"საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი დადებითი დასკვნა"

მთავარი თემა

"საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი დადებითი დასკვნა"

2013 ნოე 19 15:25:59

"ხელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა: - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა.

ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით არ არის განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება განსაკუთრებულ შემთხვევებში და რა მოიაზრება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაში. აღნიშნული ორი გარემოება კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სუბიექტურობის მაღალ საფრთხის შემცველია და შესაძლოა, უარყოფითად აისახოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში განხილვა, პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების უხეში დარღვევით ხდება. კერძოდ, წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა კანონპროექტი მისი მიღებიდან მესამე დღეს განიხილა, მაშინ, როდესაც, რეგლამენტის თანახმად, ასეთ მცირე ვადაში კანონპროექტის განხილვა აკრძალულია. ამასთან, კომიტეტმა ინფორმაცია სხდომის შესახებ, სხდომამდე ერთი საათით ადრე გამოაქვეყნა, თუმცა რეგლამენტით ერთი დღით ადრე გამოქვეყნების ვალდებულებაა დადგენილი. ხოლო, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ინფორმაცია კანონპროექტის განხილვის შესახებ საერთოდ არ გამოუქვეყნებია.

რეგლამენტის აღნიშნულმა დარღვევებმა დაინტერესებულ პირებს ჩამოგვართვა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის, მოსაზრების გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება. კანონპროექტის გაუმჭვირვალედ განხილვის ფაქტი კი თავისთავად მეტყველებს ამომრჩევლებისა და ზოგადად მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულების დეფიციტზე საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტის თანახმად, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადების უფლება ყველა იმ უწყებას ენიჭება, ვინც საქართველოს მთავრობის წინაშე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლებით სარგებლობს. აღნიშნულ პირთა წრე კი იმდენად დიდია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ამ პროცესის ეფექტურად მართვასა და კონტროლს.

ხელმომწერ პირებს დამაფიქრებლად მიგვაჩნია ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი დადებითი დასკვნა. კანონპროექტის მომზადება არ წარმართულა საჯარო დისკუსიების ფონზე და ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ შესაბამისი დარგის გამოცდილ ექსპერტებს და სპეციალისტებს.

როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას, გვსურს შევახსენოთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და არ უფლება. ამასთან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრეს მიზანს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია იმ ტიპის კანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებს არ ემსახურება და არსებითად აუარესებს მის მდგომარეობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ იმ ფონზე, როდესაც არსებული სამართლებრივი რეგულაციების პირობებშიც კი, ბოლო წლებში რეაბილიტაცია-რესტავრაციიის სახელით არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა განადგურდა. ხოლო, ძეგლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არსებითად იცვალა სახე:

• საქართველოს პარლამენტმა, მხარი არ დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას და ძალაში დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში არსებული მოქმედი ის ნორმა, რომელიც ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე შესაბამის რეგულაციებს ითვალისწინებს;

• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია, თუ რამდენად სერიოზული საფრთხეების შემცველია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება;

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განუმარტოს საზოგადოებას, თუ კონკრეტულად რა ინტერესები დევს აღნიშნული კანონპროექტის მომზადების მიღმა და სინამდვილეში რა იგულისხმება კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული „საზოგადოებირივი მნიშვნელობის გარკვეული შემთხვევების“ უკან.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის და მითუმეტეს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების დროს, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, მაქსიმალურად უზურნველყონ საზოგადოების შესაბამის ჯგუფების ჩართულობა და ხელი შეუწყონ ამ ტიპის პროცესების საჯაროდ წარმართვას".

ხელმომწერები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ტფილისის ჰამქარი; ICOMOS საქართველო; ასოციაცია მწვანე ალტერნატივა; საზოგადოება ბათომი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH); იდენტობა; საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრვალეროვანი საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი (FDDI)."




 ახალი ამბები
  • "ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვნის გზებს"- კიდევ ერთი წერილი გახარიასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო. წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა. კონგრესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს,რომ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეფერხებული რეფორმების და ამერიკის ინვესტიციების შემცირების გამო გამოუგზავნა. კონგრესმენი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს,რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს იპოვოს გზა აშშ-ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და ასევე აღმოფხვრის ნიშნებს, რომელიც დემოკრატას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის. „გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში. როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია: აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში. იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია ... ...
  • კონგრესმენი:საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებსრესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ტვიტერში სშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილს აზიარებს და წერს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმის. „ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! ” - წერს ოლსონი ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქციაკახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია. ადგილზე ამ დროისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.   ცნობისთვის, ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს  დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და  იმავე ადგილზე ... ...
  • გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდესდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...

სუპერმოდელი ჰადიდი პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი...

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...