რა რეალური მიზეზების გამო ამბობენ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ნაფიც მსაჯულებზე უარს?

მთავარი თემა

რა რეალური მიზეზების გამო ამბობენ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ნაფიც მსაჯულებზე უარს?

2013 დეკ 3 11:39:42

შეგახსნებეთ, რომ შს და თავდაცვის საქმეთა ექს–მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავის დროზე მოსამართლის შეთავაზებაზე, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ უარი განაცხადა. იგივე პოზიცია დააფიქსირეს ახალაიასთან ერთად ბრალდებულმა გიგი კალანდაძემ, ზურაბ შამათავამ, გაგა მკურნალიძემ, მერაბ კიკაბიძემ, მანუჩარ დარასელიამ, გიორგი ქიტუაშვილმა და ალექსანდრე გორდაძემ, რაც ბრალდებულთა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა შემდეგნაირად ახსნა:

"პროკურატურამ ბაჩო ახალაია ისეთ პირობებში წარმოაჩინა, რომლის გამოც მოსახლეობას შეექმნა განწყობა, რომ ახალაია დამნაშავეა. აქედან გამომდინარე, ყველა ნაფიც მსაჯულს, რომელიც საქმის განხილვაში მიიღებდა მონაწილეობას, უკვე წინასწარ ექნებოდა ჩამოყალიბებული თავისი ვერსია და იქნებოდა მიკერძოებული, ეს გადაწყვეტილება ობიექტური ვერ იქნებოდა", _ აცხადებდა ველიჯანაშვილი.

ახალაიას შემდეგ მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ფულის გაგეთეთრებასა და ქრთამის აღებაში ბრალდებულებმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ნიკა გვარამიამ და კახა დამენიამ.

"დაცვის მხარემ დღეს უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ძალიან მარტივი მიზეზების გამო. პირველი ეს არის ის, რომ პროცესი არის იმთავითვე ანგაჟირებული, ბლალდების მხარე, კერძოდ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაუთავებლად ახდენენ ბრალის ტირაჟირებას, ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ არ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ მიკერძოებულმა ნაფიცმა მსაჯულებმა განახორციელონ სასმართლო", _ აცხადებდა გვარამია.

ნაფიც მსაჯულებზე თბილისის მერმა გიგი უგულავამაც უარი თქვა, რაც იმით ახსნა, რომ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა განხორციელდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების განმავლობაში და ეს მტკიცებულებიდანაც ჩანს, ძალიან ბევრი ადამიანი პირობითად "დაიკითხა", სინამდვილეში კი, მათზე ზეწოლა განხორციელდა და ნაფიცი მსაჯულების არჩევის შემთხვევაში დამატებით 12 ადამიანი უნდა მოექცეს ტერორის ქვეშ, უარს ვამბობ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. არ მინდა, ეს ხალხი ტერორის ქვეშ მოექცეს", _ განაცხადა უგულავამ.

ნაფიც მსაჯულებს თავი აარიდან ექსპრემიერმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა. მან უარი განაცხადა 26 მაისის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების პირობებში წარმართულიყო.

"არ მინდა დამატებით კიდევ რამდენიმე ადამიანი პროკურატურის უხეში ზეწოლის ქვეშ მოექცეს. ეს პოლიტიკური პროცესია და არ მინდა ამ პოლიტიკური ზეწოლის პროცესში, ჩემთვის უცნობი ადამიანები ჩავრთო", _ განაცხადა მერაბიშვილმა.

რამდენად რეალურია ბრალდებულების ნაფიც მსაჯულებზე უარის თქმის მიზეზად დასახელებული არგუმენტი, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდება და სხვა რა შესაძლოა მიზეზები შეიძლება არსებობდეს?

ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" სპეციალისტებს ესაუბრა. ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა გამორიცხულია და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბრალდებულებმა მათზე უარი თქვეს იმედია, რომ სასამართლო მათ მიმართ უფრო ლოიალური იქნება, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს მამუკა ნოზაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს მათ მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებისა და შესაბამისად, მძიმე განაჩენის ეშინიათ.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხემლძღვანელი კახი კახიშვილის აზრით, ბრალდებულებს სასამართლოს ლოიალურობის იმედი აქვთ და სწორედ ამიტომ ამბობენ ნაფიც მსაჯულებზე უარს.

"მათ სურთ, აღნიშნული პირების საქმეები ამ სასამრთლომ განიხილოს, რადგან იციან ამ სასამრთლოს „სამართლიანობის“ შესახებ. იმედი აქვთ, რომ მათი საქმეების მიმართ ლოიალურები იქნებიან, რადგან თავმჯდოამრე ისევ კუბლაშვილია, რომელიც პირადპირ "ნაცმოძრაობასთანაა" მიბმული. ზოგადად ვფიქრობ, რომ საერთოდ საქმე მოსამართლემ უნდა განიხილოს, რომელსაც ამის შესაბამისი ცოდნა აქვს", _ გვითხრა კახიშვილმა და დასძინა, რომ ის იმთავითვე წინააღმდეგი იყო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოცემული რეალობიდან გამომდინარე ნაფიცი მსაჯულების აცილება უმჯობესია.

"დღეს, ნაფიცი მსაჯულები, საქართველოში, გამორიცხულია, რომ ობიექტურები იყვნენ და არა ემოციების ტყვეობაში. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ნაფიც მსაჯულებს საუკონოვანი ისტორია გააჩნიათ, მიუკერძოებელი, საზოაგდოებრივი აზრის ტყვეობისგან თავისუფალი ადამიანების პოვნა ჭირს. ჩვენს საზოგადობაში, სადაც პოლიტიკური კულტურა პლინტუსზე დაბლა დგას, ობიექტურ საზოგადოებრივ აზრზე საუბარი წარმოუდგენელია. ქვეყანაში, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომდაგენლების მიმართ ყველა ნეგატიურადაა განწყობილი, ემოციებისგან გათავისუფლებული და ობიექტური ნაფიცი მსაჯულების პოვნა რთული იქნება", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ცინცაძემ.

ცნობისთის, საკანონმდებლო ცვლილებებით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილება იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებული წარმოადგენს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...