"პრემიერისთვის ნებისმიერი კანდიდატი ის პროდუქტია, სადაც მისი ინტერესები შესრულდება"

მთავარი თემა

"პრემიერისთვის ნებისმიერი კანდიდატი ის პროდუქტია, სადაც მისი ინტერესები შესრულდება"

2013 ოქტ 18 15:40:17

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზოგადად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, წინა, ყველა წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ფორმაში, მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა არაეფექტურად.

"ეფექტურობით ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. სერგო ჯავახიძის კლიპები სიუჟეტურად საინტერსოა, განხორიცელება კი კატასტროფა. მისი სლოგანის რეკრუტირება ვერ მოხდა. უბრალო ფრაზა კი არაეფექტურია.

მარგველაშვილი ჩადის ვიღაცას ხვდება, ეს რეკლამის  სტანდარტული მეთოდია.

რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მათ წამგებიანი კამპანია აწარმოეს - ფსევდომხილება. თუმცა, აქ შეიძლება დავინახოთ დადებითი მხარეებიც. ახლა საზოგადოებაში არაა შეფასება, რომ მათ ფულები ჭამეს. ისინი არ აღიზიანებენ მათ. არ ძლევენ უფრო მეტ სათქმელს. ზოგადად ვფიქრობ, რომ არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია არაა წარმატებული."

რა გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებზე კანდიდატთა შორის დებატებმა?

დებატებს არანაირი გავლენა არ აქვს. მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. საერთოდ, არ გამოვრიცხავ, სამივე ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატის უკან (მარგველაშვილი, ბაქრაძე, ბურჯანაძე) ბიძინა ივანიშვილი იდგეს.

რა მოცემულობები არსებობს, რომელიც თქვენს ვარაუდს კონკრეტული ფაქტებით განამტკიცებს?

1. პრემიერი ერჩის არა ნაცმოძრაობას მთლიანობაში, არამედ ნაცმოძრაობას პრეზიდენტის გარემოცვით. სხვა დანარჩენთან არაა გამორიცხული მას შესაბამისი გარიგებები ჰქონდეს. ამას მოწმობს "ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნებული სახე" და ძირითად ასპექტში მაინც მოზომილი კრიტიკა ნაცმოძრაობის მთავარი აღმასრულებლებიდან.

2. პრემიერი მშვიდია საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. თუ გიორგი მარგველაშვილი "ოცნების" რეიტინგის სტატუს-კვოს დაარღვევს, ანუ უფრო დაბალი რეიტინგით გავა, ის დაარღვევს ივანიშვილის სტატუს-კვოს და დაისჯება ისევე, როგორც ალასანია. ცნობილი ფაქტია, რომ ალასანიას დღემდე მოჰყვება ზუგდიდში გადატანილი მარცხი 2012 წლის არჩევნებისას. მსგავსად მოხდება მარგველაშვილის შემთხვევაშიც. თუმცა, სხვა კანდიდატების გამარჯვებაზეც პრემიერი "სულაც არაა წინააღმდეგი". ანუ მისი მოტივაცია არ არის მარგველაშვილის აუცილებელი გამარჯვება. პრემიერის მოტივაციაა სტატუს-კვო... ანუ ეფექტური გამარჯვება.

3. ივანიშვილი პრემიერობიდან წასვლას აპირებს ნებისმიერი შემთხვევისათვის, ვინც გინდა გაიმარჯვოს.  საზოგადოებრივი პროცესების ნებისმიერი სხვა გაგრძელება  მისთვის მისაღებია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს როგორც "გაბრაზებული", ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას მათ წინააღმდეგ გამოვიდა.

4. თუ დავსვამთ შეკითხვას, პრემიერთან მიმართებაში რა იცვლება ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში - პასუხი გვექნება, რომ არსებითი არაფერი. ეს ფაქტორიც შესაბამისად საგულისხმოა.

5. პრემიერი ირიბი თუ პირდაპირი მმართველობის 20 წლიან ციკლს გეგმავს. ის თავის თავში დარწმუნებულია და იქცევა არა სპონტანურად ან იმპულსურად, არამედ მიმდინარე პროცესები მისი გეგმის ნაწილია. მან იცის, რასაც აკეთებს.

6. "ნაციონალური მოძრაობა" უცნაურად სახეცვლილია, მისი სიცოცხლისუნარიანობა დამაოკიდებულია პრემიერზე, ის ჯერჯერობით დაუცველია და ამ მხრივ, შეგვიძლია განვაზოგადოთ, რომ ყველა წამყვანი პარტია დაუცველია პრემიერის გარეშე. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ ივანიშვილი. ეს ივანიშვილმაც იცის და პოლიტიკურმა ლიდერებმაც. რაც შეეხება სხვა დანარჩენს - არაწამყვან პარტიებს, ივანიშვილი მათ საკმაოდ მალე გადაიყვანს მარგინალ სივრცეში და ამით მათ მხოლოდ "პოლიტიკური ქინქლების" ფუნქციას დაუტოვებს.

7. საზოგადოება არაცნობიერია, საზოგადოება იმპულსურია, პრემიერმა იცის, სხვისი ხელით როგორ "დაკრიფოს საკრეფი"... ის კარგად იცნობს საზოგადოებასაც, შესაბამისად, ის ქმნის სისტემას, სადაც ცენტრალური პირი ის იქნება (როგორც მივხვდით, ბოლო 9 წელიწადშიც ასევე იყო), ხოლო სხვა დანარჩენი მასზე დამოკიდებული - იქნება ეს პოლიტიკოსთა ძირითადი ნაწილი, მედიასაშუალებათა, ანალიტიკოსთა, არასამთავრობოთა თუ ა.შ.

დასკვნის სახით, ხაზგასმით უნდა შევნიშნო, რომ ამ პროცესში არ ვგულისხმობ, რომ ეს ან დადებითი მოვლენაა ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, ან უარყოფითი. აქ ზედმეტად იკვეთება პრემიერ ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი, რა ამოცანები აქვს მას პირადად საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს საზოგადოების მიმართ. სრულიად შესაძლოა, ეს იყოს პოზიტიურის მომტანი, ასევე სრულიად შესაძლოა ეს იყოს ნეგატიური შედეგების მომტანი. ამის თქმა ჯერ კიდევ რთულია.

ახსენეთ, შესაძლოა გარიგება იყოს ნაცმოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელთან, რა სახის შეთანხმებაზე საუბრობთ?

ვგულისხმობ რომ გარიგებების ისეთი სივრცე გვქონდეს, რომელიც ამ პოლიტიკური ძალებისა თუ პირების ფუნქციას შეინარჩუნებს, მაგრამ მათზე ზეგავლენას პრემიერი დაამყარებს. ამიტომ, ჩავთვალე, რომ შესაძლოა სამივე კანდიდატის უკან პრემიერი იდგეს. ამგვარი რამე ბიზნესს ახასიათებს. მაგალითად: მე გვერდიგვერდ დავდგამ რამდენიმე მაღაზიას, რომელიც თვისობრივად ერთიდაიგივე პროდუქტს გაყიდის, მათში ფსევდოკონკურენციას შევქმნი, შესაძლოა აქ დასაქმებულებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ სამივე მათგანი მე მეკუთვნოდეს. ასე რომ მსგავსი რამ არსებობს ყველგან, მათ შორის პოლიტიკაშიც.

ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ პარტიებს რომლებიც დღეს წამყვანი პარტები არიან, ანუ ნაცმოძრაობა და ბურჯანაძის პარტია, არჩევნების მერე უფრო დიდი სივრცე მიეცათ, ვიდრე მანამ ჰქონდათ.

აქედან გამომდინარე, თავისთავად იგულისხმება, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორისაც არსებობდეს გარკვეული შეთანხმება?

ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ფაქტობრივ დონეზე მიმდინარეობს ნაცმოძრაობის წევრთა გადარჩევა. არაერთი სპეიცალისტი ლაპარაკობს, რომ მთელი ეს პროცესები მოჰყვა იმას, რომ ერთი გუნდი, რომელსაც თავის დროზე წარმოადგენდნენ მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელი სახელისუფებო სივრცე, გარკვეული ფაქტორების გამო მოხდა პიროვნებათაშორის კონფლიქტი. კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. პროცესები რომლებიც ვითარდება და ვითარდებოდა არის პიროვნული კონფლიქტების შედეგი.

არჩევნების მერე ნაცმოძრაობა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გაიქცა, მაგრამ მერე რამდენი დაბრუნდა? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ნაცმოძრაობის გარკვეულ ფრთასა დ პრემიერს შორის გარიგება მოხდა. პრემიერისთვის მნიშვნელოვანია  პროცესებს პრეზიდენტი და მასთან დაახლოებული პირები ჩამოაცილოს და არა მთელი ნაცმოძრაობა. ირიბად ამ ყველფერზე ის სულ ლაპრაკობს. ამ ფრთაში მოიაზრება დავით ბაქრაძე. რადგან ეს ადამიანი გონიერია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებზე მუშაობს. მას ადვილად ვერავინ ხელს ვერ დაადებს, გარდა იმისა რომ ნაცმორძაობის გუნდის წევრია.

ამბობთ, რომ პრემიერის მოტივაციაა სტატუს-კვო, ანუ ეფექტური გამარჯვება, ასევე, არსებობს ბონივრული ეჭვი, რომ სამივე რეალური საპრეზიდენტო კანიდატის უკან თვითონ ივანიშვილი იდგეს. რაში სჭირდება პრემიერს ეს ყველაფერი, როცა ამბობს, რომ მიდის?

ივანიშვილი ჰგავს იმ კაცს, რომელმაც რაღაც საქმე წამოიწყო და ადვილად მიანებებს თავს?! პრემიერისთვის ნებისმიერი კანდიდატი ის პროდუქტია, სადაც მისი ინტერესები შესრულდება. ნებისმიერი შემთხვევაში მიდის, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი.  ის მომგებიან პოზიციაშია და ამ ყველაფრით რეალაურ ზეგავლენას ამყარებს ყველა სივრცეზე.

საქმიანი ადამიანიაა. ესაა ოლიგარქი, რომელმაც ფინანსური  პროცესები მართა სეთ რთლ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია. საქართველოში ის ცენტრალური პირია წლებია.  მართავდა პროცესებს, მხოლოდ მაშინ არ ჩანდა. რადგან მან გარისკა და მოვიდა თვალსაჩინოდ, ის ცდილობს, რომ  გავლენა ყველა შრეზე იქონიოს. ადმიანები მისი არა ზეწოლის, არამედ გავლენის ქვეშ ექცევიან.

აშკარაა რომ მას გავლენა აქვს ყველა სფეროში, მათ შორის ეკლესიაში. სად ჰქონდა პრეზიდენტს ეკლესიაში გავლენა? რა არ გააკეთა, აჩუქა მიწები, მანქანები და გავლენა ვერ მოიპოვა, მაგრამ ივანიშვილს აქვს.

რატომ ხდება მისი მუდმივი მუშაობა ექსპერტებთან, არასამთავროებთან, მედიის წარმომადგენლებთა? მათ თავის თავზე დამოკიდებულს ხდის, რათა ყველა ინსტიტუციაში მოიპოვოს გავლენა.




 ახალი ამბები
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდაბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე გააკეთა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განაგრძობს 24 - საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:• აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;• იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;• მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;• დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე• აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით პოლიცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე.შინაგნ საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული მკაცრი მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას",_ განაცხადა ... ...
  • მეუფე იოსები: “ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, დათესეთ რამე"“არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს,“ _ ამ სიტყვების მიმართა საკვირაო წირვაზე მრევლს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. მისივე თქმით, ხალხის 2 პროცენტი ეზიარება, ალბათ, საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. “ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით არ გადავა ვირუსი, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“ - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...