"საგარეო უწყების მეტ აქტივობას, მინისტრის მეტი ავტორიტეტი სჭირდება"

მთავარი თემა

"საგარეო უწყების მეტ აქტივობას, მინისტრის მეტი ავტორიტეტი სჭირდება"

2013 ოქტ 8 17:39:29

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

ჩხეიძის განცხადებით, 10 დღის წინ, აძვში, რომელიც საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, რის შედეგადაც, აძველების მიწის ფართობი, 4 ჰექტარი,  ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

მისი განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 400-მდე ჰექტარი მიწის ფართობი დაიკარგა.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების განცხადებით, აღნიშნული საკითხი მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 37-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად გააპროტესტა.

მცოცავი ოკუპაციის თემას დღეს საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტრო პასიურია.

"შეკითხვები მაქვს ძალიან მარტივი - დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების შემდეგ რატომ არ მოხდა არანაირი აქტივობა საქართველოს დელეგაციის მხრიდან ეუთოში. ესაა სრულიად გამაოგნებელი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პაატა გაფრინდაშვილის წასვლის შემდეგ, ჩვენ იქ დელეგაცია არ გვაყავს და ეს სიმართლეა – აღარ გვყავს. ევროპის საბჭოში ჩვენს დელეგაციას არ მოუთხოვია მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის შეკრება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვეთხოვა რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება - თუ ესენი არ გაკეთდა, არაფერი მოხდება. ამისთანა პასიური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გახსოვთ? ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებს საგარეო პოლიტიკაზე განცხადებას ყველა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი პირების გარდა", _ განაცხადა ვაშაძემ.

თუმცა, ვაშაძის განცხადებას, რომ საგარეო უწყება პასიურია, არ ეთანხმება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. ექსპერტის აზრით საგარეო უწყება პასიური არაა, მაგრამ არც დიდი აქტივობებით გამოირჩევა, რადგან ამ მომენტში საერთაშორისო არენაზე პრობლემის აქტუალიზაცია, არანაირ შედეგს არ მოიტანს

"ყველაფერი ფარდობითია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასიურობაც. არ ვფიქრობ, რომ უწყება ადრინდელთან შედარებით პასიურია, რადგან ის მოქმედებს, აფიქსირებს პოზიციას. როცა მისგან რეაქცია არაა,  ესეც გარკვეული გამოძახლია.

"ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა სამინსიტროს რეაქციები დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუ ასეთი პოლიტიკა საერთოდ არსებობს. ჩვენ მხოლოდ პრემიერ ივანიშვილის განცხადებები გვაქვს. ასევე, მისი პირადი წარმომადგენლის ბურაბ აბაშიძის კარასინთან დიალოგი და პროცესი, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს. სხვა რაიმე ხელშესახები არ გვაქვს.

"ვფიქრობ, ამ მომენტში პრობლემის საერთაშორისო არენაზე აქტუალიზაცია, არანაირ შედეგს არ მოიტანს. საგარეო უწყებამ რა მიმართულებით უნდა იაქტიუროს?! საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების კუთხით? რუსეთზე ზემოქმედებისთვის ეს ნაკლებად ეფექტური იქნება. თუ დასავლეთიდან არ გვიკარნახეს გააქტიურება, ისე არანაირი აზრი არ აქვს. ჩვენ დამოუკდიებელი მოთამაშეები არ ვართ. მიმაჩნია, რომ საგარეო საქმეთ სამინსიტრო არც აქტიურია და არც პასიური", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ბერიძე.

ექსპერტის ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ საგარეო უწყების მეტ აქტივობას მინისტრის მეტი ავტორიტეტი სჭირდება, რაც მაია ფანჯიკიძეს არ გააჩნია.

"ცნობიალია, რომ სულელის გაფუჭებული საქმე მთელი თაობების სატირალი ხდება. სააკაშვილმა იმდენი რამე გააფუჭა, რომ ამის გამოსწორებას სერიოზული დრო სჭირდება. თვითონ ვაშაძე რას აკეთებდა, როცა მინისტრი იყო? მხოლოდ თავისი უაზრო კომენტარებით იყო ცნობილი. არც ფანჯიკიძეა გენიოსი ამ კუთხით, მაგრამ რა უნდა ქნან? ისევ ომის დაწყების გარდა, ომმა კი რაც მოგვიტანა ყველამ დაინახა. ფანჯიკიძეს რომ ავტორიტეტი ჰქონდეს კარგია, მაგრამ ... მას არ შეუძლია რაიმე კონკრეტულის, სერიოზულის გაკეთება. თუმცა, შეიძლებოდა საერთაშორისო ფორუმებზე ცოტა მეტი აქტივობაც", _ აღნიშნავს შუბითიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ირკალი კიკიანს. მისი აზრით, ქართულმა მხარემა არანაირი ტრიბუნა არ უნდა გაუშვას და იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც ქვეყანაშია. საგარეო უწყებამ უნდა იბრძოლოს საქართველოს ოკუპაციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.

"როდესაც ქვეყნის ფაქტიურად პირველი პირი აცხადებს, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანი არ უნდა იყოს, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი ერთადერთი ძალა დასავლეთის მხარდაჭერაა. თუ ეს მხარდაჭერა მოგვაკლდება, ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, უწყების გარკვეული პასიურობა იგრძნობა, მით უმეტეს, თუ წინა ხელისუფლების აქტივობებსაც შევადარეთ.

"ქართულმა მხარემ არანაირი ტრიბუნა არ უნდა გაუშვას, რომ იმ პრობლემებზე ისაუბროს, რაც საქართველოშია. უნდა იბრძოლოს, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. ქართული დიპლომატია უფრო აქტიური უნდა იყოს ამ კუთხით.

"ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქართული ხმარე ცდილობს რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს და ამის გაკეთება მარტოს სურს. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასავლეთზე გადის. მათი მხარდაჭერით შეიძლება გარკვეულ წარმატებებს მივაღწიოთ და არა პირისპირ მოლაპარაკებებით. ქართული მხარე რუსეთთან ცალკე არ უნდა დარჩეს, რადგან ზოგადად დიპლომატია ძალაზეა დაფუძნებული", _ უთხრა "გურია ნიუსს" კიკიანმა.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...