"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და მასთან გაიგივებული "სეპარატიზმი" და "ფედერალიზაცია"

მთავარი თემა

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და მასთან გაიგივებული "სეპარატიზმი" და "ფედერალიზაცია"

5 დეკ. 2013, 10:56:27

შეგახსენებთ, კანონპროექტის უმთავრესი სიახლეა, რომ იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი იმ ქალაქებსაც მიენიჭებათ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია (მაგალითად, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.).

აღნიშნულ კანონს, არაერთი სხვადასხვა დარგის სპეციალისტისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შეცვლასთან, ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მინიჭებასთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება დაჩქარებულ ვადებში განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ საკითხი გაცილებით სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. დადებითი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელია გაიზარდოს კანონპროექტის განხილვაში დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებით შესაძლოა გარკვეული რისკები წარმოიშვას, რაც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს."

დღეს კი ამავე ორგანიზაციმა კიდევ ერთი განცხდება გაავრცელა, სადაც ნათქვამი, რომ სახელმწიფომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება არ უნდა იჩქაროს და თითოეული საკითხი, რომელიც მის ინსტიტუციურ ცვლილებას გამოიწვევს, კარგად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს.

"მიგვაჩნია, რომ საკითხი გაცილებით სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. დადებითი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელია გაიზარდოს კანონპროექტის განხილვაში დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებით შესაძლოა გარკვეული რისკები წარმოიშვას, რაც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს", _ ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პარლამენტს შენიშვნების და რეკომენდაციების ვრცელ და დეტალურ დოკუმენტსაც წარუდგენს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე" ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. უწმინდესმა ქადგებაში აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება.

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი.

ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული.

ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", _ აღნიშნა უწმინდესმა.

იგივე მოსაზრებას იზიარებს "საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი (იხ. ვრცელი ინტერვიუ) , რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებით შესაძლოა ყველა რეგიონში ახალი აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მივიღოთ"

"სეპარატიზმის საფრთხე ყველა რეგიონში შეიძლება შეიქმნას, რაც ნაციონალური ან რელიგიური მოვლენა კი არ არის, არამედ ეკონომიკური მოვლენაა. მას მოცემულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ბიუროკრატიულ–ეკონომიკური ელიტა აყალიბებს, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები გაუჩნდება და სურს ის დაიკმაყოფილოს. ვიღაცას შეიძლება ისიც აკმაყოფილებს, რომ გურიის ბატონ-პატრონი იყოს, ამის შემდეგ იწყება გამართულებელი მოვლენები, მისი ინტერესების განსახორციელებლად. იწყება ამ განზრახვის ისე შეფუთვა, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა. იტყვის, რომ საჭიროა რეგიონს ჰქონდეს რეგიონული ენა. მხარდამჭერი გაჩნდება ევროპის სახით ,რომელსაც მიღებული აქვს რეგიონული ენების ქარტია. თუ გაქვს რეგიონი–რატომ არ გაქვს რეგიონული ენა–ეს ევროპისათვის გაუგებარია, მაგრამ რეგიონი თუ არ გაქვს– ის ამ საკითხს ვერ დასვამს, მაშინ რატომ ქმნი მას? ან შესაძლოა, გაჩნდეს რელიგიის კუთხით შეფუთვის ახალი ვარიანტი, რომ ჩვენ მუსულმანები ვართ ან მართლმადიდებლები და გვინდა ცალკე ვიყოთ, რადგან ვიჩაგრებით. ამის მაგალითად ბალკანეთი შეიძლება დასახელდეს, ერთი ჯიშის და სისხლის ხალხს სეპარატიზმის სურვილი გაუჩნდა და შემდეგ შეიფუთა ზოგჯერ რელიგიური, ზოგჯერ პოლიტიკური და სხვადასხვა ნიშნით. მთელი საფრთხე მხოლოდ ეთნოსზე არ არის მიბმული, შეფუთვის მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, შესაძლოა, დაყოფა პოლიტიკური ნიშნითაც მოხდეს, თუმცა მთავარი ისაა, რომ არავინ გვეუბნება ეს რატომ უნდა გაკეთდეს. რას გვაძლევს ეს, შედეგი რა იქნება?! არის ფრაზა, რომ თითქოს ეს გააუმჯობესებს თვითმმართველობის სერვისის მიტანას ადამიანებამდე. სინამდვილეში ესეც ტყუილია, რადგან თუ დღეს მუნიციპალიტეტებიდან სერვისს სადღაც მესამე ცენტრში ავიტანთ, ეს კი არ დაუახლოვებს მას მოსახლეობას, პირიქით, დააშორებს. მეორეც, მე-7 კარი თვითმართველობის განვითარების იდეას ეწინააღმდეგება და კიდევ უფრო მეტ ცენტრალიზაციას ახდენს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა.

ეს დაშლას ემსახურება, ხოლო მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კი საქმე უფრო ჩახლართულია: აქ არსებული მუნიციპალიტეტების დაშლით მათ გამრავლებაზეა საუბარი. სავარაუდოდ, ორჯერ ან სამჯერ მეტი მუნიციპალიტეტი გვექნება, ვიდრე არის. შეთქმულების თეორიის მიმდევარი არ ვარ, მაგრამ როცა ფაქტების ჯაჭვი ემთხვევა ერთმანეთს, დასკვნა თავისით გაკეთდება. მგონია, რომ კანონპროექტი ან უგუნურად ან მტრულადაა შედგენილი. შუალედს ვერ ვტოვებ. დაყოფისკენ მიმართული ქმედების ეჭვს ისიც ამყარებს, რომ დღეს მოქმედი ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" არის მე-9 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილებზე საქმის წარმოების ენა სახელმწიფო ენაა. მოცემულ კანონპროექტში კი ენის საკითხი საერთოდ არ არის შეტანილი. დღესაც ბევრ მუნიციპალიტეტში ადამიანებს საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე უჭირთ, მაგრამ მოტივაცია აქვთ, რომ სახელმწიფო ენა ისწავლონ. ახალი კანონით თუ ჩნდება რეგიონი, მაშინ რეგიონული ენაა საჭირო. უკვე ჯერარმიღებულმა კანონმა გააჩინა ამ მიმართულებით პატარ-პატარა კერები, წარმოიშვა პატარა ჯგუფები, რომელიც ამ მოტივით არიან შეპყრობილები", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჯიბუტი.

საფრთხის შემცველს უწოდებს აღნიშნულ ცვლილებებს საზოგდოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდიაც. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ფედერალური მოწყობის მოდელი მივიღოთ.

"თვითმმართველობის აღნიშნული კანონპროექტი მრავალმხრივ დაწუნებულია შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტების მიერ, მათ შორის კონსტიტუციასთან მიმართებაშიც არის ხარვეზები. ასევე, ძირითადი შფოთის საგნად წარმოდგენილია რეგიონალიზმის მოცემული პრინციპი, რომლის თანახმად, ტერიტორიული დაყოფისა და რეგიონალიზმის მიხედვით, იქმნება "დეცენტრალიზმის" მეტად უცნაური პრინციპი. არ არის გამორიცხული ამგვარი მიმართებით საქართველოს ფედერალიზაციისკენ წავიდეთ", _ უთხრა "გურია ნიუსს" გამზარდიამ.

გაურკვეველი პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც ამბობენ, რომ სეპარატიზმის აღმოცენების საშუალებას მოქმედი კანონიც იძლევა და არ შეიძლება თვითმმართველობის კოდექსი ანტისახელმწიფოებრივი ზრახვების აღმოცენების მიზეზი გახდეს. თუმცა, იქვე დასძენენ, რომ პატრიარქის სიტყვები მნიშვნელოვანია და აუცილებლად "ჩაუღრმავდებიან".

"არ შეიძლება რომელიმე კანონი სეპარატიზმის საფრთხეს ქმნიდეს ან მისი შემაკავებელი ბერკეტი იყოს. თუ ვინმეს ანტისახელმწიფოებრივი, სეპარატისტული ზრახვები აქვს, ის მაინც შეძლებს ამის გამოხატვას. სეპარატისტული იდეის აღმოცენების საშუალებას მოქმედი კანონიც იძლევა. კანონი თვითმმართველობის შესახებ განხილვის საგანია და ჯერ პარლამენტს კენჭი არ უყრია. ყველანაირი პოზიცია გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საგანი გახდეს. პატრიარქმა თავისი პოზიცია გამოხატა ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მისი აზრი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ვეცდები, უფრო ღრმად გავერკვე, პატიარქი ამ კანონთან დაკავშირებით რა საფრთხეებს ხედავს", - განაცხადა პრლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.




 ახალი ამბები
  • "ძლიერებმა სუსტებს ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ" ,,ძლიერებმა სუსტებს რაღაცეები ვაპატიოთ, თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ“, _ ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა,  პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო არეულობისგან და „ნუ დაძაბავენ ნურც ხალხს და ნურც ერთმანეთს. „კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ჩვენს პოლიტიკოსებს, არჩევნები ახლოვდება და ნუ ძაბავენ ერთმანეთში უერთიერთობებს და ხალხსაც ნუ ყოფენ. არ შეიძლება, ხალხო, ჩვენ რომ გავიყოთ, ჩვენ ერთობა თუ არ გვქონდა, შანსი არ არის, ვერავინ გვიშველის. ძალა არ არის საქართველოში დაყოფილზე უშველოს ვინმეს რამე. ერთობა თუ გვექნება, ხო,  გვინდა არ გვინდა უნდა გავერთიანდეთ. როგორ? ამგის გამო დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ უნდა გავერთიანდეთ“, _ განაცხადა ქადაგებისას მეუფე იაკობმა მან ასევე აღნიშნა, რომ მტრის ხატი შექმნეს, იმას ვებრძვით და საქართველოს ვამარცხებთ საბოლოო ჯამში ,,ეროვნული იდეოლოგია, რომ არ აქვს ერს, დღევანდლამდე 30 წელია დამოუკიდებლები ვართ. ერთი მთავრობა არ ყოფილა, პირველი ხელისუფლება იყო და უცბად ჩამოაგდეს, დანარჩენ მთავრობებში ხომ სულ მარტო ის არის, მტრის სახე შექმნეს, მაგასაც სწორად შევხედოთ. იმიტომ, რომ თუ არ გავერთიანდებით რაღაცებზე, ვინც ძლიერები ვართ, იმ სუსტებს რაღაცები დღეს ვაპატიოთ და თუ ისევ წამოყვეს თავები, მერე იმ თავებსაც მიეხედებათ. გავაკეთოთ ისე, რომ ღმერთს ვანახოთ, რა.“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.     ... ...
  • "მადლობელი ვარ, დამბადებელო" _ ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა,,ლიბორისტული პარტიის“  ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს  მეტეხის ეკლესიის ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავისი თავის წარადგინა და  ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დაიწყო კანდიდატების წარდგენა. ,,როდესც ვუყურებ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას, მე მახსენდება დიდი ვაჟას უკვდავი სტრიქონები. ,,მადლობელი ვარ დამბადებელო, ჩვენიდან შექმენ ისეთი გუნდი, როგორიც ამ დღეს საჭიროა, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა.“  დიახ, ჩვენ ის გუნდი ვართ,  რაც სამშობლოს წყლულებს სჭირდება, _ განაცხადა ნათელაშვილმა. ასევე, მან აღნიშნა, რომ 10 რჩეულს კანდიდატს წარადგენდა. ნაძალადევი - გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი; ,,ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ნათელაშვილმა. თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა -  ნიკა ვარდოშვილი; რუსთავი - მიხეილ ქუმსიშვილი; ,,20 ივნისის მებრძოლი, ახალგაზრდების ღირსეული წარმომადგენელი, ქართული პოლიტიკის მომავალი“, - განაცხადა ნათელაშვილმა; მარნეული - ალი ბადიროვი; ,,მაჟორიტარად ვასახელებ, მაგარ აზერბაიჯანელს, მაგარ ქართველს, იურისტს, ადვოკატს და ქართულად კარგად  მოსაუბრეს“, _ აღნიშნა წარდგენისას პირველმა ლეიბორისტმა. თეთრიწყარო, წალკა,დმანისი, ბოლნისი - თემურ წიკლაური წარდგენისას  ნათელაშვილმა, მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, ჯვარას ტყეში მილიონი ხის აღმოჩენაზე, რომელის წყალობითაც ,,იქაურობა საყდრისივით აღარ ააფეთქეს. მესხეთი _ გიორგი ჩიტაური; პირველმა ლეიბორისტმა აღნიშნულ ოლქს უწოდა, ქართული პოლიტიკის სამშობლო ,,კანდიდატად ვაგზავნი ჭეშმარიტ, მაგარ ქართველს, რომელსაც იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც მთის ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელს, გიორგი ჩიტაურს“, - განაცხადა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთი - ბექა ნათელშვილი   ,,ჩვენ პოლიტიკაში მამა-შვილი არ ვართ, ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საქართველოზე შეფიცულები“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა - სამსონ გუგავა ,,პარტიის თვალსაჩინო სახე და წესიერებით სავსე ადამიანი“ ,- ამ სიტყვებით წარადგინა ნათელაშვილმა, აღნიშნული კანდიდატი. გურია - დავით მამლაძე მას, ნათელაშვილმა ,,აჯაყებული გურული“ უწოდა; აჭარა - ტარიელ კალანდარიშვილი; ის, ნათელაშვილმა სახელოვანი გვარის წარმომადგენლად დაახასიათა ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ასევე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიის ხელმძღვანელად  ზურაბ ლომია წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატად კი, ირაკლი კიკვიძე, ხოლო კასპის მერობის კანდიდატად _ ოთარ ქოსაშვილი. პირველი ლეიბორისტის თქმით,  თბილისის საკრებულოში კრწანისის გამოკლებულ დეპუტატს მამუკა ჯუღელი ჩაანაცვლებს. ნათელაშვილმა რეგიონებში, საკრებულოს სამი ქალი კანდიდატი წარადგინა და აღნიშნა, რომ მათ მხარს, მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამოც დაუჭერენ ,,გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის, სამ უმშვენიერეს, გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად. ონში  - მარიამ გოჩალეიშვილი თელავში - თამარ მენაბდიშვილი მანგლისში -თათია მაისურაძე ,,მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას“ - უთხრა შალვა ნათელაშვილმა. როგორც ცნობილია, საარჩევნო ცვილელებების შემდეგ,  2020 წლის 31 ნოემბრის არჩევნები, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში( 8 თბილისში და 22 რეგიონებში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მენიზმი იქნება, პარტია რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაწერას მიიღებს, ის პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ... ...
  • შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls