"გლეხისთვის ყოველი დღის გადატანა პრობლემაა!"

მთავარი თემა

"გლეხისთვის ყოველი დღის გადატანა პრობლემაა!"

2011 ივნ 6 08:48:28

სოფლის თემში შედის ახალსოფელი, ჭანიეთური და ბაილეთი და სულ სამასამდე კომლი ცხოვრობს. ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კიღურაძის თქმით, სოფლის საარსებო წყარო თხილი, საყანე ფართობებში მოწეული სიმინდი და საკუთარი ოჯახების მცირე შემოსავალია. ადრე კი ჩაით სულდგმულობდნენ. მაჟორიტარის თქმით, ბაილეთის მოსახლეობას, სხვა დანარჩენი სოფლების მსგავსად, ძალიან უჭირს და პირველ რიგში, დასაქმების პრობლემა დგას. თუმცა, სოფელში არც თუ ისე ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია. მაჟორიტარის თქმით, დაახლოებით 20 ოჯახია ისეთი, ვისაც ძალიან უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ეკუთვნით დახმარება და ვერ იღებენ. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და თხილია. კომუნისტური დროის გიგანტი _ ჩაის ფაბრიკა, რომელიც ბაილეთის, ჯუმათისა სილაურის მარჩენალი იყო, ნაცარტუტადაა ქცეული. მათივე თქმით, ხელისუფლება აქ პატიმარ ქალთა კოლონიის აგებას გეგმავს, რასაც მაჟორიტარი არ ადასტურებს.

 

ბაილეთში ყოფნისას, გზად ჯუმათელი თალიკო გოგუა შეგვხვდა, რომელიც გზადაგზა ტანსაცმელს ყიდდა და თავისი გაჭირვების შესახებ შემოგვჩივლა:

_ ადრე, შრომის ორდენოსანი ვიყავი _ 20 ტონა ჩაის ვკრეფდი, შრომით ნაშოვნი ფულიც მქონდა, მტერი და მოყვარე ვიცოდი, ყველაფერს შრომით ვაღწევდი... ახლა შემხედეთ _ დაჩაჩანაკებული, ჯუმათიდან ბაილეთში გამოვდივარ ფეხით და ვყიდი გზადაგზა სახლიდან გამოტანილ ტანსაცმელს, ნივთებს. ხან თხილზე ვცვლი და ხან _ ყველზე... მერე იმას გავყიდი, აგია, ბებო, ცხოვრება? მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავიტანოთ ოჯახმა თავი, შვილიშვილი როგორ დავაპურო... თქვენ გეცოდინებათ, უნდა გკითხოთ: პოლისი მაქვს და მეშინია მაინც; ასე მეუბნებიან, არაფერში არ გშველის, მაინც ფულს გადაგახდევინებენო, მართალია?

_ ვინ გითხრათ, ფულს გადაგახდევინებთო?

_ ყველა მეუბნება. საავადმყოფოში რომ მივედი, ფული გინდაო, მითხრეს. მარტო მე კი არა, მთელ სოფელს უჭირს. სოფლის გამგებელს და მაჟორიტარს რა მოვთხოვო _ ნამეტანი კაი ახალგაზრდები არიან, მოგისმენენ, მაგრამ მერე რა?! ყანა ვერ დავთესე, რადგან პენსია წინასწარ მაქვს აღებული. სოფლის მცხოვრებლების 80% დღეს ასე ცხოვრობს. ამ ქვეყანას აწი აღარაფერი გამოასწორებს.

ხათუნა ესაძე ამბობს, რომ არ იცის, სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხა რას მოხმარდა. მის ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არასდროს მიუმართავს. სოფლის ერთ-ერთი პრობლემა უტრანსპორტობაა: მხოლოდ გამვლელი სამარშრუტო ტაქსები დადიან. ერთი სამარშრუტო ტაქსი კი, რომელიც მხოლოდ გარკვეულ დღეებში დადის, მათ უბანს არ ემსახურება: _ გვაწუხებს უმუშევრობა, დაუსაქმებელია მოსახლეობის 80% პროცენტი. აქ ფიზიკურად თუ იმუშავებს ადამიანი მიწაზე, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ფიზიკურად შრომა? ყველაზე დიდ ბედნიერებად იქცა სახლში პენსიონერის ყოლა და ვინც ამ ბედნიერებასაა მოკლებული, თხილის შემოსავლით ცდილობს ზამთრამდე მიიტანოს თავი.

71 წლის ალექსანდრე ჩხარტიშვილი თვლის, რომ გლეხი ყველასგან მივიწყებულია: _ მართალია ჩვენმა ახალმა დეპუტატმა ყანის დათესვის პრობლემა მოგვიგვარა, მაგრამ სოფლის ძირითად პრობლემას სოფელ მამათის საზღვართან, საყანე ფართობების წყლისგან წალეკვა წარმოადგენს. დაგვპირდნენ, მაგრამ თუ მდინარე დროულად არ გადააგდეს ან ჯებირი არ ამოაშენეს, ჩვენი საყანე ფართობები აღარ იარსებებს.

სოფელში იმდენი გასაჭირია, მოსმენასაც ვერ შეძლებთ; მაგალითად, კომუნალურმა მრიცხველებმა მეზობლები გადაკიდა ერთმანეთს; თვის ბოლოს ჩხუბი და წიოკია დავალიანებების გამო, შუქი როგორ უნდა გამოურთო მეზობელს?! თუ ამას მიიტანთ ხელისუფლებამდე, მადლობელი დაგრჩებით. მაინტერესებს გაზი როდის მოაღწევს ჩვენამდე? აგერ ჩადის ცენტრალური მილი. 70 წელს გადაცილებული კაცი ვარ, აწი მოვესწრები მაგას? მითუმეტეს, ჯერ საერთოდ არცაა ამაზე საუბარი... ფიზიკურად ვშრომობთ, მაგრამ ძირითადად თხილზე და პენსიაზე ვართ "ჩამოკიდებული". სოფელში უმუშევრობაა.

_ სოფლის დახმარების პროგრამით მოსაცდელები და ხიდი გააკეთეს, სადღაც სტადიონიც გაუკეთებიათ. წელს ვესწრებოდით კრებას, მაგრამ ისეთი მწირი თანხაა გამოყოფილი, ვერანაირ პრობლემას ვერ გადაგვიჭრის, _ გვითხრა სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა.

ანგელინა დარჩიას სოფლის გასაჭირის გამო, ბევრი კითხვა დაუგროვდა არა მარტო ხელისუფლების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც: _ სიმინდი რომ ჩამეიტანეს და ვერ გაასაღეს, ბებო, იმას რა უქნეს, ნეტავ? ხომ იცით, ყანის დათესვა როგორი ძვირი ჯდება? სოფელში მოსახლე არ იყო, ვისაც სიმინდის თესლი არ ჰქონდა _ ახლა ისიც საყიდელი გაუხდა ხალხს! ამერიკული სიმინდის თესლში 75 ლარია გადასახადი, არადა, საფურაჟედ ეს არ ვარგა და საჭმელად, თქვენ წარმოიდგინეთ, საქონლისთვისაც უვარგისია!

თავის სარჩენად პირუტყვის ყოლაც ძნელია, საქონელსაც ხომ უნდა ჭამა? იმდენი ახალგაზრდაა დაუსაქმებელი, გული მოგიკვდება; არც ფიზიკური სამუშაოა და არც ისე _ სამსახურს ვერ იშოვი, თუ ნაციონალი არ ხარ ან კაცი არ გყავს ნაციონალი. "სოციალურში" მქონდა განცხადება შეტანილი და რომ მოვიდნენ შესამოწმებლად, 90 000 ქულა მომცეს! ესე იგი, რა გამოდის _ სააკაშვილზე ცოტათი უფრო ცუდად ვცხოვრობ?!! სად წაიღონ ფული არ იციან და როგორ არ შერცხვათ პარლამენტარებს 20-ლარიანი ვაუჩერი რომ აჩუქეს გაჭირვებულებს?!! 20 ლარის ჩუქება მე შემრცხვება ვინმესთვის და მაგათ არც კი შერცხვათ, თან ტელევიზიას აღებინებდნენ _ შემხედეთ რა კაცი ვარო! პენსიას მოგიმატებთო, დაგვპირდნენ; მოგვიმატეს, ვითომ?! თითონ ჭკვიანები არიან და ჩვენ აბდლები გვნახეს? სოფლის თანხებით, გააკეთეს აგი მოსაცდელები; სილაურში ორი ამხელაა გაკეთებული, აქანე იგიც არ ქნეს ნორმალურად! მოსაცდელზე სინათლე ხუთ დღეს ენთო, მერე გააქრეს. ისე, რა ხდება ახლა, არჩევნები ხომ არ მოდის _ აბა, როდის იყო სოფელში ჟურნალისტები მოდიოდნენ? ჟურნალისტებიც ბევრს ტყუიან! სიმართლე, რომ თქვან, არ შეიძლება? ისე, როგორ ამბობენ მაინც ამდენ სიცრუეს! ეს კაცი ოდესმე ხომ შეიცვლება და მერე აღარ უნდათ თავის გარეთ გამოყოფა?! რა ინფორმაციებს გადმოსცემენ, კაცმა არ იცის! მოკლედ, ყოველი დღის გადატანა პრობლემაა გლეხისთვის, _ გვითხრა ქალბატონმა ანგელინამ.

ბიძინა დარჩია გეოლოგია და ამბობს, რომ ერთ დროს ბუმბერაზი ჩაის ფაბრიკები დაანგრიეს და გაყიდეს, ახალ მშენებლობებზე კი არავინ ფიქრობს.

_ დანგრევაში არიან მაგრები, მშენებლობაზე არავინ ფიქრობს. აგერ, ნახეთ ბინებიც როგორ დაანგრიეს. კი, ბატონო, ერთი ეს გზა გაგვიკეთა სახელმწიფომ და მადლობელიც ვართ, მაგრამ მიდი, შეჭამე გზა! საყანე ფართობები წყალს მიაქვს; ჯებირები 5 წლის წინ გააკეთეს, მაგრამ არასპეციალისტების მიერ გაკეთებული რა იქნებოდა?! დიდი პრობლემაა კომუნალური მრიცხველები; სამ სოფელს ერთი ელექტრომონტიორიც კი არ ჰყავს; დაზიანებულმა სადენებმა რამდენჯერ კინაღამ შეიწირეს ადამიანები. გლეხს ყანის დათესვაც კი საფიქრალი გაუხდა. ახლა რომ გაჭირვებაა, ასეთი არასდროს მინახავს. არაფერში არ მჭირდება მაგათი ამერიკული სიმინდი. შარშან რა გააკეთეს? მოსაცდელები, სტადიონი და ხიდი. ნახეთ, ერთი ის სტადიონი თუ ჰგავს გაკეთებულს! წელს გამგებელი, ტაკიძე იყო ჩამოსული, კრება ჩაატარეს და მე თვითონ დავუსვი საკითხი, ყანები შეგვიღობეთ-მეთქი. ვნახოთ, სად და როგორ დაიხარჯება ეს ფული.

ბაილეთის მაჟორიტარი პაატა კიღურაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს სოფლის მძიმე სოციალურ გაჭირვებას და უმუშევრობაზეც საუბრობს:

_ სოფლის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილი და ყანაა. მოსახლეობას ძალიან უჭირს და პირველ რიგში დავასახელებ დასაქმების პრობლემას: ძალიან ბევრი ახალგაზრდაა უმუშევარი და სოფლიდან წასული საზღვარგარეთ, თბილისში და თურქეთში... დაახლოებით 20 ოჯახი მყავს ისეთი, ვისაც ძალიან უჭირს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ეკუთვნით და არ აქვთ დახმარება. ჩვენ რა ვქნათ? რაც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით; თუ _ ფულით თუ _ ისე. ვინც მომმართა დამეხმარეო, ვცდილობ ყველას დავეხმარო. ყველაზე მთავარია, რომ ყანები დავთესეთ, ეს ხომ სოფლის დიდი პრობლემაა? ახლა მიმდინარეობს თანხების მოძიება, რომ მამათის საყანე ფართობებში არსებული პრობლემა მოვაგვაროთ და შევღობოთ. წელს ყველა ოჯახი გამოვკითხეთ და აზრი გავითვალისწინეთ. სამარშრუტო ტაქსმა, რომელიც დავნიშნეთ, არ გაამართლა, ერთ დღეს ჰყავდა ხალხი, მეორე დღეს _ არა. მე წელს ამირჩიეს, თუმცა ვიცი, რომ შარშან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფელში.




 ახალი ამბები
  • 29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას, ზოგ შემთხვევაში მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ... ...
  • ტერორი - შიშის გამომწვევი აქტიტერორისტული აქტი _ ეს ძალადობის გამოყენებაა იმ პიროვნებების თუ პიროვნებათა ჯგუფის მიმართ, ვინც ტერორისტებს ხელს უშლის რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევაში. ხშირად ეს აქტები მიმართულია იმ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ. „ტერორი _ ეს უმთავრესად არასაჭირო სისასტიკეა, რომელსაც იჩენს შეშინებული ხალხი საკუთარი თავის დასაწყნარებლად“, _ წერდა ფრიდრიხ ენგელსი კარლ მარქსს ერთ წერილში. დღემდე არ არსებობს ტერმინ „ტერორიზმის“ იურიდიულად დახვეწილი, ლოგიკურად გამართული და ყველასათვის ნათელი განმარტება. ჟენევის 1949 წლის კონვენცია განმარტავს, რომ „ხალხის ბრძოლა უცხო დამპყრობლების, კოლონიური ბატონობისა და რასისტული რეჟიმების წინააღმდეგ მათი თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლებების გასატარებლად არის ლეგიტიმური და საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობაში მოსული“. თუ თავს დავანებებთ შეიარაღებული კონფლიქტის "სამართლიანად და უსამართლოდ“ დაყოფას, რაც ამ კონცეფციის წაკითხვიდან გამომდინარეობს (მისი მიღების შემდეგ უამრავი შესწორება იქნა შეტანილი და იქ წამოჭრილი საკითხების უმრავლესობა კვლავ დღის წესრიგშია), ძალის გამოყენების როგორი ფორმა შეიძლება ჩაითვალოს "სამართლიანად“? ანუ არსებობს თუ არა ლეგიტიმური ტერორი? „ჩვენი მტრები ტერორისტებს გვეძახიან... ამ ლათინურ ტერმინს ის ხალხიც ხმარობს, ვინც არც ჩვენი მტერია და არც მეგობარი... მაგრამ ჩვენ არა ვართ ტერორისტები... ადამიანის ღირსებისათვის, ჩაგვრისა და დამონების წინააღმდეგ ბრძოლას რა კავშირი აქვს ტერორთან?“ ამ ციტატის ავტორი არა რომელიმე არაბი ფუნდამენტალისტია, არამედ მენახიმ ბეგინი _ ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებელი. ეს გამონათქვამი პალესტინაში მშვიდობისმყოფელური მანდატით მყოფი ბრიტანული არმიის წინააღმდეგ ებრაელების ბრძოლის პერიოდს ეხებოდა. მენახიმ ბეგინის ლოგიკას თუ მივყვებით, რომელიც ასევე ეხმაურება ჟენევის ცნობილ კონვენციას, "სამართლიანი, განმათავისუფლებელი" ბრძოლის ნებისმიერი მეთოდი ტერორისტულად არ შეიძლება ჩაითვალოს. თუ ეს ასეა, ამჟამინდელი პალესტინელი თვითმკვლელი, როცა ისრაელის არმიის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავს იფეთქებს და ჯარისკაცებს კლავს, ან იგივე ერაყელი, როცა ამერიკელ ჯარისკაცს აფეთქებს, ითვლება თუ არა ტერორისტად, ან არის თუ არა ის "კარგი" ტერორისტი? ორივე შემთხვევაში დაპყრობილი ქვეყნის მოქალაქე ოკუპანტ ჯარს ებრძვის.ან რამდენად ნათელია, ვინ არის თავისუფლებისთვის მებრძოლი და ვინ ტერორისტი? რომელ განმარტებაში ჯდება IRA (ირლანდიის რესპუბლიკური არმია), ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი, რომელმაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა? ან შეიძლება გამართლება მოეძებნოს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანის დასაწყისში გერმანიასა და იტალიაში მოქმედი "წითელი არმიისა" და "წითელი ბრიგადების" მიერ ჩატარებულ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც "იმპერიალისტური და კოლონიზატორულ-რასისტული" დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული? რამდენად სამართლიანი იყო რუსეთის იმპერიაში წარმოებული ტერორისტული აქტები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობდა ცარიზმის თვითმყრობელური და დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ? განიხილება კი ტერორიზმად ე. წ. კოლაბორაციონისტების, უმეტესწილად მშვიდობიანი მოსახლეობის, განადგურება (მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთსა და საფრანგეთში წარმოებული წინააღმდეგობის მოძრაობის დროს), რომლის მიზანსაც შეადგენდა სხვებში შიშის დანერგვით დამპყრობელთან თანამშრომლობის აღკვეთა? არის კი ტერორის განმარტება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ახორციელებს საკუთარი მიზნის მისაღწევად ამ "შიშის გამომწვევ აქტს"?გაეროს გენერალური ასამბლეის 1994 წლის 9 დეკემბრის რეზოლუციის მიხედვით ცნება "ტერორიზმი" შემდეგნაირადაა განსაზღვრული: "კრიმინალური აქტები, მიმართული ან გამიზნული, რათა პოლიტიკური მიზნებით შიში გამოიწვიოს ფართო საზოგადოებაში, ადამიანთა ჯგუფსა ან კონკრეტულ პირთა შორის, მიუხედავად იმისა, თუ როგორი პოლიტიკური, ფილოსოფიური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა მოწოდებით არ უნდა იყოს ამ ქმედების გამართლების მცდელობა“. ეს განმარტება ზემოთ მოყვანილ ყველა მაგალითს ცალსახად ტერორისტულ ქმედებად წარმოაჩენს. ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ტერორიზმის მორალური მხარის გააზრება უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრსა და ემოციას აღძრავს. ტერორის შესახებ თხრობა შეფასებებისა და მსჯავრის გამოტანის გარეშე საკმაოდ ძნელი ამოცანაა. ამიტომ, ალბათ, გაცილებით იოლია ამ ძალმომრეობითი აქტისადმი ზემოთ მოყვანილი განმარტების მისადაგება იურიდიულ და ზნეობრივ წინააღმდეგობებში გახლართვის გარეშე. XIX-XX საუკუნეებში ტერორიზმმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არნახული სიძლიერით იფეთქა. თავდაპირველად ტერორიზმი ინდივიდუალური აქტიურობით გამოირჩეოდა, ნაპოლეონის შემდგომი ეპოქა კი უკვე რევოლუციური აღმავლობით ხასიათდებოდა, როდესაც რადიკალური მიმდინარეობების მომხრეები მიზნის მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს ირჩევდნენ. ტერორიზმი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ტერორისტების თავდასხმების მსხვერპლი შეიქმნა მრავალი სახელმწიფო მოღვაწე, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი სადი კარნო, ამერიკის პრეზიდენტები აბრაჰამ ლინკოლნი, ჯონ გარფილდი, უილიამ მაკკინლი და მრავალი სხვა.…ლევ ტოლსტოი სტატიაში "არა ჰკლა” წერდა, რომ "...როცა ჰკლავენ მათ (სახელმწიფო მოღვაწეებს), ეს მკვლელობები მეფეებსა და იმპერატორებში... იწვევს უდიდეს გაკვირვებასა და აღშფოთებას, თითქოს ისინი თავად არასოდეს მონაწილეობდნენ მკვლელობებში, არ იყენებდნენ მათ საკუთარი მიზნებისათვის. ამ დროს კი ყველაზე კეთილნი მოკლულ მეფეთა შორის... იყვნენ დამნაშავენი ათი ათასობით ადამიანის სიკვდილისა, რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლის ველებზე; უკეთური მეფეები და იმპერატორები კი დამნაშავენი იყვნენ ასი ათასობით, მილიონობით ადამიანის მკვლელობისა...” ტერორიზმის ბევრი მომხრე იმასაც ამბობდა, რომ ამ დაკანონებული ხოცვა-ჟლეტვაში მონაწილე პირებს პასუხი არავის წინაშე უგიათ, პირიქით, ამით სახელი და დიდებაც კი მოიხვეჭესო, ამიტომაც "სამართლიანობის აღსრულება”– ანუ დამნაშავის დასჯა-განადგურება - ცალკეულმა ადამიანებმა ან კი დაჯგუფებებმა ითავეს. ამ ამოცანების გადასაწყვეტად რადიკალებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იარაღი ტერორი აღმოჩნდა. მისი მეშვეობით ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ ძლიერთა ამა ქვეყნისა განადგურება, მიჩნეულია ბრძოლის ყველაზე ქმედით საშუალებად (მათი გადმოსახედიდან) ჩაგვრისა და მჩაგვრელების წინააღმდეგ. თუმცა ამა თუ იმ პიროვნების მკვლელობა რომ გამოსავალი არ არის და პრობლემას არ აგვარებს, ეს ამ 100-150 წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენა: თითქმის ყოველი მთავრობა ძალადობას ძალადობითვე პასუხობდა და სიტუაცია ბევრად უფრო იძაბებოდა. რუსი ტერორისტი და მწერალი სერგეი სტეპნიაკ-კრავჩინსკი ("კრაზანას" ავტორის, ეთელ ლილიან ვოინიჩის შთამაგონებელი და მენტორი), რომელმაც 1878 წლის 4 აგვისტოს, დღისით-მზისით, პეტერბურგის ერთ ქუჩაზე საიდუმლო პოლიციის შეფი მეზენცევი ხანჯლით განგმირა, თავის წიგნში "Underground Russia" წერდა: "...ტერორისტის მიზანი სხვისი ბედნიერებაა, ამისთვის ის მზადაა, გაწიროს საკუთარი ბედნიერება და სიცოცხლე, მისი იდეალია ტანჯვითა და მოწამებრივი სიკვდილით სავსე სიცოცხლე.” სპეციალისტების მიერ მოცემულია შემდეგი მიზეზები თუ რატომ იწყებს ინდივიდი ტერორისტულ საქმიანობას: 1. ფსიქოპათოლოგიური ხასიათის მიზეზები - ტერორისტთა შორის ბევრია ფსიქიური გადახრების მქონე ადამიანი; 2. თვითდამკვიდრების მოტივი, როცა ადამიანები საკუთარ ქმედებებს და "მოღვაწეობას” აკუთვნებენ რაღაც განსაკუთრებულობას, თითქოს ისინი გამორჩეულნი არიან ხალხის "ერთგვაროვანი”, "უსახო” მასისაგან; 3. ყველაზე ხშირად კი ტერორიზმი არის რეზულტატი იმ აბსოლუტური რწმენისა, რომ ინდივიდს (ტერორისტს) გააჩნია უმაღლესი, საბოლოო ჭეშმარიტება, რაღაც განსაკუთრებული მისია, უნიკალური "რეცეპტი” საკუთარი ხალხის ან თუნდაც მთელი კაცობრიობის გადარჩენისა. პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის მკვლელმა, ლეონ ჩოლგოშმა ელექტრო სკამზე დასჯამდე, თქვა: "მე მოვკალი პრეზიდენტი, რადგან ის იყო კარგი ხალხის მტერი, მშრომელი ხალხის. მე არ ვნანობ ჩადენილ დანაშაულს...” მასვე ეხმიანება 1905 წელს დიდი თავადის სერგეი რომანოვის მკვლელი, ივანე კალიაევი, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა: "ჩვენ მეომარი მხარეები ვართ, თქვენ (სასამართლო) დაქირავებული მსახურები ხართ კაპიტალისა და იმპერატორის მთავრობისა, მე კი სახალხო შურისმაძიებელი ვარ...” რუსეთის იმპერიაში მძლავრად ამუშავებული ტერორისტული მანქანისგან განსხვავებით, საქართველოში XX საუკუნის დასაწყისამდე, ერთეულ ტერორისტული აქტს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ტერორს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. 1904 წელს გამოქვეყნებულ წერილში სათაურით „როგორ უცქერით ჩვენ ტერორს“, ქართველი რევოლუციონერები ტერორის საჭიროებას ვერ ხედავენ (ეს მხოლოდ ქაღალდზე). ისინი წერენ: „...ცდება ის, ვინც ფიქრობს, ვითომ ტერორს შეეძლოს გამოაფხიზლოს ვითომ და მიძინებული მუშათა კლასიური თვითცნობიერება; ვინც ასე ფიქრობს, მას ავიწყდება ის უბრალო ფსიხოლოგიური ჭეშმარიტება, რომ ერთხელ გაღვიძებულ კლასსიურ ანტაგონიზმს ვეღარაფერი ჩააქრობს. ეს ანტაგონიზმი თანდათან იზრდება, მაშასადამე, ტერორი ამ მხრით ყოვლათ უმნიშვნელო და უადგილოა... რა რეფორმებისათვის აიძულა მთავრობა ევროპიულ ანარხისტების ეპიდემიურმა ტერორმა? რა შესძინა მან ხალხს? არაფერი! რა გააკეთა რუსეთში მესამოცდაათე და მეოთხმოცე წლებში მომხდარმა ტერორმა? არაფერი. განა ცოტა სისხლი დაიღვარა? განა ერთი და ორი საუკეთესო შვილი რუსეთისა იმსხვერპლა ამ შემცდარმა შეხედულებამ, და რაღა შორს მივდივართ, რა გააკეთა თვით პატიოსან ბალმაშევის თავგანწირვამ?..“ მიუხედავად ასეთი მსჯელობისა, XIX საუკუნის 70-80-იან წლებში მომხდარმა ტერორისტულმა შეტევამ შეძლო გამოეღვიძებინა ინერტული ხალხური მასა, რომელიც რუსეთში დაყოფილი იყო პირობითად ორ ნაწილად _ „ხალხად“ და „არახალხად“. ხალხში იგულისხმებოდა უსწავლელი, გაუნათლებელი, დაბალი წარმომავლობის ფენა, ხოლო არახალხში _ ინტელიგენცია. ამ „ხალხის“ გამოღვიძებას კი მოგვიანებით ისეთი სიძლიერის აფეთქება მოჰყვა, რამაც „არახალხი“ და ყველა დანარჩენი ლამის მთლიანად აღგავა პირისაგან მიწისა.თავად წერილის პათეტიკური ტონი, გულისამრევი დიდაქტიკა უკვე მიანიშნებს იმ რეალობაზე, რომ წერილის გამოცემის დროისთვის ქართულმა რევოლუციურმა ტერორმა რუსულ სიმძლავრეებს მიაღწია. სიმძლავრეებს არა მარტო რაოდენობრივი (ტერაქტების რიცხვი), არამედ თვისებრივი თვალსაზრისითაც (მკვლელობის გამართლების ემოციური "გადახარშვა" და რაციონალიზაცია). აღნიშნული წერილის ავტორები მხოლოდ მომავალ "სარგებლის მომტან" ტერორს ელოდებიან, ტერორს, რომელსაც "კლასობრივად გამოღვიძებული "ხალხი" მოუწყობს "არახალხს": "...ხალხი დაჰკრავს ბუკსა და ნაღარას, მაშინ შეიძლება მახვილიც დაგვჭირდეს, მხოლოდ მაშინდელი ტერორი სულ სხვა იქნება _ დანა ხირურგის ხელში სიცოცხლის მომცემია..." ტერორიზმის პრობლემა ყოველნაირი გამოვლინებით ახლა ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ეს ამ 100-150 წლის წინათ იყო. ამასთან ტერორიზმი ჩვენთვისაც აღარ არის ვირტუალური პრობლემა, ის უკვე ჩვენც შეეგვეხო, ის შეიძლება მოხდეს ჩვენს ნებისმიერ ქუჩაზე, ქალაქსა და ქვეყანაში. წიგნიდან "ტერორისტები". ავტორები: ირაკლი მახარაძე, ლაშა ... ...
  • ეპიდემიის გამო, ბეზოსმა 12 მილიარდი დოლარი დაკარგა, გეიტსმა _ 10 მილიარდიმსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ბოლო კვირაში ნახევარ ტრილიონამდე დოლარი დაკარგეს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით უდიდესი ინტერნეტმაღაზია ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა, მაიკროსოფტის ხელმძღვანელი ბილ გეიტსი 10 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო  კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ ანო _ 9 მილიარდით. ბლუმბერგი იუწყება, რომ მინუსებში წავიდა პლანეტის მდიდარი ადამიანების 80 პროცენტი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კორონავირუსის ... ...
  • კორონავირუსის კვლევაზე მომუშავე ჩინელი ექიმის რჩევებითუ გაქვთ სველი ნახველი არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანი იყოთ. კორონავირუსის პნევმონია არის მშრალი ხველა, ნახველის გარეშე. უჰანის ვირუსი არ არის სითბოს მიმართ მდგრადი და კვდება 26-27 გრადუს ტემპერატურაზე. ამიტომ, დალიეთ მეტი ცხელი წყალი, უფრო ხშირად და უფრო დიდხანს იყავით მზეზე. ცხელი წყალი არ არის სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის კარგია, ეფექტურია ყველა ვირუსისთვის. 1. ვირუსი საკმაოდ დიდი ზომისაა (უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 400-500 ნმ), შესაბამისად, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი პრინციპში შეძლებს გაფილტროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი შენს თვალწინ ახველებს ან გაივლის თქვენგან 3 მეტრამდე მანძილზე, ვირუსი უბრალოდ მიწაზე ჩავარდება, ფრენას ვერ შეძლებს. 2. თუ ვირუსი მეტალის ზედაპირზე მოხვდება, ის გადარჩება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამიტომ, თუ რაიმე მეტალის ზედაპირს შეეხებით, ხელები ზედმიწევნით დაიბანეთ საპნით. 3. ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს ქსოვილზე 6-12 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით წესით უნდა მოკვდეს ვირუსი. ზამთრის ტანსაცმელი, საკმარისია მზეზე გაფინოთ, რათა მოკვდეს ვირუსი. დაავადების სიმპტომების შესახებ - კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონია 1. ვირუსის ყელში შეღწევის შემდეგ, ყელში სიმშრალე გაჩნდება, რომელიც ვლინდება სტენოკარდიით. ასე გაგრძელდება 3-4 დღე 2. შემდეგ ვირუსი შეუერთდება ცხვირის სითხეს, შედის ტრაქეაში, შემდეგ კი ფილტვებში, რაც გამოიწვევს პნევმონიას. ამ პროცესს 5-დან 6 დღე დასჭირდება. 3. კორონავირუსული პნევმონიის დროს აღინიშნება მაღალი სიცხე და ქოშინი. ცხვირის შეშუპება არ ჰგავს ნორმალურ ცხვირის შეშუპებას, არსებობს შეგრძნება, რომ წყალში იძირებით. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრევენციის შესახებ: 1. ინფიცირებისას ყველაზე გავრცელებული გზა ადამიანებთან შეხებაა, ამიტომ ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები. ვირუსს შეუძლია მხოლოდ თქვენს ხელებზე იცხოვროს 5-10 წუთის განმავლობაში. მაგრამ ამ დროში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ(შეგიძლიათ ხელებით შეეხოთ თვალებს ან ცხვირს). 2. ხშირად ხელის დაბანის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ყელის გამორეცხვა ბეტადინის ხსნარით მიკრობის აღმოსაფხვრელად, ან მისი მოქმედების შესამცირებლად, სანამ ისინი ჯერ კიდევ ყელშია (ფილტვებში მოხვედრამდე). იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, დალიეთ უფრო მეტი ცხელი ... ...
  • სად დაფიქსირდა საქართველოში შეგრძნებადი კიდევ ერთი მიწისძვრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან დაფიქსირდა. ეს 2020 წელში დაფიქსირებული მეოთხე მიწისძვრაა _ 26 იანვარს 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილო ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა; 24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც; 22 იანვარს კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაბა შუახევიდან 6 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბრილთან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...