ვინ გატეხა "კაცური სიტყვა" ოზურგეთის საარჩევნო შტაბში

მთავარი თემა

ვინ გატეხა "კაცური სიტყვა" ოზურგეთის საარჩევნო შტაბში

2013 ოქტ 22 14:34:20
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია დაინიშნა.

დარჩიას კანდიდატურას ამ პოსტზე მხარს არ უჭერდნენ კოალიციაში შემავალი პარტიების ადგილობრივი ლიდერები, თუმცა, დასავლეთ ზონის კოორდინატორი ლაშა სამხარაძე და გურიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი პარტიების ლიდერებს, ასევე, დავით დარჩიას და მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად კვაჭანტირაძის სახლში შეხვდნენ და შეთანხმებაც შედგა,

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მაშინ, პარტიების ლიდერებმა სამხარაძესა და მეგრელიშვილს გარკვეული საკითხების მოგვარება მოთხოვეს; ისინიც შეპირდნენ, რომ მათ მოთხოვნებს ცენტრალურ შტაბში დააყენებდნენ. კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა ცენტრალური შტაბის უფროსის სახელზე მიმართვა დაწერეს, თანაც, ყველამ ერთად, "კაცური სიტყვა" დადო, რომ ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდნენ.

მიმართვა, რომელიც " ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახელზე უნდა მისულიყო, იმ განცხადების ანალოგიურია, რომელიც პარტიების ლიდერებმა რამდენიმე უწყებას გაუგზავნეს და რომელშიც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კოტე შარაშენიძეს სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი ქმედებების გახორციელებაში დებენ ბრალს. კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს. დღეს ამასთან დაკავშირებით, საქმეს ოზურგეთის პროკურატურა იძიებს.

თუმცა, "კაცური სიტყვა" გატყდა და ცენტრალური შტაბისთვის გაგზავნილი მიმართვა, რამდენიმე დღის წინ, გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა პარტიების ლიდერების ხელმოწერებით. გამოქვეყნებულ მიმართვაზე არ არის მაჟორიტარი დეპუტატის _ ზვიად კვაჭანტირაძის ხელმოწერა.

რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაცის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე:

_ ჩვენ, "რესპუბლიკელები", კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულებების გამო, საპრეზიდენტო არჩევნების ოზურგეთის შტაბში მონაწილეობას არ ვიღებთ, ამ უთანხმოების შესაძლო გარღმავების თავიდან ასაცილებლად და ჩვენი საერთო საარჩევნო შედეგის ინტერესების გათვალისწინებით, არჩევნების დასრულებამდე ვერიდებით მიმდინარე მოვლენების ირგვლივ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებასა და განცხადებების გაკეთებას, ამიტომ შევეცდები ვთქვა მხოლოდ ის, რაც ამ მიზანს არ დააზიანებს და თან, აღნიშნული მიმართვის გასაჯაროების შემდეგ, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს თქვენი და საზოგადოების ინტერესებსაც _ უკვე ყველაფრის მალვა სულელურ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ამჯერად დავსვამ მხოლოდ შეკითხვებს, რომელიც გამიჩნდა მედიაში გამოქვეყნებული მასალის გაცნობის შემდეგ: პირველი, ვინ მიაწოდა მედიის წარმომადგენლებს ეს დოკუმენტი, რომელიც, მასზე ხელმომწერთა შეთანხმებით, არ უნდა გასაჯაროებულიყო? ვინ დაარღვია ეს პირობა? გაკეთდა თუ არა დოკუმენტის ქსეროასლები და ვისთვის?

არ დაგიმალავთ, ჩვენს შორის პოლიტიკური ინტრიგების ხლართვით დაკავებული ადამიანებისთვის საბაბი რომ არ მიმეცა, შეგნებულად არ მოვითხოვე ჩემთვის დოკუმენტის ქსეროასლის დამზადება, თანაც, როგორც გითხარით, იგი არ უნდა გასაჯაროებულიყო, რაც იმავდროულად ნიშნავდა იმასაც, რომ მისი ქსეროასლები არ უნდა ჰქონოდა ვინმეს, ხელისმომწერებსაც კი.

ამიტომ, ინფორმაციის მედიისთვის მიმწოდებელი, ბუნებრივია, უნდა ვეძებოთ მხოლოდ მათ შორის, ვისაც ეს დოკუმენტი ხელთ ეპყრა და ვისაც დაევალა დოკუმენტის ადრესატამდე მიტანა.

_ და ვის ეპყრა ხელთ ეს დოკუმენტები?

_არჩევნებამდე თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, თუმცა, აშკარაა, რომ მათ, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ რეგიონსა და ცენტრს შორის პოლიტიკურ და საარჩევნო ურთიერთობაში არ ან ვერ შეძლეს წერილის სათანადო "პატრონობა" და ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა.

მეორე _ საინტერესოა, რატომ არ აქვს წერილს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ხელმოწერა? მიუხედავად იმისა, რომ მედიის ფურცლებზე ის ეთანხმება წერილის შინაარსსა და მოთხოვნებს, მისი ხელმოწერა არ ფიქსირდება, რატომ შეცვალა მან გადაწყვეტილება?

მესამე _ დოკუმენტის " ხელთმპყრობელთაგან" ვის "აწყობდა" და რა მიზანს ემსახურებოდა მისი საქვეყნოდ გაცხადება? აქ უკვე რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს, თუმცა, დიდი არჩევანიც არ არის.

ზემოთ თქმული და ის, რაც ამჯერად არ ითქვა, მაფიქრებინებს, რომ წერილის შექმნა, მასზე ხელმოწერების დაფიქსირება თუ არდაფიქსირება, შემდგომ განვითარებული მოვლენები _ წერილის პოლიტიკურ ცენტრში ჩატანა-არჩატანა, მისი პატრონობა-არპატრონობა, მედიისთვის გადაცემა, რეალურად მიმართული იყო ამ პროცესში ჩართული ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ და მათ უფრო დასაპირისპირებლად. ვის აწყობდა ეს? რა თქმა უნდა, ყველა ამ კითხვაზე ჩემეული მოსაზრებები მაქვს, მაგრამ, როგორც გითხარით, არჩევნებამდე თავს შევიკავებდი ამისგან, თუმცა, ერთი პოპულარული ქართული ფილმის არ იყოს, "ამ ქალაქში ქურქის ქურდი ძნელი საძებარი არ უნდა იყოს".

"ქართული ოცნების" გურიის შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთში კოალიციაში არის დაპირისპირებები, მიმართვა მართლაც დაიწერა, თუმცა ადრესატამდე, სავარაუდოდ, ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა მიეტანა და ის არაფერ შუაშია:

_ იყო და ახლაც არის ჯგუფური დაპირისპირებები, თუმცა, პირობა დავდეთ და კაცური სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს, რომ ეს ამბავი არსად გავიდოდა და ვაკეთებთ ამ საქმეს ერთად, მუშაობენ კოალიციის წევრები, გარდა ბატონი ტიფოსი, რომელმაც დემონსტრაციულად დატოვა შტაბი. მედიაში საუბარი და ასე ტალახის სროლა ერთმანეთის მიმართ ჩემთვის მიუღებელია, ამას ჯობია, პიროვნულად გაარკვიონ ურთიერთობები. რა წერილი უნდა მიმეტანა ცენტრალურ შტაბში? მე რა, ფოსტალიონი ვიყავი?! არავის წერილების მიმტანი არ ვარ არავისთან, რატომ უნდა მიმეტანა?!

_ ბატონო გოჩა, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ეს განცხადება თქვენ უნდა მიგეტანათ ცენტრალურ შტაბში...

_ მე წერილის მიუტანლად მქონდა ცენტრალურ შტაბში ამაზე საუბარი. ვთქვი, რომ იქ არის გაურკვევლობა, არ არის ერთსულოვნება, სამი თუ ოთხი ჯგუფია სულ სხვანაირად მოაზროვნე. მე ამათ მომრიგებელ-მოსამართლედ, არც გამგებლის მოსახსნელად და არც დასანიშნად არ ჩამოვსულვარ. მაქვს არჩევნების საკითხი ჩაბარებული, რომელსაც მივიყვან ბოლომდე. გარკვეული დაძაბული ფონის შესახებ განვაცხადე, მაგრამ წერილის თუ კონვერტის ჩასაგდებად არსად წავსულვარ.

_ თქვენ არ ადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ ეს წერილი თქვენ გქონდათ?

_ არ ვადასტურებ, რადგან ნამდვილად არ მქონია. რაიონის საჭირბოროტო საკითხებზე ზრუნვა დეპუტატს ევალება და თუ მისატანი იყო წერილი სადმე, დეპუტატი მშვენივრად მოახერხებდა ამას. მე რატომ უნდა წამეღო? _ გვითხრა მეგრელიშვილმა.

"ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს" დასავლეთის ზონის კოორდინატორი ლაშა სამხარაძე მიმართვის არსებობას საერთოდ უარყოფს:

_ აზრზე არ ვარ, რა წერილზე და მიმართვაზეა საუბარი, არ ვფლობ ინფორმაციას!

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძემ "გურია ნიუსთან" თავდაპირველად თქვა, რომ ეს განცხადება მას თვალად არ უნახავს და წერილი თბილისში სამხარაძემ და მეგრელიშვილმა წაიღეს, თუმცა, მალევე ამბობს, რომ წერილის ორიგინალი მას ირინა იმერლიშვილმა გააცნო:

_ მე ეს განცხადება რომ მენახა, ხელს მოვაწერდი; მე ხელი არ მომიწერია... ეს განცხადება თბილისში გოჩა მეგრელიშვილმა და დასავლეთის ზონის კოორდინატორმა ლაშა სამხარაძემ ჩამოიტანეს და მათ უნდა ჩაებარებინათ ცენტრალურ შტაბში.

_ გოჩა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მას ეს წერილი არ ჰქონია...

_ ამას გოჩა ვერ იტყვის, შენ ელაპარაკე და ასე გითხრა? ეს განცხადება ნამდვილად დაიწერა, გოჩა მეგრელიშვილს და ლაშა სამხარაძეს კი უნდა ჩამოეტანათ ცენტრალურ შტაბში, თუმცა, მე ამის შესახებ ვიცოდი. იმის შესახებაც ვიცოდი, რომ განცხადება მზადდებოდა, განცხადების ორიგინალი კი გადმომცა ირინა იმერლიშვილმა და გამაცნო; მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ.

_ ბატონო ზვიად, აცხადებთ, რომ საქმის კურსში იყავით და ეთანხმებით მათ მოსაზრებებს. მაშინ რატომ არ მოაწერეთ ხელი?

_ იმიტომ, რომ ოზურგეთში არ ვიყავი; მე რომ წავედი, მეორე დღეს დაიწერა ეს განცხადება.

_ ბატონო ზვიად, შეიძლებოდა თუ არა ეს განცხადება თქვენ მიერ გასაჯაროებულიყო?

_ რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჟურნალისტებთან ჩემი ხელიდან არ მომხდარა. მაგრამ ვისი ხელით მოხვდა, პრინციპში, ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს?! მით უმეტეს, თუ იმ პერიოდში ამ განცხადებას ვუერთდებოდი? დასამალავად მინდოდა? ამას ვამბობ ღიად. ხელმოწერა არ არის, თორემ მე სიტყვიერად ვუერთდები განცხადების ავტორებს. შენ რატომ გამოგაქვს ასეთი დასკვნა, რომ მე თუ ხელი არ მაქვს მოწერილი, ჟურნალისტებთან მე მივიტანე ეს განცხადება? მიმაჩნია, რომ არჩევნებამადე იმაზე საუბარი რაც ამ განცხადებაშია, მიზანშეუწონელია. მე ყოველთვის დავეთანხმები კოალიციის მოსაზრებას და მის გვერდით დავდგები ყოველთვის.

"გურია ნიუსი" "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივანს ირინა იმერლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში უარყო მსგავსი მიმართვის შესახებ ინფორმაცია და ისიც, რომ მან ამ წერილის შინაარსი გააცნო ზვიად კვაჭანტირაძეს.

_ ირინამ გამაცნო წერილის შინაარსი თბილისშიო? არა, არა! მე როგორ გავაცნობდი, ჩემს სახელზე იყო განცხადება? არც შტაბის ხელმძღვანელი ვარ, ხომ? მე რა შუაში ვარ? ეს განცხადება თვალით არ მინახავს, შესაბამისად, ჩემს ხელში ვერ მოხვდებოდა.

_ ქალბატონო ირინა, თქვენ ამ მიმართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობთ?

_ მე უნდა ვიცოდე?

_ ქალბატონო ირინა, თქვენ ამბობთ, რომ არ იცით არაფერი, ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ ეს განცხადება მას თქვენ გააცანით...

_ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ განცხადება, რომელიც არ არის ჩემს სახელზე, ცხადია, ჩემთან ვერ მოხვდებოდა.

ირინა იმერლიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე წუთში დაგვირეკა ზვიად კვაჭანტირაძემ და გაგვიცხადა, რომ თურმე, ეს წერილი მას ირინა იმერლიშვილმა კი არა, ელექტრონული ფოსტით ლაშა სამხარაძემ გააცნო.

_ ირინამ დამირეკა და ახლა გამახსენა დეტალები; ეს წერილი ჩემთვის მას არ მოუწოდებია. ეს წერილი გადმომიგზავნა ლაშა სამხარაძემ იმეილით. არა, მართლა არაფერ შუაში არაა ირინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს " ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას, რომელიც ამბობს, რომ მიმართვაზე მის მაგივრად სხვისი ხელმოწერაა.

_ ამ განცხადებაზე მე არ მომიწერია ხელი და საიდან აღმოჩნდა ჩემი ხელმოწერა ზედ, ნამდვილად არ ვიცი.

_ სხვამ მოაწერა თქვენს მაგივრად ბატონო დავით?

_ რა ვიცი მე, ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! არ ვეძებ, სხვათა შორის... ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა, ცნობილია და მთელმა საქართველომ იცის ჩემი დამოკიდებულება კოტე შარაშენიძის მიმართ. მე ხელი არ მომიწერია. სწავლობს პროკურატურა ამ ადამიანის საქმიანობას და რა ხდება ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ერთი ის ვიცი, რომ ასეთი განცხადებით გამგებლის მოხსნა არ შეიძლება, ეს, ორჯერ ორი რომ ოთხია, ისეა და ხომ უნდა ვიცოდეთ?!




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...