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით დარჩიამ.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...