იუსტიციის სამინისტრო ადვოკატებს კლიენტების "ჩაშვებას" სთხოვს

მთავარი თემა

იუსტიციის სამინისტრო ადვოკატებს კლიენტების "ჩაშვებას" სთხოვს

2013 ნოე 13 18:23:37

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველ და მეორე მოსმენაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. თუმცა, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია.

უფრო კონკრეტულად კი: "ადვოკატთა შესახებ" კანონის 7 მუხლს (პროფესიული საიდუმლოება) ემატება მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაციას აწვდის აღნიშნული კანონით და შესაბამის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

"ადვოკატთა შესახებ" კანონის მე-7 მუხლში საუბარია პროფესიული საიდუმლოებაზე, რომლის თანხმადავ ადვოკატი ვალდებულია:

ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად;

ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია.

ადვოკატები თანხმდებიან და აღნიშნავენ, რომ ზემოთ ხსენებული ცვლილებებით მათ ეთიკას ჩრდილი მიადგება. ასევე, კლიენტს ადვოკატის მიმართ უნდობლობა ჩამოყალიბდება.

კანონში "ადვოკატთა შესახებ" ცვლილებების პრეოქტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ მოცემული ცვლილებები ანომალიურია.

"ეს არის სააკაშვილის მდიდარი ტრადიციების გაგრძელება საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის მხრიდან. არცერთ დიქტატორულ სახელმწიფოში არავინ არასოდეს არ შეხებია ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვის შეზღუდვას, ეს არ გაუკეთებია არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს, ამის გაკეთება გადაწყვიტა დემოკრატიის და სამართლიანობის ლოზუნგით მოსულმა სამოქალქო საზოგადოების გაძლიერებაზე დღე და ღამე ფიქრით გატანჯულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ. ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადასვლამდე ცდილობს სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევით და გაანადგუროს დაცვის ინსტიტუტი, რაც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო დოკუმენტს. მალე, ალბათ, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შემოვა მთავრობის კანონპროექტი, სადაც სასულიერო პირებს დაავალდებულებთ მოქალაქისაგან აღსარების მიღების შემდეგ, ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და ა.შ.

ადვოკატებთან მიმართებაში დაუშვებელია "ადვოკატთა შესახებ" კანონის მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება, შევიდეს ცვლილება და ადვოკატი დაავალდებულოთ დაარღვიოს პროფესიული საიდუმლოების პრინციპი.

უფრო ნათელი რომ გახდეს საქართველოს პარლამენტისთვის თუ რა საშიშროების შემცველია აღნიშნული ცვლილება მოგიყვანთ ერთ მაგალითს: ვთქვათ ადვოკატს კლიენტთან გაფორმებული აქვს გრძელვადიანი ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურეობაზე ნებისმიერ სადაო საკითხთან დაკავშირებით. ადვოკატმა კლიენტი დაასმინა, რომ მისმა კლიენტმა დადო საეჭვო გარიგება. სისხლის სამართლის კოდექსის 202 პრიმა მუხლის თანახმად, ადვოკატს უფლება არ აქვს კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მან იგი დაასმინა, როგორც საეჭვო გარიგების დამდები, რადგან დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით. შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე პირი, რომელიც დაასმინა თავისმა ადვოკატმა და კილიენტმა არ იცის ამის შესახებ, მიმართავს იგივე ადვოკატს, რათა მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას თავისი კლინტი. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც შეიძლება მოხდეს საკმაოდ ხშირად. ამიტომ პარლამენტი როდესაც იხილავს კანონპროექტს უნდა დაფიქრდეს, საით მივდივართ?

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ძმანი მისნი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშკარად უპირისპირდებიან სამოქალქო საზაგადოებას. თუ საქართველოს პარლამენტმა არ აღკვეთა ამ "ბრწყინვალე დუეტის" სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა არის ნული. იმედია, პარლამენტი წინ აღუდგება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის შემოტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს და არ გაანადგურებთ ადვოკატის ინსტიტუტს. მოცემული ცვლილება ანომალიურია", _ ნათქვამია ხატიაშვილის მიმართვაში.

"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესი არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და არ მომხდარა მასში ადვოკატების ჩართვა.

საია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო განხილვები უნდა გახანგრძლივდეს და დოკუმენტის მეორე მოსმენით მიღება უნდა გადავადდეს.

"მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება ხდებოდეს გამჭვირვალედ, შესაბამისი სფეროს პროფესიონალების ჩართულობითა და მათთან კონსულტაციით. ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის, საკანონმდებლო ბაზისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინება. ჩვენი შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესი სათანადოდ არ წარიმართა და ამავდროულად, საქართველოში ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული თავისებურებების მხედველობაში მიღებას არ ჰქონდა ადგილი", _ ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ცვლილებებს მიუღებელს უწოდებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც.

"იგულისხმება, რომ კლიენტი უნდა "ჩაუშვა", რაც სრულიად მიუღებელია. ეს ყველანარი ნორმის დარღევაა. ვერც ვიჯერებ რომ ეგეთი რამ შეიძლება მოხდეს. ეს იგივე, რომ მღვდლისთვის თუ აღსარების საშუალებით კონკრეტული დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა, შესაბამის ორგანოებს აცნობოს", _ ამბობს ნიკოალიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძენს, რომ მსგავსი რამ კომუნისტურ ხელისუფელბასაც კი არ დაუწესებია.

მსგავსი მოსაზრება აქვს ადვოკატ პაატა შავაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებებით ადვოკატთა დევნა გრძელდება.

"ვინ მგვცა ჩვენ იმის უფლება, რომ კლიენტის საიდუმლოება გავამხილოთ? ეს ყოვლად დაუშვებელია. როგორც ჩანს ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნა კვლავ გრძელდება. ვინც ეს მოიფიქრა, სჯობს გადაიფიქროს, რადგან ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება.

ამათ სურთ, რომ მუშაობაში როგორმე ხელი შეგვიშალონ. ვიძახით ევროპელები ვართო, არის ასეთი ნორმები ევროპულ ქვეყნებში? როგორც ჩანს გრძელდება ადვოკატების დევნა, არ სჭირდებათ ადამიანის უფლებების დაცვა", _ უთხრა "გურია ნიუსს" შავაძემ




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...