"29–ე ბაგა–ბაღის დირექტორი რამაზ ნოზაძის და უგულავას პირად დაპირისპირებას შეეწირა"

gurianews.com

მთავარი თემა

"29–ე ბაგა–ბაღის დირექტორი რამაზ ნოზაძის და უგულავას პირად დაპირისპირებას შეეწირა"

2013 ნოე 14 10:43:03

ბაღის თანამშრომლები იმასაც ამბობენ, რომ წინა კვირას დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფი შევიდა და ეს შემოწმება სწორედ ლალი ნოზაძის მოსახსნელად იყო ჩატარებული. თავად გათავისუფლებული დირექტორი აღნიშნავს, რომ ასეთ შემოსვლას შემოსვლა არ ჰქვია, ეს უფრო შემოვარდნის და დატერორების ტოლფასი იყო.

ლალი ნოზაძე:

"22 ოქტომბერს სააგენტოდან შემოვიდა მონიტორინგის ჯგუფი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს შემოსვლა არ იყო, უფრო შემოვარდნას ჰგავდა. ჩემი კაბინეტი საარჩევნო უბანს ეკავა და ასევე ვუთხარი მათაც. რაზეც საკმაოდ უხეშად მიპასუხეს, ჩვენ არც გვჭირდება შენი კაბინეტი, სამზარეულოში შეგვიყვანეო. ასეც მოვიქეცი. ეს ხდება დღის საათებში, ზუსტად 12 საათი და 30 წუთი იყო. ამ დროს სამზარეულოში თევზს ამზადებდნენ, ერთი პარტია იწვებოდა, მეორე ირეცხებოდა და მესამე პარტია ყუთით იქვე იდო, რადგან გასარეცხად იყო გამზადებული. დასკვნაში კი ჩაწერეს, რომ თითქოს ეს 10 კილო თევზი მოსაპარად იყო გამზადებული და მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ გამოჩნდა.

თვითონ სიტყვა "მოსაპარად" არის საშინელი და შეურაცმყიფელი ჩემთვის, ჩვენს ბაღში ყველა კეთილსინდისიერად მუშაობს და მაქსიმალურად ვიხარჯებით ბავშვებთან. ბაღი რომ მოწმდება, იწერება აქტი, რომელზეც ხელი უნდა მოაწერინონ თანამშრომლებს, აქ კი არაფერზე მოგვიწერია ხელი.

მერე სულამანიძემ დამიბარა სამსახურში და გამაცნო უკვე იქ დაწერილი აქტი, რომელსაც არ დავეთანხმე და ვუთხარი კიდეც, ხელს არ მოგიწერთქო. არც ეგ არის პრობლემაო, ხელმოუწერავადაც გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. 35 წლის განმავლობაში შენიშვნაც კი არ მქონია და თუ რაღაც შენიშვნა დაწერეს, პირველ ჯერზე გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, მერე სასტიკი საყვედური, უკანასკნელი გაფრთხილება, ასე უცბად მოხსნა ნამდვილად არ გამიგონია.

მე მეგონა დამთავრდა ასეთი ქმედებები, მახსოვს 5 წლის წინ ძალიან კარგი დირექტორები გაათავისუფლეს და თავიანთი კოორდინატორები დანიშნეს, რადგან ბაღი დიდი ძალაა. ახლაც უნდოდათ ასე, მაგრამ ჩვენთან ვერ ნახეს დასაყდრენი, მოიგონეს მოადგილის სტატუსი, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ აქვს და ხელფასი დაენიშნა 600 ლარი, მაშინ როცა პედაოგს 300 ლარი აქვს. სად არის კორუფცია, იქ, რომ მშობლებმა კაბინეტებში თავიანთი შვილებისთვის მწვანე კუთხე მოაწყვეს, თუ აი, აქ, ხელფასის ოდენობაში, ან სადღაც გამქრალ პრემიებში. მე არც აქციაზე ვყოფილვარ და არც სამსახურში გავსულვარ, მაგრამ უსამართლობასთან შეგუება ძალიან ძნელია და ვითხოვ სამართლიანობას".

მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე აცხადებს, რომ მას აქვს იმდენი საშუალება, დედას არაფერი გაუჭირვოს და დირექტორის მცირე ხელფასის აღარ ქონა, არც კი დაატყოს, მაგრამ ის არ აპირებს უსამართლობასთან შეგუებას, არ დათმობს ბინძური ხრიკებით ადამიანის უფლებების შელახვას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. რამაზ ნოზაძე იზიარებს დედის კოლეგების მოსაზრებას, რომ დირექტორი შვილისა და ქალაქის მერის პირად დაპირისპირებას შეეწირა და ამბობს, რომ უგულავა მართლაც ცდილობდა მის დისკრიმინაციას, მაგრამ თავად მას რომ ვერაფერი დააკლო, მიადგა ყველაზე წმინდას – დედას.

რამაზ ნოზაძე:

"გახსოვთ ალბათ, თბილისში "დიფარფლის" კონცერტი იყო, ეს ის პერიოდია ავღანეთში ბიჭები რომ დაიღუპნენ. კონცერტზე მე და ჩემი მეუღე ვიყავით. მოვიდნენ გიგი უგულავა მეუღლესთან ერთად და სააკაშვილი. მე ამან აღმაშფოთა, მივედი მათთან და ვუთხარი, საქართველო თავზე გემხობათ და აქ ტაშის დასაკრავად რომ დგეხართ, წადით და საქმეს მიხედეთ-მეთქი.

ამის მერე გამოვტრიალდი და დავტოვე სტადიონის ტერიტორია. ამის მერე დაიწყო ჩემი დისკრიმინაცია, მაგრამ რომ ვერაფერი გამომინახეს, მიადგნენ ჩემთვის ყველაზე წმინდა ადამიანს – დედაჩემს. მისი ბინძური ხრიკებით გათავისუფლებით დამანახეს ვითომ თავიანთი ძალა და პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილა უგულავამ. მხოლოდ მას თუ შეეძლო ასეთი ხერხებისთვის მიემართა, ასეც ჩვევიათ ნაციონალებს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ დაუძველდათ მეთოდები.

მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, როგორ მოქმედებენ ესენი. ველაპარაკე სააგენტოს უფროსს რამაზ სულამანიძეს, ჩემმა მეგობრებმა ქაცარავას დაურეკეს და პასუხი იყო – ჩვენ ხელებს ვწევთ, ეს გიგი უგულავას პირდაპირი მოთხოვნააო, გვირეკავს და გვეუბნება, რამაზ ნოზაძის დედა უნდა გაათავისუფლოთ სამსახურიდანო.

აქ პირდაპირი დაკავშირებაა ჩემზე, დედაჩემი არაფერ შუაშია. მოვიდეს უგულავა ჩემთან და მე გავცემ ყველაფერზე პასუხს."

ბაგა–ბაღის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ლალი ნოზაძე დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილა, ის სახლში იყო და მერე შეიტყო აქციის შესახებ. სკოლამდელი დაწესებულების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაღი არ დაიწყებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ არ აღსდგება სამართლიანობა.

"ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთდა, მონიტორინგის ჯგუფმაც აღიარა ეს, როცა გვეუბნებოდნენ, ჩვენ შემოვედით თქვენი დირექტორისთვის და არა თქვენთვის. 35 წლის განმავლობასი ერთი საყვედურიც არ მიუღია, ჩვენი ბაღი მოწინავეთა რიგებში იდგა და ახლა გახდა კორუმპირებული? ყველას ხომ არ დაგვხსნიან, სანამ არ აღსდგება სამართლიანობა, ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს.

მშობლებიც ჩვენს გვერდით დგანან, ბებიები და ბაბუებუც კი იყვნენ დღეს აქციაზე. ჩვენ არ გამოვსულვართ ქუჩაში, როცა საქმე ეხებოდა მატერიალურს, აქ უკვე საქმე სულიერებას ეხება და მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგნას, რადგან ჩვენი დირექტორი უგულავას პირად ამბიციებს შეეწირა," _ აცხადებენ ბაღის თანამშრომლები.

"გურია ნიუსი" შეეცადა მამუკა ქაცარავასა და რამაზ სულამანიძესთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ.


ნახვა: 803


 ახალი ამბები
  • NDI: 31% მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართული ოცნებას" ასახელებსNDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% -ისთვის, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართული ოცნებას" ასახელებს. 10% ამბობს, რომ ასეთ პარტიად "ნაციონალური მოძრაობა" მიაჩნია. "ევროპულ საქართველოს" მხარი 4%-მა დაუჭირა, ხოლო "პატრიოტთა ალიანსს“ 3% ასახელებს. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 30% პასუხი არ გასცა. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს ... ...
  • NDI-ს კვლევა: 27 % _ "ქართული ოცნება"; 10 _ % "ნაციონალური მოძრაობა"NDI-ს კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს,  გამოკითხულთა 27 პროცენტი ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა; 10% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“  დაუჭერდა; 3% _  “ევროპულ საქართველოს”, ხოლო 7% სხვა პარტიას. ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას;  15% გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს; ხოლო 13 %-მა კითხვას პასუხი არ გასცა. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს. ამავე თემაზე: NDI-ს კვლევის პოლიტიკური ნაწილი: პარტიების რეიტინგები და ამომრჩევლის ... ...
  • NDI-ს კვლევის პოლიტიკური ნაწილი: პარტიების რეიტინგები და ამომრჩევლის მოლოდინიეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამომრჩევლებსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა. მოსახლეობის უმეტესობა ელის, რომ პარლამენტის წევრი პარტიის (75 პროცენტი) და საკუთარ ინტერესებს (55 პროცენტი) დაიცავს, და არა მოქალაქეებისას (41 პროცენტი). ასეთი განწყობები განსაკუთრებით ჭარბობს თბილისში. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარლამენტისადმი უფრო პოზიტიური მოლოდინებით გამოირჩევიან. მათი 67 პროცენტი ფიქრობს, რომ დეპუტატები მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ. გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ მოქალაქეების პარლამენტთან კომუნიკაცია ძალიან დაბალია: მოსახლეობის 3 პროცენტზე ნაკლებს მიუმართავს თხოვნით პარლამენტარისთვის ან დასწრებია კომიტეტის სხდომას. თუმცა, მოსახლეობის 10 პროცენტი ამბობს, რომ დასწრებია პარლამენტის ან დეპუტატის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას. მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტმა შეძლო სწორად დაესახელებინა პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 30 პროცენტით ნაკლებია. მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედს სმენია 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინიციატივის _ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ. მათგან მხოლოდ 39 პროცენტი ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს ამ ცვლილებების შესახებ და მხოლოდ 6 პროცენტს მიაჩნია, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის აზრს. “პარლამენტის წევრებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ, რათა მოსახლეობის მეტი ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ წარმოაჩინონ თუ როგორ ემსახურებიან ამომრჩევლების ინტერესებს. ასეთი საშუალებებია: საჯარო შეხვედრები, ღია კარის საათები, პარლამენტის უფრო ღია დაწესებულებად ქცევა, სხვადასხვა საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება, კანონშემოქმედების პროცესში მოსახლეობის ჩართვა და სხვა,”  _ განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. _ “სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაჟორიტარული ბიუროების გაუქმება მოყვება.” _ ამბობს თორნტონი. ორგანიზაციის ცნობით, პოლიტიკოსებისადმი ასეთი დაბალი მოლოდინების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პარტიას. ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხვა არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა და პარტიული მხარდაჭერის მონაცემები თითქმის უცვლელია წინა კვლევებთან შედარებით. შეკითხვაზე თუ “რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია” 31 პროცენტმა დაასახელა “ქართული ოცნება”, 10 პროცენტმა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 4 პროცენტმა - “ევროპული საქართველო”, 3 პროცენტმა კი - “პატრიოტთა ალიანსი”. პარტიების მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია ახალგაზრდებში. მსგავსი მონაცემებია კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას”: 27 პროცენტი “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი - “ნაციონალურ მოძრაობას”, 3 პროცენტი კი - “ევროპულ საქართველოს”. “როგორც ჩანს, მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლები, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან. ისინი ელიან თუ როდის შესთავაზებენ პარტიები დამაჯერებელ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან და როგორ აპირებენ უკეთესი შედეგების მიღწევას. მანამდე კი, პარტიების მხარდაჭერის მონაცემებში დიდ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ,” - განაცხადა ლორა თორნტონმა. მოქალაქეები კვლავ უკმაყოფილონი არიან საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია და მხარს უჭერენ გენდერული კვოტის შემოღებას (63 პროცენტი). უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა (81 პროცენტი) და ადრეული ქორწინება (72 პროცენტი) დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობას საკმაოდ ფართოდ ესმის სექსუალური შევიწროების არსი. 80 პროცენტზე მეტი თანხმდება, რომ ადამიანისგან კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნა, სექსუალური შინაარსის კომენტარებით და სხვა ქცევებით სამსახურში არაკომფორტული და უხერხული გარემოს შექმნა და საზოგადოებრივ სივრცეში უცხო ადამიანზე განზრახ შეხება სექსუალური შევიწროებაა. მოქალაქეების უმრავლესობა (77 პროცენტი) მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდგე კანონის შემოღებას. “მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკოსები ამ მოთხოვნას ფეხს ვერ უწყობენ,” - განაცხადა ლორა თორნტონმა. მისივე თქმით, “სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით იზრდება მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი ისეთი პრობლემების გადაჭრის ალბათობა, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება.” NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC ... ...
  • "ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი" დეპუტატი ჭიჭინაძე: "თითო კურსს ვსწავლობდი ბეჯითად 5 წელი"საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გუშინ, სოფლის მცხოვრებლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა" და "სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში".როგორც აღმოჩნდა, სხვის უსწავლელობაზე მოსაუბრე ჭიჭინაძეს პარლამენტარობისას დიპლომიც არ ჰქონია. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ  მეხუთე მოწვევის პარლამენტის (1999-2004) დეპუტატობის დროს  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაუმთავრებელი ჰქონდა. ამ დროს ჭიჭინაძე პარლამენტში ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოდგენდა.ახლა ჭიჭინაძე "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს და ამჯერად განათლების გრაფაში უწერია: საგანმანათლებლო დაწესებულება _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სპეციალობა სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა. თუმცა, როდის დაიწყო და დაასრულა სწავლა, მითითებული არაა.მითითებულია მხოლოდ ის, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი 1983-1988 წლებში იყო.თავად „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ დიპლომი 2000 წელს აიღო. კითხვაზე, რატომ დასჭირდა სხვის განათლებაზე მოსაუბრე დეპუტატს 17 წელი დიპლომის ასაღებად, ასე გვპასუხობს:„თითო კურსს ვსწავლობდი ბეჯითად 5 წელი. კიდევ რა გაინტერესებთ? მე თქვენ სერიოზული ადამიანი მგონიხართ“._ ბატონო დავით, რას ხედავთ არასერიოზულს ჩვენს შეკითხვაში _ გვაინტერესებს, რატომ დაგჭირდათ 17 წელი დიპლომის ასაღებად... თქვენს ბიოგრაფიაში წერია, რომ სტუდენტი 1983 წლიდან 1988 წლამდე იყავით. ბიოგრაფიით ირკვევა, ასევე, რომ 1999 წელს, პარლამენტარობისას სასწავლებელი დამთავრებული არ გქონდათ და ახლა ამბობთ, 2000 წელს ავიღე დიპლომიო..._ თუ გნებავთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჟურნალი აირეთ და იქაც წერია და არსად მე ეგ არ დამიმალია. 1988 წელს ქვეყანაში დაიწყო კოოპერაცია. მე ინსტიტუტი პრაქტიკულად დამთავრებული მქონდა. სამი წელი განაწილება იყო მაშინ საჭირო, რომ დიპლომი აგეღო. სხვებისგან განსხვავებით ვამჯობინე ბიზნესით დავკავებულიყავი და არა დიპლომის აღებით, _ ამბობს დავით ჭიჭინაძე.მისივე თქმით, 90-იან წლებში საქართველოში არ იმყოფებოდა და დიპლომი დაბრუნების შემდეგ აიღო:_ მივდიოდი-მოვდიოდი, სხვაგან ვმუშაობდი. ჩამოვედი 1999 წელს, აღვიდგინე თავი ჩვეულებრივად, გადავაბარე 12 გამოცდა სახალხოდ, სტუდენტებთან ერთად და დავიცავი დიპლომი._ შეგიძლიათ რამდენიმე თქვენი კურსელის ან იმ ადამიანის ვინაობა გვითხრათ, რომლებთანა ერთადაც სადიპლომო დაიცავით? თუ არ ვცდებით, ეს ის პერიოდია, როცა, როგორც ამბობენ დიპლომის ყიდვა ადვილი იყო... მეტი დამაჯერებლობისთვის გადავამოწმებთ დეტალებს, რადგან ეჭვები თქვენი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით უკვე გამოითქვა.._ რა ყიდვა, ვერ გავიგე _  4 წელი ვსწავლობდი. ის გავლილი მქონდა, მთელი კურსი დამთავრებული მქონდა. გასავლელი არაფერი მქონდა. მარტო დიპლომი მქონდა დასაცავი._ ბატონო დავით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, თქვენი სამუშაო გამოცდილების გრაფაში წერია, რომ 2004-2016 წლებში „ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი“ იყავით. იქნებ, განგვიმარტოთ რას ნიშნავს ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი..._ დამფუძნებელი არ იცით, რას ნიშნავს?_ ორგანიზაციის დამფუძნებლის მნიშვნელობა ვიცით, მაგრამ ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებლის არა და ამიტომაც გთხოვთ განმარტებას._ ასე არ წერია._ ზუსტად ასე წერია... სიტყვა-სიტყვით_ იქ წერია, ბიზნესსაქმიანობა._ არ იცით, რა წერია თქვენზე პარლამენტის ვებგვერდზე?_ გრაფაში ასეა _ ბიზნეს საქმიანობა, მძიმე, დამფუძნებელი. ეს იმიტომ, რომ ბიზნესსაქმიანობაში შეიძლება იყო დირექტორი, შეიძლება იყო მენეჯერი, შეიძლება იყო მუშა და არის კიდევ ერთი სტატუსი, როდესაც შენ ხარ დამფუძნებელი.  ის დამფუძნებელი დღესაც ვარ._ თქვენ გინახავთ, რა წერია პარლამენტის ვებგვერდზე?_ პარლამენტის ვებგვერდს მე არ ვკრიბავ.  იქ იყო ასეთი კითხვა _ 2004-2016 წელს რით ხარ დაკავებული, რა სტატუსით იყავი? ვიყავი დამფუძნებელი. და „გურია ნიუსს“ მეტი საქმე არ აქვს, ეტყობა. ქვეყანაში მე მგონი სერიოზული მოვლენები ხდება და ჩემი-სწავლა განათლებით ინტერესდებით._ განათლების საკითხზე გუშინ თქვენ ისაუბრეთ და ახლა მიგაჩნიათ ეს თემა უინტერესოთ როდესაც თქვენი, პარლამენტის  დეპუტატის განათლებით დავინტერესდით?_ დიპლომით არ განისაზღვრება ხოლმე განათლება. ხალხს ხუთ-ხუთი დიპლომი უდევს, მაგრამ უმუშევრები ზიან._ და ზოგი უდიპლომოდაც ხვდება პარლამენტში, ხომ?_ მერე რა, მაგალითები ბევრია უდიპლომოების. საერთოდ, ერთი რამ დაიმახსოვრეთ _ ინსტიტუტებში არ ასწავლიან წარმატების საიდუმლოს. სხვა რაღაცაა, სხვა რამე სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში, _ აღნიშნა ჭიჭინაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თუკი მისი განათლების კომპეტენციაში ვინმეს ეჭვი შეეპარება, საუბრისთვის მზადაა. ამავე თემაზე: დავით ჭიჭინაძე: სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, ... ...
  • გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი ... ...

არქივი

ზაფრანი

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...

უცნაური იტალიური ქორწილი

იტალიურ სოფელ კაზალ-დი პრინჩიპეში უცნაური...

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

"გონებაშეზღუდული" გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...