მსჯავრდებულის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლები მას ციხეში ემუქრებოდნენ

მთავარი თემა

მსჯავრდებულის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლები მას ციხეში ემუქრებოდნენ

2013 ოქტ 9 11:12:40

დავით რუსიშვილი  ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მან შსს-ს წარმომადგენლებს უარი განუცხადა ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას.

მსჯავრდებულის თქმით, რომელიც სასჯელს რუსთავის სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში იხდის, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი უთხრა, რომ თუ ასე გააგრძელებდა, წლებს დაუმატებდნენ.

"ისინი მთავაზობდნენ სახაზინო ადვოკატის მოყვანას და ჩვენების მიცემას მისი თანდასწრებით, რაზედაც უარი განვუცხადე, ვუთხარი, რომ მე მყავდა ადვოკატი და თუ რამე საქმე ჰქონდათ, დაკავშირებოდნენ გელა ნიკოლაიშვილს," _ აცხადებს დავით რუსიშვილი.

ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებზედაც დავით რუსიშვილი საუბრობს? იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილად შსს-ს თანამშრომლები? რა მიზნით შევიდნენ მსჯავრდებულთან, რატომ სთავაზობდნენ სახაზინო ადვოკატს და ემუქრებოდნენ თუ არა მას? და რაც მთავარია, რატომ არ ჩათვალეს მათ საჭიროდ დღემდე, დაკავშირებოდნენ ადვოკატს, რომლის გარეშეც მათ მსჯავრდებულმა ჩვენება არ მისცა?

2013 წლის 9 მაისი. დასვენების დღე. პასუხი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან...

როგორც დავით რუსიშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან მიიღო ოფიციალური წერილი იმის შესახებ, რომ 2013 წლის 9 მაისს დავით რუსიშვილთან ნამდვილად იმყოფებოდნენ  შსს-ს წარმომადგენლები. დაზუსტებულია მათი ვინაობაც: ვახტანგ სამხთუაშვილი და ლაშა ტუხაშვილი.

9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღედ იყო გამოცხადებული და როგორც ჩანს, შსს-ს დეტექტივ-გამომძიებელს სასწრაფო საქმე ჰქონდათ დავით რუსიშვილთან, რადგან ვიზიტი დასვენების დღის გამოც კი არ გადადეს.

გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სწორედ ეს ფაქტი იწვევს ეჭვს: "იქედან გამომდინარე, როგორც განვითარდა მოვლენები, მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ დავით რუსიშვილის სიმართლეს ამბობს, როდესაც აცხადებს, რომ მას ემუქრებოდნენ. ეს მათი მეთოდია და თუ გამოუვიდოდათ ამ სახით მიიღებდნენ ჩვენებას სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით, რომელთანაც არანაირი პრობლემები არ ექმნებათ ხოლმე, როგორც წესი...

ძალიან საინტერესოა, თუკი ასე ეჩქარებოდათ დავით რუსიშვილის დაკითხვა, მას შემდეგ რაც მან განუცხადა, რომ მე ვიყავი ადვოკატი და შეეძლოთ მე დამკავშირებოდნენ, სად დაიკარგნენ? რატომ არავინ დამიკავშირდა და რატომ გადაიფიქრეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა? თუ აუცილებლად სახაზინო ადვოკატის თანდასწრებით სურდათ ამის გაკეთება? ეს ყველაფერი იმდენად საეჭვოა, რომ ერთი წამითაც არ შემაქვს ეჭვი დავით რუსიშვილის განცხადებაში."

საკმაოდ საინტერესო ფაქტზე ლაპარაკობს "გურია ნიუსთან" დავით რუსიშვილის მამა, თემურ რუსიშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტი წინა დღეს, ანუ 8 მაისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს:

" 8 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაზე" გადაცემა იყო ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით.  კითხვა იყო დასმული, ამართლებს თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში. ამ გადაცემის მსვლელობის დროს, დავრეკე, დავასახელე ვინაობა და ვთქვი, რომ ჩემი შვილის საქმეზე  12  ნაფიცი მსაჯულიდან 9 იყო ნაცმოძრაობის აქტივისტი და გამოვუცხადე მათ უნდობლობა.

ამის შემდეგ, სტუდიაში მოვიდა გელა ნიკოლაიშვილი. ამ ლაპარაკის შემდეგ, 9 მაისს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდნენ პირდაპირი მუქარით ჩემს შვილთან.

ჩემი ინფორმაციით ლაშა ტუხაშვილი ჩვენს საქმეზე კიდევ ერთ-ერთ მოწმესთან იყო მისული და დაინტერესბული იყო თუ სად იმყოფებოდა აღნიშნული მოწმის შვილი. მისი განცხადებით სურდათ ამ პირის დაკითხვა."

პასუხები შსს-დან _ გადაფიქრებული დაკითხვა...

ამ ამბის გასარკვევად ჩვენ კითხვები გადავუგზავნეთ შს სამინისტროს, საიდანაც ყველა კითხვაზე ოპერატიულად მივიღეთ პასუხი.

"გურია ნიუსი" _  გთხოვთ გაგვიმარტოთ, არიან თუ არა აღნიშნული პირები     შსს-ს თანამშრომლები?

შსს _  ვახტანგ სამხთუაშვილი ამჟამად აღარ მუშაობს შსს-ში, ლაშა ტუხაშვილი მოქმედი თანამშრომელია.

"გურია ნიუსი" _ რა მიზნით იყვნენ შსს-ს თანამშრომლები ვახტანგ სამხთუაშვილი და ლაშა ტუხაშვილი 2013 წლის 9 მაისს შესულები რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმარ დავით რუსიშვილთან?

შსს _ შსს მთავარ სამმართველოს დეტექტივების სამმართველოში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ. დანაშაული გათვალისწინებულია სსსკ-ის 376 მუხლით.

2013 წლის 9 მაისს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს 1 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლები ლაშა ტუხაშვილი და ვახტანგ სამხთუაშვილი იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 17 დაწესებულებაში მსჯავრდებულ დავით რუსიშვილთან საგამოძიებო მოქმედებების-მისი მოწმის სახით დაკითხვის მიზნით.

"გურია ნიუსი" _ ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ როდის აღიძრა საქმე და რის საფუძველზე?

შსს _ პროკურორის დადგენილების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 2012 წლის 14 თებერვალს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376 მუხლით.

"გურია ნიუსი" _ ესწრებოდა თუ არა დავით რუსიშვილის მოწმის სახით დაკითხვას ადვოკატი, თუ ესწრებოდა, ვინ იყო ეს ადვოკატი?

შსს _ მას შემდეგ რაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე დავით რუსიშვილმა გამომძიებლისგან მიიღო განმარტებები მისი უფლება მოვალეობების შესახებ, მან ადვოკატის გარეშე მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის გამოც მისი დაკითხვა არ განხორციელდა.

რაც შეეხება მსჯავრდებულის განცხადებას მუქარის შესახებ, აღნიშნული ფაქტის გამოძიება შსს-ს გენინსპექციის მოვალეობაა.დავით რუსიშვილი დღემდე არავის დაუკითხავს...

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის პროსპექტზე, დღისით, მზისით, მომხდარ საზარელ მკვლელობაზე. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი უამრავი მოწმის თვალწინ მოკლეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი მაშინვე გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით:

განაჩენის მიხედვით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის მიზეზი გახდა 2010 წლის მარტში მომხდარი 21 წლის სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა გრიბოედოვის ქუჩაზე. ინციდენტში, რომელსაც ეს მკვლელობა მოჰყვა, სხვებთან ერთად მონაწილეობდა ზურაბ ტარყაშვილი, რომე­ლიც ამ ინციდენტში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და ხული­გნობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლით საპროცესო შეთანხმებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსა­ჯეს. 1 წლის და 7 თვის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში ტარყაშვილი ვადამდე გათავისუფლდა პატიმრობიდან და ათიოდე დღეში, 17 ოქტომბერს იგი რუსთაველზე სადისტურად იქნა მოკლული - 10 ტყვი­იდან მას 5 ფეხებში აქვს მოხვედრილი, 2 - ტანზე და 3 - თავში.

მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ 2 წლის წინ მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მამა ივერი გოგბერაშვილი, ვინმე ირაკლი აგლაძე (მაშინ ორივე მათგანი მიიმალა, ამჟამად სანდრო გოგბერაშვილი უკვე გასამართლებულია) და 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობის მეორე დღეს საკუთარ სახლში დააპატიმრეს.

ამავე საქმეში ფიგურირებს ძველი თბილისის გამგებელი ნიკოლოზ (ნიკანორ) მელია, რომელსაც რუსიშვილები ცრუ მოწმეობაში ადანაშაულებენ და მთავარ პროკურატურაში მის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი. რუსიშვილები აცხადებენ, რომ ამოცნობის პროცედურა თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო.

"იძულებით და ზეწოლით მიაცემინეს დათოს აღიარებითი ჩვენება, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, ძმის მკვლელობით ემუქრებოდნენ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა. შემდეგ, მთელი ღამე აზეპირებინეს თავიანთი ტექსტი, უთენია გამოიძახეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი ხათუნა ვაჭრიძე, რომელიც არც გასაუბრებია ჩემს შვილს, არ გაცნობია მასალებს და მისი საშუალებით დააკანონეს . რუსიშვილის აღიარება. და, აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ყველა საინფორმაციო საშუალებით აჩვენეს, ჩაატარეს ამოცნობა. ანუ ჯერ გააპიარეს და შემდეგ საღამოს ჩაატარეს ამოცნობა, სადაც ამომცნობები იყვნენ როგორც ოჯახის სიძე .გაზდელიანი, პოლიციელი .ბარათელი და აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ნიკანორ მელია, რომლებმაც პირდაპირ იცრუეს და შეასრულეს პროკურატურის დავალება.

მელია ჩვენებაში ამბობს, მანქანის წინ ჩამირბინა და იმიტომაც მახსოვს სახეო, არადა პროკურატურის მიერ გადმოცემულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ მანქანის წინ არავის ჩაურბენია არც მანქანა გაუჩერებია. ექსპერტის მტკიცებით, მას არანაირად არ შეეძლო დაენახა და მითუმეტეს დაემახსოვრებინა სახე, რადგან ის მესამე ზოლში მოძრაობდა და თანაც მისთვის არავის არ ჩაურბენია" _ აცხადებს თინა რუსიშვილი.

დავით რუსიშვილის მიმართ 2012 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსა­მარ­თლის ვაჟა ფუხაშვილის მიერ დადგენილი გამამტყუ­ნებელი განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში.

რუსიშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ და პროკურატურას მიმართავენ.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...