არასაპარლამენტო ოპოზიცია თვითმმართველობის კოდექსის განხილვის შეჩერებას ითხოვს

მთავარი თემა

არასაპარლამენტო ოპოზიცია თვითმმართველობის კოდექსის განხილვის შეჩერებას ითხოვს

26 ნოე. 2013, 19:31:23

თვითმმართველობის რეფორმაზე, ოპოზიციური პარტიების რეკომენდაციებზე და მომავალ არჩევნებზე "გურია ნიუსი" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.

_ რა არის თვითმმართველობის კოდექსის პროექტში თქვენთვის მიუღებელი და გქონდათ თუ არა საშუალება მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიგეღოთ?

ლევან ვეფხვაძე:

_ ერთი არის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა კოდექსის მომზადება, მეორეა მისი შინაარსი. ფორმაზე ვფიქრობ, რომ ძალიან არაგამჭვირვალე იყო. თავის დროზე ითქვა, რომ ფართო საზოგადოების განხილვის შედეგად უნდა მომზადებულიყო კოდექსი. თუმცა, კოდექსის პროექტის გამოქვეყნებიდან დღემდე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისთვის არავის დაუძახია და უკითხავს - ბიჭებო, თქვენ რას ფიქრობთო? ამ პოლიტიკური პარტიების უკან კი ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა დგას. თუნდაც ამიტომ უნდა იყოს დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ და თუკი ვინმეს აქვს ხედვა და გამოცდილება თვითმმართველობის ფორმირება როგორ უნდა მოხდეს, ერთ-ერთი სწორედ პოლიტიკური პარტიები არიან. რაც შეეხება შინაარსს, ძალიან ბევრი შენიშვნა გვაქვს. დავიწყოთ სოფლიდან, რომელსაც კოდექსის მიხედვით, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მისცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი თვითმმართველობა, რომელიც გამგებელმა უნდა დაარეგისტრიროს და მან მიიღოს გადაწყვეტილება ვინ იქნება საზოგადოებრივ საბჭოში, ფაქტობრივად NGO-ა. მაგალითად, თუ მე ვარ სოფელ ბახვის მკვიდრი და არა ვარ ამ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არა ვარ თანამოზიარე იმ ქონების, რომელიც ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა? ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელში გზას გაიყვანენ, თუ სხვა რამეს გააკეთებენ, მე არავინ მკითხავს? ბევრი გაუგებრობაა. მეორე საკითხია, როგორ ხდება ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის დარეგისტრირება. როგორც ვიცით, უნდა შეიკრიბოს 10 კაცი, მივიდეს გამგებელთან, გამოართვას ხელმოწერებისთვის ბლანკები და მოაგროვოს მოსახლეობის 10%-ის ხელმოწერა. მაინტერესებს, გამგებელთან 3-4 ჯგუფი რომ მივა და ბლანკებს გამოითხოვს, ყველა შეაგროვებს მოსახლეობის 10%-ს, ვინ უნდა გადაწყვიტოს, რომელია საზოგადოებრივი თვითმმართველობა? ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხები. რა თქმა უნდა, გამგებელი იმ საინიციატივო ჯგუფს მისცემს ბლანკებს, რომელიც მისთვის იქნება ხელსაყრელი. ამასთან, ხელმოწერა ღია მხარდაჭერაა. საზოგადოებრივი საბჭოები კი სოფლის კრებებით იქმნება, კრებებზე უნდა აირჩიონ საბჭოს წევრები. აქ კი მთავარი პრინციპი ირღვევა, რომ სოფლის ამ წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევა აბსოლუტურად ღია იქნება, არჩევნები კი ფარული უნდა იყოს. ამასთან, თუ ადრე თემების მიხედვით ათასამდე ადამიანი გვყავდა სოფლის რწმუნებული, ახლა სოფლების მიხედვით გვეყოლება, ეს კი ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა 4 ათასამდე გაიზრდება. ამასთან, მათ ხელფასი უნდა გადაუხადონ. თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რწმუნებულები კარგად მოირგო, გამგებელს თავად ნიშნავდა, ახლაც ჯამში, იგივე დანიშვნა მოხდება, მაგრამ მეტი ლეგიტიმაციისთვის ხმის მიცემის პროცედურებს ჩაატარებენ. თუმცა, იმის გამო, რომ ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ჩვენ ფაქტობრივად, დანიშნული სოფლის ადამიანები გვეყოლება, ეს კი ერთ კონკრეტულ პარტიაზე იქნება მიბმული. ეს პროცესი ვითომ დემოკრატიულია, რადგან პირდაპირ არ ინიშნება, მაგრამ ისეთი მექანიზმია შემოთავაზებული, ფაქტობრივად, დანიშვნას ნიშნავს. სოფლის კრებებით რაღაცის "გაპრავებას" ცდილობენ.

_ რომელ პარტიას გულისხმობთ, "ქართულ ოცნებას"?

_ დიახ. ნურავის ჰგონია, რომ ალასანიას და "რესპუბლიკელებს" იქ ვინმემ შეაყნოსინოს, ეს იქნება "ქართული ოცნების" ვერტიკალი თავიდან ბოლომდე და კოალიცია შეასრულებს თავის სიტყვას არჩევნებში. რაც თავის დროზე "ნაცმოძრაობამ" გააკეთა, ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს. თავის თავზე ირგებს ე.წ. თვითმმართველობას.

_ რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხს - გუბერნატორების თვითმმართველობის კოდექსში შეტანას, ამასთან დაკავშირებით, როგორია თქვენი პარტიის პოზიცია?

_ ეს ყველაზე მსხვილი და გაუგებარი თემაა, რომელიც ამ კოდექსში გვაქვს. კონსტიტუციაში შემოთავაზებული იყო ორდონიანი თვითმმართველობა, ამ კანონში კი ამაზე ლაპარაკი არ არის. კონცეფციაში თვითმმართველობა როგორც დონე მუნიციპალიტეტების სახით განიხილებოდა და არა რეგიონების სახით. აქ პირდაპირ რეგიონში თვითმმართველობა როგორც დონე არ არის, მაგრამ განიხილება, ე.წ. მუნიციპალიტეტების გაერთიანება და იქნება საბჭო, რომელსაც ჰყავს პრემიერის დამტკიცებული გუბერნატორი. თავისთავად, ეს არის რეგიონალიზმისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რასაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება მოყვეს. ჩვენ არა ვართ ბელგია ან ავსტრია, რომელიც ევროპის ქვეყნებით არის შემოსაზღვრული, ჩვენ არა ვართ ნორმალურ გარემოში. თუ იმას გავითვალისწინებთ გარშემო რა ხდება და ჩვენს ზოგიერთი რეგიონში სახელმწიფოებრივი განცდის რა სირთულეებია, ამან შეიძლება უკუქცევადი დეცენტრალიზაცია გამოიწვიოს. რაც შემდგომ უკვე ქვეყნის დაშლას გამოიწვევს. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ დაშლა გააგრძელოს, მაშინ ეს რეფორმა მართლა "წარმატებული" ნაბიჯია. თვითმმართველობების გაერთიანება უკვე რეგიონია. რომ გააკეთებენ სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობების გაერთიანებას, რაღაც მომენტში ახალქალაქის და ნინოწმინდის თვითმმართველობამ თქვას ცალკე გაერთიანებაში მინდაო, მერე რას შვებიან? ამას ახალქალაქის და ნინოწმინდის პირდაპირ არჩეული გამგებლები იტყვიან, რომლებიც შეიძლება სეპარატისტები აღმოჩნდნენ. მე რასაც ახლა ვყვები, სცენარია, მაგრამ ვიღაცისთვის მეტად ალბათური იყოს, ვიღაცისთვის მეტად სარწმუნო, თუმცა, ხომ შეიძლება ეს მოხდეს? არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც აქვს განცდა, რომ ისინი საქართველოში არ ცხოვრობენ. რომ მოახერხონ და თავისი გამგებელი დანიშნონ, მერე ხელისუფლება რას აკეთებს, გადააყენებს ამ გამგებელს? ახალ არძინბას და ჩოჩიევს მიიღებს. ძალიან სახიფათო თემაა. არის კიდევ ერთი თემა - რა ხდება რეგიონის დონესა და სოფლის დონეს შორის. მაგალითად, ავიღოთ თელავი, რომელიც ამ რეფორმით თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თელაველებს ეს გაეხარდებათ, მაგრამ რას ვუპირებთ იმ ნაწილს, რომელიც თელავის თვითმმართველობის მინიჭების შემდეგ ცალკე რჩება? მაგალითად, თელავი შედგება ქალაქ თელავისგან, წინანდლის ზონისგან, რომელიც გურჯაანის მიმმართულებაა, ასევე გაღმა ზონისგან, რომელიც ნაფარეულის ზონაა, აღმოსავლეთიდან ახმეტის მიმართულებისგან და ყველაზე დიდი, აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ყარაჯალისგან, სადაც 6 ათასამდე ამომრჩეველია. ამ სამ ნაწილს რას უშვებიან? ეს ერთი ცალკე ერთეული იქნება, თუ სამ ცალკე ნაწილად ვყოფთ? თუ სამ ნაწილად დავყოფთ მას და თელავის ცალკე გამოეყოფა, მაშინ 4 ნაწილი იქნება, გამოვა, რომ 13 ქალაქის გამოყოფით 13 ახალ ერთეულს კი არ მივიღებთ, არამედ სამ-ოთხჯერ მეტს. დავუშვათ ამას ცალკე არ ვყოფთ, მაშინ ცენტრი სად უნდა იყოს, წინანდალში, ნაფარეულში თუ ყარაჯალაში? პრობლემაა ის, რომ წინანდლელი ნაფარეულში რომ მივიდეს, თუ იქ იქნება ცენტრი, მაშინ თელავი უნდა გაიაროს, რითაც ცხოვრება გაურთულდება. იგივე მოხდება სხვა კუთხეებშიც. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ქალაქ თელავში იყოს თელავის ცენტრიც და დარჩენილი სოფლების ცენტრიც, რომელიც თელავს გამოეყოფა. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი სხვა მუნიციპალიტეტში იქნება, რაც კიდევ უფრო დიდი აბსურდია. ვფიქრობ, ეს კითხვები, რასაც ახლა ვსვამ, დიდი ხანია არსებობს, თუმცა, პროექტის ავტორების პასუხები ამაზე ჯერ არ მომისმენია. კითხვები თავის დროზე რომ დაგვესვა, კანონი უფრო კორექტული და ნორმალური იქნებოდა.

_ რა არის თქვენი რეკომენდაცია და რამდენად გაქვთ იმედი, რომ მას პარლამენტში მოსმენისას გაითვალისწინებენ?

_ ჩემი რეკომენდაციაა, რომ გაზაფხულამდე თვითმმართველობის რეფორმას ვერ ვასწრებთ, ამიტომ, მოვახერხოთ როგორმე და არსებულ თვითმმართველობებში უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემები შემოვიღოთ. მერე კი დამშვიდებულ გუნებაზე დავიწყოთ ფიქრი დიდ ფუნდამენტურ რეფორმაზე. შეიქმნას სახელმწიფო კომისია და ყველა საკითხი იქ გავიაროთ. თუკი მივდივართ რეგიონალიზმისკენ და გუბერნატორები თვითმმართველობაში უნდა იყოს, მაშინ კონსტიტუცია გვაქვს შესაცვლელი. ჩვენ გვაქვს შემდეგი არჩევანი გასაკეთებელი - ან ვტოვებთ ამ მოწყობას ისე, როგორც არის, არჩევნების ჩატარებამდე, რაც ცუდია, ან დროებით ვტოვებთ თვითმმართველობას ისე, როგორც არის, მაგრამ ვცვლით საარჩევნო სისტემას და ვქმნით უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემას; ანუ ვწყვეტთ, როგორ ავირჩიოთ მერები, გამგებლები, საკრებულო, სოფლის მამასახლისები და ა.შ., რაც მოსწრებადია. ან არის მესამე ვარიანტიც, თვითმმართველობის რეფორმაც გავატაროთ და საარჩევნო სისტემაც თავისთავად შეიცვლება. ამ შემთხვევაში კი არჩევნები სულ მცირე ექვსი თვით უნდა გადაიდოს. გამორიცხულია, თვითმმართველობის რეფორმა და საარჩევნო სისტემის შეცვლა ერთად მოესწროს. ამიტომ, მე მეორე ვარიანტს ვისურვებდი. ამასთან, თვითმმართველობაზე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობაცაა მიბმული, რომელზეც საუბარი არ ყოფილა რას აპირებენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს რეფორმები ერთდროულად უნდა ჩატარდეს.

_ არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, საერთო პოზიცია გაქვთ?

_ ჩვენ ყველას ეს პოზიცია გვაქვს, რომ თვითმმართველობის რეფორმას დაფიქრება სჭირდება, ამიტომ ამ კანონის განხილვა პარლამენტში გააჩერონ, შეხვედრა მოაწყონ პარტიებთან და საკითხი ჩვენთან ერთად განიხილონ. მთელი თვითმმართველობა და საარჩევნო სისტემა ერთ პარტიაზე არ უნდა მოარგონ. სწორედ იმიტომ არ მიგვიწვიეს კოდექსის პროექტის განხილვაზე, რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებს. 2004-2006 წლებში სააკაშვილი ამბობდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა განადგურდესო, ახლაც ასეთი დამოკიდებულებაა "ოცნების" გუნდის მხრიდან. ბუნებრივია, ჩემთვისაც და სხვა პარტიებისთვისაც ეს მიუღებელია. პარტიებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში.

_ აპირებთ თუ არა ინიციატივით მიმართოთ პარლამენტს და თქვენი რეკომენდაციები გააცნოთ?

_ პარლამენტში ჩვენ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მივიტანთ, თუ თვითონ არ დაგვიძახეს. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ ინტერპარტიულ ფორმატში საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებები განახლდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავიწყოთ სასწრაფოდ მსჯელობა, არსებული თვითმმართველობები როგორ ავირჩიოთ, რაზეც საერთოდ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ნუ ვიჩქარებთ, ეს არის ჩვენი, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების საერთო პოზიცია.




 ახალი ამბები
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. „შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls