მაჟორიტარების ბიუროები _ მითი თუ რეალობა?!

მთავარი თემა

მაჟორიტარების ბიუროები _ მითი თუ რეალობა?!

10 ნოე. 2013, 12:04:40

საქართველოს სოფლებში გამოკითხული 1496 რესპონდენტიდან 39% არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა 42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინასაარჩევნო შეხვედრებისას  შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან არჩევნების შემდგომ შეხვედრებზე, 4%-ს კი - საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე. რესპონდენტების 56%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

"მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევის" შედეგები  "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა" (R-CSN), წარმოადგინა, რომლის  ფასილიტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ახორციელებს.

ზვიად დევდარიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" დირექტორი : "მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სხვადასხვა რეგიონებში პრობლემების კვლევისას ნათელი გახდა, რომ პარლამენტის ცალკეული წევრი არ მონაწილეობს, ან არაა სრულფასოვნად ჩართული იმ ოლქის ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში, საიდანაც თავად იყვნენ არჩეული მაჟორიტარული წესით".

კვლევის ამოცანების  მისაღწევად ჩატარდა სოფლის  მცხოვრებთა სოციოლოგიური გამოკითხვა. თითოეულ რეგიონში გამოიკითხა თანაბარი რაოდენობის რესპონდენტები (150 თითოეულ რეგიონში). სოფლების შიგნით შერჩევის ფორმირებისთვის გამოყენებულ იქნა მოსახლეობის რაოდენობები, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სოფლები დაიყო 3 პირობით კატეგორიად: პატარა სოფელი - 50-დან 200-მდე მოსახლე, საშუალო სოფელი - 200-დან 1000-მდე მოსახლე, დიდი სოფელი - 1000 -დან ზევით მოსახლე. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით.  სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა გამოყენებითი კვლევების კომპანიის მიერ.

კითხვარი შევსებული იქნა 41 ბიუროს  მიერ. აქედან, 30 ბიურომ შეავსო სრულყოფილად. 3 ბიუროსგან (სენაკი, წალენჯიხა, აბაშა) შევსებული კითხვარის ნაცვლად, კვლევის ორგანიზატორებმა ელექტრონული ფორმით მიიღეს მოკლე ინფორმაცია ბიუროს მუშაობის შესახებ, ხოლო ფოთის ბიურომ კითხვარის ნაცვლად  მათი საქმიანობის შესახებ ამსახველი პრეზენტაცია PowerPoint ფორმატში გაგზავნა.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი კი ის მიზეზები გახლდათ, რის გამოც ბიუროებმა კითხვარი არ შეავსეს. მაგალითად, ბიუროს ფაქტობრივად არ არსებობა, ბიუროს საქმიანობის კონფიდენციალურად მიჩნევა...

რა ჭირდება მოსახლეობას და როგორ უნდა მოხდეს მათი პრობლემების გადაჭრა მაჟორიტარების ბიუროების მიერ? ამ საკითხზე ბიუროებს ძირითადად ზოგადი პასუხები აქვთ, რადგან ბიუროების უმეტესობას ან არ ჩაუტარებია ან გეგმავს კვლევის ჩატარებას უახლოეს მომავალში.

ისინი მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენას აკეთებენ განცხადებების საფუძველზე და გასვლების დროს შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემების ანალიზით.

როგორც ჩანს, სწორედ ამის შედეგია ის, რომ კვლევის შემდეგ, ასეთი სურათი მივიღეთ: რესპონდენტების 24% ამბობს, რომ დანამდვილებით იცის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მოსახლეობასთან მოწყობილი შეხვედრების შესახებ. 17,4% დარწმუნებულია, რომ დეპუტატი არ აწყობს შეხვედრებს. 25,1% ვარაუდობს, რომ დეპუტატი აწყობს შეხვედრებს, ოღონდ ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ არის.

მათგან ვინც იცის, სად მდებარეობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, 52,1%-მა არ იცის როგორ მიმართოს ბიუროს. 47,9%-მა კი იცის.

მაჟორიტარების ბიუროები, მათივე განცხადებით, თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებთან, ცდილობენ პრობლემების ერთად გადაჭრას და მუდმივად  მიმართავენ მათ შუამდგომლობით.

ზვიად დევდარიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი): "ბიუროების უმეტესობამ აღნიშნა, რომ პარლამენტის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ბიუროს მუშაობისთვის საკმარისია, თუმცა ისიც აღინიშნა რომ ბიუროების უმეტესობა ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში იმყოფება და თუკი ისინი ცალკე ოფისში გადავლენ, მაშინ გაიზრდება ოფისის და მისი შენახვის ხარჯები. გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათ ბიუჯეტს დაემატება  ფონდები, კონკრეტულად სოციალური, კულტურული, სამედიცინო პროგრამების და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მატერიალურად დასახმარებლად."

თუმცა, ბიუჯეტის გაზრდამდე, ბიუროებს გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგალითად   ამომრჩეველთან კომუნიკაცია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინასაარჩევნო შეხვედრებისას  შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან, 4%-ს კი საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე.

არის ისეთი ბიუროები, რომელთა მაჟორიტარმა განაცხადა, რომ არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, რადგან მოსახლეობას არ მოუთხოვია. ამის შესახებ "გურია ნიუსი" უფრო კონკრეტულად მოგიყვებათ.

თავისი პრეტენზიები, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია კომუნიკაციის ნაკლებობასთან, ბიუროებსაც აქვთ.

ზვიად დევდარიანი: "კითხვაზე თუ რამდენად ესმის მოსახლეობას ბიუროს დანიშნულება და ამისამართებენ თუ არა შესაბამის სამსახურებში არასწორი მომართვიანობის შემთხვევაში – ყველა ბიუროსგან მივიღეთ თითქმის იდენტური პასუხი, რომ მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში არ არის ინფორმირებული მაჟორიტარი პარლამენტარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპენტენციებთან დაკავშირებით და ვერ მიჯნავს მათ."

მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობას არეგულირებს დებულება "მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ".

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ  არსებული დოკუმენტი სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის ბიუროს საქმიანობისთვის, თუმცა, ბუნებრივია, დოკუმენტი არ აყალიბებს ბიუროს საქმიანობის ინსტრუმენტების მეთოდოლოგიურ მხარეს, ისევე როგორც ამ საქმიანობის განხორციელებისთვის არ განსაზღვრავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის და რაოდენობის საკითხებს.

რა რეკომენდაციებს აძლევენ ბიუროებს და რა ხარვეზებია გამოსასწორებელი?

ზვიად დევდარიანი: "რაც შეეხება რეკომენდაციებს, პარლამენტის წევრების მხრიდან სასურველია მეტი ყურადღების გამოჩენა ბიუროების საქმიანობისა და ზოგადად ამომრჩევლებთან კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე, ბიუროების თანამშრომელთა მიზნობრივ ტრენინგებში ჩართვა მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სასურველია ბიუროებმა გაზარდონ  თანამშრომლობის ხარისხი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ადგილებზე მუშაობის, არსებული პრობლემების ცოდნის, დონორებთან და მედიასთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ. საინფორმაციო სამუშაო განხორციელდეს ამომრჩევლებთან, რათა ბიუროების ფუნქციების გაცნობა და გამიჯვნა მოხდეს სხვა სტრუქტურების ფუნქციებისგან. სასურველია, ანალიზის საფუძველზე მოხდეს ბიუროს თანამშრომელთა ნუსხისა და კვალიფიკაციის მიბმა იმ საქმიანობებთან, რასაც ბიურო დებულების საფუძველზე უნდა ახორციელებდეს უნდა მოხდეს ბიუროების საქმიანობის ციკლურობის უზრუნველყოფა: პრობლემის კვლევის, ანალიზის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, გეგმის განხორციელებისა და მოსახლეობასთან უკუგების საფეხურების უზრუნველყოფით".

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ალბათ მაინც ის არის, რომ მაჟორიტარებმა იგრძნონ პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლების წინაშე, რადგან მოსახლეობის პრეტენზიები იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ თავიანთი მაჟორიტარისთვის თვალიც არ მოუკრავთ, სულაც არ არის რეალობას მოკლებული...




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...