"გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები "იდენტობის" ინიციატივასთან შესაბამისობაშია"

მთავარი თემა

"გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები "იდენტობის" ინიციატივასთან შესაბამისობაშია"

2013 ნოე 14 12:55:53

"სახალხო დამცველის აპარატი "იდენტობის" ინიციატივას მიესალმება და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად. ამის შესახებ ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. მის, როგორც წინა წლების, ასევე ბოლო, 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ძირითად პრობლემად განიხილავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას, რაც, სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. სახალხო დამცველისთვის ქ. თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართა 7 657 ოჯახმა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა (საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2012 წელი, სათანადო საცხოვრისის უფლება, გვ. 575–583).

უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაციის "იდენტობა" ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა, მისი შესრულება ვერ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის და გეგმის არარსებობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მიეღოთ ყველა ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება "ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა… მონაწილე სახელმწიფოები… მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის".

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით (მუხლი 25). ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას (მუხლი 31). საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაციის "იდენტობა" ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის "იდენტობა" პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას "ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ". აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაციის "იდენტობა" ინიციატივის არასწორ განმარტებას ეფუძნება. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, "მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. . . . მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით."

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაცა "იდენტობა" ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აღნიშნული ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი. ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია მის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, რათა მინიმუმამდე შეამცირონ უსახლკარო პირთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს და საზოგადოებას", _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფერისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...
  • პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნოსაქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...