მიტოვებული მოსახლეობა და "მოუცლელი" ხელმძღვანელი

მთავარი თემა

მიტოვებული მოსახლეობა და "მოუცლელი" ხელმძღვანელი

2011 ივნ 25 00:05:39
შრომელები იხსენებენ, თუ როგორი მდიდარი, გალაღებული, განათებული, სიცოცხლით აღსავსე სოფელი, ახლა კი როგორ შეცვალა ისინი გაჭირვებამ. იქაურების თქმით, ადრე სოფლის ძირითადი შემოსავალი ციტრუსი და ჩაი იყო, დღეს კი სოფელს ეკონომიურად ძალიან უჭირს _ უმუშევრობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიური ფონი, უგზოობა და უამრავი სხვა პრობლემა აწუხებთ აქაურებს.

შრომის მცხოვრებლების უმეტესმა ნაწილმა, როგორც თავად უთხრეს "გურია ნიუსს", ციტრუსი სანაგვეზე გადაყარეს, მოსახლეობის 60% კი თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად.

"გურია ნიუსი" სოფელ შრომაში არასამუშაო დღეს იმყოფებოდა, აქედან გამომდინარე, სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯაბუა სამსახურში არ დაგვხვდა, ის არც სახლში იყო და არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა. მასთან დაკავშირება ვერც ორშაბათს მოვახერხეთ, ამიტომ სოფლის სპეციალისტს ირაკლი იმნაიშვილს დავუკავშირდით და რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირება ვთხოვეთ. ბატონმა ირაკლიმ ჩვენი თხოვნა შეასრულა _ დავით ჯაბუა თავად დაგვიკავშირდა და შეგვპირდა, რომ რედაქციაში მოვიდოდა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, მან საუბარზე უარი გვითხრა:

_ იცით რაა, რაღაც საქმე გამომიჩნდა და უკან დავბრუნდი.

_ ბატონო დავით, მაშინ გვითხარით როდის გეცლებათ?

_ არ ვიცი, როდის მივიცლი, ხვალ ორმოცზე ვარ წასასვლელი. არ ვიცი, აბა რა გითხრათ? _ გვითხრა ჯაბუამ.

სანამ სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ქორწილ-ნიშნობა-ორმოცებს მოივლის და სოფლის პრობლემების საუბრისთვის მოიცლის, ბევრი წყალი ჩაივლის, მანამდე კი სოფელ შრომის მოსახლეობას მოვუსმინოთ:

ნაზი შარაძე: _ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობაა, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ოჯახში რვა სული ვცხოვრობთ, შემოსავალი კი მხოლოდ პენსიაა. თხილი ხან ისხამს და ხან _ არა, მანდარინს 20 თეთრად რომ გაყიდი, ეგაა საქმე? პრობლემის მეტი რა გვაქვს, დალხინებული დღეს არავინაა, ყველაფერი ძვირია.

მედიკო კვაჭანტირაძე: _ ყველას დავიწყებული ვყავართ, გურია არავის არ ახსოვს. ნეტავ, რა დანაშაული გვაქვს ასეთი? რატომ არ მოვწონვართ მთავრობას, არ ვიცი. თქვენ მაინც იცოდეთ, რომ საერთოდ არაფერი არ კეთდება ამ ჩვენ სოფელში. რომ არ გამოვდივართ ქუჩაში და არ ვკეტავთ გზას, იმას არ ნიშნავს, რომ კარგად ვართ. გვაქვს შუქის პრობლემა, გზა, ნახეთ, როგორია. ჩაგვსვეს პროექტში, გვითხრეს, მაისში დაიწყება გზის მშენებლობაო, ახლა კი ივნისის ბოლოა. ჩემი შემოსავალი მანდარინი და თხილია, მაგრამ მანდარინის მოსავალი წელს გაგვიფუჭდა! მეზობელი გვყავს ნათელა ჩხაიძე, გაჭირვებული, იმას რომ დახმარებას არ მისცემს სახელმწიფო, რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ?!

ლამარა კაჭარავა: _ პრობლემები საქართველოში არ ილევა და მით უმეტეს სოფელში. მე თბილისში ვცხოვრობდი, აქ ჩემი სოფლის სიყვარულმა ჩამომიყვანა, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, თუმცა სოფელი შრომა ის აღარაა, რაც ჩემს ბავშვობაში მახსოვს _ მდიდარი, გალაღებული, განათებული, სიცოცხლით აღსავსე, ბედნიერი, ხალხიც სხვანაირი იყო. დღეს ვხედავთ როგორ შეცვალა გაჭირვებამ. ხალხში დღეს უიმედობაა _ ნახეთ რამდენი ადამიანი გაგესაუბროს ახლა სოფელში! არ გეტყვის არაფერს. იმიტომ, რომ არავისი არ სჯერათ, ვერ დააჯერებთ, რომ მათი აზრი ვინმეს აინტერესებს. დაიღალნენ დაპირებებით, ტყუილებით, თავის გატანაზე ფიქრობენ მხოლოდ. სოფელი ითხოვს ურეკთან დამაკავშირებელ მოკლე გზას, რომელიც დაახლოებით 3კმ-ია. ეს გზა სოფელს სულს მოათქმევინებდა. კარგია, რომ ოზურგეთთან დამაკავშირებელი გზა გაკეთდება და მთელი საათი აღარ დაგვჭირდება მგზავრობა. დიდი პრობლემაა შუქი, რომლის მოწესრიგებასაც გვპირდებიან. ყანები შეუღობავია, შარშან მაჟორიტარმა დეპუტატმა რომ პირობა მოგვცა არჩევნების წინ, არ შეასრულა. მერე აღმოჩნდა, თურმე ბევრი რამ ყოფილა ამისთვის საჭირო და გვითხრეს, ყანები თქვენი კერძო საკუთრებაა და თვითონ უნდა შეღობოთო. ჩემს ეზოში თუ ძროხა ან ღორი შემომივარდება, გუბერნატორთან არ გავრბივარ და პირადი პრობლემებისთვის არავინ შემიწუხებია, მაგრამ როგორ უნდა შემოვღობოთ დიდი საყანე ფართობი ჩვენი სახსრებით? სახელმწიფომ გლეხებს არ უნდა მიხედოს?

საქართველოს თითოეული სოფლის მცხოვრებლებს თუ არ ექნებათ დასაქმების საშუალება და ყველა თურქეთში, გაიქცევა, დაიღუპება ქვეყანა. ნუთუ თურქეთში სხვისი მონობისთვის გვემეტება თითოეული ქართველი?! სოფელ შრომის მოსახლეობის თქმით, მდინარემ სამ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო: _ წელს ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, არაფერი არ გვინდა, ოღონდაც ეს ხიდი გაგვიკეთეთ,-თქო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გაკეთებული.

_ ანაკლიაში რომ შეხვედრა ჰქონდა სააკაშვილს, ჩვენი გუბერნატორის ვერაფერი ვერ გავიგე _ ჩვენს სოფელს რომ თავი დაანებო, გურიის პატრონს სათქმელი და მოსათხოვი რომ არაფერი არ გექნება პრეზიდენტთან, ეგაა საქმე? _ გვითხრეს შრომელებმა.

ოფელ შრომის ვიწრო გზას გავუყევით ნათელა ჩხაიძის ოჯახის სანახავად. გზაზე პატარა მანქანა _ "მოსიარულე ბაზარი" სიგნალით დადიოდა და სხვადასხვა სახის პროდუქტებს სთავაზობდა მოსახლეობას.

ნათელა ჩხაიძე, 58 წლის: _ მარტოხელა ვარ, არსად არ ვმუშაობ. ნახეთ, როგორ სახლში ვცხოვრობ. ჩემ მანდარინებსაც შეხედეთ _ აგენტმა მითხრა, მანდარინის ძირებია დასათვლელიო. ორჯერ შევიტანე განცხადება და დახმარება არ დამენიშნა. კუთვნილი ვაუჩერიც ძლივს ავიღე. ხშირად მეზობლები მაჭმევენ საჭმელს.

ვასო ჩხაიძე: _ 79 წლის ვარ. თქვენ ჩემზე კარგად იცით რაც ხდება დღეს და როგორი გაჭირვებაცაა. ახლა ყანიდან მოვდივარ _ ძროხები და ღორები დადის ყანაში და ვყარაულობ.

გელა სამანიშვილი: _ აქამდე ვმუშაობდი თურქეთში, ქარხანაში. აქ რა უნდა გამეკეთებინა?! ოთხი შვილი მყავს, სამუშაო არაა, სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი. ახლა სოფლის 60% ჩაის საკრეფადაა წასული თურქეთში.

სოფელში ლიკვიდირებულ დავით ქადეიშვილზეც ისაუბრეს:

_ ეს ბავშვი მამისა და გამგებლის ამბიციების მსხვერპლი გახდა. კლასელები, მეზობლები დადებითად ახასიათებდნენ. მამამისი გამგებელი იყო. კიდევ უნდოდა და ამისთვის იბრძოდა მთელი ცხოვრება. ეს ბავშვიც მტრულად განეწყო. მას არავინ არ მოუკლავს _ ყველა მკვლელობა "შეკერილი" იყო. ბოლოს სადღაც იმალებოდა, თურმე, და მარტო მანდარინს ჭამდა. საცოდავს ღამით ხელში "ლიმონკით" ეძინა და ძილში აუფეთქდა. შეშინებული და შოკირებული ახლობლის სახლში შევარდნილა გიჟივით. იქ ქალს უკივლია, ამ ბიჭსაც შემთხვევით გაუსროლია და დაუჭრია ეს ქალი. მერე დაჩოქილი ღმერთს ევედრებოდა, მკვლელს ნუ გამხდიო. ასეთი თქმულება დადის სოფელში. ამბობენ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო ჩაფიქრებული, რომ საცოდავი ბიჭის სიცოცხლე ასე დასრულებულიყოო, _ გვითხრა შრომის რამდენიმე მცხოვრებმა.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...