ოზურგეთში საბჭოური სამხედრო ბაზების ტერიტორიების შესწავლას ითხოვენ

მთავარი თემა

ოზურგეთში საბჭოური სამხედრო ბაზების ტერიტორიების შესწავლას ითხოვენ

5 ნოე. 2013, 18:38:12

"გურია ნიუსი" ამ პრობლემის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის ნომერში წერდა, სადაც ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა გვითხრა, რომ მერიაში ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯართის მოპოვებისას, მიწაში დამარხულ სარაკეტო სითხეებს მიაგნო, რომლებიც მრავალტონიან ავზებში იყო მოთავსებული.

"ეს იყო რეაქტიული საწვავი _ მელანჟი და სამინი, რომელიც სარაკეტო წვრთნების დროს მხოლოდ რაკეტებისთვის გამოიყენებოდა და მისი სხვა დანიშნულებით მოხმარება გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული.

ამ ტერიტორიას, ვიდრე სამხედრო ბაზა მოქმედი იყო, 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა იცავდა, შემდეგ კი უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ავზებს მოსახლეობამ სარქველი მოხადა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი პრობლემები _ ინტოქსიკაციები, ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლე, დაქვეითებული მხედველობა, გადამხმარი ციტრუსი, დაბინძურებული ეკოლოგია _ ეს მერიისთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.

ერთი და იგივე დაავადებით ასობით ადამიანი დგება პრობლემის წინაშე. ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხზე ახლა არ დაგვიწყია მუშაობა. წლების წინ, როდესაც თბილისში ჩავდიოდი სხვადასხვა ინსტანციაში მეუბნებოდნენ, რა დროს ოზურგეთიაო.

ოზურგეთის საზოგადოება თქვენი მეშვეობით ვითხოვთ, მოხდეს მერიის და არა მარტო მერიის შესწავლა, ჭანიეთში არის, ასევე, ყოფილი სამხედრო ბაზა და მიწის ქვეშ დამარხული საწყობი _ ტყვია-წამალი, რომელიც მოუხმარებელი იყო და იხრწნება. არავინ არ იცის, ხვალ რა იქნება.

ამ ყველაფერს სჭირდება ყურადღების მიქცევა. არჩევნებმა და პოლიტიკამ არ უნდა გადაფაროს თემა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოა. იქნებ, იქ, არც არაფერი არ არის, მაგრამ ხომ უნდა მიაქციოს ვინმემ ყურადღება. არ მინდა, ხალხი პანიკაში ჩავარდეს. ერთმანეთის თანადგომა არის საჭირო. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროები," _ განაცხადა შეხვედრაზე ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა.

ოზურგეთელმა გურამ ცერცვაძემ მე-20 საუკუნის ბოლოდროინდელი ამბები გაიხსენა.

"მახსოვს, შევარდნაძის მმართველობის დროს მერიაში პარლამენტარები ჩამოვიდნენ და მათ შორის იყო მაშინდელი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვახტანგ რჩეულიშვილი. მე თვითონ ვარ მოწამლული მერიის სამხედრო ბაზაზე. 7-8 წუთი ვიდექი და ცუდად გავხდი. დიდი ბრძოლის შედეგად ორი ცისტერნა წაიღეს ისრაელში, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრეს.

მერიაზე გაცილებით უარესი მდგომარეობა არის ლანჩხუთში. იქ ონკოლოგიურმა დაავადებებმა მეტად იჩინა თავი, იქ არ არის მელანჟი და სამინი, იქ სტრატეგიული მნიშვნელობის სუფსის ტერმინალია, მაგრამ არის ისეთი დაუცველი ადგილები, სადაც ხდება ზედმეტი აორთქლება, რაც ადამიანის ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს," _ თქვა გურამ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგ ელზა სიმონიშვილის განცხადებით, მიტოვებული ბაზების თემა ყველასთვის ცნობილია.

"ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვათ, სამწუხაროდ, ჩვენთან სტატისტიკური მონაცემები არ წარმოებს. ინფორმაცია შეგიძლიათ მხოლოდ "მედალფას" ონკოლოგისგან მოიპოვოთ. რაც შეეხება ჩვენს სამსახურს, ჯანდაცვის ცენტრის ფუნქციაში შედის სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებების სტატისტიკა და მონაცემების შედგენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არ გვეხება.

ამასთან, რამდენიმე წლის წინ კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყვნენ ზედამხედველობის სანიტარული სამსახურის სპეციალისტები. დღეის მონაცემებით, ონკოლოგიური შემთხვევები რაიონში არის დაფიქსირებული, მაგრამ ცოტა თავი უნდა შევიკავოთ იმ განცხადებებისგან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მელანჟის და სამინის ბრალია. გარდა ამისა, თავიდან გამოსაკვლევია არის თუ არა მერიის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ეს დაავადება მომატებული. კარგი იქნება თუ შეიქმნება ჯგუფი ან კომისია, რომელიც ამას შეისწავლის," _ განაცხადა სიმონიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნანა თავდუმაძემ ჯერ თავისი, შემდეგ კი საკრებულოს პოზიცია დააფიქსირა.

"როდესაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, ვმუშაობდი ამ საკითხზე. მე, პირადად, დავესწარი იმ პროცესებს, როდესაც მელანჟი და სამინი იქნა გატანილი. მაშინ, როდესაც ამ კვლევებს ვაწარმოებდი, გატანილი იქნა არა მარტო მელანჟი და სამინი, არამედ ის ტყვია-წამალი, რომელიც ინახებოდა მერიის ტერიტორიაზე. იმედია, ეს ფაქტები ინახება ტელევიზიაში. მაშინდელი საკრებულოს სხდომებიც მახსოვს და, ასევე, მეცნიერების ჩამოსვლაც. ეს დაავადება მერიაში განლაგებულ ყოფილ ბაზას უკავშირდება თუ არა, სპეციალისტების გამოსაკვლევი საკითხია. ხმამაღალი განცხადებები უნდა გაკეთდეს, მაგრამ არგუმენტირებულად. საკრებულოში მერიიდან არანაირი განცხადება არ არის შემოსული ამ პრობლემის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხის შესწავლისთვის მხარდაჭერა იქნება არამარტო ადგილობრივი ხელისუფლებისგან, არამედ საზოგადოებისგანაც. უბრალოდ, როდესაც ხმამაღლა განცხადებებს გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს არგუმენტები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მხარდაჭერას გამოხატავს და ეს არის ჩვენი პოზიცია," _ თქვა საკრებულოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

სპეციალისტების მიერ დასკვნების დადების აუცილებლობაზე საუბრობს "სამედიცინო ცენტრის" დირექტორი დავით მდინარაძეც.

"ასე ზეპირად ამ საკითხზე საუბარი არ შეიძლება. აღებული უნდა იყოს კონკრეტული სოფელი, რომელზეც ვსაუბრობთ და, ასევე, მეორე სოფელი. მერიის გარდა სხვა სოფლებში არის პრობლემები და ყველაფერს სჭირდება შესწავლა," _ აღნიშნა მდინარაძემ.

ოზურგეთელმა კახა ვასაძემ კი ყურადღება აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში საზოგადოების როლზე გაამახვილა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

"კარგი იქნება თუ აქტიურად ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. ბოლოსდაბოლოს, სიმართლე უნდა დადგინდეს და გაირკვეს ყველაფერი," _ უთხრა "გურია ნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა ლალი გოგუაძემ.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ საკითხით უკვე დაინტერესდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

ამავე თემაზე:

ყოფილი სამხედრო აეროდრომი _ მოსახლეობის უბედურების ზონა!




 ახალი ამბები
  • " შესვლა აკრძალულია"- ზღვაზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებადღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ... ...
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...