პოლიტიკური გათავისუფლება მაღალჩინოსნების მხილებისთვის?! _ იუსტიციის სახლის საქმე

მთავარი თემა

პოლიტიკური გათავისუფლება მაღალჩინოსნების მხილებისთვის?! _ იუსტიციის სახლის საქმე

2013 ოქტ 1 11:18:39

როგორც ყოფილი თანამშრომელი აცხადებს,  იუსტიციის სახლში არსებული პრობლემების გასაჯაროვების გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებმა, თანამდებობიდან ურთიერთშეთანხმებით გაათავისუფლეს.

ირაკლი ქველაძემ 2012 წლის ნოემბერში, ორგანიზება გაუწია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ღია წერილის მომზადებას მინისტრ თეა წულუკიანის შეხვედრის მოთხოვნით. შეხვედრაზე, რომელიც 2012 წლის 8 დეკემბერს შედგა, ირაკლი ქველაძემ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია თანამშრომლების სოციალური და შრომითი უფლებების დარღვევის, შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შვებულებების აკრძალვის, უქმე დღეებისა და შესვენების პერიოდში დაწესებული გრაფიკის გამოუყენებლობის შესახებ. ირაკლი ქველაძემ, ასევე მინისტრს გადასცა ოფიციალური დოკუმენტაცია იუსტიციის სახლის მაღალი თანამდებობის პირების პრემიებისა და ხელფასების შესახებ და მიუთითა, რომ ამ თვალსაზრისითაც, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უთანასწორო დამოკიდებულება არსებობდა.

როგორც "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებენ: "ირაკლი ქველაძის მხრიდან ხელმძღვანელობის მხილებას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორ ნინო ჩიჩუას, თბილისის იუსტიციის სახლის აწ უკვე ყოფილ დირექტორ გივი ჭანუყვაძისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელმძღვანელ ლევან სამადაშვილის მხრიდან რეპრესიული ქმედებების განხორციელება მოჰყვა. მათ თანამშრომლის საქციელი სუბორდინაციის დარღვევად და "დანის ზურგში ჩარტყმად" დაახასიათეს. ირაკლი ქველაძის სამუშაო მაგიდასთან დაიწყო თვალთვალი და თანამშრომლების დაკითხვა. ნინო ჩიჩუას მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ირაკლი ქველაძე არაკვალიფიციურ თანამშრომლად შეფასდა და მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს, მას ქცევის სტანდარტები დაუწუნეს."

2013 წლის 23 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა საქმეზე გამოქვეყნდა დასკვნა, სადაც ყველა ის ფაქტი და გარემოება, რომლითაც ნინო ჩიჩუას მოხსენებითი ბარათით, ირაკლი ქველაძე დაადანაშაულეს, არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ქველაძეს, იუსტიციის სახლში მუშაობის პერიოდში, 2010 წლიდან, არც ერთი საყვედური არ მიუღია. დასაქმებულმა სისტემაში მუშაობა დაიწყო კონკურსში გამარჯვების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ირაკლი ქველაძესთან, 2013 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტომ ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება გაუგრძელა, თუმცა არა ირაკლი ქველაძეს, რომელსაც ამ დრომდე, ოფიციალურად, სააგენტოდან, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასაბუთება არ მიუღია.

ირაკლი ქველაძე გათავისუფლებას თავის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, გამოხატვის თავისუფლებას და იუსტიციის სახლის მაღალი თანამდებობის პირების მხილებას უკავშირებს. მოსარჩელე ასაბუთებს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას და  სააგენტოს ბრძანების გაუქმებას და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. ამასთან, ირაკლი ქველაძე სააგენტოსგან განაცდური დღეების ანაზღაურებას და თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერისგან პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, თავის დროზე, შიდა ელექტრონული ქსელით გავრცელებული ცნობების უარყოფას მოითხოვს.

"გურია ნიუსი" ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ დაუკავშირდა იუსტიციის სახლის საზოგადობასთან ურთიერთობის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ ვინაიდან საქმე სასამართლო წარმოებაშია, კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებენ. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ქველაძეს სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელმძღვანელობა დადებითად არ ახასიათებდა და მას დაკისრებული ჰქონდა დისციპლინარული სახდელებიც, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

ირაკლი ქველაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" სახელით ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნინი ისაკაძე დაიცავენ საქმეს განიხილავს მოსამართლე ანჟელი ხუროძე.




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...