უცვლელი მინისტრთა კაბინეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მთავარი თემა

უცვლელი მინისტრთა კაბინეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

2013 ნოე 18 22:58:04

ამ ერთი წლის განმავლობაში მთავრობა იქცა ქმედით გუნდად, რომელმაც კარგად გაართვა თავი მოვალეობას. მე ერთი წელი ვიყავი ამ გუნდის წევრი და მე ისინი მუშაობაში მყავს გამოცდილი. მთავრობის თითოეულმა წევრმა თავდადებით იმუშავა და შეიძლება ითქვას, რომ აქამდე მოვიდა მნიშვნელოვანი შეცდომებისა და გადაცდომების გარეშე. როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ეს არის ევროპული გუნდი. ჩვენმა მინისტრებმა ერთი წლის განმავლობაში დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ემსახურონ თავიანთ ხალხსა და ქვეყანას, სწორედ ამიტომ უცვლელად გთავაზობთ მთავრობის ახალ შემადგენლობას. უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას," _ განაცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი გუნდის წარდგენისას, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი შსს-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭიკაიძეა. ყველა მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა და ახალ მთავრობაში მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ენერგეტიკის მინისტრი კვლავ კახი კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კი ლევან ყიფიანი იქნება.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მინისტრთა კაბინეტის უცვლელად დატოვებას, რომელი მინისტრები შეიძლებოდა შეცვლილიყვნენ და რას გამოიწვევდა ცვლილება, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი“ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

"პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სასურველი იქნებოდა ეკონომიკური დარგის მინისტრები შეცვლილიყვნენ, თუმცა, მათ დატოვებასაც გამართლება აქვს.

"უნდა შეცვლილიყო თუ არა ვინმე მინისტრთა კაბინეტში ძნელი სათქმელია, თუმცა ეკონომიკური დარგის მინისტრების შეცვლა შეიძლებოდა. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ბევრი ალტერნატივა და უკეთესი კანდიდატურები შესაძლოა არც ჰყავდათ, ამ ეტაპზე ცვლილებებისგან თავი შეიკავეს. ამასთან, შესაძლებელი იყო ამას ბზარები გამოეწვია კოალიციაში მდგრადობის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ტურბულენტური პერიოდია, ბიძინა ივანიშვილი წასვლას აპირებს, ამიტომ კოალიციაში ერთიანობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, აქაც შეიძლებოდა ცვლილებაზე ფიქრი, მაგრამ მთლიანობაში თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები მთავრობის მოთხოვნებს ასე თუ ისე პასუხობენ და საკმაოდ წარმატებითაც. ძირითადად, ასეთი წარმატებული მინისტრები რამდენიმეა, მათ შორის იუსტიციის, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამინისტროებში ჯერჯერობით არც ჩანს ახალი ხედვები და რეფორმების გატარების მცდელობა. ამიტომ ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა შეცვლილიყო. წესით, ერთი წელიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ მინისტრებს თავი წარმოეჩინათ. შეიძლებოდა ენერგეტიკის სამინისტროშიც განხორციელებულიყო ცვლილება, რადგან უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი,“ _ აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, რაც შეეხება ევროინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების მიღწევებს, მნიშვნელოვანია ქვეყანამ ამისთვის შიდა სტაბილურობა შეინარჩუნოს.

"ობიექტური რომ ვიყოთ, წინა ხელისუფლებასაც დიდი წვლილი მიუძღვის მაგაში ევროინტეგრაციის კუთხით. ვილნიუსის სამიტზე რამდენიმე დღეში პარაფირება იქნება, რაც ეს ორივე ხელისუფლების დამსახურებაა. მთავარი ის არის, ეს მომავალში შენარჩუნდება თუ არა. ანუ ეს ასოცირების ხელშეკრულებასთან არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ვიყავი შეხვედრებზე და ყველა გვეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრი რამე შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. შერჩევითი სამართლის არარსებობასთან და უამრავ სხვა ფაქტებთან, რამდენად მოახერხებს საქართველო შეინარჩუნოს სტაბილური ვითარება, რომ არ დაემსგავსოს უკრაინას და სხვა ქვეყნებს. თუ ეს შენარჩუნდა, ჩვენ, ალბათ, მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ,“ _ აცხადებს კაკაჩია.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრების ცვლილება ამ ეტაპზე გაუმართლებელი იქნებოდა.

"მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ისევ დარჩნენ ის მინისტრები, რომლებიც ამ საქმეს უკვე ერთი წელი აკეთებდნენ. გადაწყობის პროცესი მიდის და ვფიქრობ, დგება ის მომენტი, როცა მათ სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. დღეს უკვე ვეღარავინ ამოეფარება ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს, მის იმედზე ვერ იქნებიან. ვფიქრობ, ხალხი კვალიფიციურია და გაუმართლებლად მიმაჩნია შეცვლილიყო ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები. წლევანდელი შედეგი იქნება მთავრობისთვის გადამწყვეტი და არა მარტო მათი მთავრობაში დარჩენის თვალსაზრისით. გუნდის ცვლილება გამოიწვევდა, რომ რამდენიმე თვე კიდევ მათ აზრზე მოსვლას დასჭირდებოდა; გაანალიზებას რა სიტუაცია არის რეალურად და რისი გაკეთება შეიძლება. ახლა მთავარია მთავრობის ერთიანი პოზიცია და პრემიერ-მინისტრის ხედვები საშინაო პოლიტიკაზე. მაშინ შეიძლება საუბარი თუ რამდენად რეალური იქნება იმ სისტემური კრიზისის დაძლევა, რომელიც აშკარად ჩამოყალიბებულია ქვეყანაში,“ _ აცხადებს გიორხელიძე.

მისივე თქმით, ახლა მთავარი პრემიერ-პმინისტრის ერთიანი, მკაცრი ჩამოყალიბებული ხედვაა, წინააღმდეგ შემთხვევაში 2014 წლის ბოლოსაც საუბარი იმაზე, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ბრალია, გამართლებული არ იქნება.

"გასულ ერთ წელს მე ორნაირად შევაფასებდი. ჯერ ერთი იმ ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, შეუძლებელი იყო. წლის დასაწყისშივე ვწერდი, რომ გადაწყობა აუცილებელი იყო და მთავრობას ამ პროცესში უნდა ეყოს გამბედაობა, რომ წავიდეს ეკონომიკის ვარდნაზე, სხვანაირად გადაწყობა არ ხდება. ასე რომ, ვარდნა ობიექტური მომენტია. მეორე მხრივ, მთავრობას გაცილებით ენერგიულად შეეძლო ემოქმედა და დროულად შეემუშავებინა განვითარების ერთიანი სტრატეგია. ჩვენ ვერ მივიღეთ ის ეფექტი, რომელიც საჭირო იყო. ახლა უკვე აუცილებელია მკაცრი, ერთიანი ხედვის ფარგლებში მოქმედება, რომელიც მინიმალურ დროში საშუალებას მოგვცემს კრიზისი ნელ-ნელა დაიძლიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ვერანაირი ნებელობითი გადაწყვეტილებები შედეგებს ვერ მოგვცემს. ეკონომიკა არ დაემორჩილა ბიძინა ივანიშვილს, ცხადია ის არ დაემორჩილება არც ახალ პრემიერ-მინისტრს. მთავარია რომ პრემიერის ხედვები და გადაწყვეტილებები შესაბამისი იყოს იმ ვითარებასთან, რაც დღეს ქვეყანაშია. მაშინ თანდათანობით შეიძლება პროგრესის მიღწევა. მხოლოდ გონივრული, პროფესიული ხედვებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე წელსაც საუბარი იმაზე, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ბრალია, გამართლებული არ იქნება. უახლოეს დღეებში ჩვენ მოვისმენთ ღარიბაშვილის ხედვებს და შეფასება მერე შეიძლება. არა მგონია, რომ ბატონი ღარიბაშვილი ვერ გრძნობდეს რამდენად რთული მდგომარეობაა. თავისთავად ის, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია, არ არის იმის გარანტი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. მისი მხრიდან, პირველ ეტაპზე ვფიქრობ, სწორია მთავრობის შენარჩუნება ტაქტიკური თვალსაზრისით. ახლა მთავარი შედეგებია, რაც ამ კრიზისის პირობებში მხოლოდ ერთიანი, მკაცრად გათვლილი სტრატეგიით მიიღწევა. ეს უნდა გაიგოს მთავრობამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მომავალი წლის ბოლოს არაეფექტურ მთავრობას მივიღებთ. 2013 წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ყველაფერი გამოჩნდებოდა და ჩვენ არაფერი გვექნება მიღწეული. დღეს სწორედ არაფერი გვაქვს, თუმცა გვაქვს შესანიშნავი შანსი ეს არაფერი გადავლახოთ,“ _ აცხადებს გიორხელიძე.

რაც შეეხება მინისტრების განცხადებებს, წარდგენის შემდეგ მათმა ნაწილმა ერთი წლის მუშაობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა მუშაობას კოაბიტაციის დასრულებისთვის დამახასიათებელ სტილში გააგრძელებს და "გუნდური მუშაობა ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიიყვანს".

"როგორც იქნა, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ხელისუფლების ყველა შტომ გუნდურად ვიმუშაოთ. ეს ხელს შეუწყობს იუსტიციის სამინისტროში იმ რეფორმების ბოლომდე მიყვანას, რომელიც დავიწყეთ და რომელიც მთლიანი გუნდის ძალისხმევის პირობებში, მიგვიყვანს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პარაფირებიდან რამდენიმე თვეში," _ განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება მთავრობის ერთწლიანი მუშაობის მთავარ მიღწევას, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ეს თავისუფლების განცდაა.

"საქართველოს მთავრობის რამდენიმე მთავარ წარმატებას შორის, როგორც იუსტიციის მინისტრი, აღვნიშნავდი ერთ-ერთ პირველს - ეს არის თავისუფლების განცდა, რომელიც მოიტანა ჩვენმა მთავრობამ თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ უკვე იქით, რომ სასამართლო თავისუფალი გახდეს საბოლოოდ, რომ პროკურორი და ადვოკატი გახდეს ძლიერი და პრესტიჟული პროფესიები საქართველოში და თითოეული ადამიანის უფლება დაცული იყოს. ამ მიმართულებით მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, პროგრესისკენ გიგანტური ნაბიჯები გადადგა. ძალიან ბევრ სფეროში ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჩვენმა რეფორმებმა თუნდაც, სასჯელაღსრულების უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში და სხვაგან, მათ მოლოდინს გადააჭარბა. ახლა მთავარია, ეს გაგრძელდეს და როგორც ჩანს, ახალმა პრემიერმა სწორედ განგრძობადობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი," _ განაცხადა წულუკიანმა.

მომავალი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით კი, მთავრობის წევრები მზად არიან, პარლამენტს თავიანთი ხედვები მოახსენონ და ასევე, მცირე ანგარიში ჩააბარონ.

მისივე თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დაწყებული რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს, რათა საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მალე იგრძნოს ეკონომიკური რეფორმების შედეგი საკუთარი ცხოვრების დონით.

რაც შეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვას, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს ხვალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს. ხვალვე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრები საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში გაიმართება და ყველა კომიტეტი საკუთარი პროფილის მინისტრობის კანდიდატს მოუსმენს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრები და მათი მოსმენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც ბიუროს წევრები გამართულ შეხვედრებს შეაჯამებენ. პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.




 ახალი ამბები
  • ფოთში ოპოზიციას საჯარო მოხელეები ცოცხით დახვდნენ ქალაქ ფოთში “ევროპული საქართველოს“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობაზე ბოქლომის ჩამოკიდება ვერ შეძლეს. მათ ადგილზე ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს. ,,მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქაა მობილიზებული, მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე.“ _ თქვა აქციაზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ... ...
  • მეოთხე ცდა _ ეყოლება თუ არა აჭარის ტელევიზიას ახალი დირექტორისაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვინაობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მაგრამ, შესაძლებელია კონკურსი ჩაიშალოს იქედან გამომდინარე, რომ ძველი საბჭოს წევრებმა სამჯერ ვერ მოახერხეს დირექტორის არჩევა. ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე ათი კანდიდატი აპირებს გასვლას. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი დირექტორის არჩევა. ვის სურს დირექტორობა მეოთხედ  ჩატარებულ კონკურსში 10 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ესენია: დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო; ფირუზ ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი; შოთა ზოიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში; გიორგი კოხრეიძე, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი; შოთა  გუჯაბიძე, საზოგადოება "ბათომის" დამფუძნებელი, მაუწყებლის თანამშრომელი; ნათია ზოიძე, ამჟამად იგი ასრულებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, რადგანაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ის დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. მანამდე ნათია ზოიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" ბათუმის ოფისში მუშაობდა; ნათია შავაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების პროდიუსერი; მაია მერკვილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე; ლაშა ზარგინავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის  ტოქშოუს "მთავარი აჭარაში" წამყვანი; შოთა (ბაჩო) გურაბანიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი. “მათ ძალიან გაუჭირდებათ სახელისუფლებო დირექტორის ხელში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის მოწვეული პროფესორი, ნინო დანელია ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა კიდევ ერთი დამოუკიდებელ ტელევიზიას შეუქმნას პრობლემას. “გურია ნიუსმა“ ნინო დანელიას შეაფასებინა აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დანელია  ამბობს, რომ სახელისუფლებო კანდიდატისთვის აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიაში სკამის მომზადება დაიწყო იმ წამიდან, როდესაც “ქართული ოცნების“ მიერ კვოტით წარდგენილმა საბჭოს წევრმა დაიწყო ნათია კაპანაძის მისამართით იმპიჩმენტის პროცესი. ნინო დანელია: „თქვენს მკითხველს მინდა შევახსენო, კაპანაძის დროს გამოქვეყნდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მომზადებული ანგარიში, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ იმ პოლიტიკურად პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომელიც საქართველოში გვაქვს, აჭარის ტელევიზია იყო გამორჩეულად დაბალანსებული არჩევნების გაშუქების დროს და გამორჩეულად სიღრმისეულად აშუქებდა პოლიტიკურ პროცესებს. ამ ვითარებაში, როდესაც დირექტორს უცხადებს იმპიჩმენტს, ჩნდება დიდი კითხვის ნიშნები. ასევე, მინდა ვთქვა, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს ითქვა, რომ ბიუჯეტი იყო გაფლანგული, ვნახეთ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამის ფონზე, როდესაც სამეურვეო საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა, უკვე ნათელი იყო, რაც ხდებოდა _ ხელისუფლებას არ ჭირდებოდა დამოუკიდებელი მენეჯმენტი, არ ჭირდება ტელევიზიის დამოუკიდებელი პროგრამა და მას ჭირდებოდა სათავისო კანდიდატი, რომელიც უზრუნველყოფდა “ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური გაშუქებას ტელევიზიის ახალ ამბებში და არა კრიტიკულს. ამის შემდეგ, ძველმა საბჭომ ვერ აირჩია ხელისუფლებისთვის სასურველი დირექტორი, რადგან საკმარისი ხმები ვერ მიიღო. შემდეგ ბატონმა კოხრეიძემ, რომელიც ცალსახად არის სახელისუფლებო კანდიდატი, სასამრთლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც გააჩერა საარჩევნო პროცესი სწორედ იმისთვის, სამეურვეო საბჭოს ძველ წევრებს მშვიდობიანად ამოეწურათ საბჭოში ყოფნის საკუთარი ვადა. კოხრეიძის სარჩელი მიიღო სასამართლომ და პროცესი შეაჩერა, აირჩიეს ახალი საბჭოს წევრები, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატებით არის დაკომპლექტებული და ახლა აპირებენ დირექტორად სახელისუფლებო კანდიდატი დაამტკიცონ. ახლა რატომ ვამბობ, რომ კოხრეიძე სახელისუფლებო კანდიდატია _ ნათია კაპანაძემაც შეიტანა სასამართლოში სარჩელი და მანაც მოითხოვა, გაეჩერებინათ არჩევნები, მაგრამ მას უარი უთხრეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, აირჩევენ იმ კანდიდატს, რომელიც სურს ხელისუფლებას იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, ეს ტელევიზიაც „ჩაიდონ ჯიბეში“. მე მინდა გამძლეობა ვუსურვო აჭარის ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს და პროდიუსერებს იმიტომ, რომ დღეს მათ მხრებზე დგას ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ამჟამინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე, პროდიუსერები და ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაყურებელს დაბალანსებული, ობიექტური და კრიტიკული სიუჟეტები აჩვენონ. მათ ძალიან გაუჭირდებათ სახელისუფლებო დირექტორის ხელში, მაგრამ მინდა ვთქვა, ისინი არ არიან მარტო. მათ ყავთ ბევრი გულშემატკივარი და რაც მთავარია, ერთგული მაყურებელი“, _ გვითხრა ნინო დანელიამ. ქარტიის საბჭო: „აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს: “სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება. “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის ეჭვს აჩენდა. ამის შესახებ ღიად საუბრობს ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც და ხედავს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას, რომლისთვისაც აუცილებელია მიიღოს გადამოწმებული, კრიტიკული, სიღრმისეული ინფორმაცია ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა“, _ წერია ქარტიის განცხადებაში. “არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მრჩეველთა საბჭო“ „მე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დღეს ვთქვი, რომ ამ მაუწყებელში დავრჩები მანამ, ვიდრე ჩემი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი“, _ ეს განცხადება აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს თეონა ბაკურიძეს ეკუთვნის, რომელმაც ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-გამოცემას “batumelebi.ge-ს. “ამას ვაპირებ ახლაც. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, ეს თვალში ნაცრის შეყრა გამოვა, თუმცა ნაცარშეყრილი თვალებითაც დავინახავთ და მანამდეც დავინახეთ, რა სცენარიც დაიდგა. არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მრჩეველთა საბჭო. თუ გიორგი კოხრეიძე გახდება დირექტორი, მას არ ექნება კომფორტი იმისთვის, რომ აკეთოს ის, რისი ეჭვიც გვაქვს“, _ თქვა თეონა ბაკურიძემ. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი კოხრეიძე ამბობს: „მე თუ მოვედი აქ, არავის არაფერი ემუქრება, აბსოლუტურად არავის. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ ადამინების შრომა შესაბამისად იყოს დაფასებული. დაფასება არ არის მარტო ხელფასი _ დაფასება არის ის, რომ შენს გაკეთებულ პროდუქტს უყურებდეს ... ...
  • უბედური შემთხვევა ახალციხეში_ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხეში 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლი მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. ... ...
  • მცხეთაში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესშინაგან საქმეთა სამინისტრომ, მცხეთაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ცნობისთვის, ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დღეს მცხეთაშიც  გამართა, სადაც  დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ოლქისთვის ბოქლომის დადებას და სტიკერების დაკვრას აპირებდნენ, თუმცა,  თუმცა, აქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაში გადაზარდა. დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი დააკავეს, მაგრამ გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გამოძიების მიზნით, სასამართლოს ... ...
  • "ჩვენ დავასრულებთ "მკიდია" რეჟიმში მომუშავე მთავრობას“ _ პრესკონფერენცია ოპოზიციის შტაბშიმას შემდეგ, რაც ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ოფისის დაბოქლომების მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა, ოპოზიციის წევრებმა ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე მიიპატიჟეს პროტესტის მიზეზისა და მიზნების გასაცნობად. პრესკონფერენცია „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა და მას ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელიც დეპუტატის ბიუროს „დაბოქლომების“ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას. პროტესტის მიზეზზე საუბარის დაწყება „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ბესო დოლიძემ ითავა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ტყუილსა და ერთპიროვნულ მმართველობაში დაადანაშაულა: „ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩვევია, ამჯერადაც მოგვატყუა. ყველას გვახსოვს ერთი წლის წინ ცრემლიანი თვალებით როგორ გვევედრებოდა, ხმა მომეცითო და ამ ერთ წელიწადში მოგვიწყო „გავრილოვის ღამე“ და 18 ნოემბერი. შექმნილ ვითარებაში არც ნინო წილოსანია დამნაშავე ან სხვა რომელიმე მაჟორიტარი, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს. ფაქტია, რომ ვერც ნინო წილოსანი და ვერც სხვა რომელიმე დეპუტატი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ის, რაც მოხდა, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სამართლიანად მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა შეასრულოს დანაპირები. საქართველოში რუსეთუმეობა არავისთვის უპატიებიათ და არც ახლა ვაპატიებთ. იყო ცხრა აპრილი და იმის შემდეგ საქართველოს ბედი წყდება რუსთაველზე. ასე იქნება ახლაც, ჩვენ დავასრულებთ ერთპიროვნულ და ტოტალურ მმართველობას. დღეს ჩვენ სიმბოლურად მივიტანეთ ბოქლომი და სტიკერები მაჟორიტარის ოფისთან და ექვს კაცს 60 პოლიციელი დაგვახვედრეს. ერთადერთი ირაკლი მარშანიშვილი, როგორც საკრებულოს წევრი, შეუშვეს შენობაში. მე მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, ხმა ამოვიღოთ ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ. „მკიდია“ რეჟიმში მუშაობს ეს მთავრობა, რომ თითქოს ჩვენ არ ვართ ადამიანები, არ ვართ ამომრჩევლები და არ გვაქვს უფლებები. მხოლოდ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მსახურებია მათთვის ღირებული. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ხელისუფლება ახლა ახორციელებს ოპოზიციის წინააღმდეგ, რჩება შთაბეჭდილება, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება ძალიან დაძაბული, იქნება დაჭერები და დარბევები“, _ თქვა ბესო დოლიძემ. პრესკონფერენციაზე „ევროპელების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი მარშანიშვილმა ნინო წილოსანი მიერ სოციალურ ქსელში 24 ივნისს გამოქვეყნებული პოსტი გაიხსენა: „ნინო წილოსანმა 24 ივნისს დაწერა ფეისბუქზე, რომ მესალმებოდა საქართველოში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, რამდენიმე თვის შემდეგ კი საპირისპიროს დაუჭირა მხარი. ალბათ, იმიტომ რომ მისი მეუღლისა და მამის საქმე დღემდე პროკურატურაშია და სახელმწიფო 65 მილიონს ედავება. ის ჩვეულებრივი ბიძინას მარიონეტია“. მარშანიშვილის თანაპარტიელმა რამაზ გვარჯალაძემ კი დაანონსა, რომ თუ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, მაშინ ეს ხელისუფლება მოღვაწეობას ცუდად დაამთავრებს: „დღეს ჩვენ გვინდოდა მარტივი პროტესტის გამოხატვა, თუმცა, მერიის შენობაში შესვლის უფლება არ მოგვცეს. განმარტებას ვერავინ გვაძლევდა, რისთვის გვეზღუდებოდა შენობაში შესვლის უფლება. იქ იდგნენ პოლიციელები, რომელთა სახეზე აშკარად იკითხებოდა, რომ მათ საკუთარი ნებისა და სურვილის წინააღმდეგ უწევდათ მოქმედება. ეს პროცესები, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს აუცილებლად გადამდებია და ეს ყველაფერი არ დასრულდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნებას არ შეასრულებს. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად დაასრულებს“, _ დასძინა გვარჯალაძემ. აღმოჩნდა, რომ პრესკონფერენციაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერებული სულისკვეთება სრულიად მისაღებია ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლისთვისაც. გია გურგენაძის თქმით, ის უერთდება აქციას ერთი ყველას წინააღმდეგ: „ჩემს პოლიტიკურ პარტიას არც რუსეთის და არც ამერიკის მონობა არ სურს. ჩვენ გვინდა სამართლიანი საარჩევნო გარემო, რომ ადამიანებს ქონდეთ საკუთარი ნების სწორად გამოხატვის უფლება და ჩვენ ვუერთდებით აქციას ყველა ერთის ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?