"უპრეცედენტოდ მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები"

მთავარი თემა

"უპრეცედენტოდ მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები"

2013 ოქტ 28 14:30:33

ნინო ლომჯარია. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები"

"101 ინციდენტი დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს არ არის ისეთი სიმძიმის შემთხევები, რომ არჩევნებზე მოახდინოს გავლენა, ან მთლიანად ეჭვქვეშ დააყენოს შედეგები. წინა არჩევნებთან მნიშვნელოვნად არის შემცირებული დარღვევები. მცირე რაოდენობის საჩივარი გვაქვს დაწერილი და ამ შემთხვევაში არცერთი უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნა არ გვაქვს დაყენებული. თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში, ეს არის არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტები და არასწორი პროცედურები".

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნებს აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო". ორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, ამ რეგიონებში ყველაზე მთავარ პრობლემად ამომრჩევლის დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება წარმოჩინდა:

"არჩევნები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გარკვეული ხარვეზებით ჩატარდა. ჩვენს ამომრჩევლებზე იყო ზეწოლა-მუქარის ფაქტი. წინასწარ იყო ხელმოწერები გაკეთებული ამომრჩევლის სახელის და გვარის გასწვრივ. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა ერთ უბანზე. ამომრჩევლის მიერ მარკირების გარეშე დაფიქსირდა ასევე ერთი ფაქტი და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა.

ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში დაფიქსირდა დაბალი აქტივობა. რაც უფრო დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების შედეგი უნდა იყოს. ყურადღებას გავამახვილებდი არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ის მონაცემები, რაც დაფიქსირდა ძალიან ახლოს არის რეალობასთან. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აკეთებენ გააზრებულ არჩევანს და ისინი გამოცხადდნენ არჩევნებზე, რომლებსაც აქტიური მონაწილეობის მიღება სურთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში," _ აღნიშნა ალექსანდრა კალატოზიშვილმა.

არასამთავრობოები, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ცესკოს ურჩევენ კვალიფიკაციური კადრების მომზადების მიზნით თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარონ, რათა მომავალში ის დარღვევებიც ამოიფხვრას, რაც პროცედურულ გადაცდომებს ეხებოდა.

ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

"ჯამში, დადებითად შევაფასებდი საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნების დღე თავისუფლად და დემოკრატიულად მიმდინარეობდა. იყო პროცედურული დარღვევები, მაგრამ ეს იმას მიუთითებს, რომ დამატებითი ტრენინგები არის საჭირო ცესკოს წევრებისთვის. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ არჩევნების შედეგებზე ეს დარღვევები გავლენას არ მოახდენს.

ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ცესკო მიუკერძიებლობას ინარჩუნებდა და ის, რომ ეს უწყება გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან. ახლა კი ცესკოს შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა".

კახა კოჟორიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

"საპრეზიდენტო არჩევნებს ვაფასებთ დადებითად და მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ესაა დამკვირვებლების საერთო პოზიცია და საერთო აზრი, რაც რასაკვირველია, მისალოცი ამბავია. ჩვენი თვითმიზანი არ იყო, მაინც და მაინც ბევრი საჩივრის დაწერა. როდესაც დარღვევის შესახებ ვაცნობებდით კომისიის წევრებს, მინდა გითხრათ, ისინი საიას შენიშვნებზე მაშინვე რეაგირებდნენ და გამოსწორებასაც ცდილობდნენ. უმნიშვნელო რამეზე, ან უსაფუძვლოდ ჩვენ აქცენტი არაფერზე გაგვიკითებია. თუ არაა დარღვევა, მტერი უნდა იყო ქვეყნისთვის, რომ ვიძახოთ ამის შესახებ".




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...