სუბარი: "ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების მართვა სისტემაში დიდ რყევას იწვევს"

მთავარი თემა

სუბარი: "ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების მართვა სისტემაში დიდ რყევას იწვევს"

2013 ოქტ 5 15:02:03

"გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ რაღაც ზღვარი არსებობს, რის შემდეგაც ამდენი წამებისა და ტკივილის შემდეგ ადამიანის მართვა ვეღარ ხდებოდა, პატიმრების ფსოქოტროპული ნითიერებებით გაჩერება გადაწყვიტა.

ჩვენ შევძელით ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაში გარკვეული წარმატებისათვის მიგვეღწია და მომხმარებელთა ოდენობა 60 პროცენტით შემცირდა. თუმცა, მივადექით იმ ზღვარს, რომლის ქვემოთაც ძალიან ჭირს პროგრესის მიღწევა. ახლა ასე ვართ: ორი კვირა რაღაც წარმატებას ვაღწევთ, შემდეგ კი ხან ვიგებთ, ხან ვაგებთ. დარჩენილ 40 პროცენტში ერთ ნაწილს მართლაც აქვს ამის საჭიროება, ნაწილში კი, ექიმის დანიშნულება სხვაა და სხვა რაოდენობას მოიხმარს, მაგრამ ვეღარ ვახერხებთ ამის მართვას, რადგან ეს სისტემაში დიდ რყევას იწვევს," _ ამბობს სოზარ სუბარი.

როდესაც წამება შეწყდა და პატიმრები სერიოზული ფსიქიური და ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ციხეებში ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მოთხოვნის გაზრდას ციხეებში ვითარების სწრაფად შეცვლას უკავშირებდა,

"ბოლო 3 თვეში ძალიან მოიმატა მოთხოვნამ. ეს ადამიანები წამების მსხვერპლნი იყვნენ და მათი ტრამვის ხარისხი მაღალია. როცა ძალადობა მოიხსნა, მათ სამედიცინო და ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდათ. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ფსიქოტროპულ მედიკამენტზე დამოკიდებულ მსჯავრდადებულს, რომ შეწყვიტოს ამ წამლების მოხმარება. არიან მსჯავრდებულები, რომლებიც ბევრ მედიკამენტს იღებენ და მათ უნდა მოვუხსნათ ეს პრობლემა. დიდი ნაწილი ისე იღებდა წამლებს, რომ ამის საჭიროება არ იყო. მათი ნაწილი უკვე ნამდვილად დამოკიდებულია და მექანიკურად წამლის შეწყვეტა არ გამოვა, ამას მოჰყვება თვითდაზიანებები, შფოთვა, სერიოზული პრობლემები და ამიტომ, შევთავაზებთ მკურნალობის სქემას," _ აცხადებდა თალაკვაძე ჟურნალ "გზასთან".

ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებული ბოლო ინცინდენტი მიმდინარე წლის 12 მაისს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, გეგუთის #14 დაწესებულების პატიმარ ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის შელაპარაკება სწორედ ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა.

სასჯელაღსრულების მინისტრიც და მისი მოადგილეც აცხადებენ, რომ ამ პრობლემასთან ხისტი მეთოდებით ბრძოლა სისტემის რყევას გამოიწვევს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...