ნინო ბურჯანაძე: " მე არ მაინტერესებს, რა შედეგები გამოცხადდა ეგზიტპოლით"

მთავარი თემა

ნინო ბურჯანაძე: " მე არ მაინტერესებს, რა შედეგები გამოცხადდა ეგზიტპოლით"

2013 ოქტ 27 20:16:27

მე არ მაინტერესებს, რა შედეგები იქნება ეგზიტპოლებით გამოცხადებული. მე შემიძლია გითხრათ, რა შედეგები იქნება პარალელური დათვლის შედეგად." _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მარგველაშვილი - 66, 7, დავით ბაქრაძე 20, 2 ბურჯანაძე 7, 5 ასეთია "რუსთავი 2"-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც ტელეკომპანიამ კომპანია GFK-ს დაუკვეთა. ეს გახლავთ 6 საათის მონაცემები.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ეგზიტპოლებს გერმანული კომპანია GFK-ი და ქართული კომპანია ACT-ჯგუფი გამართავენ. ეგზიტპოლები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" დაკვეთით მოეწყობა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლების მოწყობას არ აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია "მაესტრო".




 ახალი ამბები
  • გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები იზრდებანარჩენების მართვის სფეროში ჩადენილ გადაცდომებზე ჯარიმები იზრდება.  შესაბამისი ცვლილებების განხორციელება  „ნარჩენების მართვის კოდექსში“ იგეგმება. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ,  არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა. რაც შეეხება ჯარიმებს, ცვლილებების მიხედვით, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებული იქნება, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს კომპანიის მართვის გეგმის შემუშავების დავალდებულებას პირთა უფრო ფართო წრისთვის.  არსებული რედაქციით, მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ჰქონდათ კომპანიის ნარჩენების გეგმის წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ნარჩენს წარმოქმნიდნენ, წარმოდგენილი რედაქციით კი ეს რაოდენობა  შემცირებულია 400 ტონამდე. კანონპროექტით ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის საცხოვრებელი სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება. ორ კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, ნაცვლად 120 ლარისა, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. ხუთ ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ნაცვლად, გაოთხმაგებული – 2000 ლარის ოდენობით. ორ კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი, ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება. ორ კგ ან ორ კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული 150-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის იგივე ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრება 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა, ნაცვლად 1000 ლარისა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით,  ერთ მეტრ კუბზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები  300 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარის ნაცვლად, გასამმაგებული ოდენობით – 3000 ლარით. ამავე პროექტით, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტი ჯარიმა: ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით. ასევე სანქცია წესდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებრ (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსებისთვის. აღნიშნული ცვლილებით ნარჩენების წარმომქმნელებს ეკრძალებათ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახის ნარჩენების განთავსება. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისათვის შეადგენს 200 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ... ...
  • "ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის"_ აქცია სასამართლოსთანთბილისის საქალაქო სასამართლოსთან „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება “გავრილოვის პატიმრების” მორიგი პროცესი იმართება. „20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული იცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის“,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უკვე 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტარებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ ... ...
  • მაია მერკვილაძე აჭარის მაუწყებელში რჩებააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც. ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. წყარო: ... ...
  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ... ...
  • გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...