პრეზიდენტის შეწყალება, როგორც ელიტური კორუფციის ნაწილი?

მთავარი თემა

პრეზიდენტის შეწყალება, როგორც ელიტური კორუფციის ნაწილი?

2013 ნოე 5 14:05:08

დღეს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფარგლებში უნდა მოექცეს.

"შეწყალების ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებულ პრივილეგიას. ამრიგად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური სარგებლობს კონსტიტუციური პრივილეგიით – მსჯავრდებულთა შეწყალების განსაკუთრებული უფლებით. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული პრივილეგია გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმის ნაწილს.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება – მსჯავრდებულთა შეწყალების პრივილეგია, ისევე, როგორც მისი სხვა უფლებამოსილებები, განხილული უნდა იქნეს, მათ შორის, კონსტიტუციის 69–ე მუხლის ფარგლებშიც, განსაკუთრებით კი ქვეყნის ერთიანობის, მთლიანობის და სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული კომპეტენცია, ასევე შესაბამისობაში იყოს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ძირითად სულისკვეთებასთან, განსაკუთრებით, სამართლებრივი სახელმწიფოს და ზოგადად სამართლის უზენაესობის კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებთან.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ "შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე" დებულებით, საქართველოს პრეზიდენტისადმი მინიჭებული ასეთი ფართო პრივილეგია, შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოდიოდეს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციის პოლიტიკურ–სამართლებრივ ბუნებასთან განსაკუთრებით კი, მის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციასთან – უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოთა) საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. ამიტომ, აუცილებელია, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც სამართლებრივ რაზიონალიზმზე დაფუძნებულ პრივილეგიას", _ ესაა მცირე ამონარიდი განცხადებიდან, რომელიც დღეს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის უფლებმოსილებას შეწყალებასთან დაკავშირებით რეგულაცი სჭირდება.

შეწყალების ინსტიტუტს რეფორმირებას ემხრობა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

"საერთოდ შეწყალების ინსტიტუტი, ისევე როგორც საპატიმროებში სასჯელის მოხდის მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას. მე არ ვარ იმ აზრის რომ პატიმრები კატეგორიებად უნდა დაიყონ და ზოგიერთის შეწყალება უნდა შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგიერთის არა - პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს და ამაში არაა პრობლემა. პრობლემა, ჩემი აზრით, თავად პროცედურაშია - პროცედურა უნდა დაიხვეწოს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი. სწორედ პროცედურა უნდა გადაიხედოს და ის გამჭირვალე იყოს საზოგადოებისთვის", _  განაცხადა  წულუკიანმა.

ომბუდსმენის, არასამთავრობოების ნაწილისა და იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას,   საპარლამენტო უმრავლესობაშიც იზიარებენ. თუმცა, განსხვავებული ხედვა აქვთ უმცირესობაში.

"თუ ეს პრეზიდენტის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალებას უკავშირდება და ამის გამო უნდა მოხდეს რეორგანიზაცია, არასწორია, მაგრამ თუ ზოგადად ახალი მთავრობა შეიმუშავებს სასიკეთო ცვლილებებს საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, თუ რაიმე ახალს და კარგს დანერგავს, ჩვენ მივესალმებით ამ ქმედებას. შეეზღუდება თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება ეს დისკუსიის თემა უნდა იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჰუმანური ფუნქციაა", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

პრეზიდენტისთვის შეწყალებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შეზღუდვას დადებითად აფასებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ თემით დიდი ხნის წინ უნდა დაინტერესებულიყვნენ.

"ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდე მას შემდეგ, რაც ურემი ბრუნდება. ესეთი განცადების გაკეთების საფუძველი დიდი ხანია არსებობს. შეწყალების გამოყენების დებულება პრეზიდენტს განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს - შეიწყალოს მსჯავრდებული პირი სასჯელის დინების ნებისმიერ მომენტში. მას შემდეგ, რაც აღნიშული აქტის მოქმედება გამოყენებული იქნა პრეზიდენტის მიერ დაუსწრებლად მსჯავრდებული პირების მიმართ, მხედველობაში მაქვს ჯიმშეიშვილი და ადეიშვილი. ასეთი აქტის მარათლზომიერება მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. მუხედავად შეწყალების გამოყენების დებულების მე-8 თავით გათვალსიწინებული ულფებისა, სააკაშვილს არ ჰქონდა უფლება შეეწყალებინა დაუსწრებლად მსჯავრდებული პირები, ვინაიდან 2004 წელს გამოცემული ბრძანებულება შეწყალების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ, ამგვარი კატეგორიის მიმართ შეწყალების გამოყენებას არ ითვალისწინებდა, ვინაიდან მხოლოდ 2006 წელს შესული ცვლილებების შედეგად გახდა შესაძლებელი იმ პირის გასამართლება, რომელიც დასუწრებლად ბრალდებული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო შეწყალების დებულება პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული იქნა 2004 წელს და მასში ცვლილება და დამატება2005 წელს შევიდა.

ბუნებრივია ის რაც ვერ იქნებოდა 2004 2005 წლებში გამოყენებადი 2006 წელს შესული ცვლილებების შედეგად ვერ უნდა გამოყენებულიყო", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, პროცედურულად პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ პირის შეწყალება, როგორ ჩვენთან საუბარში უფლებადამცველი განმარტავს, შემდეგნაირად ხდება:

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ო ქვეპუნქტის თანახმად მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი შეიწყალოს მსჯავრდებული პირი. მსჯავრდებული პირის შეწყალების დელეგირებას პრეზიდენტი ახდებს შეწყალების კომისიისადმი მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ესაა კომისია, რომელიც უფლებამოსილია შეისწავლოს ყველა ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის სახელზე მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის მხრიდან შემოდის. კომისია ასეთ განცხადებებს პერიოდულად განიხილავს და დადგენული რპაქტიკით აე პერიოდები დიდ რელიგიურ დღესასწაულებეს მოიცავს. თუმცა, შეწყალების კომისიის მუშაობას ხშირ შემთხვევაში ფასადური მხარე აქვს. ანუ, შეწყალების კომისიის მუშაობის დაწყებას ეფექტურად იყენებდა პროკურატურა, რომელიც შესაწყალებელი პირების რეალურ სიას ადგენდა და ეს სია შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პრეზიდენტს წარედგინებოდა. მაგრამ, მედიისთვის ცხადდებოდა, რომ შეწყალების კომისიამ იმუშავა", _ განმარტავს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ეს სქემა ელიტურ კორუფციას ემსახურებოდა, რადგან ხშირად არჩევნებისთვის ხმების მოსაპოვებლად იყენებდნენ.

"ეს იყო ელიტური კორუფციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთი სიების მომზადებაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელებიც გარკვეული ხმების სანაცვლოდ პროკურატურას უგზავნიდნენ ამგვარ სიებს", _ უთხრა "გურია ნიუსს" უფლებადამცველმა.

რაც შეეხება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს, მას ამ შემთხვევაში გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნია და ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შეწყალება - ეს პრეზიდენტის მისივე დებულებით განსაზღვრული უფლებაა.




 ახალი ამბები
  • 3 გარდაცვლილი, დაშავებულები, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები _ აფეთქება დიდ დიღომშითბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შენობაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. აქვე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათ დაშავებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთროგორც "კურიერს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით მაშველები მათ გამოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილზე იმყოფება თბილისის მერიც. თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 ადამიანი, თუმცა ოფიციალურად ცნობა დაღუპულთა შესახებ არ ... ...
  • მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარის პირველი კომენტარი – რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე?მცხეთის ჯვრის წინამძღვარი იღუმენი კონსტანტინე ჯინჭარაული განმარტავს, თუ რატომ მიიღო ჯვრის მონასტრის დაკეტვის გადაწყვეტილება. მან ამის შესახებ  “რუსთავი 2”-თან ისაუბრა. იღუმენი ამბობს, რომ მან ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წლების განმავლობაში ცრუ დაპირებები მიიღო და პრობლემა არასდროს გადაიჭრა. “21 წელია აქ ვარ. რაიმე ბიზნეს ინტერესი რომ გვქონდეს, ვერ გავაკეთებდით? კაპიტალურად მოვაწყობდით. მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, უპასუხეთ: დაკეტილია ტაძარი და მიზეზი იცის მცხეთის მერმა. რატომ მიგვიყვანეს ამ ზომამდე? ორი წელია ვითხოვთ. უმოქმედობას ვაბრალებ. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია. ვერაფერი ვერ მოწესრიგდა. გარემოვაჭრეებმა კანონი უნდა შეასრულონ. კანონით ეს აკრძალულია“, – განაცხადა კონსტანტინე ჯინჭარაულმა. მისი თქმით, საპატრიარქო ამ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებული არ ... ...
  • „ეს ძალიან მნიშვნელოვანია“_რა პრობლემებზე საუბრობს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეშეზღუდული საგამოფენო სივრცე და თანამედროვე მხატვრების მიმართ ნაკლები ყურადღება_ აღნიშნულ საკითხებს საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, გურამ ცერცვაძე მხატვრობის სფეროს პრობლემებად ასახელებს. როგორც ცერცვაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, მხატვრებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან უფრო მეტი მხარდაჭერა ჭირდებათ, ვიდრე დღეს აქვთ.  „პრობლემები უამრავია, როგორც ყველა სფეროში ასევე ჩვენთანაც. ძალიან შეზღუდული ვართ საგამოფენო სივრცით. ვერ ვიტყვით, რომ სულ უყურადღებოდ ვიყოთ, მაგრამ უფრო მეტი მხარდაჭერაა, ალბათ, საჭირო სახელისუფლებო სტრუქტურებიდან. სასურველია იყოს თუნდაც უმნიშვნელო თანხები, რასაც ჩვენი შეხედულემისამებრ განვკარგავთ და დაეწესებინათ მასზე მონიტორინგი, თუ რაში იხარჯება და ეს საბიუჯეტო თანხა. ვგულისხმობ, კატალოგების დაბეჭდვას, სხვადასხვა სახის პროექტებს არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში წარმატებაც არ დააყოვნებს და ჩვენს კულტურას მნიშვნელოვან შენაძენს მოუტანს“,_ამბობს ცერცვაძე. მხატვართა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მხატვრობა მარადიული ხელოვნებაა და სასურველია, რომ მხატვრების შრომა დაფასებული იყოს. „ეს არის მარადიული ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები იქმნება ქართველი ხელოვნების მხრიდან და სასურველია, რომ მათი შრომა იყოს დაფასებული. თუნდაც, ხდებოდეს სხვადასხვა სტრუქტურებიდან, მუზეუმებიდან, ბიზნესექტორიდან მათი ნამუშევრების შეძენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,_ამბობს ცერცვაძე.     ... ...
  • „სილქ როუდ ჯგუფი“ აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს ცილისმწამებლურს უწოდებს„სილქ როუდ ჯგუფი“ ა/წ 12 იანვარს აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს შეიცავდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის ტელევიზიით ა/წ 12 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც შეიცავდა „სილქ როუდ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის, ბატონ გიორგი რამიშვილის, მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს. „სილქ როუდ ჯგუფმა“ საქართველოში განახორციელა რამდენიმე წარმატებული დეველოპერული პროექტი, მათ შორის, „რედისონის“ ბრენდის სასტუმროები თბილისსა და ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსი „რესპუბლიკა“ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენი“ წინანდალში. აღნიშნული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება მოხდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების, დიზაინერების და სხვა მაღალი კლასის პროფესიონალთა ჯგუფების მონაწილეობით. პროექტების პროფესიონალურად და მაღალი ხარისხით განსახორციელებლად, გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი იყო ყველა დეტალი. ამასთან, უმთავრესი პრიორიტეტი იყო გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა და მდგრადობის უზრუნველყოფა. ამგვარი მიდგომის შედეგად „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა და თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მისი ცნობადობის ამაღლებაში. „სილქ როუდ ჯგუფი“ გახლავთ სერიოზული ინვესტორი, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1 მილიარდ აშშ დოლარმდე ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აჭარის რეგიონში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ ზემოხსენებულ სიუჟეტში გასულ მცდარ ინფორმაციას: ბათუმში „რივიერას“ ტერიტორია შეძენილ იქნა 2006 წლის მაისში საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოსთვის გადახდილ იქნა 10,086,000 ლარი (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსით 5.6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იყო). ამას გარდა, ჩვენმა კომპანიამ გაისტუმრა სახელმწიფოს 2 კრედიტორი და მათთვის ჯამში გადახდილ იქნა 2,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ უპირობოდ შევიძინეთ ეს ქონება, არის საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანის მცდელობა. ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო. ამ ეტაპზე გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ექვსი ნაგებობის მშენებლობას, მწვანე ფასადით და გამწვანებული პოდიუმებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს ბათუმის ტურისტულ პოტენციალს. „სილქ როუდ ჯგუფი“ და მისი დამფუძნებელი, ბატონი გიორგი რამიშვილი რამდენჯერმე შეხვდა აჭარის საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს (მათ შორის, აჭარის ტელევიზიას) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქ. ბათუმის მერიის მესვეურებს ამ პროექტზე სასაუბროდ. შეხვედრებზე გაეცა პასუხი მრავალ კითხვას და გაკეთდა დეტალური განმარტებები. ეს შეხვედრები ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მოეწყო ბათუმელებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის პროექტის დეტალურად გაცნობის მიზნით, თუმცა ამის არანაირი სამართლებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა. პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა მსოფლიოში წამყვანმა არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების კომპანიამ „ჩეპმენ ტეილორმა“, რომელიც თავის საქმიანობაში უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენი ჯგუფი ითვალისწინებს ბათუმის „რივიერას“ ტერიტორიის უნიკალურობას და ჩვენი დაკვეთით შემუშავებული გეგმის თანახმად, თითოეული ნაგებობისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარის ფართის მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს ნაგებობებს შორის საკმარისზე გაცილებით მეტ დაშორებებს. ინვესტორის მიერ ტერიტორიის მსგავსი ფორმით ათვისება იშვიათად გვხვდება მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტარის ფართობზე პარკის გაშენება, რაც ამ პროექტის უნიკალურობას განაპირობებს.  რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სილქ როუდ ჯგუფმა აჭარის ა/რ მთავრობისგან შეიძინა ობიექტები და შემგდომში ისინი არ განავითარა, ან განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯგუფი უდიერად მოეპყრო დევნილებს - ეს ინფორმაცია მცდარია. ჩვენმა კომპანიამ აჭარის ა/რ მთავრობისგან საინვესტიციო პირობით შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების - სს „აჭარის კურორტების“ და სს „მესხეთის“ - აქციები და შესაბამისად, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ჩვენს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდილ იქნა 4 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა საკომპენსაციოდ გადახდილ იქნა 13,5 მილიონი აშშ დოლარი. ჩვენ ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახს გადავეცით კომპენსაცია, თუმცა, სილქ როუდ ჯგუფის მიერ ვინმეს გასახლება არ მომხდარა. ეს სახელმწიფოს ვალდებულება გახლდათ. ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა აჭარის სანაპირო ზოლზე ძველი, უსახური და ამორტიზებული საბჭოური შენობების დემონტაჟი, სადაც წლების განმავლობაში გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებოდნენ დევნილები, სანაპირო ზოლი გავათავისუფლეთ ნანგრვებისგან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისგან. საინვესტიციო ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებას ხელი შეუშალა ფინანსურმა კრიზისმა და 2008 წლის ომმა, რამაც ყველა ინვესტორს შეუქმნა სერიოზული პრობლემები. თუმცა, სილქ როუდ ჯგუფმა ომის დამთავრებიდან მალევე დაასრულა 2 სერიოზული პროექტი: ერთი თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის და მეორე ბათუმში სასტუმრო რედისონ ბლუს ბრენდით. რაც შეეხება თქვენს სიუჟეტში ნახსენებ „ბტა ბანკს“ და აღნიშნულ ბანკთან დაკავშირებით ცილისმწამებლურ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყაზახური „ბტა ბანკის“ მფლობელები საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდნენ და სურვილი გამოთქვეს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ „ბტა ბანკსა“ და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის გაფორმდა შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულებები, ბანკმა 2008 წლის ომის შემდგომ შეწყვიტა თავისი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება იპოთეკების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას: გაურკვეველია, რას ნიშნავს იპოთეკის გასაიდუმლოება, როდესაც იპოთეკის, ისევე, როგორც უძრავი ქონების შესახებ სხვა ინფორმაცია საქართველოში საჯაროა და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი. „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2014 წელს დაასრულა მოლაპარაკებები „ბტა ბანკთან“ და ფაქტობრივად, ხელმეორედ მოუწია იმავე აქტივების გამოსყიდვა. შესაბამისად, ყველა იპოთეკა მოიხსნა. სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა 18 საკადასტრო ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც ისედაც იგეგმებოდა. ჩვენს მიერ სახელმწიფოსთვის დაბრუნებული მიწის ნაკვეთების ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე თავდაპირველად იყო, ვინაიდან მოხდა მათზე არსებული ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების მოსუფთავება და ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება. „სილქ როუდ ჯგუფი“ მზად არის დაიცვას თავისი რეპუტაცია მსგავსი სახის მცდარი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ოზურგეთში სტატისტიკის ბიუროს უფროსი წარადგინესდღეს,  გურიის სტატისტიკის ბიუროს უფროსის ბადრი რამიშვილი წარდგენა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.  შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი,   სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბორის ეზუგბაია, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ბიუროს მთავარი ფუნქცია - მოვალეობა რეგიონის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება ... ...

არქივი

ზაფრანი

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

„სექსუალური ურთიერთობა ქმნის ფაზას“_რას ამბობს ახალი კვლევა

წყვილები სქესობრივ ურთიერთობას უფრო ადრე...

ვარსკვლავური შობა–ახალი წელი

ახალი წელი და შობა ის...

საშობაო - საახალწლო ოჯახური ფასეულობანი

ფრანგი ლამაზმანი ოდრი ტოტუ ყოველთვის...

რონალდუ ფსიქოპათია _ ფეხბურთელის ყოფილი მეგობარი გოგონა

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა მეგობარმა გოგონამ,...

ვარსკვლავთა თილისმები

კინოვარსკვლავები პრეტენზიული და ორიგინალური პიროვნებები...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...