რა ბედი ელის "ადითის" კლინიკებს

მთავარი თემა

რა ბედი ელის "ადითის" კლინიკებს

2013 ნოე 25 15:23:08
და, შესაბამისად, საავადმყოფოები სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. თუმცა, როგორც გაირკვა, "ადითის" უძრავი ქონება იპოთეკითაა დატვირთული და, შესაბამისად, სახელმწიფო ვერანაირ ინვესტიციას ვერ განახორციელებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი მახათაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა, შეჩერებულიყო გაჩანაგების პროცესი, შესრულებულია:

_ მართალია, საავადმყოფოები სახელმწიფოს მფლობელობაში გადმოვიდა, თუმცა, ამ კლინიკების უძრავი ქონება, ყოფილ მეპატრონეს იპოთეკით აქვს დატვირთული, _ ამბობს მახათაძე.

_ ბატონო დიმიტრი, სახელმწიფოს რა გეგმები აქვს?

_ კლინიკები ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია და არის ამის რეალური შესაძლებლობა. ჩვენი ამოცანა, შეჩერებულიყო რღვევის, დესტრუქციის და გაჩანაგების პროცესი, შესრულებულია. ახლა, პირიქით, ხელს ვუწყობთ და იქ სერვისების მიწოდება უწყვეტად გრძელდება იმ შესაძლებლობების და არსებული რესურსის ფარგლებში, რაც არის თითოეულ რაიონში. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა _ იპოთეკარი უცხოური კომპანიაა და მათ გარკვეული მოსაზრება აქვთ, რომ დააყენოს თავისი, ე. წ. სარჩელი ამ ქონებაზე. თუმცა, რა უნდა უყოს ამ ქონებას და რა რეალური ფასი აქვს, ეს მეორე საკითხია. აქ არ არის ინვენტარზე საუბარი, მხოლოდ შენობებია იპოთეკით დატვირთული.

_ რამდენად არის მოსალოდნელი საავადმყოფოების დახურვა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ შენახვას?

_ "ვერ უზრუნველყოფს" _ გამორიცხულია, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას, აკეთებს კიდევაც. უფრო მეტიც, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება თითოეულ რაიონში, ხდება არსებული რესურსის გადაფასება, გადაანგარიშება, თუ რა მოცულობით არის მართებული მიწოდებულ იქნას სამედიცინო სერვისები ამა თუ იმ რაიონში და, შესაბამისად, საუბარი გვექნება უკვე მომავალი წლიდან. ახლა მიდის საპროექტო სამუშაოების მომზადება იმისთვის, რომ თითოეული რაიონის საჭიროებიდან გამომდინარე, მოხდეს ახალი სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება.

_ როგორც ვიცით, პერსონალთან ახალი ხელშეკრულებები დაიდო და ხელფასებმა შედარებით მოიმატა, თუმცა, ანაზღაურების დროულად მიღება ისევ პრობლემაა _ მათ ერთი თვის ხელფასი მიუღებელი აქვთ...

_ ეს არ არის მართებული მსჯელობა პერსონალის მხრიდან. ჩვენი კოლეგები და თანამშრომლები სხვადასხვა დაწესებულებიდან, რატომღაც, არ უწევენ რეალობას ანგარიშს. სახელმწიფომ, როგორც კი აიღო პასუხისმგებლობა, მათ მიიღეს ანაზღაურება. სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფოს ვალდებულება გასტუმრებული აქვს. რაც შეეხება ოქტომბრის სახელფასო თანხას, ისინი აუცილებლად მიიღებენ პროცესის მიხედვით.

_ ხელშეკრულების თანახმად, ხელფასები 10 რიცხვში უნდა გაცემულიყო...

_ ეს არის სახელშეკრულებო ვალდებულება, თუმცა, თანხა გადარიცხვამდე საჭიროებს ანალიზს. იმისათვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, უნდა გაანალიზდეს თუნდაც რამდენიმე შემთხვევა, მომსახურებები თითოეული რაიონიდან. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ყველა ერთიანი, ცენტრალიზებული. ცალ-ცალკე გამოყოფილი არ არის და ერთიანი თანხა, რომელშიც არის თითოეული რაიონი, ჩაშლილია. ამდენად, იმ საბუთების დამუშავებას ჩაბარების ვადა აქვს _ კალენდარული თვის დასრულების შემდეგ 10 დღე და შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა დამუშავდეს ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, 30 დღე ამას არ დასჭირდება და ხელფასები გაცემული იქნება ვადაში. ამას არ ჰქვია დაგვიანება და დარიგდება, სავარაუდოდ, ამ კვირაში.

_ "ადითს" ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ჰქონდა საავადმყოფო. მართალია, ჩოხატაურში "ავერსი" ხსნის გადაუდებელი მომსახურების ცენტს, ასევე, ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური კლინიკა "მამოქლი", თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის საავადმყოფო, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. შეინარჩუნებენ თუ არა მუნიციპალიტეტები საავადმყოფოებს და იქნება თუ არა ისინი მუნიციპალური საავადმყოფოები?

_ ჯერჯერობით, იმაზე საუბარი, ეს მუნიციპალური იქნება, ფედერალური თუ გაგრძელდება იგივე სისტემით, ნაადრევია. რაც შეეხება საავადმყოფოს, რა თქმა უნდა, საავადმყოფო უნდა იყოს რაიონში და არის კიდევაც. არ ვიცი, რა მოსაზრებით არ არქმევენ "ალფას" საავადმყოფოს საავადმყოფოს. თუ გადაუდებელია, იქ არის სტაციონარული საწოლები.

_ თუმცა, "ალფას" ჯერ არ გაუხსნია საავადმყოფო ჩოხატაურში...

_ "ალფას" აქვს სტაციონარული პროფილი. მათ მიღებული აქვთ საქმიანობის უფლება და, შესაბამისად, იქნებიან. რაც შეეხება ახალ გადაწყვეტილებას, როგორც გითხარით, მიმდინარეობს საპროექტო ანალიზი და თითოეული რაიონის საჭიროებიდან გამომდინარე, სერვისების ჩამონათვალი _ სერვისების ნუსხა იქნება იდენტიფიცირებული ამის მიხედვით. დუბლირებას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. თუმცა, კერძო ტიპის დაწესებულებს, ექნებათ მკაცრი პირობა, რომ ეს სერვისები გარკვეული მყარი გარანტიით შეინარჩუნონ ისეთი პირობით, რომ მოსახლეობას სამედიცინო სერვისების მოწოდების პრობლემა არ შეექმნას.

_ ბატონო დიმიტრი, მოსახლეობის პრობლემები თუ მოდის თქვენამდე? მაგალითად, ჩოხატაურელები გამართულ სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ; საავადმყოფოს არ აქვს კარგი აპარატურა, შენობა... მედპერსონალიც ნელ-ნელა ტოვებს საავადმყოფოს. მთიანი სოფლებიდან პაციენტების ტრანსპორტირება ქუთაისში ან ოზურგეთში ხდება, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული...

_ რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტიც _ "ადითის" ყოფილი საავადმყოფოების ახალი მენეჯმენტი, რომელსაც ერთიანი რეგიონული სამედიცინო ცენტრი ჰქვია, რეგულარულად გვაწვდის ინფორმაციას თითოეული რაიონის შესახებ, მათ შორის, ჩოხატაურისას. ჩოხატაურში ძირითადი სერვისების მიწოდება ხდება. საავადმყოფო, რომელიც არის, ხშირ შემთხვევაში, რეფერალურს აკეთებს ოზურგეთის საავადმყოფოში. ასე ვთქვათ, ამ უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც გითხარით, ასე მარტივი მისაღები არ არის. რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს გაანგარიშებული, გეგმაზომიერი და გონივრულ არგუმენტებზე დაყრდნობილი. ჩოხატაურში, თქვენც ბრძანეთ, რომ არსებობს ორი სამედიცინო პროვაიდერი, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ფარავენ.

_ როგორც უკვე გითხარით, "ალფას" ჯერ არ გაუხსნია სამედიცინო დაწესებულება, ხოლო მეორე კლინიკა მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოსტიკურია. მათ სხვა მომსახურება არ აქვთ და სწორედ ეს არის პრობლემა. არ ვიცი, რამდენად იცნობთ გურიას, მაგრამ, მაგალითად, სოფელ ზემო სურებიდან, რომელიც 30 კილომეტრით არის დაშორებული ცენტრს და გზა ძალიან ცუდია, მშობიარემ ოზურგეთში ჩასვლამდე, შესაძლოა, გზაში იმშობიაროს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ტრანსპორტირების პრობლემები შეიქმნა და ძალიან ცუდი შედეგი დადგა. სწორედ ამიტომ ვსვამთ შეკითხვას _ შესაძლებელია თუ არა პროცესის დაჩქარება, რომ ჩოხატაურელებმა უმოკლეს ვადაში გამართული სამედიცინო მომსახურების მიღება შეძლონ?

_ მერწმუნეთ, რომ რაოდენ ჯადოსნური ჯოხიც არ უნდა იყოს, ძალიან მოკლე ვადაში ვერ ხდება ახალი სამედიცინო დაწესებულების შექმნა. როგორც გითხარით, ქონება იპოთეკით არის დატვირთული და იქ რაიმე საინვესტიციო საქმიანობის გახორციელება სახელმწიფოს არ შეუძლია. სავარაუდოდ, ტექნიკურად დასაფიქრებელიც არის _ ისევ იქ უნდა გაკეთდეს სამედიცინო დაწესებულება, სადაც ახლაა თუ ახალი აშენდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას რაღაც გარკვეული დრო სჭირდება. რაც მთავარია, საუბარია კადრებზე, დატვირთვაზე და სწორად გათვლილ მოთხოვნაზე. როდესაც გაუთვლელად ხდება ინფრასტრუქტურის შექმნა, ცუდი შედეგი დგება. მე კონკრეტულად არ დავასახელებ პერიოდს, დაწესებულებას და ა.შ., მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, არის ბევრი შემთხვევა, სადაც არის შექმნილი, ე. წ. ინფრასტრუქტურა, არის გამართული საავადმყოფოები, აღჭურვილობა, სერვისები, მაგრამ ხუთი თვის განმავლობაში არის ოთხი მშობიარობა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი რომ იყოს დასაქმებული და 5 თვის განმავლობაში მან მიიღო 4 მშობიარე, მერწმუნეთ, რომ მეექვსე თვეს უკვე პოტენციური დამნაშავე გახდება, იმდენად დისკრედიტირებული იქნება, როგორც პროფესიონალი _ მას არ ექნება სამუშაო პრაქტიკა. ამ შემთხვევაში, უნდა იყოს გამოყენებული ჯანდაცვის ადმინისტრირების ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის რეფერალი, ანუ გაძლიერებული უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვა. გამოვლენილი უნდა იყვნენ ეს პაციენტები, შემცირებული უნდა იყოს ურგენტული შემთხვევები და შესაძლებელი იყოს ამ შემთხვევების გეგმიური მართვა, რეფერირება, ანუ გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მახათაძე.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ამ პრობლემების დროულად მოგვარება მეტ პასუხისმგებლობას მატებს არა მარტო ახალ მმართველ კომპანიას და მმართველ გუნდს, არამედ სახელმწიფოსაც:

_ ეს მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი, _ დასძინა მახათაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...