"ჭიკაიძე და ფარცხალაძე ახალ მთავრობაში ფორმალური სახეები იქნებიან"

მთავარი თემა

"ჭიკაიძე და ფარცხალაძე ახალ მთავრობაში ფორმალური სახეები იქნებიან"

2013 ნოე 9 18:50:18

იქნება თუ არა ნამდვილად ეფექტური მინისტრი ჭიკაიძე და როგორ აფასებენ მისი კანდიდატურის დასახელებას? "გურია ნიუსი" ექსპერტებს ესაუბრა.

"საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჭიკაიძის კანდიდატურის დასახელებით ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა ისევ საკუთარ თავზე აიღო.

"ახალი შს მინისტრობის კანდიდატი საკმაოდ ახალგაზრდა კაცია. მე რამდენადაც ვიცი, მამამისი თავის დროზე პოლიციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. პოლიციის წრეებისთვის, ალბათ, ეს ადამიანი მამამისის მეშვეობითაა ცნობილია. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილს კარგად აქვს გააზრებული და ნაფიქრი ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი შემცვლელი. ვერ შევაფასებ ჭიკაიძე რას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ შს მინისტრობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა. იმედს ვიტოვებ, რომ კანდიდატურა კარგად არის გააზრებული, რადგან შს მინისტრის პროფესიონალიზმზე ბევრად არის დამოკიდებული ქვეყანაში სტაბილურობა როგორც პოლიტიკური, ასევე კრიმინოგენული მდგომრეობიდან გამომდინარე. ამიტომ საბოლოოდ, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატია ის იქნება პასუხისმგებელი მთავრობის საქმიანობაზე, მის არჩევანს უნდა ვენდოთ. შეძლებს თუ არა ღირსეულად ღარიბაშვილის დაწყებული საქმის გაგრძელებას ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ ქვეყანაში გარდა ცოდნისა, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასაც. როგორც ჩანს "ნაციონალური მოძარობის" შემდეგ გამოცდილებას აზრი არა აქვს, რადგან "ნაცმოძრაობაც" ასეთ პოლიტიკას ახორციელებდა, რომ ძირითადად ახალგაზრდებს ეყრდნობოდა",_ აცხადებს კახიშვილი.

მისივე თქმით, შსს-ში სერიოზული რეფორმებია გასატარებელი, თუმცა შეძლებს თუ არა ახალი მინისტრი ამ რეფორმების გატარებას და აქვს თუ არა უკვე ჩამოყალიბებული ხედვა, კახიშვილისთვის ცნობილი არ არის.

"თუ გარდამავალ, ორხელისუფლებიანობის პერიოდში მხოლოდ იმით ვიყავით კმაყოფილი რომ შსს დეპოლიტიზირებული გახდა ღარიბაშვილის ხელში, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი რეფორმების დასასრულისთვის. მინდა ვნახო მინისტრობის ახალი კანდიდატის პოზიცია, რას ფიქრობს ის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შესახებ. ჩვენ უკვე რამდენი წელია ვსაუბრობთ, რომ შსს-ს უშიშროების კომპონენტი უნდა გამოეყოს. ასეთი იყო "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ გასაგებია, რომ გარდამავალ პერიოდში ეს არ გაკეთდა. დღეს უკვე კოჰაბიტაცია დასრულებულია, რადგან ორხელისუფლებიანობა აღარ არის, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ შსს ორ სამინისტროდ გაიყოფა, უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროდ. გარდა ამისა გატარდება სხვა რეფორმებიც. დღეს რომ პოლიცია პოლიტიზირებული არ არის ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ შს მინისტრზე - როგორი მინისტრი ჰყავს პოლიციას. ხვალ რომ სხვანაირი მინისტრი მოვიდეს, შესაძლოა, ისევ პოლიტიზირებული გახდეს. ჩვენ ისეთი სისტემა კი არ გვჭირდება, რომელიც ერთი ადამიანის ხასიათზე იქნება აწყობილი, არამედ სისტემა, რომელსაც პირველი და მეორე პირი ვერ შეცვლის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი მინისტრი ღარიბაშვილის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, ეს ბუნებრივია, რადგან მისი შერჩეული კადრია, თანაც საკამოდ ახალგაზრდა",_ აცხადებს კახიშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "გურიანიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძისა და შს მინისტრად კი ლექსო ჭიკაიძის დანიშვნა კოაბიტაციის გაგრძელებას უნდა ნიშნავდეს.

"ისევე როგორც მთავარი პროკურატურის კანდიდატის დასახელების შემთხვევაში აქაც , როგორც ჩანს მომავალი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამოდის იმ ასაკობრივი ცენზიდან, რომელსაც თავად აკმაყოფილებს. მას უკვე დასაშვებად მიაჩნია მსგავსი პასუხისმგებლობის მატარებელი მაღალი თანამდებობის პირები შეირჩეს ამ ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე. მაგრამ ჩემი აზრით, როგორც ფარცხალაძის ასევე ჭიკაიძის შემთხვევაშიც საქმე არ გვექნება მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელ პოლიტიკოსებთან, ვინაიდან ორივე ძალიან სერიოზული პოლიტიკური თანამდებობაა და ორივესთან აქვს საზოგადოებას გარკვეული კავშირი იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ მახინჯი კოაბიტაციის გამოსწორების შესაძლებლობას მისცემდა მთავრობას და აღასრულებდა იმ დაპირებულ ამოცანას, რომელსაც პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე უხვად იძლეოდა. მგონია, რომ ფარცხალაძისა და ჭიკაიძის ანუ ორი არამცთუცნობილი, არამედ სრულიად უცნობი ახალგაზრდა კადრის დანიშვნის პრეცენდენტი უნდა გულისხმობდეს დაწყებული კოაბიტაციის გაგრძელებას, იმ ფორმატში რა ფორმატით და შიდა ენერგეტიკული რესურსებითაც დაიწყო "ქართულმა ოცნებამ".

ანუ, სამწუხაროდ, ჩვენ არ უნდა ველოდოთ სიტუაციის გაუმჯობესებას. მაშინ როდესაც შეეძლოთ კახა კახიშვილის კანდიდატურა განეხილა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე და არჩევანს აკეთებ სრულიად უცხო, აბსოლუტურად გამოუცდელ ადამიანზე პროკურატურის სისტემაში ნამუშავერობის თვალსაზრისით, ეს კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს. თქვენ იცით, რომ ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის გამომძიებელი იყო, არცერთი დღე არ უმუშავია პროკურატურაში და ეს ადამიანი მყისიერად დაინიშნა მთავარი პროკურორის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ასევე ბატონი ჭიკაიძის შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა ეს არავის აძლევს უფლებას, მათ შორის პრემიერმინისტრსაც, რომ 28 წლის ახალგაზრდას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბაროს, უწყება, რომელიც მხოლოდ პოლიცია არ არის. ის უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის სტაბილურობას",_ აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილმა გარისკა, მაგრამ ამ რისკს თავისი მოტივაცია ახლავს".

"მოტივაცია გამომდინარეობს იმ სისტემის უცვლელობაში და დაინტერესებაში რომ ეს სისტემა არ შეიცვალოს, რომელსაც ბატონები ხუხაშვილი, ნაცვლიშვილი და ღარიბაშვილი სამკუთხედის პრონციპის გათვალისწინებით ხელმძღვანელეობენ. ფარცხალაძე და ჭიკაიძე იქნებიან ფორმალური სახეები ახალ მთავრობაში. ისინი კი არ მოექცევიან ზეგავლენის ქვეშ, უკვე არიან. მათი დანიშვნა ზალიან მაგონებს საქართველოს პრემიერმინისტრად ბატონი მგალობლიშვილის დანიშვნას. თქვენ გახსოვთ, რამხელა შიდა კონფლიქტით დამთავრდა მისი პრემიერმინისტრობა. ახალგაზრდა კაცს უნდა გააჩნდეს თავმოყვარეობა, როდესაც მისი პროფესიული ღირსება და თავმოყვარეობა ილახება მარიონეტობით, რომელსაც მას სთავაზობენ. მაგრამ ახალგაზრდა კაცის ბუნება და მაქსიმალიზმი სწორედ მას შემდეგ ვლინდება, რაც იგი თანამდებობაზე ყოფნის მომენტში იგრძნობს პასუხისმგებლობას და შედეგებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მოყვება ხოლმე. რეალურად ფარცხალაძეც და ჭიკაიძეც არავინ არ არიან, არცერთი არაფერს წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში, რომ მას ხალხი ენდოს დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე",_ აცხადებს ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება იმას, უნდა ყოფილიყო თუ არა მთავარი პროკურორის და შს მინისტრის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებული, რაზეც აქცენტი მთავარი პროკურორის დასახელების შემდეგ გაკეთდა, ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს პრემიერ-მინისტრი არჩევს და პარლამენტი ამტკიცებს, იუსტიციის მინისტრს კი კანონში ცვლილების შემდეგ ეს უფლება არ აქვს.

"ჯერ კიდევ 2009 წელს შევიდა კანონში "პროკურატურის შესახებ" ცვლილება, რომლის შედეგედაც მთავარი პროკურორი გახდა გენერალური პროკურორის ანუ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. სამწუხაროდ, ბევრმა ეს არ იცის, რომ იმ დროს, 2013 წლამდე, მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ შეიტანა კვლავ ცვლილებები

კანონში, მთავრი პროკურორი არ იყო უმაღლესი ზედამხედველი საგამოძიებო პროცესებზე. მას პროცესუალურ ხელმძღვანელად იუსტიციის მინისტრი იგივე გენერალური პროკურორი ჰყავდა. მაგრამ ქალბატონი წულუკიანის ინიციატივით, მას აღარ სურდა ჰქონოდა ასეთი პასუხისმგებლობა გამოძიების პრეროგატივაზე და შესაბამისად, მთავარი პროკურორის და იუსტიციის მინისტრის ფუნქციები გაიმიჯნა. მთავარმა პროკურორმა ამით სრული ავტონომია მიიღო. ფორმალურად, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებას მთავარი პროკურორის კანდიდატურა არ საჭიროებს. მთავარი პროკურორის, ისევე როგორც შს მინისტრის წარმდგენი პირი პრემიერმინისტრია, ხოლო მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს",_  განუცხადა ლორთქიფანიძემ "გურია ნიუსს".

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრობის ახალი კანდიდატი დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა. წარდგენისას ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ის შეეცდება ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელოს, მომავალ პრემიერ-მინისტრს კი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.




 ახალი ამბები
  • უწყება ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებს (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 16 წლამდე ასაკის შვილები და შვილიშვილები. კონკურსი 1 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნახატებს (როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარეც, ომის ვეტერანი, მხატვარი, გიგა არველაძეა. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბრენდირებულ სასაჩუქრე კატალოგში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების კატალოგში განთავსების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით. კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა. საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები (მობილური და სახლის). ... ...
  • "საშინელი სამუშაო პირობები გვაქვს"_ ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენტყიბულში 200- მდე მეშახტე გაიფიცა. როგორც ისინი ამბობენ, ახალი კომპანია ძიძიგურის სახელობის შახტის გაუქმებას აპირებს. მეშახტეების თქმითვე,   მესამე დღეა რაც  საწარმოო პროცესი შეჩერებული აქვთ, მაგრამ გაფიცულებთან კონტაქტზე არავინ გასულა. „ადგილზე რამდენიმე დღეა გაფუჭებულია ელმავალი, ფეხით 3-4 კილომეტრს, რა თქმა უნდა, ვერ გავივლით. არც შეკეთება უცდია არავის. საშინელი სამუშაო პირობები გვაქვს. კომპანია და ეკონომიკის მინისტრი დაგვპირდნენ, რომ ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა, ამდენი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა“,_  აცხადებს მეშახტე ირაკლი ... ...
  • სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და  ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში - ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს. პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ... ...
  • ფიქტიური გამოძახება ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ჩოხატაურში ამ დილით სახანძრო მანქანების გადაადგილება შეინიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა. „მოქალაქეს ეგონა ხანძარი და დაგვირეკა. გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა“,_ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ... ...
  • მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება იკრძალებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას. „მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური,”_ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...