"სოკარის" სავარაუდო სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს

მთავარი თემა

"სოკარის" სავარაუდო სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობა კონკრეტულ პასუხს ითხოვს

3 ოქტ. 2013, 16:59:07

მოსახლეობამ ამის შესახებ წერილობით საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობას მიმართა. ასევე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძეს.

"როგორც ჩვენთვისაა ცნობილია, კომპანია ძირითადად ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების მშენებლობითაა დაკავებული. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ ადგილზეც მსგავსი მშენებლობა დაიგეგმოს, რასაც მოაგარაკეები და სოფლის მოსახლეობა კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.

"ამ ტერიტორიაზე ბენზინგასამართი თუ გაზგასამართი სადგურები მისი ფუნქციონირებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებებით საბოლოოდ დაარღვევს გრიგოლეთის საკურორტო ზონის ეკოსისტემას და საკურორტო ზონის ფუნქციას დააკარგვინებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწიროს საკურორტო ტერიტორია ავტოგასამართ სადგურს. მითუმეტეს, რომ ახლომახლო სხვა მრავალი აუთვისებელი მიწები არსებობს, ცენტრალური ტრასის პირას, დაუსახლებელ ადგილებში.

"ასევე მნიშვნელოვანია, შუაგულ დასახლებულ საცხოვრებელ ზონაში არსებული ავტოგასამართი სადგური (ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებებით), საფრთხის წინაშე აყენებს დამსვენებელთა და ადგილობრივთა უსაფრთხოებას. ჰაერში საგრძნობლად მოიმატებს გაზისა და სხვა საწვავის სუნის კონცენტრაცია, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

"როცა ადამიანები დასასვენებელად სუფთა გარემოში ჩამოდიან, ეს ადგილი არ არის ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურებისთვის.

"იმ შემთხვევაში თუ კომპანია მაინც მოახდენს ზემოთ აღნიშნული სადგურების მშენებლობას, გრიგოლეთის მოსახლეობა კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას მიმართავს", _ წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 31 ადამიანი აწერს.

"გურია ნიუსი" შეეცადა, რომ ოფიციალური პასუხი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ხელმძღვანელობისგან მიეღო, მაგრამ ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა. მოგვიანებით ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის ქონების მართვის ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი ლევიძეს, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.

"მე უკვე მივწერე წერილი მოსახლეობას და საგაზეთო კომენტარის ვერ გავაკეთებ", _ გვითხრა  ლევიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, "სოკარს", მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის არ მიუმართავს და ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო:

"გრიგოლეთში რამდენიმე დღის წინ ვიყავი და მოსახლეობას შევხვდი, ამ პრობლემის შესახებ არავის არ უთქვამს. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის ნებას და ყველაფერს კანონის ფარგლებში გავაკეთებთ. "სოკარს" არანაირ მშენებლობაზე არ აქვს ჩვენთან განცხადება შემოტანილი", _  გვითხრა ურუშაძემ.

პასუხი კი, რომელიც სოკარისგან ორი დღის წინ გადაეცა გრიგოლეთის მოსახლეობას ასეთია:

"სოფელ გრიგოლეთის დასახლებაში არსებული ტერიტორია 2010 წლიდან ქართული კომპანია შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" კანონიერ საკუთრებაშია.

"ასევე გაცნობებთ, რომ ნებისმიერი სახის ობიექტის მშენებლობას ჩვენი კომპანია ყოველთვის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით ახორციელებს.

ამასთანავე, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ესწრაფვის ქონდეს საუკეთესო, კეთილმეზობლური დამოკიდებულება მოსახლეობასთან", _ნათქვამია წერილში.

გრიგოლეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გვითხრა, რომ მათ კონკრეტულად აინტერესებს თუ რის აშენებას აპირებს "სოკარი".




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...