მთავრობამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე უარი თქვა

მთავარი თემა

მთავრობამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე უარი თქვა

2013 ნოე 10 13:53:49

რა გახდა პროექტის დაწუნების მიზეზი უცნობია, რადგან მომხდარზე განმარტება არც კანონპროექტის ავტორ იუსტიციის სამინისტროში გაკეთებულა. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მთავრობას მაინც მოუწევს დაპირებული სამართლიანობის აღდგენა, რადგან კოაბიტაცია დასრულდა და უმოქმედობის მიზეზი აღარ არსებობს.

"თუ ეს კანონპროექტი ხელს არ აძლევს ხელისუფლებას, მაშინ თვითონ ხელისუფლება დადგება ძალიან მძიმე რალობის წინაშე, რადგან განვლილი ერთი წელი იყო გარკვეულად ორხელისუფლებიანობის პერიოდი, ეს დასრულდა და ამ ორხელისუფლებიანობის და კოაბიტაციის აუცილებლობით იყო ახსნილი ის, რომ არ შეიძლებოდა ღიად სამართლიანობის განხორციელება. ეხლა კი აცხადებს ხელისუფლება და მარგველაშვილი, რომ დასრულდა კოაბიტაცია და დაიწყო ახალი ეტაპი, აქედან გამომდინარე ხელისუფლების წინაშე დადგება ამ კანონის რაც შეიძლება მალე მიღების აუცილებლობა, ამას წინ არაფერი დაუდგება. თუ ეს კანონი დაწუნებულია, უნდა გამოსწორდეს ხარვეზები და წარედგინოს პარლამენტს. სამწუხაროა, რომ ამდენი დრო ფუჭად დაიკარგა," _ ამბობს ბარათაშვილი.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, მან შემხვევით გაიგო, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რადგან ამას ელოდება ათასობით პატიმარი და ყოფილი პატიმარი. ეხლა კი მათ ეუბნებიან, რომ იმ უსამართლობის წლებში ყველაფერი იყო სამართლიანად და მათ ადექვატური საასჯელები მიესაჯათ. ეს არის სრულიად მიუღებელი და თუ სახელმწიფომ არ დაადგინა ხარვეზები, ხარეზებს დაადგენენ თვითონ პიროვნებები, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება, როდესაც ადამიანებს ეს უკანასკნელი იმედიც გადაეწურებათ.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს პროექტის ხელმეორედ წარდგენის საშუალება უნდა მიეცეს გარკვეულად ცვლილებებით ან შესაძლოა რაღაც საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდეთ, რაც მიმართული იქნება იქითკენ, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების დადგენა არა სასამართლოს, არამედ პროკურატურის პრეროგატივა გახდეს, როგორც ეს ადრე იყო. ფაქტია, რომ არ აწყობს ხელისუფლებას ამ კანონის მიღება, ამიტომ ზეწოლის რაღაც მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, სიტყვით ვამბობთ იმას, რომ სასამართლო არ სასამართლობდა, პროკურატურა არ პროკურატურობდა და საქმით ვამბობთ, რომ ყველაფერი იყო კარგად. ხელისუფლებას ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება," _ ამბობს ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხებ თვითონ კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, ადვოკატი სოსო ბარათაშვილს მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში ბევრი ბუნდოვანება იყო მიუხედავად იმისა, რომ მასზე მუშაობა თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა.

"მგონია, რომ კანონპროექტი არის ძალიან რთული სახის პროექტი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ გაურკვეველია, თუ რა დამოკიდებულება უნდა არსებობდეს კომისიასა და სასამართლოებს შორის და მეორე საკითხი, თუ რა კატეგორიის და რა პერიოდის საქმეები უნდა მოიცვას ამ კანონმა. თუ აქ ყველა საქმემ მოიყარა თავი, რაც განხილულა უკანასკნელი წლების მანძილზე, ცხადია, რომ ვერც ერთი კომისია ვერ აუვა ამის განხილვას, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაზრდის.

ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა: უნდა მოექცეს თუ არა ეს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში თუ იყოს დამოუკიდებელი?! პირადად მე ვარჩევდი ამ კომისიას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში რაღაც ადგილი დათმობოდა. თუმცა, არსებობდა იუსტიციის სამინისტროს ვარიანტიც, როდესაც კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, ცალკე კანონით რეგულირდება და რომლის გადაწყვეტილებაც არის ახალი გარემოება. ძალიან რთული საკითხია რამდენად არის ეს ახალი გარემოება გასათვალისწინებელი სასამართლოს მიერ, რადგან სასამართლო ხელისუფლებას ვერავინ დაავალდებულებს გაითვალისწინოს კომისიის დასკვნა.

მეორე მომენტია, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საკითხი. თუ ამას პირდაპირ უზენაეს სასამართლოს დავუქვემდებარებთ, მაშინ გასაჩივრების მექანიზმი იკარგება, თუ აპელაციას დავუქვემდებარებთ, მაშინ წინააღმდეგობა იქმნება იმ თვალსაზრისით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა გასაუქმებელი გარკვეულ შემთხვევებში და მაღალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

კიდევ ერთი საკითხია, თუ რა კატეგორიის საქმეებს განიხილავს ეს კომისია. მე თავიდაან იმ აზრზე ვიყავი, რომ უნდა განხილულიყო სისხლის სამართლის საქმეები და სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, რომელებიც შეეხებოდა ქონების უკანონო ჩამორთმეცვას, მაგრამ დატოვეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ნაწილი უკმაყოფილებისა სწორედ ქონების ჩამორთმევიდან მომდინარეობს, ასეთ შემთხვევაში კანონის სრულყოფილად ამოქმედებაც კი მოსახლეობის ინტერესებს ვერ დააკმაყოფილებდა,"_ ამბობს ბარათშვილი.

"გურია ნიუსმა" კომენტარისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მიმართა, რომელმაც მთავრობის გადაწყეტილებაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა.

"სამართლიანობის აღდგენა, როგორც ობიექტური მოლოდინი არსებობს და ამის თაობაზე ყოველთვის ვსაუბრობდი და ვისაუბრებ," _ განაცხადა ქუცნაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე გატანა პროექტის არსებითად შეცვლის შემდეგ შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის ამოქმედებას მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდება. ათასობით პატიმარი კი ყოველდღიურად ელის მათ მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენის გადახედვას.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...