დროებითი მოთავსების იზოლატორში აგენტები შეაგზავნეს?!

მთავარი თემა

დროებითი მოთავსების იზოლატორში აგენტები შეაგზავნეს?!

2011 ივნ 3 00:24:48
მათი უმრავლესობა აქაური არ არის. სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 27 მაისის მდგომარეობით, ჩოხატაურში იმყოფებიან: გიორგი გურგენაძე, ამირან ჩუბინიძე, გიგა გავაშელიშვილი, გიორგი მატიაშვილი, ლეგა ონიანი, დიმიტრი ტიტვინიძე, ირაკლი კვარაცხელია და ავთანდილ რიჟამაძე.

"გურია ნიუსი" შეეცადა გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია და ისიც, რამდენადაა შესაძლებელი ჩოხატაურში მყოფი დაკავებულებისთვის საკვების მიწოდება.

ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელმა დაგვიდასტურა, რომ აქციის შედეგად დაკავებული პიროვნებები ახლაც ამ იზოლატორში იმყოფებიან. თუმცა, აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული სიიდან მისთვის ლეგა ონიანის ვინაობა ცნობილი არ არის. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორი საქველმოქმედო ადგილი არ არის და ამიტომ, ნათესავების გარდა, საკვებს ვერავისგან მიიღებენ.

_ ჩვენ გიორგი გურგენაძესთან გვინდა საკვები პროდუქტების შეგზავნა.

_ არა. გურგენაძეს დღეს უკვე შეუგზავნეს საკვები. მეტის მიღება არ შეიძლება.

_ რატომ, აკრძალულია?

_ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აქვს თავისი წესები. ამ წესების თანახმად კი, თქვენგან ვერაფერს მივიღებთ. თან გურგენაძეს დღეს მოუტანეს საკვები.

_ იქნებ, ავთანდილ რიჟამაძეს გადასცეთ საკვები? როგორც ვიცი, მასთან დღეს მნახველი არ ყოფილა.

_ ეს საქველმოქმედო დაწესებულება არ არის. მხოლოდ ნათესავებისგან მოტანილ პროდუქტებს მივიღებთ, ისიც ზღვრული რაოდენობით, _ დაგვიზუსტა დმი-ის ხელმძღვანელმა.

ჩვენს წყაროს ცნობით, რამდენიმე დაკავებულის ახლობლები ჯერ ჩოხატაურში არ ჩამოსულან, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მონაცემებს დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ ხშირად ცვლის. გვითხრეს ისიც, რომ ამ ადამიანებს კვების მხრივ პრობლემები აქვთ და ის საკვები, რომელიც მცირე რაოდენობით შედის ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში, 8 კაცს არ ეყოფა.

კითხვაზე, როგორ მოხვდნენ თბილისში დაკავებული პირები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, პასუხი არავის აქვს. წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ გურიაში ძველი კადრები სასურველი ჩვენების მიღების დიდოსტატები არიან. მეტიც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაკავებულებისგან აღიარებითი ჩვენებების მისაღებად პენსიაში გასული პოლიციელები (შევარდნაძის დროინდელი ძალოვნები) გამოიძახა.

ამ ყველაფერს ერთი საეჭვო გარემოებაც ემატება _ სპეცრაზმის მიერ წართმეულ ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათზე დაფიქსირებული გვყავდა გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ბესო გელენიძე, რომელიც აქციის საღამოს, პარლამენტისკენ მიმავალი დავაფიქსირეთ. გელენიძეს სამოქალაქო ტანსაცმელი _ კრემისფერი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ ვინმე ბესო გელენიძე სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ დაკავებული. ჯერჯერობით, დაუდასტურებელია ეს ის გელენიძეა, რომელმაც ზოტელებს თავები კონდახებით დაუხეთქა, ავტომატი ესროლა და რომელიც ჩვენს აქციის დღეს პარლამენტთან დავაფიქსირეთ თუ მისი სეხნია. ჩვენს ხელთ არსებული ყველა ტელეფონის ნომერი, რომელიც ადრე გელენიძეს ეკუთვნოდა, მომსახურების ზონიდან არის გასული ან მიუწვდომელია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რამდენიმე წლის წინ, ბესო გელენიძე ოპოზიციის მოწინააღმდეგე ტაქსისტის როლში იხილა საზოგადოებამ, ამიტომ, გადაუმოწმებელი ეჭვი, რომ გელენიძე "შეგზავნილი აგენტია", საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

ამ ეჭვს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც ამყარებს, რომლის თანახმადაც, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგენტები შეუგზავნა ინფორმაციების მოსაპოვებლად. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ასეთი აგენტები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებშიც არიან. წყაროსვე ცნობით, დაკავებული მომიტინგეების უმრავლესობა სასტიკად არის ნაცემი და მათ სამედიცინო დახმარებას არავინ უწევს. როგორც გვითხრეს, შეგზავნილი აგენტებიც "დასიანიაკებულები" არიან ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად.

და კიდევ ერთი ფაქტი _ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ფოტოზე, რომელიც თითქმის ყველა მედია საშუალებაში გამოქვეყნდა, ერთ-ერთ პოლიციელს დასისხლიანებული და ხელებშეკრული მომიტინგე მიჰყავს. გურულები, რომლებსაც ბესო გელენიძის დრო კარგად ახსოვთ, ჩვენთან საუბრისას ამტკიცებენ, რომ ეს პოლიციელი გელენიძის მარჯვენა ხელი, ზოტელების დარბევის და ცემის "ადმირალად" წოდებული მურმან ცირდავაა. ამის მტკიცება ცოტა რთულია, ამიტომ ჩვენ სააგენტოების მიერ გადაღებული პოლიციელის და ჩვენ არქივში არსებულ ცირდავას ფოტოებს ერთად, უკომენტაროდ ვაქვეყნებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს ვარაუდები საგულდაგულო გადამოწმებას საჭიროებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...