"სეპარატიზმზე საუბარი შსს-ს მაღალჩინოსნების ინტერესებში შედის“

მთავარი თემა

"სეპარატიზმზე საუბარი შსს-ს მაღალჩინოსნების ინტერესებში შედის“

5 დეკ. 2013, 22:25:11

"გურია ნიუსთან“ საუბრისას "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი აღნიშნავს, რომ სეპარატიზმის საფრთხეზე საუბრები დიდი ხანია მიდის, მაგრამ არგუმენტების გარეშე.

"როცა რაღაც თეორიას ავრცელებ, მას საფუძველი უნდა ჰქონდეს, ან კონკრეტული ფაქტები უნდა არსებობდეს. რეალურად, დღეს რასაც ვუყურებთ, რეგიონებში ამის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ არგუმენტებს იტყვიან, მაშინ შესაძლოა კიდევ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ზოგადად ის, რომ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, ეს გასაგებია და სხვა საკითხია. წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ. ხელისუფლების მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯები და საინტეგრაციო პროექტები განხორციელდა. რეალურმა თვითმმართველობამ, სადაც კი სეპარატიზმის საფრთხე იდგა, ეს საკითხი მეორე პლანზე გადაწია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი იქნება, ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობდნენ, საქმის კეთების საშაულებას მისცემს და სეპარატიზმის სურვილს არ გააღვივებს. დღეს რეგიონებში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა ეთნიკურში გადაჰყავს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემაა რადგან არსებობს ენობრივი ბარიერი და ა.შ. მივცეთ ამ ადამიანებს იმის საშუალება, რომ საკუთარი სოფლის გზა, ბაღი, სკოლა ან ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ამ ადამიანებმა გადაწყვიტონ. გარწმუნებთ, რომ არანაირი სეპარატიზმის საფუძველი აღარ დარჩება ამ ადამიანებს. ყოველთვის იქნება ძალა, რომელსაც ექნება სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს, მაგრამ როდესაც მაქსიმალურად უწყობს მთავრობა ხელს, რომ თვითონ იყოს თავისი პრობლემის გადაჭრის პროცესში ჩართული ეს ადამიანები, ეს საშაუალება უნდა მივცეთ. აბა, რა ვუყოთ ეთნიკურად დასახლებულ რაიონებს, ღობე შემოვავლოთ? თუ ვუთხრათ ამ ადამიანებს, რომ არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში რომ იცხოვროთ, თქვენგან მუდმივად საფრთხე გვაქვს და ქვეყნიდან წადითო. სტატისტიკურ მონაცემებს გეტყვით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ინტეგრაციის პროცესში, სახელმწიფო ენის შესწავლის კურსები იყო, ყველა ცდილობს ქართულ სკოლებში მიიყვანონ ბავშვები და ინტეგრირება მოხდეს, მაგრამ თუ მაინც არ ვენდობით მათ, მაშინ ეს გულწრფელად უნდა ვუთხრათ. სეპარატიზმის საფრთხეზე ერთხელ და ორჯერ არ თქმულა, როცა მიწის რეფორმა განხორციელდა და მიწები საკუთრებაში გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ერთი ამბები იყო, წაიღებენ სომზები და აზერბაიჯანელები ამ მიწასო, სად უნდა წავიღოთ? ეს ჩემთვის ძალიან სასაცილოა. ის არგუმენტი, რომ ეთნიკური ნიშანი უკვე საფრთხეს ქმნის, აბსურდია. მაშინ ეს ადამიანები არც ჯარში გავუშვათ, არც ძალოვან და ადგილობრივ სტრუქტურებში მუშაობის უფლება მივცეთ,“ _ აცხადებს ხალილოვი.

მისივე თქმით, "როცა ჩვენ კოდექსის ცალკეული თავების გაუმჯობესებაზე ვზრუნავდეთ, დღეს უკვე საუბარი იმაზე მიდის, გვჭირდება თუ არა საქართველოში თვითმმართველობა“.

"რაც შეეხება რეფორმას, ამაზე საუბარი 90-იანი წლებიდან მიდის და ყველა თანხმდება რომ თვითმმართველობა ქვეყნისთვის საჭიროა, მაგრამ რა ფორმით და როგორ განხორციელდება ეს რეფორმა ეგ სხვა საკითხია.

ჩემთვის ამ კოდექსში ბევრი საკითხი ღიაა და რამდენიმეზე კიდევ მიდის დისკუსია. მზად ვართ იყოს ადეკვატური დებატები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი და სხვადასხვა ინსტიტუციები ჩაერთოს ამ პროცესში. ჩემი აზრით, ნამდვილად იყო გამჭვირვალე პროცესი, რეგიონებშიც გაიმართა შეხვედრაები, მაგრამ სეპარატიზმზე საუბარმა სიტუაცია შეცვალა. რაც შეეხება ჩვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს, ეს უკვე დაიდო და ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია რამდენად გაითვალისწინებს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შემიძლია ვისაუბრო გუბერნატორის ინსტიტუტია. ჩემთვის ის უფრო მისაღები იქნებოდა, რომ გუბერნატორი არჩევითი ყოფილიყო, ხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს მიერ არჩეული, რაც მეტად დამოუკიდებელ თვითმმართველობას შექმნიდა. ამასთან, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მათ შორის ფინანსური და ადამიანური რესურსები. ეს ყველაფერი უნდა გაითვალოს და შემდეგ დაიწყოს რეფორმა. ჩვენ ვხვდებით, რომ ამ საკითხის ფორსირება არ შეიძლება,“ _ აცხადებს ხალილოვი.

"მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი "გურია ნიუსთან“ საუბრისას ხალილოვის მსგავსად აღნიშნავს, რომ სეპარატიზმის საფრთხეებზე საუბარი არარეალურია და ამით კონკრეტული ჯგუფები არიან დაინტერესებული.

"კონკრეტულად სეპარატიზმთან დაკავშირებით, ერთი კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ და მთავრობამ ამაზე მიპასუხოს. თუ მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ ასოცირებული პარტინორობის ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ჩვენ ცალი ფეხით ევროპაში ვართ და ეს საკმაოდ სერიოზული ბერკეტია იმისთვის, რომ ოსებმა და აფხაზებმა აქეთ გადმოიხედონ და ჩვენს ნავში ჩასხდნენ, რატომ ფიქრობენ იმას, რომ სხვა ეთნიკურ უმცირესობებს გაუჩნდებათ სურვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა უკანასკნელი 23 წლის მანძილზე სამჯერ ჰქონდა სეპარატიზაციის საშუალება, მაინცდამაინც ახლა გადაწყვეტენ ამის გაკეთებას?! იმ ხალხს შეეკითხონ, რა უნდათ, საბაჟო პერიფერიაზე ცხოვრება თუ ევროპაში შესვლა? რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი იქნება. მერეც, არანაირი სეპარატიზმის საფრთხე არ არსებობს რეგიონებში, იმის გამო, რომ ასე მოაზროვნე ხალხი არ არის. ლიდერები ყველა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ცხოვრობს, ამასთან, არცერთი ჩვენი მეზობელის ინტერესებში, რომელსაც შეუძლია დისონანსი შეიტანოს ქართულ რეალბაში, სეპარატიზაცია არ შედის, რომ ამისთვის ძალები დააფინანსონ. კიდეც რომ მოუნდეთ, ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ ძალიან მიკვირს როცა ხელისუფლება ამაზე საუბრობს. ამასთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-ს მართლაც ორი შენიშვნა ჰქონდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ეთნიკურად არაქართული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებისთვის "ზედმეტი“ უფლებების მინიჭებას ეხებოდა, ამაში იგულისხმებოდა ის, რომ სეპარატიზმის საფრთხე არსებობს. თუმცა სხვა რეგიონების უმრავლესობასთან მიმართებაში ეს არგუმენტი მიზეზად არ იყო ნახსენები. სახეზეა მოქალაქეების სეგრეგაციული აღქმა. ეს ჩვენი რეალობაა და ამას ბევრი არგუმენტით ვეწინააღმდეგები. ის ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობენ შსს-ში სააკაშვილის ძველი კადრებია, რომლებიც წინა წელისუფლების დროსაც საუბრობდნენ ამაზე, მაგრამ მაშინ გარკვეული საფრთხეები არსებობდა. შემდეგ როცა ყველა პროცესი თავის თავზე მოირგეს და ყველაფრის გაკონტროლება დაიწყეს, საფრთხე აღარ ყოფილა. ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანებს პირადი ინტერესი აქვთ. ეჭვი მაქვს და ეს ინფორმაციები უნდა გადავამოწმო, ამიტომ ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. შემიძლია გითხრათ ის, რომ შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსნები არიან. ისინი დღესაც აკონტროლებენ ამ რეგიონებში სიტუაციას, ისე არა, როგორც ადრე, მაგრამ მაინც ახერხებენ კონტროლს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ პირადი ინტერესები აქვთ," _ აცხადებს სტეპანიანი.

მისივე თქმით, რაც შეეხება თავად რეფორმას, მისი განხორციელების შემთხვევაში, "ადამიანებს ნამდვილად ექნებათ იმის საშაულება, რომ თავიანთი სოფლის პრობლემა ადგილზე გადაწყვიტონ და არა თბილისში“.

"მთავარი ამ ეტაპზე სწორედ ეს არის. ეს ბაზა თუ შეიქმნა და პრეცენდენტი დავუშვით, რომ სეპარატიზმის საფრთხე არ არის, შემდეგ ყველა ერთად შევძლებთ სხვა საკითხებზე საუბარს. ზოგადად რეფორმაზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის მაგალითია, მაგრამ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი კანონპროექტი დაიწერა ამისგან მაინც შორს ვართ. კიდევ გვაქვს სამუშაო ჩასატარებელი, რომ ნამდვილი თვითმმართველობა გვქონდეს, ეს არის რაღაც შუალედური ვარიანტი, თუმცა ესეც კარგია," _ აცახდებს სტეპანიანი.

(R)




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...