"ჩემი თვალით დავინახე, აქციის დარბევის დროს როგორ ჩახოცეს ადამიანები..."

მთავარი თემა

"ჩემი თვალით დავინახე, აქციის დარბევის დროს როგორ ჩახოცეს ადამიანები..."

2011 ივნ 30 19:22:35
ოფილი პოლიცმაისტერი 26 მაისის ღამეს, თბილისში, დემონსტრაციის დარბევისას დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩვენ გია გურგენაძესთან ინტერვიუ პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს ჩავწერეთ:

_ ბატონო გია, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ გათავისუფლებას! რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაკავება?

_ ეს მოხდა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს. მე დამაკავეს და ბრალი წამიყენეს 171-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას _ თითქოს არა ერთი მოწოდების მიუხედავად, ვაგინებდი და ვლანძღავდი სამართალდამცველებს და ვუწევდი მათ წინააღმდეგობას. არადა, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტს იქ ადგილი არ ჰქონია _ ადამიანები ამ მუხლით ტყუილად დააკავეს. ალბათ, დამიჯერებთ, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს შევაგინო და შეურაცხყოფა მივაყენო.

მე კი არა, იქ არავის გაუწევია წინააღმდეგობა, ამის არანაირი შანსი, საშუალება და რაც მთავარია, სურვილი არ ყოფილა. ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო პოლიციისთვის მეგინებინა _ 28 წელი ვიმუშავე ორგანოში, ვიყავი მაღალჩინოსანი და ასეთ არაკორექტულ ქმედებას არათუ არ ჩავიდენდი, გვერდზე მდგომს რომ გამოეყენებინა ასეთი ფრაზები, მას კორექტულობას კატეგორიულად მოვთხოვდი. იქ ისეთი სიტუაცია იყო, მომიტინგეს გინების და მით უფრო, წინააღმდეგობის გაწევის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ჩემი თვალით დავინახე, თუ როგორ ჩახოცეს ადამიანები.

_ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები ჩახოცეს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა თქვენს თვალწინ?

_ კონკრეტულად ამას ვერ გეტყვით. იმ სიტუაციაში შეუძლებელია იყო რაიმე დამეზუსტებინა, მაგრამ ისე ესროდნენ ახლოდან, რომ...

_ თქვენც გცემეს?

_ რატომ არ მცემდნენ? რითი ვიყავი სხვებისგან გამორჩეული? იქ ყველას სცემდნენ და მცემეს მეც, მაგრამ ეს არ იყო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება _ არ მქონია მოტეხილობა და არც ქირურგიული ჩარევა დამჭირვებია.

განსაკუთრებით მძიმე იყო გაზის მოქმედება.

_ რა ხდებოდა დაკავების შემდეგ? პოლიციის სამმართველოში გაგრძელდა ცემა ან თუნდაც შეურაცხყოფების მოყენება?

_ რა თქმა უნდა, იქაც ხდებოდა დარღვევები. ცემაზე მეტად იყო დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მოქმედებები. პოლიციაში მუშაობის იმხელა სტაჟი მაქვს, რომ ნამდვილად მაქვს ამის თქმის უფლება _ მიტინგის დარბევისას და დაკავების შემდეგ სამმართველოებშიც აშკარად ჩანდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული. ეს არის ყველაზე ცუდი _ პოლიცია უნდა იყოს წესრიგის დამცველი ორგანო.

_ როგორც ყოფილ პოლიციელს, გამორჩეულად ხომ არ "გიტევდნენ"?

_ არა, პირიქით, როცა ვუთხარი, რომ ვარ ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი და თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილზე, ესეც გაითვალისწინეთ,-მეთქი, აშკარად უფრო ლმობიერები გახდნენ. თუმცა, სპეცრაზმელები იყვნენ დაუნდობლები _ განსაკუთრებით ჩანდა, რომ ისინი იყვნენ იყო პოლიტიზირება.

_ თქვენ როგორ მოხვდით ჩოხატაურის იზოლატორში?

_ ეს ჩემთვისაც აუხსნელია. დასავლეთში მოხვდნენ თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები, ამ ლოგიკით მე მიწევდა, სავარაუდოდ, კახეთი. ვფიქრობ, ასე გადანაწილება იმიტომ მოხდა, რომ ახლობლებს დროულად ნახვის პრობლემა შექმნოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე გამიმართლა და ჩოხატაურში აღმოვჩნდი, ჩემს შესახებ ოჯახმა სამი დღის მანძილზე არაფერი იცოდა.

_ ბატონო გია, ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიგებდით თქვენს შესახებ ვერაფერს. თქვენი თანამოაზრეებიც ინფორმაციის გარეშე იყვნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცების შეეშინდათ და არ სურდათ ამაზე საუბარი. დღეს ვინმე შეგეხმიანათ?

_ კი, მე დამირეკეს თბილისიდან, აჭარიდან...

_ ეგ გასაგებია, მე ადგილობრივ თანამოაზრეებს ვგულისხმობ.

_ აქედან ჯერ არავინ დამკავშირებია, გარდა გელა კვერენჩხილაძისა.

_ რა ხდებოდა ჩოხატაურის იზოლატორში?

_ დარღვევები იქაც იყო, თუმცა, რაც მომისაჯეს, ვიცოდი, უნდა მომეხადა _ მათ ამაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ, თუმცა, იქაც გამოჩნდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული. ჩემთან ერთად 4 ადამიანი გათავისუფლდა, უმეტესად არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, სტიქაროსნები... მართალია, 30 დღე იზოლატორში გავატარე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ახლოს გავიცანი. მე არ ვარ ტერორისტული სულის ადამიანი, რაც შემდეგ დაააბრალეს ჩვენს მოძრაობას, მე გახლავართ ჩემს ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი და ეს არა მგონია, დანაშაული იყოს. 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ოპოზიციონერი, მე წერილობით მივმართე ლანჩხუთის გამგებელ გია გოგუაძეს, რათა გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილის დახმარებით მომხდარიყო ჩემი გამგზავრება ფრონტზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა. მე ამით მაშინ გამოვეხმაურე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო მობილიზაციას. თუ ოპოზიციონერი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა მოგვარდეს, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და იყოს სამართალი, თორემ არც გადამტრიალებელი ვარ და კატეგორიულად ვაცხადებ, არაკანონიერს არასდროს არაფერს ჩავიდენ, მით უმეტეს, ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ!




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...