კანდიდატების ლოზუნგები და "უხილავი" საარჩევნო პროგრამა

მთავარი თემა

კანდიდატების ლოზუნგები და "უხილავი" საარჩევნო პროგრამა

2013 ოქტ 13 17:50:27

_ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამებს ამომრჩეველი ნაკლებად იცნობს და შეხვედრებზე, რომელსაც დავესწარი თითქმის არ საუბრობენ ამის შესახებ.

_ საარჩევნო პროგრამის მიხედვით არჩევანს მაღალი პოლიტიკური კულტურის და განვითარების ამომრჩევლები აკეთებენ. შესაბამისად, იქ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროგრამით წარსდგები მათ წინაშე. საქართველოში დღემდე, ფაქტიურად, პოლიტიკური პროგრამები იყო დანამატი, ასე ვთქვათ, ვალის მოხდა დასავლური ტრადიციის მიმართ... ანუ ჩვენ უფრო მეტად არჩევანს ძირითადად, ლოზუნგებით, ემოციებით და ხშირ შემთხვევაში, მოსყიდვით ვაკეთებდით. მოსყიდვაში ვგულისხმობ სოციალურ დახმარებებს, იქნებოდა ეს: ფქვილი, ზეთი, შაქარი და ა.შ. ეს პროდუქტები ამომრჩეველს მიეწოდებოდა ამა თუ იმ პარტიის მიერ. ძირითადად კი, მმართველი პარტიის მიერ, რადგან ფინანსები მათ ხელში იყო. არჩევანი კეთდებოდა, ყველაზე პოპულისტური ლოზუნგების მიხედვით. ამიტომაც, საარჩევნო პროგრამები ხშირად იყო დანამატი. თუ სამომავლოდ საარჩევნო პროგრამებს ის ხასიათი მიენიჭება, რომელიც აქვს დასავლეთში და ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს სწორედ ანალიზის საფუძველზე, ეს იქნება ძალიან კარგი.

საარჩევნო პროგრამა მოითხოვს ამომრჩევლის გარკვეულ დონეს , რადგან მან უნდა გაანალიზოს დანაპირები რამდენად რეალურია, შეადაროს სხვის დაპირებას და რომელიც მისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მისაღებია, ის უნდა აირჩიოს.

წლევანდელი საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმითაც, რომ თითქმის ყველა ძირითადმა კანდიდატმა წარმოადგინა თავისი საარჩევნო პროგრამა, მაგრამ საარჩევნო კამპანია მაინც ლოზუნგებით დაიწყო. „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლოზუნგია: „დავამთავრებთ კოაბიტაციას არჩევნების შემდეგ’’, ნინო ბურჯანაძის _ სამართლიანობის აღდგენა. ეს ორი ლოზუნგი, მეტნაკლებად, ერთმანეთს ეხმიანება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აქვს "ვაკონტროლოთ მთავრობა". ეს პროგრამა თუ ამომრჩევლამდე არ მივიდა, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას? ანუ გამოდის, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ. თბილისში რამდენადად ვიცი დარიგდა საარჩევნო პროგრამები.

_ წინა წლებში ხშირად ვწერდით, რომ საქართველოში "პლაკატების ომი" იყო, რაც წელს ნაკლებად არის. ოზურგეთში, ამ ეტაპზე, მხოლოდ დავით ბაქრაძისა და ნინო ბურჯანაძის პლაკატები გააკრეს.

_ პლაკატები საარჩევნო კაქართულ სინამდვილეში მპანიის ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ მას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა. იმიტომ, რომ წინა წლებში, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" პერიოდში სატელევიზიო სივრცე, რომელიც მთავარი სარეკლამო საშუალებაა არჩევნების დროს, სახელისუფლებო რეკლამით იყო დაკავებული და ოპოზიციური პარტიის სახეების ტელეეკრანზე მოხვედრა მაქსიმალურად იზღუდებოდა. აქედან გამომდინარე, ცდილობდნენ კომპენსაციას, პლაკატი ტელევიზიით გამოჩენის შემცვლელი ვერ იქნება, მაგრამ ასე აკეთებდნენ. დღეს გვაქვს ის რეალობა, რომ თითო ტელევიზიას აქვს რამდენიმე პოლიტიკური თოქშოუ. გაჯერებულია სატელევიზიო სივრცე, ჩვენ ხომ ოქროს შუალედი არ ვიცით. ადრე არცერთი პოლიტიკური თოქშოუ არ გადიოდა სატელევიზიო არხებზე, თუ არ ჩავთვლით, კავკავსიას და მაესტროს.

_ და ბოლოს, საარჩევნო შეხვედრებზეც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლები, წინა საარჩევნო კამპანიებთან შედარებით, ნაკლებად ხვდებიან ხალხს...

_ პირადად კონტაქტს ამომრჩეველთან ვერანაირი რეკლამა ვერ ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს, მომეტებულმა სატელევიზიო ეთერმა მათ ფუფუნების კომფორტი მისცა, რადგან მომეტებულად აქვთ ეს სატელევიზიო გამოსვლები. როგორც ჩანს, ამან მათი დრო გამოათავისუფლა შეხვედრებისგან.

რამდენადაც ვიცი, ძალიან ხშირად დადიან საპრეზიდენტო კანდიდატები რეგიონებში. თუმცა, ინტესივობა წინა წელთან შედარებით ნაკლებია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ არის არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის, როგორიც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს.




 ახალი ამბები
  • ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - დიმიტრი ხუნდაძე"ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "კურიერის" პიორდაპირ ეთერში გააკეთა. ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სიკეთეში მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო. "მთავარია ქვეყნის სტაბილურობა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო და სწორედ ეს არ აწყობთ, თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა აწყობილი. ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იყო უმრავლესობის შეხვედრის სამი რაუნდი, სადაც ლიდერიც და გუნდის დანარჩენი წევრებიც შეეცადნენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეეცვალათ, მაგრამ არა ხელების გადაგრეხვით, ან რაიმე მუქარით, არამედ შიდა გუნდური წესებით და ერთმანეთის პატივისცემით. ვერ მოხდა შეთანხმება, ამიტომ მოხდა გამოსავალი ამ თითქოსდა და გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელიც ლიდერმა გუნდთან ერთად მოძებნა, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა. არა ხელების გადაგრეხვა, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე, მაჟორიტარებმა აიღეს და ამას აქვს, რა თავისი პოზიტიური სიკეთე. თუნდაც ის, რომ თითოეულ რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. რაც პროპორციული სისტემით არ ეყოლებოდა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერის" ... ...
  • აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალესამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...
  • "მოახდინეთ თქვენი ზეგავლენა ამ პროცესებზე" _ მარგველაშვილი მეგობარ პრეზიდენტებს მოუწოდებსთქვენ წაგართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენი თავისუფალი არჩევანი,, _ ეს განცხადება ამ წუთებში, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მარგველაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ აქციაზე დემოკრატიის დასაცავად.   "თქვენი თავისუფალი არჩევანია, აირჩიოთ ის ვინც მოგწონთ, მნიშვნელობა არ აქვს , ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა არის, თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც არიან ტელევიზორებთან, ვინ უყურებს ამ ყველაფერს _ არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუ თავის წვლილს არ შეიტანს თავისუფლების დაცვაში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი და არუნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებულები, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ჩვენ გვიყურებს,  ხვალ, ზეგ, მასზეგ იდგნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი დემოკრატია, სხვანაირად არ შედგება თავისუფალი საქართველო, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით სხვადასხვა კლანებისა და ინტერესების მუდმივ ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და ისინი უნდა გააქტიურდნენ. მე დღეს მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს, ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო, დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ, რომ საქართველოს დაუმთავრონ მომავალი. განსაკუთრებით, მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება და უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი და არა ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და თქვენი ბრძოლის მხარდამჭერი, ღმერთმა დალოცოს საქართველო,"- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?