ნარმანია, "პატრონი" და "მენტალური პრობლემების" მქონე საზოგადოება

მთავარი თემა

ნარმანია, "პატრონი" და "მენტალური პრობლემების" მქონე საზოგადოება

2013 ნოე 25 15:36:50

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე პოლიტიკიდან ოფიციალურად წასულმა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, დაპირებისამებრ, თბილისის მერობის კანდიდატი დაასახლე და კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომაც გადაწყვეტილება მიიღო - თბილისის მერობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იბრძოლებს.

"41 გამოყოფილ პრობლემას, 41 ამოცანით დავუპირისპირდებით! გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ შემთხვევაში არჩევანი არის ის, რომ დედაქალაქში არსებულ რთულ პრობლემებს და გამოწვევებს შევეჭიდო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიცხადებენ ნდობას.

კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს და პროგრამებს რომლებიც ხორციელდება. ასევე კარგად ვიცნობ იმ ხარვეზებს, რაზეც უნდა იყოს მიმართული ჩვენი კოალიციის მხრიდან დასახელებული დედაქალაქის მერის საქმიანობა. ეს ყველაფერი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე და 41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და კოალიციის სხვა წევრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ნდობა გამომიცხადეს და ვპირდები, რომ ის, რაც გასაკეთებელი იქნება, აუცილებლად გავაკეთებ და მე ვიქნები არა პოლიტიკოსი მერი, არამედ რეალურად სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მერი და დედაქალაქის მერიას ისე დავაყენებ ფეხზე, როგორც ეს სამინისტრო ერთი წლის წინ ჩავიბარე", _ განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას "ნორმალურს" უწოდებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია. თუმცა, თვითონ "უკეთესს" გვპირდება. მონაწილეობასაც თვითმმართველობის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, აპირებს.

"რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ. ჩემი აზრით, ნარმანიას კანდიდატურა ნორმალურია. თუმცა, ჩვენ უკეთეს კანდიდატს დავასახელებთ. მოაზრებული გვყავს რამდენიმე სუბიექტი, რომლებიც საკმაოდ კონკურენტუნარიანები იქნებიან.  დიდი შანსი გვაქვს გავიმარჯვოთ.

კარგია, რომ კოალიციამ მისი რჩეული ადრე დაასახელა. თუმცა, ეს ერთ პრობლემას ქმნის, ის აღარ უნდა დარჩეს მინისტრად, რადგან მათ ასეულობით მილიონი აქვთ, რომელსაც მისი რეიტინგის ასაწევად გამოიყენებენ. ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბარი კონკურენციის პირობებში", _ უთხრა "გურია ნიუსს" ბაღათურიამ.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო "ახალმა მემაარჯვენეებმა". თუმცა, "გურია ნიუსთან" საუბრისას კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.

"აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. გარკვეული სმაზადისი უკვე დავიწყეთ, რეგიონებში გვაქვს გასვლითი შეხვედრები და ჩვენს რაიონულ ორგანიზაციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჯერ-ჯერობით ნადრევია საუბარი კანდიდატურებზე. ვიცით, რომ 18 თვითმმართველი ქალაქის მერი იქნება პირდპირი წესით ასარჩევი, რაც ნიშნავს, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები უნდა შევთანხმდეთ კანდიდატებზე, ერთმანეთს ხელი რომ არ შევუშალოთ.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა ნარმანია მერობის კანდიდატად, სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. მან იჩქარა იმიტომ, რომ ტოვებდა პოლიტიკას", _ უთხრა "გურია ნიუსს" ნაჭყებიამ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განსახილველად არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გუდაურში შეიკრიბნენ, უცნობია ჰქონდათ თუ არა მათ მსჯელობა თვითმმართველობის არჩევნებზე და გავლენ თუ არა ერთი, შეჯერებული კანდიდატით. 

"ჩვენ თემატურად ვთანამშრომლობთ, მაგრამ შეთანხმებებზე საუბარი ნადრევია“, _ განუცხადა მანანა ნაჭყებიან "გურია ნიუსს" აღნიშნული თემის კომენტირებისას.

ირღვევა თუ არა დავით ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებით რაიმე პროცედურული ნორმები, შეუძლია თუ არა მას დაკავებულ თნამდებობაზე მუშაობის გაგრძელება მანამ, სანამ ოფიციალურად  გამოცხადდება არჩევნების თარიღი და საარჩევნო სუბიექტად დასახელდება?!

"პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ დავით ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებით, კანონი არ დარღვეულა.

"არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე და საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციამდე, დავით ნარმანიას პოსტიდან გადადგომის ვალდებულება კანონით არ ეკისრება. საარჩევნო კოდექსი ცალსახად განმარტავს, რომ ასეთი ვალდებულება წარმოეშობა პირს, კანონით დადგენი ვადაში. შესაბამისად დავით ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება უნდა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი აქტი, ვინაიდან არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე, ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას ვერც ერთი კანდიდატობის მსურველი, მათ შორის ვერც დავით ნარმანია ვერ წარმართავს", _ განმარტავს გიგუაშვილი.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის პოლიტიკურ მხარეს, პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ამით არაფერი დაშავდება და მით უფრო სასაყვედურო არაფერი გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან.

მისივე თქმით, როცა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად მარგველაშვილი დაასახელა, იგი უკონკურენტო აღმოჩნდა, რადგან ყოფილი პრემიერის რჩეული იყო. სავარაუდოდ იგივე სიტუციასთან გვაქვს საქმე ნარმანიას შემთხვევაშიც, რადგან "საზოგდოება ფიქრობს ისევე, როგროც ბიძინა."

"ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები საყვედური ივანიშვილს ეკუთვნის. კაცი ამბობს იმას, რაც მიაჩნია სწორად. საზოგადოება ფიქრობს ისე, როგორც ბიძინა. საზოგადოება დამოუკიდებელ აზროვნებას არ ეჩვევა და თვითონ არ აკეთებს ანალიზს, თვითონ არ აკეთებს არჩევანს, იგი პტრონს, ავტორიტეტს ეყრდნობა. ეს ცენტრალური პრობლემაა, ყველაზე დიდი მენტალური პრობლმა. ქართველი, სამწუხროდ, ჯერ კიდევ მოქალაქედ ვერ ჩამოყალიბდა და თვითმმართველობის არჩევნებზეც არ შეუძლია საკუთარ ქალაქში ღირსეული ადამიანი მოძებნოს. იგი მთლიანად პატრონსაა მიჩერებული და რასაც ის ეტყვის იმას აკეთებს. ესაა ძალიან ტრაგიკული სიტუაცია, მაგრამ ჩვენი რეალობა", _ ამბობს "გურია ნიუსთან" გიორხელიძე.




 ახალი ამბები
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...