რწმუნებულის თანაშემწე გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს

gurianews.com

მთავარი თემა

რწმუნებულის თანაშემწე გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს

2013 ნოე 23 10:25:05
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში იგი ყოფილი ხელისუფლების მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა, სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია. არც მაშინ, როდესაც 2009 წლის 9 აპრილის "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო აქციების დროს, რუსთაველზე გაშლილ კარავში იჯდა.

_ დამიბარა გამგებელმა და საყვედური მითხრა _ საჯარო სამსახურში მუშაობ და ოპოზიციის აქციაზე რა გინდაო. მაშინ შევახსენე, რომ მე მაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები და არც მას და არც სხვას არა აქვს უფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება შემიზღუდოს, _ იხსენებს 4 წლის წინანდელ მოვლენებს ჩვენთან საუბრისას ამირან ირემაძე.

მისივე თქმით, თანამდებობაზე მუშაობის განმავლობაში კანონი არც ერთხელ არ დაურღვევია. ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და როგორც ფიქრობს, ალბათ, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მუდმივ ოპოზიციონერს უწოდებენ.

ირემაძე ხშირად აპროტესტებდა ახალი ხელისუფლების ქმედებებსაც. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის #832 ბრძანებას (1 ნოემბერი, 2013 წელი), რომლის თანახმად ირემაძე "სამსახურის თვითნებურად დატოვების გამო მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან".

_ 27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დემოკრატიულად ჩატარებულად ჩათვალეს და დამარცხებულმა პრეზიდენტობის კანდიდატებმა გამარჯვებულს გამარჯვება მიულოცეს. რაც დასტურია იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია სრულად არა, მაგრამ დამკვიდრდა. თუმცა, სულ სხვა ვითარებაა ჩოხატაურში, კერძოდ, სოფელ ზოტში. საარჩევნო კომისია და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი სოფლის რწმუნებულმა მისი კაბინეტის მომდევნო ორ ოთახში განალაგა თვითნებურად. საარჩევნო კოდექსზე და ქვეყნის კონსტიტუციაზე ფეხის დადგმით და პრაქტიკულად მის მიერ გამოგონილი კანონებით დაიქვემდებარა საარჩევნო კომისია და შტაბიც. არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მანვე, მისი ხელით, მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ოთახში გამოაკრა 70-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის პირთა ბეჭედდასმული სია და მკაცრად გააფრთხილა შტაბის და კომისიის წევრები, დაიხმარეთ ყველა ის ამომრჩეველი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას. თუ ხმას არ მოგვცემენ, უთხარით, რომ ჩვენი დანიშნული და გაორმაგებულია და ჩვენვე მოვუხსნითო. ეს ფაქტი ხმამაღლა გავაპროტესტე _ რწმუნებულს არ ჰქონდა უფლება ეს გაეკეთებინა. შეშინებული და დაბეჩავებული ხალხი ტირილით ჩამოდიოდა კიბეებზე და ხმამაღლა მოთქვამდნენ, ღმერთს ვფიცავარ, თქვენ გაძლევთ ხმას, ოღონდ არ მოგვიხსნათ დახმარება, მშიერი დავიხოცებითო. გამგეობაშიც ვიყავი და ვთქვი, რომ კანონი ირღვეოდა, _ ამბობს ირემაძე.

ზოტის რწმუნებულის ყოფილი თანაშემწე სხვა დარღვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გაპროტესტება გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი:

_ ვფიცავარ ზოტში არსებულ ორ სამლოცველოს, სრულ ჭეშმარიტებას გეუბნებით. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საარჩევნო კომისიის წევრებმა საკუთარი ხელით დაწერეს გადასატანი ყუთის განცხადებები. მათ შორის ორი ამომრჩეველი ფსიქიკურად დაავადებული იყო. ასეთ ამბავს რომ შევესწარი, საარჩევნო კომისიას შევეწინააღმდეგე, განცხადება ვინ დაწერა,-მეთქი. კომისიის წევრებმა მიპასუხეს, დედამისი ჩააგდებს ბიულეტენს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ვინაიდან ფულს მთავრობა აძლევსო. რომ ვერაფრით დავიყოლიე კომისია, ტელეფონით დაურეკე ჩოხატაურის "ქართული ოცნების "შტაბის ხელმძღვანელს კუჭავას და პრობლემა მოგვარდა _ აღნიშნულ ორ ავადმყოფთან გადასატანი საარჩევნო ყუთი არ მიუტანიათ. არჩევნებზე, ჩემი სიძე ბურჯანაძის პარტიის დამკვირვებელი იყო ზოტში. ეს ფაქტები მანაც იცოდა და ამაზე მასაც ჰქონდა განცხადებები. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გამგებელმა არჩევნების მეორე დღეს სამსახურიდან გამათავისუფლა, _ ამბობს ირემაძე.

ამირან ირემაძე ჯინჭარაძის ბრძანების გასაჩივრებას აპირებს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს: _ აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში. სიძე არ არის ჩემი ოჯახის წევრი. მე რა შუაში ვიყავი? ეს იგივეა, სტალინის პერიოდში რომ დაიჭერდნენ პიროვნებას და შემდეგ მიაყოლებდნენ მის ბიძაშვილს, მამიდას. ღრმად ვარ დარწმუნებული ეს არაფერში სჭირდებოდა დღევანდელ ხელისუფლებას და მმართველ კოალიციას. ჩემზე გატარებული სასჯელი უკანონოა და სულ მალე თავისუფალი სასამართლო გამამართლებს. ბრძანებაში მიწერია, რომ ვითომ თვითნებურად დავტოვე სამსახური. ეს რომ სიცრუეა და გამოგონილი ჭორია, ზოტის მოსახლეობამ კარგად იცის. აქვე ერთ დავამატებ _ ზოტში ბატონმა მარგველაშვილმა აიღო ხმების 76%. იმას ზევით პროცენტობა ლეონიდ ბრეჟნევის ეპოქასთან მიგვიყვანს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დედამიწაზე არ არსებობენ ბრძენი ერები და ასევე აბსოლუტურად ბრძენი პოლიტიკური პარტიები და ბრძენი პრეზიდენტობის კანდიდატები. ჩემი ქვეყნის კონსტიტუციაში არც ერთი პარტია არ წერია და არც მისი პრივილეგიის შესახებაა ნათქვამი არაფერი. ასეთი იყო საბჭოთა კონსტიტუციის მე-6 მუხლში _ კომუნისტური პარტია. ამიტომ დროა, ზოტის ამომრჩეველს მიეცეს უფლება, 21-ე საუკუნეში მისთვის მისაღები პარტია ან კანდიდატი აირჩიოს თავისუფლად. თორემ ერთ მშვენიერ დღეს ზოტის მართლაც და ნიჭითა და ზრდილობით დაჯილდოებული ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რკინის ღობეებს გადალეწავს, _ დასძენს ირემაძე, რომლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამართალს ვერ იპოვის, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და თბილისში, რუსთაველზე თავს დაიწვავს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ირემაძის გათავისუფლებას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს:

_ სამსახურში არ დადიოდა და ამის გამო გათავისუფლდა. 5 დღის გაცდენა საკმარისია იმისთვის, რომ პირი სამსახურიდან გაუშვა, _ ამბობს ჯინჭარაძე.

_ ბატონო თამაზ, გათავისუფლებამდე, მაგალითად, სამი დღის გაცდენის შემდეგ გაფრთხილება თუ მიეცით?

_ რად უნდა გაფრთხილება? ისედაც ვიცოდი და რწმუნებულმაც განცხადებით მომმართა, რომ არ დადიოდა. ავტომატურად მოხდა ეს ყველაფერი.

_ თავად ირემაძე ამ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება კონკრეტული შეცდომების ხმამაღლა მითითებას და მისი სიძის მიერ ბურჯანაძის მხარდაჭერას მოყვა.

_ არაფერ შუაში არ არის ეგ. თვითონ რას ლაპარაკობს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთან რომ შემოვიდა, ვუთხარი, თანამდებობიდან ვათავისუფლებდი იმის გამო, რომ სამსახურში არ დადიოდა და არა პოლიტიკური აქტიურობიდან გამომდინარე, რადგან ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბურჯანაძესთან იქნება თუ სხვა პარტიასთან. საერთოდ, პარტიულ საქმიანობაში არ ვერევი. იმიტომ გავათავისუფლე, რომ სამსახურში არ დადიოდა. სხვათა შორის, რომ შემოვიდა ჩემთან, ისიც კი მითხრა გაზეთში უნდა დავწერო შენი სიტყვები, ისეთი კარგი შეხვედრა გამართე ზოტში და ისე მიმართე მოსახლეობასო. ახლა კი, როცა საქმე საქმეზე დგება, ამ ადამიანის ყველანაირი აზრი სუბიექტურია.

_ ესე იგი, პოლიტიკური ნიშნით არ გაგითავისუფლებიათ?

_ არა. რა სისულელეა. პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ მიმეღო, რა პრობლემა იყო, მაგრამ როდის მიმიღია მსგავსი გადაწყვეტილებები?! გამორიცხულია. ზოტში როცა ავედი, მოსახლეობას ვუთხარი _ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ პროცენტს აიღებს მარგველაშვილი. მე მაინც გავაკეთებ იმას, რაც მევალება,-მეთქი, _ აღნიშნა ჯინჭარაძემ ჩვენთან საუბრისას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ გამგებელს კანონი არ დაურღვევია: "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. ამდენად სამართლებრივად შესაძლებელი იყო, გაეთავისუფლებინათ საჯარო მოხელე აღნიშნული მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება სტატიაში მოყვანილ სხვა დარღვევებს, იგი სხვა დავის საგანს წარმოადგენს და სამართლებრივად მათზე აპელირება სწორი არ იქნება", _ გვითხრა ტრაპაიძემ.


ნახვა: 554


 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობსჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში :ქართული ოცნების: მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლის თანამშრომელი კარს გასაღებით კეტავს და დარბაზში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს, რომლებზეც მითითებას შტაბის წევრები აძლევენ. კითხვა _ რატომ დაკეტეს იმ შეხვედრის კარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებდა და რატომ არ უშვებენ ადამიანებს თავისუფლად, უპასუხოდ რჩება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლანჩხუთსა და სხვა ქალაქებში განვითარებული მოვლენებია _ ზურაბიშვილს "ნაციონალური" მოძრაობის წევრები აქციებით ხვდებიან და ხშირია ფაქტები, როცა დაპირისპირება დარბაზშიც ... ...
  • სოფელ სალხინოში საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა (R)მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ  პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტეს და სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს. სოფელ სალხინოს გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.  სალხინოს არეალზე იდენტიფიცირებულია 2900 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1665. 963 მიწის ნაკვეთზე განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ვანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების კომისიაში. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.  აღსანიშნავია, რომ სალხინოს საპილოტო არეალზე ქალი და კაცი მესაკუთრეების რაოდენობა თითქმის იდენტურია.  კერძოდ, დარეგისტრირებული  1657 მესაკუთრის უფლებიდან,  ქალ მესაკუთრეთა რაოდენობა 852-ია, ხოლო კაც მესაკუთრეთა 986-ია.  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.   მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)   ... ...
  • "არც ერთი ხმა მოღალატეს" _ "ნაციონალებმა" სალომე ზურაბიშვილო სასტვენებით გააცილესხმაურით დასრულდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ლანჩხუთში. გარეთ გამოსულ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასტვენებით და პლაკატებით დახვდნენ. _ არცერთი ხმა მოღალატეს, აფხაზეთი განგრენა არ არის, _ ეწერა პლაკატებზე. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობდნენ. აქციასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. _ ეს არის კომუნიზმი დროიდნელი გადმონაშთი, _ აღნიშნა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით ხვდებიანხმაურია ამ წუთებში ლანჩხუთის კულტურის სახლთან, სადაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას მართავს. კულტურის სახლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან შეკრებილნი: _ ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატეა,_ აღნიშნავენ აქციის მონაწილეები და დარბაზში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი შენობაში შევიდა, კარები ჩაიკეტა და შიგ შესვლის საშუალება აღარავის ... ...
  • „ხელისუფლება პირდაპირ დაბოლებაზე გადავიდა“ _ გია ხუხაშვილიპარლამენტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს.  როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს,  საზოგადოებამ კანონპროექტის შინაარსი კარგად ვერ გაიგო, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის ეფექტიანობაში საზოგადოების დარწმუნებას თავად აპირებს. _ დიდი საპროტესტო ტალღის შემდეგ, როგორ აპირებს ხელისუფლება საზოგადოების გადარწმუნებას? _ სადავო კანონპროექტზე  ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. _ არ ვიცი, როგორ შეიძლება საზოგადოების გადარწმუნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაღაც იციან. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერ დაარწმუნებენ საზოგადოებას კანონპროექტის ავკარგიანობაში და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას,  ცივილიზებული გზაა. მართალია, ხელისუფლებისგან კანონპროექტთან დაკავშირებით დამაჯერებელი არგუმენტები ჯერ არ წარმოუდგენიათ და ერთი ტყლაპოდან მეორეში ხტებიან, მაგრამ კი, ბატონო, აგვიხსნან, რაშია პრობლემა. _ ბატონო გია, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება მარიხუანის წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. რის ახსნას აპირებს ხელისუფლება?  _ კანონპროექტს არავინ იცნობს,  დარწმუნებული ვარ, რომ ინიციატორების გარდა, კანონს არცერთი დეპუტატი არ კითხულობს. ისინი სმს-ით იღებენ ბრძანებას, რომელ ღილაკს დააჭირონ  ხელი. კანონების კითხვით თავს არ იწუხებენ. მიმაჩნია, რომ  კანაფის კულტივაცია გარკვეულ რისკებს უკავშირდება. მარიხუანის მოყვანაზე ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის დაფუძნება  სასაცილო და არასერიოზულია. როგორც ჩანს,  ხელისუფლება პანიკაშია. კანაფით უნდათ ქვეყნის აშენება, იცით, ეს რას ნიშნავს? პოლიტიკური დაბოლებიდან, ნელ-ნელა პირდაპირ დაბოლებაზე გადადიან. ზოგიერთები კანაფის წარმოებიდან მისაღებ მილიარდობით ლარის შემოსავალზე რომ საუბრობენ, არასერიოზულია. უნდა გვესმოდეს, რაც უფრო გაფართოვდება კანაფის კულტივაცია,  კონტროლი უფრო და უფრო  ძნელი იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. _ ბატონო გია, ,,გურია ნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კანონპროექტის მომზადებაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინეტერესები არ იკვეთება. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის შეთანხმების გარეშე გადაწყდებოდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება? მიზეზს ვერ ხედავთ, თუ რატომ შეიძლება ლობირებდეს ივანიშვილი ამ ინიციატივას? _ არ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება.  ვამბობ, რომ მისი პირადი ბიზნესინტერესები არ იკვეთება. ვფიქრობ, არსებობს ლობისტური ჯგუფი, რომელმაც ჩათვალა, რომ მარიხუანის წარმოებისთვის საქართველოში ძალიან  ნოყიერი ნიადაგია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კონკრეტული ლობისტური  ჯგუფი დაკავშირებული იყოს საერთაშორისო ნარკომოვაჭრეებთან, იმიტომ, რომ საერთაშორისო ნარკომოვაჭრეები ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ხედავენ, რომ საქართველოში ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნით 30 ათას კაციანი მიტინგი იმართება, საკონსტიტუციო სასამართლომაც გამოიტანა ნარკოტიკების ლიბერალიზაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ამიტომ ჩათვალეს, რომ საქართველოში საინტერესო ნიადაგია. კონკრეტულად, ვისი მეშვეობით დაიწყეს ამ კანონპროექტის ლობირება, ეს ტექნიკური საკითხია. ფაქტია, რომ ლობისტურმა ჯგუფმა აშკარად იმუშავა“, _ გვითხრა ხუხაშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური ... ...

არქივი

ზაფრანი

ცეკვის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო

ცეკვა ერთდროულად გართობისა და კარგ...

ქათამი დინოზავრის ახლო მონათესავე ყოფილა

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ქათამი მფრინავი...

სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს

მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენგანი ყოველ...

ზოდიაქოს ნიშანი და კვების რაციონი

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  ამა თუ...

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...