რას ნიშნავს ჩინოვნიკთა ენით, "ბიუჯეტის მოწესრიგება"

მთავარი თემა

რას ნიშნავს ჩინოვნიკთა ენით, "ბიუჯეტის მოწესრიგება"

2013 ნოე 11 07:58:41

როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების გამგეობებს პროექტები ჯერ დასრულებული არ აქვთ:

_ 15 ნოემბრამდე გვაქვს დრო. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალების თქმა არ შემიძლია, _ აღნიშნა 8 ნოემბერს ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ზურაბ ჩანტლაძემ.

ჩანტლაძის თქმით, ამ ეტაპზე არც ბიუჯეტის პრიორიტეტებია ცნობილი.

იგივე სიტუაციაა ლანჩხუთშიც _ ლანჩხუთის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტი მზად სამშაბათს იქნება. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ურუშაძის განმარტებით, უპირატესობა სოციალურ სფეროს მიენიჭება:

_ ძირითადი პრიორიტეტი სოციალური სფერო იქნება. მე ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი პრობლემა აქვთ, აუცილებლად სჭირდებათ დახმარება.

_ ბატონო ზაზა, პრიორიტეტების შედგენისას მოსახლეობის აზრს თუ ითვალისწინებთ?

_ რა თქმა უნდა. როცა მოსახლეობას ვხვდებოდით, სოფლებში დავდიოდით, პირველ რიგში, მათ აზრს ვიგებდით. ამიტომაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ვიცი, რა არის მოსახლეობის პრიორიტეტი. სპეციალური ოქმებიც კი გვაქვს შედგენილი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პრიორიტეტი სოციალური სფერო უნდა იყოს, _ განმარტავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

"ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2014 წლის ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი:

_ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს ჯერ არ ვიცნობთ, ვიცით, რომ არასწორადაა დაგეგმილი. საფინანსო განყოფილება უკვე არ მალავს, რომ 2014 წელი საკმაოდ რთული იქნება და პირველად 9 წლის განმავლობაში, ხელფასები გაცემის პრობლემებზე ალაპარაკდნენ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.

ლანჩხუთის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია კი ამბობს, რომ წინასწარ განწირული ბიუჯეტის დაგეგმვა არ ხდება:

_ ვინ ამბობს, რომ პრობლემები შეიქმნება? ჯერ წელი არ დაწყებულა და რა დროს პრობლემაზეა საუბარი? ჯერ ყველაფერი პროექტის სახითაა.

_ ბატონო როლანდ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომავალ წელს ხელფასების გაცემაზე პრობლემები შეიქმნება...

_ პირიქით. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ხელფასები ჩვენ არ გვქონდა მოწესრიგებული. 2014 წლის ბიუჯეტში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია დღეს არსებული საშტატო რიცხოვნობით. შემდეგ რა მოხდება, ეს არ ვიცით.

_ ხელფასების გაზრდას გულისხმობთ?

_ დიახ, მოწესრიგდება. არ არის ეს გაზრდა. უბრალოდ, არ გვქონდა ნორმატივის მიყვანამდე. არავითარი ზრდა. ზრდა სხვა რამეს ნიშნავს. მთელ საქართველოში, 4 მუნიციპალიტეტი იყო, მათ შორის ჩვენ და ჩოხატაური, სადაც ასე არ იყო. ახლა კი ქვეყანაში არსებულ ნორმატივამდე აგვყავს ბიუჯეტის დონე, ანუ ვაწესრიგებთ. ამას მოწესრიგება ჰქვია და არა ხელფასების ზრდა.

_ მოწესრიგებულად რამდენი იქნება, მაგალითად, თქვენი ხელფასი მომავალ წელს?

_ ათასი ლარი (ამ ეტაპზე ლაშხიას ხელფასი 700 ლარია. ავტ). 900-დან 1000 ლარამდე, გააჩნია. თუმცა, 1000 ლარია ჭერი და დღევანდელი სოციალური პირობებიდან, ინფლაციიდან გამომდინარე, რჩება ჭერი წარმოდგენილი, _ განმარტავს ლაშხია.

ჩოხატაურისა და ლანჩხუთისგან განსხვავებით, ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტები მზად აქვთ ოზურგეთში.

მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტები ოზურგეთში ასე გამოიყურება: განათლება, ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი, ირაკლი პაპავა ამბობს, რომ გამგეობა ვალდებულია, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს:

_ ბიუჯეტის პრიორიტეტებს მისი პროექტის მომზადებისას ადგენს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას, როგორც წესი, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტში დაფიქსირებული პრიორიტეტული მიმართულებები. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი - ეს არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით. დოკუმენტი წარედგინება საკრებულოს, ბიუჯეტის პროექტთან ერთად. პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება საკრებულოს მიერ არ ხდება. ჩვეულებრივ, გამგეობა ვალდებულია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (რწმუნებულების) მიერ მოკვლეული და წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში გადამწყვეტი როლი გუბერნატორებს ენიჭებოდათ, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, პრიორიტეტების შერჩევას უშუალოდ გამგეობები უზრუნველყოფენ ერთპიროვნულად, ისე, რომ ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვა ნაკლებად ხდება. საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობის შანსი მეტნაკლებად ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს მიერ განხილვისა და დამტკიცების ეტაპზე არსებობს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე უკვე ბიუჯეტის პრიორიტეტები გამოკვეთილია და, მათი შეცვლის კუთხით, საზოგადოების მხრიდან ზემოქმედების მოხდენის შანსები, სამწუხაროდ, მეტისმეტად დაბალია, _ აღნიშნავს პაპავა.

რაც შეეხება ცენტრალურ ბიუჯეტს, 2014 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტები ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო _ 2.7 მლრდ ლარი; თავდაცვის სამინისტრო _ 660 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო _ 570 მლნ; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო _ 890.9 მლნ ლარი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო _ 764.3 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო _ 290 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტრო _ 100 მლნ ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო _ 25 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო _ 103.6 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო _ 50 მლნ ლარი; სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 155 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო _ 80 მლნ ლარი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო _ 80 მლნ ლარი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო _ 50 მლნ ლარი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო _ 27.8 მლნ ლარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო _ 48 მლნ ლარი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი _ 1.3 მლნ ლარი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი _ 2.3 მლნ ლარი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი _ 850 ათასი ლარი.

ბიუჯეტის პროექტით, პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 59.5 მლნ ლარი იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის _ 9 მლნ ლარი; მთავრობის კანცელარიისთვის _ 10 მლნ ლარი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს 5 მლნ ლარი იქნება, ხოლო მთავრობის _ 50 მლნ ლარი.

რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ. ლარია გათვალისწინებული. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი ისევ 50 მლნ ლარი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...