"თუ ახალაია-მერაბიშვილს გაათავისუფლებენ, თავს სავარაუდოდ სააკაშვილს "წააძრობენ"

მთავარი თემა

"თუ ახალაია-მერაბიშვილს გაათავისუფლებენ, თავს სავარაუდოდ სააკაშვილს "წააძრობენ"

2013 ოქტ 25 20:51:43

თავად ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო პროცესი გონივრულ ვადაში დაინიშნა და პოლიტიკურ პროცესებთან ამის დაკავშირება ცოტა ძნელია.

"ბაჩო ახალაიას განჩენის დანიშვნას პოლიტიკურ პროცესებს ვერ დავუკავშირებ. საკმაოდ ლოგიკური დროა განაჩენის გამოცხადებისთვის, რადგან მხარეების საბოლოო, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმიდან განაჩენი ცხრა დღეში ცხადდება. თუმცა, ნამდვილად შეიძლება ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდეს კითხვები, რატომ დაინიშნა მაინცდამაინც განაჩენის გამოცხადება არჩევნების მეორე დღეს?! ვის რა უდევს გულში, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ მეც გამიჩნდა ანალოგიური აზრი. შეიძლება თუ არა ვიღაცამ სასამართლოზე ამ კუთხით ზეწოლა მოახდინოს, ნამდვილად ვერ გეტყვით", _ აცხადებს ველიჯანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმე 2006 წელს ორთაჭალის ციხეში მომხდარ ე.წ. ბუნტს ეხება, რომლის დროსაც რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი დღესაც არ არის ცნობილი. მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ინციდენტის გამო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია დაადანაშაულა. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მაშინ, როდესაც პატიმრები საკნებში იყვნენ და სპეცრაზმს წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ. სუბარის თქმით, 26 მარტს ღამით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია საპყრობილეში რომ არ შესულიყო და ძალა არ გამოეყენებინა, ბუნტი არ მოხდებოდა.

თუმცა, ე.წ. ციხის ბუნტიდან 8 წლის შემდეგ ახალაიას დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ალბათობაა ახალაია ამ ეპიზოდში გამართლდეს, რადგან პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

"პროკურორმა დასკვნით სიტყვაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჩვენება და ბრალი წაიკითხა, მაშინ როდესაც დასკვნითი სიტყვა დასაბუთებული და შეჯერებული უნდა ყოფილიყო. მტკიცებულებები არ არსებობს. მოწმეები, რომლებსაც რამდენიმე ჩვენება აქვთ მიცემული საქმესთან დაკავშირებით ითხოვენ ერთი ჩვენება ამოარჩიოს პროკურატურამ და იმ ჩვენების საფუძველზე დადგეს განაჩენი ახალაიას საწინააღმდეგოდ, თუმცა, როდესაც არსებობს საზოგადოების სხვადასხვა აზრი და მოწმეთა სხვადასხვა ჩვენება, განაჩენი ახალაიას სასარგებლოდ უნდა დადგეს. პროკურატურამ ამაზე ვერაფერი ისაუბრა. ჩვენ კი დავამტკიცეთ, რომ დასკვნით სიტყვაში და მოწმეთა ჩვენებებში ურთიერთწინააღმდეგობაა, რაც გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს", _ აცხადებს ველიჯანაშვილი.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას თქმით, ახალაის საქმეზე განაჩენის გამოცხადება არჩევნებზე გარკვეულ გავლენას მოახდენდა, თუმცა ამიტომ დაინიშნა თუ არა სასამართლო პროცესი არჩევნების მეორე დღეს, ვერ აკონკრეტებს.

"მიუხედავად იმისა, რა შინაარსი აქვს სამართლაწარმოებას, არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ახალაიას წინააღმდეგ მუშაობს. ამიტომაც თუ მისი გამართლება უფრო ადრე მოხდებოდა, ბუნებრივია, ის პირდაპირ აირეკლებოდა მმართველ პარტიასთან მიმართებაში წამგებიანად, „ნაციონალებისთვის“ მომგებიანად და კიდევ უფრო მომგებიანად ბურჯანაძესთან მიმართებაში, რომელიც უფრო ეფექტურად გამოიყენებდა ამ პროცესს. ამიტომ, ერთი მხრივ, მივესალმები იმ ფაქტორს, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიზირებისთვის სივრცე რომ არ მიეცათ და საზოგადოების პოზიციის ფორმირება არ მოხდა", _ ამბობს გამზარდია "გურია ნიუსთან" საუბრისას.

იქნება თუ არა ახალაიას გამართლება საზოგადოების მოტყუებას და რა ბედი ელის დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენას, გამზარდია გვპასუხობს, რომ "სამართლიანობის აღდგენის პროცესი ადვილად არ დამთავრდება და "განტევების ვაცის" პოვნა აუცილებელია".

"დანაშაულის არარსებობას მტკიცებულებების არარსებობა არ გამორიცხავს. შესაძლოა, ადამიანი დამნაშავე იყოს, მაგრამ ამის დამტკიცება ვერ ხერხდებოდეს. ამიტომ მტკიცებულებების არსებობა-არარსებობა საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანების დამნაშავეობაზე ნაკლებად მიუთითებდა. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით ე.წ. დამნაშავეებს, რომლებიც მართლები აღმოჩნდნენ და პირიქით. რაც შეხება სამართლიანობის დაცვას, საკითხი აქაც უცნაურადაა მოწყობილი, ჩვენ ვერ ვიგებთ ვინ არის დასჯილი იმ ყველაფრის გამო, რაზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამასთან, არის კიდევ ერთი ვარიანტი, ხომ არ ხდება ყველას დარაზმვა სააკაშვილის წინააღმდეგ? ანუ თუკი ყველას გაუშვებენ და მიხეილ სააკაშვილის დაიჭერენ მასზე გადატყდება მთავარი ჯოხი. ამ შემთხვევაში სამართლიანობას საზოგადოება აღდგენილად ჩათვლის და ამით დაკმაყოფილდება",_ ამბობს გამზარდია.

მისივე თქმით, "წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და საგანგაშო ჯერჯერობით არაფერი მოხდება".

"ხელისუფლებას ასე ადვილად ვერ გადაირჩევენ, რადგან ყველა პარტია ერთმანეთზეა გადაკვანძული და პრემიერის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული, პრემიერთან გარკვეულ გარიგებებში არიან. ამის ნიშნებია ის, რომ „ნაციონალებიც“ და ნინო ბურჯანაძეც ბოლო ერთ წელიწადში საკმაოდ მომძლავრდნენ, ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ვთქვათ, რომ მათი სტაბილურობით ვიღაც არის დაინტერესებული. ამ შემთხვევაში საზოგადოება კიდევ ერთხელ მოტყუებული დარჩება. შემდგომ არჩევნებზე რა მოხდება, ძალებს ვინ სად გადაანაწილებს, ეს უკვე სხვა საქმეა. აქ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ, მიხეილ სააკაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან. აქედან ერთ-ერთი უნდა დარჩეს, ან ივანიშვილი, ან სააკაშვილი. სავარაუდოდ კი ეს ბიძინა ივანიშვილი დარჩება. არის კიდევ ერთი მომენტი, რომ სააკაშვილმა დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ტაიმ-აუტი აიღოს. მაგრამ ფაქტია, რომ აუცილებელია „განტევების ვაცის“ პოვნა, ვიღაცას თავი უნდა წააძრონ, სხვაგვარად არ გამოვა. თუკი ყველა მართალია და ყველაფერი კარგად იყო, მაშინ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? თუ ახალაიას და მერაბიშვილს გაუშვებენ ვიღაც ხომ უნდა აღმოჩნდებ მათ რანგში? ხომ უნდა ჩამოკიდოს საზოგადოებამ ვინმე სახრჩობელაზე? ეს ვიღაც კი შესაძლოა, სააკაშვილი იყოს, რადგან პროცესები აქეთკენ მიდის. ამაში ვგულისხმობ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასაც და მის დისკრედიტირებას. ამ მიმართულებით რომ მუშაობა მიდის, ეს ფაქტია",_ აცხადებს გამზარდია.

ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საზოგადოება გარკვეულწილად მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც შეამზადა, როდესაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "როგორი მძიმე გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, პროკურატურა მას მიიღებს".

"ზოგჯერ პროკურატურის ან სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არ არის მისაღები, მაგრამ ჩვენ ამ ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ. თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლო არ იყოს პროკურატურის დიქტატის ქვეშ, მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ სასამართლო არასასიამოვნო გადაწყვეტილებებს მიიიღებს და ამან არ უნდა დაგვაყენოს იმ ცდუნების წინაშე, რომ დავბრუნდეთ ძველ ნაჭუჭში" ,_ განაცხადა კბილაშვილმა.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც "ციხის ბუნტის" საქმეში ერთ-ერთ პატიმარს იცავდა,"გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც ამ საქმეში არსებობს სავსებით საკმარისია, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადგინა, როდესაც საერთოდ არაპირდაპირი ჩვენებებით დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენები. ერთი და ორი კაცის ჩვენება საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აქ კი საკმაოდ ბევრი მოწმეა, რომელიც ახალაიას წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. აქედან გამომდინარე სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება",_ ამბობს ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე დღეს სასამართლო პროცესის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

"ახალაიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოცხადება არჩევნებზე გავლენას იმ მიმართულებით მოახდენდა, რომ მარგველაშვილს ხმებს მოაკლებდა, მაგრამ ბაქრაძაც არ მოუმატებდა. ხმები საპროტესტო ელექტორატის ყულაბაში წავიდოდა, ანუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობს და ყველაზე მეტად არის მოტივირებული და მონდომებული, რომ სამართლიანობა აღდგეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ასეთი კი რამდენიმე კანდიდატია, მათ შორის ყველაზე რეიტინგული კი ნინი ბურჯანაძე და კობა დავითაშვილია. ხმები სწორედ მათ სასარგებლოდ გადანაწილდებოდა. იყო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან განაჩენის გამოცხადება არჩევნების მეორე დღეს, ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუმცა მტკიცება ძნელია. ამასთან, ახალაიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე საზოგადოება განაჩენს 12 აგვისტოს შემდეგ ელოდება. ეჭვების საფუძველს ეს ნამდვილად იძლევა. როგორც ჩანს, აქ პოლიტიკის გარეშე არაფერი ხდება. თუმცა, ერთი მიკვირს, როგორ ხდება რომ სასამართლო ისეთ ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. შეიძლება უკვე ვივარაუდოთ, რომ კუბლაშვილის სასამართლო ნელ-ნელა „ქართული ოცნების“ რელსებზე გადადის. მეორე მხრივაც, არავის პოლიტიკური ინტერესები არ უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ და არ უნდა შეასრულოს, სულ ერთია ის „ნაციონალების“ ჯიბეში იქნება, თუ „ქართული ოცნების“ საქმისთვის ორივე საზიანოა", _ აცხადებს ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, თუ მაინც დადგება სასამართლოს მიერ ახალაიას მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილება, ეს "პროკურატურის უნიათობის გამოხატულება იქნება".

"ვერ წარმომიდგენია, რომ გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში პროკურატურამ ეს გადაწყვეილება სააპელაციო წესით არ გაასაჩივროს. თუმცა მგონია, რომ გამამართლებელი განაჩენი არ დადგება. ამავე დროს ისიც საეჭვოდ დაემთხვა, რომ დღეს ახალაიას ახალი ბრალი გამოცხადდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ზეგ კი აღკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ. ამიტომ, არა მგონია ახალაიამ ციხიდან თავი დაიძვრინოს თუ „ციხის ბუნტის“ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. გირგვლიანის საქმეზე წაყენებული ბრალი იმდენად უდავოა, რომ არ ვიცი რატომ იზოგავს პროკურატურა ამ საქმეებს მაშინ, როდესაც უამრავი მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალაიამ უფლებამოსილებას გადაამეტა და გირგვლიანის მკვლელები არასაპატიმრო გარემოში ჰყავდა. ისინი ძველ სამსახურებში და სახლშიც კი დადიოდნენ, ერთ-ერთი მათგანის მეუღლემ კი მსჯავრდებულის პატიმრობის პერიოდში ბავშვიც გააჩინა მაშინ, როდესაც გრძელვადიანი პაემნები კანონით აკრძალული იყო", _ ამბობს ნიკოლაიშილი.

 




 ახალი ამბები
  • დაირღვა თუ არა 7 წლის ბავშვის უფლებები _ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელშიდღეს დიდი აჟიოტატი მოყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს და ფოტოს, სადაც შვიდი წლის გოგონა არის გადაღებული. “გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით, ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.“ - წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია. ის ასევე აღნიშნავს: განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში. ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე. შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ. შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა. სოციალურ ქსელში ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, გოგონა ოზურგეთიდან არის. მისი ახლობელი კი ფეისბუქზე შემდეგი სახის კომენტარს წერს. მ.ც.-ძე: არ შემიძლია ამ თემას არ გამოვეხმაურო. დავიწყებ იქიდან, რომ ეს ბავშვი, არის ულამაზესი და უნიჭიერესი. 6 წლის ასაკში ცდილობს მიაღწიოს წარმატების მწვერავლებს და ჩვენ რას ვაკეთებთ? _ ბავშვს ყოველგვარ იმედს და ხალისს ვუკლავთ, ჩვენი ბოღმით, მერე რა რომ გამოპრანჭულია, თქვენი შვილები მსგავს კონკურსში რომ გამოდიოდნენ, არ გამოპრანჭავდით ? თქვენ არ იპრანჭებოდით ბავშვობაში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არის ბავშვი. როგორ შეიძლება მსგავსი სიტყვები ჩემმამდე მართლა არაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ არვიცნობ ამ ულამაზეს პატარას, მინდა ვუსურვო უამრავი წარმატება ცხოვრებაში და ვურჩიო, რომ არავის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციოს და ისწრაფოს თავისი მიზნებისა და ოცნებების ასრულებისთვის. #არაბულინგს. (ამის შემდეგ გოგონას მშობლებს მიმართავს) საუკეთესო მშობლები ხართ თქვენს შვილს ასე რომ უვლით და ხელს უწყობთ წარმატების მიღწევაში. "ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - ეს კი 7 წლის გოგონას დედის კომენტარია, რომელიც ასევე ფეისბუქით ვრცელდება. სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ და ბავშვთა უფლებადამცველმა, ანი აბაშიძემ შემდეგი სახის პოსტები გაავრცელეს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. მაია ცირამუა: ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო .... ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია "გაასექსუალუროს" და მერე ფბ-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს - ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ - აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი. P.S. არ მკითხოთ რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა მიწერია ისედაც. ანა აბაშიძე: პატარა გოგონასთან დაკავშირებულ ვიდეო და ფოტო მასალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით:1. მოხდა ბავშვისთვის სექსუალიზება; 2. ბავშვი ჩააყენეს მისთვის სრულიად შეუსაბამო და შეუფერებელ როლში და ამით მას მიაწოდეს მისთვის არასასურველი და ასაკის გათვალისიწინებით დაუშვებული სექსუალური შინაარსის ინფორმაცია; 3. ბავშვის საშუალებით მოხდა ბავშვთა ქორწინების რომანტიზება/ნორმალიზების ხელშემწყობი ქცევა; 4. შესაძლოა ბავშვი გახდეს ონლაინ და ოფლაინ პედოფილების სამიზნე; 5. შესაძლოა ბავშვი გახდეს ბულინგის სამიზნე 6. მსგავსი ქცევა არ ეხმარება ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებას, უფრო აზიანებს მას. ახლა რა უნდა მოხდეს, მნიშნელობა არ აქვს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით მოხდა ეს, შსს-მ, სოც სამსახურმა, მანდატურის სამსახურმა და სხვა დაკავშირებულმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი განცხადება აუხსნან და გააფრთხილონ მშობლები ამ რისკებზე და მოუწოდონ მასალის აღება დაუყოვნებლივ. ეს არის აუცილებელი პრევენციული ქცევა. თუ განმეორდება მსგავსი რამ უკვე უწყებების უშუალო ჩარევის საფუძველი გახდება. გვახსოვდეს, ბავშვს ვაზიანებთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, შედეგეს არ ცვლის ამიტომ ყველა თანაბრად ყურადღებით უნდა იყოს.“ "პალიტრავიდეოსთან" შსს პრესსამსახურში გავრცელებულ კადრებზე შემდეგი სახის კომენტარი გაკეთდა. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და ... ...
  • ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლაბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი ქამრით გაგუდა. წყვილს 3 არასრულწოვანი შვილი ჰყავს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება18 ოქტომბერს, თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება.    ფორუმი, რომელიც სამუსიკო სკოლის დარბაზში, 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება,  მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას. ღონისძიებაში მონაწილეობას სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ.  ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს  საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები, ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ისტორიებს გაუზიარებენ, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. RDFG კი,  ღონისძიების მიმდინარეობისას, ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერებს გაათამაშებს. გამარჯვებულებს  შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა. ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი - http://apps.ssa.gov.ge:4000/ ). ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს  გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ.  ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ... ...
  • ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა (R)ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა გაიხსნა. რეაბილიტირებული სკოლა დღეს გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძემ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. მოსწავლეებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. ა(ა)იპ სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია. პროექტი, რომლის ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ... ...
  • ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორი გახდატელეკომპანია პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის განცხადებით, დღეიდან ტელევიზიას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა. დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე , რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით .ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად,, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ! _ წერს ვატო წერეთელი ფეისბუქის საკუთარ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...