ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურში აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

მთავარი თემა

ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურში აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

8 ოქტ. 2013, 14:25:00

გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია განსახილველად და შემდგომი რეაგირებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეცა.

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, წინასაარჩევნოდ შტატები ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც ზემდგომი რგოლის უშუალო ხელმძღვანელის სიტყვიერი განკარგულებით ხორციელდებოდა. ამან საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვა გამოიწვია.

ამასთან, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში აღინიშნებოდა ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა მატება. ჯამში მათმა რაოდენობამ 55-ს მიაღწია. როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, სამსახურის ხარჯების 83, 5 % ხელფასის გაცემისთვისაა გახარჯული.

ა(ა)იპ ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახური 2011 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა, რომლის საქმიანობა კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა წარმოადგენს.

აღნიშული ფუნქციების შესრულება დავალებული ჰქონდა შპს "ლანჩხუთის სერვის" სამსახურს, სადაც 13 კაცი იყო დასაქმებული. სამსახურს ამ მიმართულებით 2010 წელს გახარჯული აქვს 54 ათას 458 ლარი, ხოლო 2011 წელს - 81 ათას 130 ლარი.

სამსახურმა ფუნქციონირება 14 საშტატო ერთეულით დაიწყო. 2012 წლის მარტიდან 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე ხელშეკრულებით აყვანილ იქნა 55 კაცი, მათ შორის 3 რაიონული საკრებულოს დეპუტატი და ერთი - რაიონის ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტი. შედეგად, ბიუჯეტი 71 937 ლარით გაიზარდა.

"შტატების ზრდა ხორციელდებოდა ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ზემდგომი ორგანოების პირველი პირების უშუალო სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე. ხელშეკრულებით აყვანილ პირებს სამსახურის საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც მუშაკთა სამსახურში გამოცხადების ჟურნალში ხელწერების არ ქონით დასტურდება. ისინი გამოიყენეს საარჩევნო რესურსის სახით, როგორც პარტიული აქტივისტები,“ _ აღნიშნულია დასკვნაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, 2012 წელს სამსახურის ხარჯების გეგმა 5-ჯერ გაიზარდა:

"2012 წლის 28 თებერვალს 15 000 ლარით, 20 აპრილს - 24 000, 15 ივნისს 6 400 და 30 ივნისს - 29 025 ლარით. ყველა ზრდა ძირითადად შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან იყო დაკავშირებული.

2012 წლის 10 ოქტომბერს ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების შემცირების შედეგად, მთლიანი ხარჯი 2 488 ლარით შემცირდა. სამსახურის ხარჯების 83, 5 პროცენტი ხელფასის გაცემაზეა გახარჯული. 171 937 ლარიდან 143 634 ხელფასებზეა გაცემული. ხელშეკრულებით პირთა აყვანა ძირითადად ზაფხულში მოხდა, როცა არავითარი გამწვანების სამუშაოები არ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს გამწვანების სამსახურს არ შეუძენია არცერთი ძირი ნერგი. ხოლო 2013 წელს შეძენილია სულ 1000 ლარის სხვადასხვა დასახელების ყვავილი.

2013 წელს სულ ხარჯები 116 300 ლარზეა დაგეგმილი. აქედან წლის პირველი ნახევრისთვის 77 590 ლარი გამოიყო. ფაქტობრივად, 76 930 ლარი გაიხარჯა. აქედან ხელფასი 69 480 ლარი, რაც მთლიანი ხარჯის 90, 3 პროცენტია.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში დასაქმებული უნდა ყოფილიყო მეყვავილე-აგრონომი, დეკორატორი, აღნიშნულ ვაკანსიაზე არავისნ დასაქმებულა,“ _ ნათქვამია შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტორული კვლევის დასკვნაში.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...