ვინ არის ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე

მთავარი თემა

ვინ არის ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე

2013 ნოე 8 14:39:11

ფარცხალაძის პროფესიული გამოცდილების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. საგამოძიებო სამსახურის უფროსობამდე ის ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა. ოთარ ფარცხალაძის სახელი რამდენიმე გახმაურებულ ინცინდენტს უკავშირდება: თბილისის მერიის მაღალჩინოოსნების დაკავება ნატოს მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის დროს და მინარეთის დემონტაჟი სოფელ ჭელაში.

მერიის მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელა: თავდაპირველად ითქვა, რომ მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი მოწმის სტატუსით დაიბარეს. თუმცა, ვერავინ ახსნა რატომ დაადეს მათ ხელბორკილი და აღუკვეთეს თავისუფლება.

მეორე ინცინდენტი კი სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს უკავშირდება, რამაც ქვეყანას რელიგიური დაპისრისპირების რეალური საფრთხე შეუქმნა. ოპერაციისას, რომლის დროსაც მძიმე და საჰაერო ტექნიკაც კი გამოიყენეს, არაერთი ადამიანი დაშავდა.

იყო თუ არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოთარ ფარცხალაძე ეფექტური ხელმძღვანელი?

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგამოძიებო სამსახურს არაერთმა ბიზნესმენმა მიმართა, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტში იძულებით და მუქარით გადაახდევინეს მილიონობით ლარის ჯარიმა. ისინი სამართლიანობის აღდგენას ელიან. თუმცა, როგორც რამდენიმე მათგანმა გვითხრა, განცხადების შეტანის შემდეგ არავინ დაკავშირებიათ.

დღემდე არ დაუკითხავთ კოკა-კოლას პრეზიდენტი თემურ ჭყონია, რომელსაც უცხოელი პარტნიორები თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. დღემდე გამოუძიებელია შპს “გოლეთიანის“ საქმე რომლის ხელმძღვანელ ჭიჭიკო გოლეთიანს ბიუჯეტში მუქარით გადაახდევინეს მილიონზე მეტი. ასეთი საქმეები უამრავია და ისევე როგორც პროკურატურას, არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოუჩენია თავი მათი გახსნის მაჩვენებლით.

იურისტთა ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ რამდენიმე რეზონანსული საქმეს მტკიცებულებების თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები ჰქონდა, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის მარცხით დასრულდება.




 ახალი ამბები
  • აუტიზმის პროგრამა დამატებით 230 ბავშვს დააფინანსებსთბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება. „გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ... ...
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყებათბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ტერიტორია შემოღობეს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. „დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მინდა  ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დავავალო, რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა. „აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ივნისში შევიძინეთ. უშუალოდ სამუშაოების განხორციელება კი დღეს დაიწყება. დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას. სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.  ... ...
  • საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთთან 14კმ-ში, სოფელ ხინოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ... ...
  • იმნაძე:ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არისსაქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს,_ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის  მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძემ განმარტა, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე და ერთ-ერთ მაგალითად,  საუდის არაბეთში აქლემებიდან ადამიანებზე ვირუსის გავრცელების შემთხვევა დაასახელა. რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკებს, იმნაძის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია. „რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა იმნაძემ.   ჩინეთში კორონავირუსით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ ... ...
  • ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყებახორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში იწყება. სხდომა უზენაეს სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ბარბაქაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ის დადუნაშვილის ეპიზოდში არა სასჯელის გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას მოითხოვს. "ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს,"_განაცხადა ჩინჩალაძემ. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, ორი არასრულწლოვანი მოზარდი, თბილისში 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე- მეორე დღეს. ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...