"წყალი, წყალი გვინდა!" _ მწყურვალი და "მოხუცი" სოფლის სამდურავი

მთავარი თემა

"წყალი, წყალი გვინდა!" _ მწყურვალი და "მოხუცი" სოფლის სამდურავი

2013 სექ 25 12:45:28
საშინელი მიგრაცია, უმუშევრობა, მოხუცდა სოფელი, როდის ეშველება ამ გასაცოდავებულ საქართველოს?" _ ასე შემოგვჩივლეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, სადაც იქ მცხოვრებთა თხოვნით ავედით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის თემში სამი სოფელი _ მაღალი ეწერი, დაბალი ეწერი და მზიანი შედის. ცხოვრობს 498 ოჯახი, 1 200 კაცის შემადგენლობით.

სოფელ ასკანაში, როგორც გურიის სხვა სოფლებში, მიგრაცია, უწყლობის, უგზოობის პრობლემა და უმუშევრობაა, არის ბევრი სოციალურად გაჭირვებული ოჯახი. ჩაის ფაბრიკის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. სოფლის ცენტრში დარჩენილია სკოლის შენობის ნანგრევი, რომლის რეაბილიტაციაზეც ასკანელები დღემდე ოცნებობენ, თუმცა ამაოდ.

_ ჩვენი სოფლის უმთავრესი პრობლემა უწყლობა, უგზობა და უმუშევრობაა. სოფლის დახმარების პროგრამით, თითქოს, წყალი გამოიყვანეს, ვითომ გზაც შეარემონტეს, მაგრამ ის ძველი მილები სკდება და ყველგან პატარა "შადრევნებია". შემოსავლის წყარო თხილია, მანდარინს ფასი არ აქვს, ისევე როგორც თხილს.

ყველაზე დიდი ტკივილი ჩვენი სოფლისთვის ისაა, რომ სოფელში ახალგაზრდას ვერ ნახავ, მოხუცებულები ცხოვრობენ და მათი გარდაცვალების შემდეგ, სახლებს გამოკეტვა ემუქრება. ახალგაზრდებს, რომლებიც თურქეთში თუ ჩვენთან, თბილისში სამუშაოდ არიან წასულები, მიტოვებული აქვთ სახლკარი. სოფელი სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენი სახნავ-სათესი ფართობები მეწყერ-საშიშ ზონაშია, 300 ჰექტარზე მეტი ჩაის ფართობი ეკალ-ბარდების ქვეშაა, ახლაც გზას აკეთებენ _ მოიტანენ და დაყრიან ინერტულ მასალას, ხრეშს რომ ეძახიან, მაგრამ ეს ხომ დროებითია? ჩინოვნიკებმა, 50 000-ათას ლარიან წლიურ ხელფასს რომ აძლევენ, საკუთარი ოჯახის წევრები ჩამოიყვანონ და აცხოვრონ აქ, სოფელში, ასეთ პირობებში და მერე მიხვდებიან, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი სოფელში. შენდება ოზურგეთი, მაგრამ ვისთვის? კარგი სკოლა გვქონდა და დაწვეს ვიღაც ვიგინდარებმა, _ ამბობენ ასკანელები.

ნინო მამალაძე, სკოლის დირექტორი: _ ორი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი სკოლაში. არ გვყოფნის თანხა _ სწავლის დაწყების წინ, ჩემი საკუთარი ფულით შევიძინეთ ძალიან ბევრი რამ. დამეხმარნენ მასწავლებლებიც, კედლები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დერეფნები და საკლასო ოთახები ჩვენი პირადი ხარჯებით მოვაწესრიგეთ. პრობლემა ისაა, რომ შობადობა ძალიან დაბალია, ბავშვებიც აღარ არიან სოფელში. მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, დღეს სადაც სკოლაა განთავსებული, სკოლის შენობა არ იყო _ იყო სოფლის ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც არც ფანჯარა ჰქონდა და არც კარი. ძალიან პატარა ოთახებია, ამომტვრეულია იატაკი, შენობაში ვირთხებიც კი იყო.

ლილი ჭეიშვილი: _ 4 წელია, მუშაობა არ შემიძლია, ვარ ავადმყოფი მარტოხელა პენსიონერი. სოციალური დახმარება არ დამინიშნეს, ჩემი პენსია წამლებშიც არ მყოფნის. უკიდურეს დღეში ვარ.

ნუნუ ვაშალომიძე, პედაგოგი: _ ისე მომწონს თქვენი გაზეთი და კოლექტივი, ალბათ, დაარსების დღიდან ერთი ნომერი არ მაქვს ჩაგდებული, რომ არ წამეკითხოს. კიდეც ვიფიქრეთ, რომ შეხვედრას მოვუწყობთ სკოლაში,-მეთქი. მე ვარ ძირძველი ასკანელი, ძალიან მტკივა გული, სოფელზე _ აბა, გაიხედეთ, თუ დაინახავთ ახალგაზრდებს. მოხუცდა სოფელი, ახალგაზრდა გაქცევას ფიქრობს. დაცლილია ოჯახები, ყველა მეორე სახლი დაკეტილია. სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს რომ 60 ლარი ექნება ხელფასი, რა უნდა ქნას იმან?

სოფელში ერთი ავტობუსი დადის _ დილას მიდის ქალაქში და შუადღეზე მოდის.

სოფლის ცენტრში, დანგრეული სკოლის ადგილზე რაღაც ფაბრიკის აშენებას აპირებენ. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია აქ სხვა შენობის აგება, გარდა სკოლისა. ეს სოფლის კიდევ ერთი დიდი გულისტკივილია. სხვაგან ააშენონ ფაბრიკა თუ ქარხანა და აქ სკოლა აგვიშენონ...

ნაირა გუნდაძე: _ სოფელში არაფერი არაა სკოლის მოსწავლეებისთვის, რა გახდა ერთი პრობლემის მოგვარება, რომ სოფელში ავტობუსმა შუადღის რეისი გააკეთოს? უწყლობის მერე, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, დაგვეხმარეთ, ძალიან გთხოვთ! მოწყვეტილი ვართ ქალაქს! მთავარი კი მაინც წყალია! მალე, ალბათ, თხოვნიდან ყვირილზე გადავალთ: წყალი, წყალი გვინდა!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული პავლე მესხიშვილი "გურია ნიუსთან" თავისი სოფლის პრობლემებზე ღიად საუბრობს და მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების არსებობას გვიდასტურებს: _ უსაფუძვლოდ არც ერთი მცხოვრები არ იტყვის რამეს. ყველას უჭირს დღეს, მართლაც ძალიან ბევრი პრობლემაა გადაუჭრელი. წყლის მილები, დაახლოებით, 30 წლისაა. დღესაც მიდის რეაბილიტაცია, მაგრამ რად გინდა?! _ შეაკეთებ ერთ ადგილს, მეორე ადგილზე სკდება, თანხა სჭირდება ძალიან დიდი, რომ საერთოდ შეცვალო სისტემა და ცენტრალური მაგისტრალი. სამომავლოდ კი გვპირდებიან _ ახლა ამის საშუალება არ გვაქვს, სოფლის პროექტების თანხა არ ყოფნისო. წყალი რომ არ გექნება დღეს, ასე ცხოვრება შეიძლება? გზა მოიხრეშა და ახლა უგზოობის პრობლემა არაა. სოფელს სჭირდება ავტობუსის რეგულარული რეისიც. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურში მითხრეს, მოიყვანე შენი სამარშრუტო ტაქსი და ჩვენ ჩაგისვამთ განრიგშიო, მაგრამ მე სად მყავს მანქანა?!

_ სხვა რა პრობლემებია სოფელში?

_ არაა საკმარისი, რაზეც ვისაუბრეთ? წყალი _ არა, ტრანსპორტი _ არა, გზა _ არა, უმუშევრობა... ძირითადი შემოსავალი თხილია და იმასაც ფასი არ აქვს. რა ქნას გლეხმა კაცმა? ადრე ჩაი იყო და ისიც აღარაა.

_ რა შეიცვალა თქვენს სოფელში ბოლო თვეების მანძილზე?

_ არჩევნების შემდეგ? არჩევნების შემდეგ რაიმე ცვლილება ქვეყანას არ დატყობია და ჩემს სოფელში რა შეიცვლებოდა?! ველოდებით ახალ არჩევნებს და ვართ კიდევ იმედით, რომ რაიმე იქნება სასიკეთო.




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე“ საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა. პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავენ. მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მე დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული, დღევანდელი საკომიტეტო მოისმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი - მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე არის საქართველოში საინვეტსიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმaუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდას და საერთო კეთილდღეობის ზრდას ყველასთვის მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა ეს ადამიანი საპენსიო სქემაში.“ - აღნიშნა ლევან სურგულაძემ. პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციები არის ასახული. ღონისძიება სასტუმრო ,,კრუიზში“ გაიმართა. ... ...
  • 18 ივნისს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება (R)18 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ ნატახტარში (კომპანია ნატახტარის სათაო ოფისში) საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება. ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს და მათ შეკითხვებს ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...