მოშიმშილე დევნილები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს თბილისში გამართავენ

მთავარი თემა

მოშიმშილე დევნილები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს თბილისში გამართავენ

12 ნოე. 2013, 12:06:02

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წევრები. ფრაქციის თავმჯდომარე, მურმან კვარაცხელია აცხადებს, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოქმედებს 1978 წლის კონსტიტუციით და შემდგომ წლებში მიღებული კანონებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ეს არის დამოუკიდებელი წარმონაქმნი, მაგრამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი. სხვა არაფერი კონსტიტუციაში აფხაზეთთან მიმართებაში არ წერია. ჩვენ წავაწყდით ერთ ისეთ ფაქტს კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც გონივრული ეჭვის საბაბი ხდება, მხედველობაში მაქვს პროცესი, რომელიც ამ კონსტიტუციის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. რატომ უნდა იყოს განსხვავება აჭარის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკების კონსტიტუციაში თუნდაც უმაღლესი თანამდებობის პირების დანიშვნაში. ჩვენი აზრით ეს საკითხი საკმაოდ დიდ დაფიქრებას და განხილვას მოითხოვს. მე არ ვეთანხმები აფხაზეთის პირველი პირის დანიშვნის წესის შესახებ მუხლს. აქ წერია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ნიშნავს საბჭო ხმათა უმრავლესობით. ეს ჩემი აზრით არის ნონსესი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ რჩება, საზოგადოება უარყოფითად აფასებს ამ კანონპროექტებს და არ უჭერს მხარს ცვლილებებს, თუ ეს ცვლილება დამტკიცდა, გამოდის რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არაფერს ეკითხება პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტს.

აჭარაში კი სხვანაირად ხდება. პრეზიდენტი, სათანადო კონსულტაციის გავლის შემდეგ უთანხმებს აჭარის მთავრობის კანდიდატურას პრემიერს, საქართველოს მთავრობას და ამის შემდეგ წარადგენს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. ასე უნდა ხდებოდეს აფხაზეთშიც. ეს ყველაფერი იწყვევს კითხვას–მართლაც ხომ არ უნდა ვინმეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. აი, ამიტომ ვშიშობთ და არ ვეთანხმებით ამ ცვლილებების დამტკიცებას".

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან საზოგადოებრივი გაერთიანების "ჩვენი აფხაზეთი"-ს წარმომადგენლებიც და აცხადებენ, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არასდროს იზიარებდა ხალხის ინტერესებს და უკმაყოფილობას გამოთქვამენ მათი საქმიანობის გამო.

მერაბ ჯიქია: "ეს ორგანოები წლების განმავლობაში ფაქტიურად კომფორმიზმის ჭაობში იყვნენ ჩაფლულები რამდენიმე დეპუტატის გამოკლებით, რომლებიც ადრეც და დღესაც ხალხის გვერდით დგანან. დევნილთა ინტერესებზე არ არის ჭეშმარიტი ზრუნვა. მათ გააჩნიათ მრავალი ბერკეტი იმისა, რომ მივიდნენ დევნილებთან და შეძლონ პრობლემების მოგვარება. ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაშიც კარგად ჩანს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დამოკიდებულება, უნდათ სრული ავტონომია შეიქმნან. მათ ავიწყდებათ, რომ ისინი არიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ვერტიკალი. ჩვენ ვეწინააღმდეგებით აფხაზეთის მთავრობის პირველი პირის დანიშვნას საბჭოს წევრების პირდაპირი კვოტით. ხალხს ხომ უნდა შეუთანხმდნენ, თუ აღარც აქ ვარსებობთ მათთვის? აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აქაც, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს საკითხების გადაჭრა".

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოჩა ბახიამ ასევე გამოხატა დევნილების საპროტესტო განწყობა და განაცხადა, რომ 32 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად არის შეკრებილი და ხალხის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, დაიწყებენ ფართომაშტაბიან აქციებს.

"საკონსტიტუსიო ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება 32 არასამთავრობო ორგანიზაცია და მზად ვართ დავიწყოთ საპროტესტო აქციები აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ, რადგან ისინი არ გამოხატავენ ხალხის ნებას. ჩვენ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და უკან დახევას არ ვაპირებთ".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. საქართველოს კონსტიტუცია და აფხაზეთის კონსტიტუცია ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. მისი განცხადებით ამ საპროტესტო აქციებში სხვა მუხტია ჩადებული და სწორედ რომ ეს იწვევს ეჭვის საბაბს.

"2005 წლამდე არავის გახსენებია თუ როგორ ინიშნებოდა ან თავისუფლდებოდა თანამდებობიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. დღეს კი მავანს და მავანს უნდა აამღვრიოს წყალი და საზოგადოებაში არასწორი შეხედულება დანერგოს. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენთვის უზენაესია და ვიმოქმედებთ მისი ძალაუფლებით. საჭიროა კონსულტაციები, მოლაპარაკებები და შეთანხმებები".

ზუგდიდში კი უკვე მეორე დღეა გრძელდება დევნილთა საპროტესტო აქცია. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, დღეს კიდევ სეუერთდებიან სხვა დევნილებიც, ხოლო თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, ფართომაშტაბიან აქციებს უკვე თბილისში გააგრძელებენ.




 ახალი ამბები
  • „დაყრილი იყო ნიახური, ავიღე“- რას ყვება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მეორე ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე "მეორე მანქანით" ფიგურირებს, ამბობს, რომ შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს კრეფდა. დავით კიპაროიძის ჩვენება Report.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა. მისი თქმით, ზუსტად იმ დროს, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მდევრები მისდევდნენ და კონფლიქტი გამწვავებულ ფაზაში იყო, არაგვის ხიდებთან ავტომობილით გაიარა და გზაზე დაყრილი საგნები შეამჩნია. "იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი. დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მაქნანაში. მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ. თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან" , - აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, თუმცა მის მგზავრობას ეს ფაქტი ვერ დაუკავშირა, რადგან გარკვეული პერიოდი იყო გასული. მოგვიანებით, როდესაც მას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ, შეძლო აღედგინა მოვლენების ქრონოლოგია. ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში ,,ჰაიატის“ ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 170 ნომრიანი  სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის. Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815 კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო მოლი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება. მასშტაბური პროექტი  სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A  და C  ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობა 2026 წელს  დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება  დაახლოებით 180 მილიონი დოლარია. „საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდი „ჰაიატი“. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს  დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების პროცესში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“. მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”.  კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს "ალიანს ჰაილაინს" თბილისშიც აშენებს. ... ...
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნაუხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,  დატბორილია  ცენტრალური ქუჩები  და  ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.  ,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა  წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც  შემოვიდა წყალი.  სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი  წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ.  სამი დღის წინ  უხვი ნალექი რომ მოვიდა  ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად  სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ,  ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ... ...
  • 6 თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების უმეტესობა აჭარასა და გურიაში ფიქსირდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ... ...
  • ბათუმის ბულვარში 2 მამაკაცი დაჭრესბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. მედიკოსების თქმით, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...