კანონპროექტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ახშობს

მთავარი თემა

კანონპროექტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ახშობს

2011 ივნ 26 17:19:40
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 20-მეტრიანი რადიუსით შეკრების აკრძალვის დაწესება ძალოვანი უწყებებისა და შეიარაღებულ ორგანოებთან, ასევე რკინიგზასთან, პორტებთან, აეროპორტებთან და სასამართლოებთან ძალაში იქნება. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ადგილი აქვს საერთაშორისოდ აღიარებული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეშ დარღვევას.

"საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, 13 ივნისს ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მნიშვნელოვან გადასინჯვას. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის რედაქცია შეიცავს როგორც ბუნდოვან განმარტებებს, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს. პირველ რიგში, გამოსაყოფია წინააღმდეგობა კანონპროექტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას შორის, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები. მათ შორის, დებულება, რომელიც შეიცავდა ბლანკეტურ აკრძალვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ აქციის ორგანიზებაზე და ჩანაწერი, რომელიც ერთ პირს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი. კანონპროექტის მუხლები, რომლებიც კრძალავს მანიფესტაციის გამართვას ცალკეული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში, ასევე ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმულირება წარმოადგენს შეზღუდვას; შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირებისას, აქცენტი უნდა კეთდებოდეს შენობების შესასვლელების ბლოკირების შეზღუდვაზე და არა ფორმალურ რადიუსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების სრულად ან ნაწილობრივ ხელახლა კანონმდებლობაში დაბრუნება, წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მნიშვნელობის სრულ უგულებელყოფას და ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. ასევე, აღსანიშნავია, კანონპროექტის ბუნდოვანი და პოტენციური საფრთხის მატარებელი დებულებები; მათ შორის, ნორმა რომლის მიხედვითაც "შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება." ამ ჩანაწერის მიხედვით, ცალსახად არ ჩანს ვის შეიძლება მიემართებოდეს აღნიშნული ვალდებულება. ამავე ნორმის თანახმად, ბალანსის დაცვის მიზნით, "შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება." ნათელია, რომ დროისა და ადგილის შეზღუდვა წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ ეს ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, აუცილებელია შეზღუდვა კანონით იყოს განსაზღვრული, ცხადი და ნათელი. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით წესდება ვადა _ 15 წუთის ოდენობით, რომლის განმავლობაშიც ორგანიზატორმა უნდა მოახდინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებაზე რეაგირება. თუმცა, ცალსახად არ ჩანს, 15 წუთი ორგანიზატორს მიეცემა რეაგირების მოსახდენად, თუ კანონმდებელი 15 წუთს აწესებს დარღვევის აღმოსაფხვრელად, მაგალითად, სავალი გზის გასახსნელად. თუკი, კანონპროექტით გათვალისწინებული 15-წუთიანი ვადა შეეხება სავალი გზის გახსნას ან სხვაგვარი დარღვევის აღმოფხვრას, შესაძლოა დადგეს ამ დროის გონივრულობის საკითხი.

გარდა ზემოთ აღნიშნული დებულებებისა, ბუნდოვანია რას გულისხმობს კანონმდებელი, როდესაც ზღუდავს ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების მიმართ "სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების გახორციელებას". ზემოაღნიშნული ბუნდოვანი და საფრთხის შემცველი დებულებების ჩამონათვალი არ არის სრული და ამომწურავი.

კანონპროექტი შეეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს საკითხის საპარლამენტო განხილვების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა მოახდინოს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოს თითოეული დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ამ პროცესში. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, არ დაუშვან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას," _ აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

უმრავლესობის ამ ინიციატივას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აპროტესტებენ.

25 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რიგითი მოქალაქეებიც მივიდნენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, ამ კანონის მიღებით, ხელისუფლებას დიქტატურის დაკანონება სურს:

_ საშინელება ხდება. სააკაშვილის რეჟიმი გადავიდა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების მოხრჩობაზე _ ფაქტობრივად, ჩვენ გვეკრძალება ნებისმიერ შენობასთან დგომა. სააკაშვილის რეჟიმი ახრჩობს თავისუფლებას იმ საშუალებებით, რასაც მიმართავდნენ ჰიტლერი, პინოჩეტი, ჩაუშესკუ და სხვა დიქტატორები... ეს არის რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს მთელი სამოქალაქო საზოგადოება და სააკაშვილის მორჩილ პარლამენტს ამ ბინძური კანონების მიღების უფლება არ უნდა მივცეთ. თუ სააკაშვილმა გაიტანა თავისი და კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მე-11-ე მუხლს, საქართველოში დამთავრდება თავისუფალი აზრის გამოთქმის ხანაც. სად არის დიპლომატიური კორპუსი?! როდესაც გამოდიან და მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ აქ არ უნდა იდგნენ, გამოვიდნენ და ახლა თქვან, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ! დიპლომატიური კორპუსი იმისთვის არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის საელჩო, რომ ნებისმიერი კანონის შესაბამისობა ევროკონვენციასთან გააპროტესტოს და არა იმისთვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონს გაუკეთოს თავისი ინტერპრეტაცია.

აქციაზე საზოგადოებას ზურაბ ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის მამებმაც მიმართეს. მათი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში უმიზეზოდ კლავს, თავმოყვარე საზოგადებისთვის მისაღები არ არის:

_ ამ ხელისუფლებამ მე შვილი მომიკლა ცოტა ხნის წინ. გუშინ სხვას მოუკლეს შვილი. ნურავინ იქნებით მშვიდად _ გახსოვდეთ, თქვენი შვილებიც არ არიან უსაფრთხოდ! _ მოუწოდეს მათ საზოგადოებას.

_ ეს პარლამენტი, იმ პოლიციელებს, რომლებმაც ჩვენ შვილები დაგვიხოცეს, ხელებს საბოლოოდ უხსნის და ძალადობას მათ სასარგებლოდ აკანონებს. ლამის არის ისეთი კანონი მიიღონ, პოლიციელი რომ დაამცხიკვებს, "დიდხანს სიცოცხლე" თუ არ ვუთხარით, შეიძლება ამისთვის დაგვიჭირონ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბუტა რობაქიძის მამამ.

_ პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომელსაც რეალურად შეიძლება დაერქვას "კანონი მიტინგების და აქციების აკრძალვის თაობაზე"; ამ კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა უფლება სააკაშვილის და მერაბიშვილის დაკვეთით აკრძალოს და შემდეგ დაარბიოს პოლიტიკური თუ სხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული შეკრება. ეს არის ჩვენი, მოქალაქეებისთვის ფუნდამენტური უფლების წართმევა, რომლის მიზანია მოგვისპონ საშუალება ვიბრძოლოთ საქართველოში დიქტატურის, მკვლელობების წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ საკუთარი თავის, ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამასთან შეგუება დანაშაულის ტოლფასია! _ აღნიშნა ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოსულმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩხარტიშვილი რუსთაველის პროსპექტზე, ცხინვალელ ლტოლვილებთან ერთად, ახალი პროპაგანდისტული ფილმის "აგვისტოს 5 დღე" გადასაღებად და "მსოფლიო პრემიერის" გასამართავად მილიონობით ლარის დახარჯვას აპროტესტებდა. იგი რამდენიმე ლტოლვილთან ერთად, რომელთა შორის მრავალშვილიანი დედაც იყო, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ტელეკამერების წინ დააპატიმრეს, პატრულის მანქანაში ჩასვეს და შემდგომ, სასჯელიც შეუფარდეს.

მართალია ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ჯერ არ დაუკანონებია, თუმცა, უკვე შევიდა ცვლილება კანონში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ. აღნიშნული კანონის მეორე თავის მეშვიდე მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად, სატელეფონო მოსმენებზე პოლიციელს მოსამართლის ნებართვა აღარ დასჭირდება. გარდა ამისა, დაკანონდა ელექტრონული მოსმენებიც. ამიერიდან სპეციალურ სამსახურებს ჩვენი ინტერნეტგზავნილების, პირადი მიმოწერის გაკონტროლებაც უკვე ოფიციალურად შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელს "გონივრული ეჭვი" გაუჩნდა, რომ ქუჩაში, საკუთარი ტელეფონიდან "რუსეთის აგენტს" ესაუბრებით, უკვე კანონის თანახმად, შეუძლია მოვიდეს, ტელეფონი გამოგართვათ და შიგ არსებული ინფორმაცია შეამოწმოს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, თავისუფლად შეუძლია დაგაპატიმროთ!

_ ეს არის არის ცალკე აღებული ნაწილი იმ პაკეტისა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ დასამონებლად იყენებს, ქმედება თავისუფლების და უფლებების წინააღმდეგ. თვალნათელია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ავტორიტარიზმიდან კლასიკურ დიქტატურაზე გადასვლის პროცესი. სახეზეა სურვილი, აიკრძალოს ყველა იმ უფლების რეალიზაცია, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის. მიმდინარეობს შეტევა ყველა ძირითად ინსტიტუციაზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ ან პროტესტი გამოხატონ. ამ კანონში არის მუხლი, რომლის თანახმად, შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქის "მიმართვის" საფუძველზე აკრძალული იქნას ნებისმიერი აქცია, რომელიც ხელისუფლებას არ მოეწონება. პარლამენტარ აკაკი მინაშვილის სიდედრი ყველა აქციაზე დადის და ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავს. ამ კანონის დაკანონების შემდეგ, მოიყვანენ მინაშვილის სიდედრს, რომელსაც არ შერცხვება თქვას, რომ შუადღის ძილი დაერღვა და ამის საფუძველზე დაშალიან აქციას.

ინტერნეტის კონტროლიც იმიტომ დააკანონეს, რომ მოსპონ მექანიზმი, საზოგადოებამ გაცვალოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისუფალი აზრი. მიმდინარეობს აქტიური შეტევა მედიაზე, აქტიურ ადვოკატებზე, საზოგადოების ბოლომდე დამორჩილება და დამონება აქვთ განზრახული. ჩვენი გადასაწყვეტია, ამას შევურიგდებით თუ ვიბრძოლებთ. მე მზად ვარ, კიდევ ბევრჯერ ჩავჯდე ციხეში ჩემი ქვეყნის, თავისუფლების დასაცავად. საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ხალხის თავისუფლებისკენ ლტოლვა ჩაეკლა და დიდი იმედი მაქვს, ვერც მოახერხებს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საყოველთაო მოსმენების და დასმენების მიუხედავად, ხელისუფლებას მაინც ეშინია და აქციაზე მყოფთა შორის, როგორც ყოველთვის, მრავლად აგზავნის გადაცმულ თანამშრომლებს:

_ აი, ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი, ცოტნე გამსახურდიას საქმეში მოწმედ ფიგურირებს. ფიქრობენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილებს ვერავინ იცნობთ. არადა, მათი ცნობა სულაც არ არის რთული _ ვანოს "შპიონების" უმრავლესობა გაშიფრულია, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და კონკრეტულ ადამიანებზეც მიგვითითა, რომლებსაც ჩხარტიშვილის ნათქვამი არც კი გაუპროტესტებიათ და ინტერესით აკვირდებოდნენ ინტერვიუს ჩაწერის და ჩვენი მუშაობის პროცესს.




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...