ექიმების აქცია ხელფასების მოთხოვნით

მთავარი თემა

ექიმების აქცია ხელფასების მოთხოვნით

2013 სექ 23 12:46:14
ამის მიზეზი მათი ხელფასების განახევრება გახდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე მივიდა, რომლის თქმით, საქმის კურსში უკვე ჩააყენა მაჟორიტარი დეპუტატი.

ექიმების განმარტებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყებები პრობლემას დროულად არ მოაგვარებენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩოხატაურის ფილიალი 1 ოქტომბრიდან მუშაობას შეწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის შესახებ, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება დიდი ხნის წინ იყო საქმის კურსში. "გურია ნიუსი" ჯერ კიდევ 25 ივლისს წერდა, რომ ექიმები გაფიცვისთვის ემზადებოდნენ. როგორც მაშინ ვწერდით, კომპანია "ალფამ", რომელსაც გურიის ბაზრის 100% უკავია, უმწეოთა დაზღვევის პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდებოდა უბნის ექიმები და სასწრაფო დახმარების სამსახური, არარენტაბელურობის გამო დატოვა, რაც ხელფასების განახევრების მიზეზი გახდა.

_ "მედალფა", წინა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული, ჩართული იყო სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიას დავალებული ჰქონდა, ექირავებინა ფიზიკური პირი, ექიმი, დაედო ხელშეკრულება და განეხორციელებინა პროგრამა. ხარჯების 50%-ს იხდიდა სახელმწიფო, 50%-ს _ "მედალფა". იგივე სქემა იყო სასწრაფო დახმარების სამსახურზე. თუმცა, რამდენიმე თვის წინ, "მედალფა" ამ პროგრამიდან, 218-ე დადგენილებიდან გავიდა, რადგან ეს პროექტი მათთვის წამგებიანი იყო და შესაბამისად, ფულს აღარ იხდის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "ავერსის" კლინიკურმა დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში.

_ როგორც ვიცი, ამ ეტაპზე სამინისტროსა და კომპანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის საუბარი, რომ როცა მოლაპარაკება დასრულდება, თანხა, რომელიც ამ დრომდე მიუღებელი აქვთ ექიმებს, გადახდილი იქნება, მაგრამ დაზუსტებული არ არის, ვინ გადაიხდის _ სადაზღვევო კომპანია თუ სახელმწიფო. თუმცა, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული და როდის მიაღწევენ, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, _ გვითხრა მდინარაძემ.

არადა, ჯერ კიდევ მარტში, ლანჩხუთში ჩამოსული დავით სერგეენკო ექიმებს პრობლემების მოგვარების პირობას აძლევდა:

"არ მეგონა თუ ამდენი პრობლემა დამხვდებოდა, განსაკუთრებით სოფლის ექიმის ინსტიტუტის ირგვლივ. ვეცდებით, ყველა იმ პრობლემას, რაც ამ შეხვედრაზე დაისვა, კომპლექსურად მივუდგეთ", _ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებთან შეხვედრაზე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. როგორც ჩანს, მედიკოსთა პრობლემებით ჯერ არავინ დაინტერესებულა.

_ "ვიცით", "გვესმის", "ყველაფერი მოგვარდება"... დავიღალეთ უკვე ამის მოსმენით. ვინმემ აგვიხსნას _ ექიმობაზე აუცილებელი და საჭირო პროფესია არის რომელიმე? გამგებელს 3 000 ლარი აქვს, დეპუტატს _ 5 000, მინისტრს _ 7 000. ჩვენ რომ 300 ლარი მაინც გვქონდეს, არ შეიძლება?! ათასებს ხომ არ ვითხოვთ?! არც კაბინეტი გვინდა და არც კომფორტული ავტომობილები. როცა ამ პროფესიაზე გავაკეთეთ არჩევანი, ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რა გვინდოდა და რას გავაკეთებდით. სახელმწიფოს ექიმების მიმართ ასეთი მონური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს. მეტს ველოდით და ისიც არ გვაქვს რაც გვქონდა. აქ მყოფთა უმრავლესობას საბანკო კრედიტები აქვს. რა ვქნათ, რითი ვარჩინოთ ოჯახები? ექიმებს 120-130 ლარი ჩამოერიცხა, მძღოლებს ასი ლარი. ამ თანხით როგორ უნდა ვიარსებოთ?!  _ ამბობენ "გურია ნიუსთან"გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები.




 ახალი ამბები
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქციაკახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია. ადგილზე ამ დროისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.   ცნობისთვის, ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს  დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და  იმავე ადგილზე ... ...
  • გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდესდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ... ...
  • გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანზე- ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და  ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, დ.ჯ.-მ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველ თანასოფლელ გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა,  შემდეგ კი მუცლის არეში ხელი დაარტყა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) და   126-ე მუხლის I1 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და  სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. “ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია “ცენტრ პოინტის” პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს.  მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა,  ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა. ეს არ არის პირველი შეხვედრა, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ , სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე ეხება უშუალოდ მშენებლობის წარმოებას, რაც ნულიდან არის ყველაფერი დასაწყები. თბილისის მერია მუშაობს ორივე მიმართულებით, რაც გამოიხატება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებაში და იმ ინვესტორების მხარდაჭერაში, ვინც დაინტერესდება აღნიშნული პროექტებით. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და გვაქვს გარკვეული შედეგები, თუმცა პროცესი გრძელდება,”-განაცხადა კახა კალაძემ. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა კარკასისა და ქვაბულის (კატლავანის) მდგომარეობაში არსებული სამი ობიექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. კერძოდ, განიხილეს თაბუკაშვილის N7-9, მარშალ გელოვანის N4ა და გურამიშვილის N64-ში არსებული დაუსრულებელი ობიექტები. საუბარია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 387 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებაზე. ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მერია დეტალურ მოლაპარაკებებზე გადავა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესსა და მზადყოფნას გამოხატავენ. „დღევანდელი შეხვედრა ხუთი ასაშენებელი ობიექტიდან სამ ობიექტს ეხებოდა. ორ ობიექტზე უკვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვყავს ინვესტორები, ხოლო სამი ობიექტის დასასრულებლად ინვესტორები გამოკვეთილი არ იყო. დღეს შევხვდით სამშენებლო კომპანიების იმ ნაწილს, რომლებსაც შეუძლიათ, ამ მასშტაბების პროექტების განხორციელება და მათ აღნიშნულ სამ ობიექტთან დაკავშირებით, ძირითადი ინფორმაციები წარვუდგინეთ. ახლა ველოდებით მათ გამოხმაურებას“,- განაცხადა ილია ელოშვილმა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...

სუპერმოდელი ჰადიდი პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი...

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...