ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პროექტები კონკურსის გარეშე დაფინანსდა

მთავარი თემა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პროექტები კონკურსის გარეშე დაფინანსდა

2011 ივლ 18 10:02:38

საგრანტო კონკურსის პირველი გამარჯვებულების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრიფინგიც გაიმართა. ბრიფინგზე, საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა.

"საგრანტო პროგრამა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში წელს პირველად ხორციელდება. საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს სოციალურ-კულტურული პროექტების დაფინანსებას. საგრანტო კონკურსის 22 პრეტენდენტიდან, პირველ ეტაპზე, კომისიის მიერ, ოთხი აპლიკანტის განაცხადი დაკმაყოფილდა. ესენია: დამოუკიდებელი მხატვარი მარინა უჯმაჯურიძე, ფოლკლორული ანსამბლი "ლიხაური", ქალთა საესტრადო კვარტეტი "გამა", ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი "აბჯარი". საგრანტო კომისიამ და მოწვეულმა ექსპერტებმა, საინტერესო და გამორჩეული პროექტები საგრანტო პროგრამის თემატიკის, მიზნების, მდგრადობის, სამოქმედო გეგმის რეალობისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით შეაფასეს", _ ვკითხულობთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ექვსი პროექტის ავტორს მიეცა რეკომენდაციები, რათა მოამზადონ პროექტების საბოლოო ვერსიები საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის. ეს პროექტებია: შპს "გურია თრეველი" საგრანტო პროექტით "მთა და ზღვა". პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის ხელშეწყობასა და განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას და მათ მომსახურებას; ა.ი.პ. "არტ-გურია" _ პროექტის მიზანია გიორგი სალუქვაძის სახელობის II საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება; საინიციატივო ჯგუფის პროექტი "დაუვიწყარი შეხვედრები", რომელიც ითვალისწინებს რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლის "გალაკტიონი" ჩვენებას ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე საქართველოს სახალხო არტისტის მურმან ჯინორიას მონაწილეობით; გაზეთი "ალიონის" პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაზეთის არქივის ელექტრონული ვერსიის შექმნას, რათა თაობებს შემოვუნახოთ რაიონის მდიდარი ისტორია; საქართველოს კულტურის ფონდის გურიის ფილიალის საგრანტო პროექტი "ხალხური რეწვის საზაფხულო სკოლა", პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული რეწვის ხელოვნების შესწავლას ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. პროექტში გათვალისწინებულია, ასევე, ხალხური რეწვის ოსტატების ჩართულობა. საინიციატივო ჯგუფის პროექტი ფოტო-ტური "ბრიზი მთაში", პროექტის მიზანია ცნობილი ფოტოგრაფების გიორგი წიბახაშვილის, იური მეჩითოვისა და გოგა ჩანადირის მონაწილეობით, ადგილობრივ ფოტომოყვარულებთან ერთად, ფოტო-ტურის ორგანიზება და გამოფენის მოწყობა, ფოტო-ტური ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას.

ყველაზე საინტერესოა, რომ განცხადებაში, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი გვთავაზობს, გარკვევითაა აღნიშნული _ "სავარაუდოდ, პროგრამის მეორე ეტაპი 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართება". მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კონკურსის მეორე ეტაპს არ დალოდებია და პროექტები კონკურსის გარეშე დააფინანსა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გვწერს, დაფინანსდა: შპს "გურია თრეველის", ა.ი.პ. "არტ-გურიას", ს.ჯ. "დაუვიწყარი შეხვედრები", გაზეთ "ალიონის", ს.ჯ. ფოტო-ტური "ბრიზი მთაში" პროექტები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა ინტერვიუ არ ისურვა და გვთხოვა, კითხვები წერილობით გადაგვეგზავნა.

_ ბატონო ალეკო, რა აუცილებელმა და გადაუდებელმა ფაქტორებმა განაპირობეს პროექტების ექსპრომტად დაფინანსება?

_ სულ გაიმართა კომისიის 3 სხდომა. კომისიაში წარმოდგენილი იყო 22 აპლიკანტის განაცხადი. პირველ სხდომაზე, კომისიის მიერ, დაფინანსდა 4 პროექტი, ხოლო 5 პროექტის ავტორს (შპს "გურია თრეველი"; ა.ი.პ. "არტ- გურია"; ს.ჯ. "დაუვიწყარი შეხვედრები"; გაზეთი "ალიონის" პროექტი; ს.ჯ. ფოტო-ტური "ბრიზი მთაში") მიეცათ რეკომენდაციები, რომ მათი პროექტების იდეა მისაღებია კომისიისთვის და შემდგომი სხდომისთვის წარმოედგინათ უფრო დეტალური ინფორმაცია გასახორციელებელ სამუშაოებზე. დანარჩენი პროექტები დაფინანსდა კომისიის შემდგომ სხდომაზე. დაფინანსება მოხდა ყველანაირი წესების დაცვით და ადგილი არ ჰქონია არავითარ გადახრას და შესაბამისად, არც კონკურსგარეშე დაფინანსებასთან გვაქვს საქმე.

_ თქვენ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების საგრანტო პროგრამის შესახებ და აღნიშნეთ, რომ პირველ ეტაპზე გამართულ კონკურსში ოთხმა კონკურსანტმა გაიმარჯვა; აქვე დასძინეთ, რომ რეკომენდაცია გაეწია რამდენიმე პროექტის ავტორს და ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ მეორე ეტაპი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართებოდა.

_ ჩემს მიერ ბრიფინგის ჩატარების დროს დაფინანსებული იყო მხოლოდ პირველი 4 პროექტი, ხოლო დანარჩენი პროექტები დაფინანსდა კომისიის შემდგომ სხდომაზე. ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად, და აღნიშნული საგრანტო პროგრამების წარმატებით გახორციელების შემთხვევაში, შემოდგომაზე იგეგმება მეორე ეტაპი, სადაც მსურველებს კვლავ შეეძლებათ წარმოადგინონ საკუთარი პროექტები, ჩვენი მხრიდან მოხდება მათი განხილვა და საუკეთესოების მხარდაჭერა.

_ არსებობს თუ არა წესი ან დებულება, რომელიც არეგულირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გრანტის გაცემის პროცედურებს?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებულია სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების თაობაზე განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საგრანტო-საკონკურსო კომისია.

_ ითვალისწინებს თუ არა დებულება საგრანტო კონკურსი შედეგების გასაჩივრების მექანიზმებს?

_ ყველა შემოტანილი პროექტის შესახებ, კომისიის თითოეული წევრის მიერ, მომზადდა დასკვნა და მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობა აპლიკანტებს. არსებობს ყველა სხდომის შესაბამისი ოქმი. რაც შეეხება შედეგების გასაჩივრების წესს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკრებულოს მიერ მიღებულია განკარგულება სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს გასაჩივრების ვადებსა და პროცედურებს.

_ ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რომელი კანონით ან ნორმატიული აქტით იხელმძღვანელეთ, როცა მიიღეთ გადაწყვეტილება, კონკურსის გარეშე დაგეფინანსებინათ პროექტები? და აქედან გამომდინარე, დაირღვა თუ არა დაფინანსების წესი კონკურსის ყველა მონაწილესთვის, რომლის მიხედვითაც, ისინი არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ?

_ კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებულია სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების თაობაზე განკარგულება, რომლის საფუძველზეც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საგრანტო-საკონკურსო კომისია და პროექტების დაფინანსება მოხდა ყველანაირი წესების დაცვით და ადგილი არ ჰქონია არავითარ გადახრას და შესაბამისად, არც კონკურსგარეშე დაფინანსებასთან გვაქვს საქმე.

_ ხომ არ არის მოსალოდნელი მსგავსი რამ მომავალში განმეორდეს?

_ ამასთან დაკავშირებით ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ არავითარ კონკურსგარეშე დაფინანსებას ადგილი არ ჰქონია.

რა წერია #15 განკარგულებაში

ჩვენ გამოვითხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მითითებული განკარგულება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის #15 განკარგულებაში "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების შესახებ", ვკითხულობთ: "საგრანტო პროგრამა არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც ორიენტირებულია მუნიციპალიტეტში კულტურის, სპორტის, სამოქალაქო განვითარების, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის და ეკონომიკური სფეროების განვითარებაზე. პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ცალკეული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საინტერესო იდეების (პროექტების) სტიმულირებას, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული პრობლემების გადაწყვეტაზე."

აქვეა მითითებული, რომ კონკურსს, სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 4-ე პუნქტშია განმარტებული, რომ საპროექტო განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

პროექტის "ბრიზი მთაში" ავტორმა ლალი ბერძენიშვილმა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს, როდის შეიტანა მუნიციპალიტეტში საპროექტო განაცხადი.

"გარდა ამისა, მე სიტყვიერი განაცხადი მქონდა ერთი წლით ადრე. შარშან მინდოდა ამისი გაკეთება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საგრანტო პირობები არ იყო. შემდეგ, როგორც კი გამოცხადდა ეს საგრანტო პირობები, მაშინვე შევიტანე პროექტი", _ ამბობს ლალი ბერძენიშვილი.

_ ქალბატონო ლალი, კონკურსის პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტმა ოთხი აპლიკანტის განაცხადი დააკმაყოფილა. მეორე ეტაპი სავარაუდოდ, შემოდგომაზე უნდა გამართულიყო...

_ მე მერე გავაკეთე მეორე ეტაპი. მე ჩასწორებებისთვის გამომიგზავნეს, თუ ეს ამას ნიშნავს, არ ვიცი ახლა მე რას ვლაპარაკობ, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტს, როგორც იყო. მე ხომ პირველად შევიტანე, შემდეგ უკან დამიბრუნეს ისევ და მომთხოვეს, რაღაც-რაღაცეების კონკრეტულად გაწერა. ჩავასწორე და ხელმეორედ შევიტანე.

_ თქვენთვის არ უთქვამთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპს უნდა დალოდებოდით?

_ არა. არ ვიცი, ახლა ისეთ რაღაცას მეკითხებით. მე, არც ვიცი ეს პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი. მე ვიცი, რომ მინდოდა ამისი გაკეთება და ვიცი, რომ მხარი დამიჭირეს ამაში. მე ვიცი, რომ პირველ ეტაპზე შევიტანე, შემდეგ უკან დამიბრუნეს, რაღაცეები ჩავამატე და მითხრეს, დაფინანსდაო. მე ბათუმში ვარ და აქედან მიხდებოდა ამის მართვა დისტანციაზე, მეტი კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია.

_ მე იმიტომ გეკითხებით, რომ საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ექვს პროექტს, მათ შორის თქვენს პროექტს, გაეწია რეკომენდაცია მეორე ეტაპისთვის.

_ არც ვიცი, შეიძლება გამოაცხადეს კიდეც. მე მითხრეს, რომ კონკრეტულად დაწერე, რა გსურსო... სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ გარდა გურიისა, ყველგან ყველაფერი კარგია. მე მქონდა შინაგანი პროტესტი ამის გამო და მინდოდა უნიკალური კურორტების ბახმაროს, ურეკის და გომისმთის პოპულარიზაცია, რომელთაც ნაკლებად სჭირდებათ გამოგონება. ურეკი უნიკალურია თავისი მაგნიტური ქვიშითა და იოდიზირებული ჰავით, რომელიც მთაში აღწევს. ამიტომ დავარქვით პროექტს "ბრიზი მთაში". მოგეხსენებათ, რომ ბრიზი არის ზღვის ნიავი მთაში, რომელიც სავარაუდოდ, იოდით უნდა იყოს გაჯერებული, ახლა არ ვიცით რა ხდება, მაგრამ მაინც. ამიტომ მინდოდა, რომ აი, ეს ყოფილიყო რებრენდინგი ამ კურორტების, რომელიც იყო საკავშირო მნიშვნელობის და დღეს არ არის არანაირი მნიშვნელობის. მინდა, რომ სულ პროტესტები გავაკეთო აწი, იმიტომ, რომ რაც ურეკში ხდება ეს არის დანაშაული კურორტის მისამართით. ქვის გროვები, უქუჩოდ, უკომუნიკაციოდ გაკეთებული უზარმაზარი სასტუმროები, რომლებიც ზოგი წინ დგას, ზოგი უკან, მიჭყუპული, ზოგი მიბონძღილი, ზოგი ყვითელია, ზოგიც წითელი, ანუ არქიტექტორს არ ჩაუხედავს, არავის არ დაუცავს, ის რაც უნდა ყოფილიყო. მე "სტარავერების" ურეკი მახსოვდა და ის მინდოდა ჩვენს ფოტოებში მომხვდარიყო, სამწუხაროდ, ასეთი ურეკი არ არის. გადავიღეთ პლაჟი და ქვიშაზე დაწერილი საპროტესტო ნოტები. აი, ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ახლა უკვე პროტესტი მაქვს.

_ როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დაფინანსება 5500 ლარის ოდენობით მიიღეთ.

_ დიახ, ნამდვილად ასეა. პირველად მქონდა ფულთან შეხება ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ვინერვიულე. როცა, გოგა ჩანადირს და ორ ფოტოგრაფ გოგონას თბილისში ვაცილებდით, პრობლემები შეგვექმნა ბილეთთან დაკავშირებით, რომ ბილეთს ვერ მაძლევდა ავტოსადგური. ჩვენ ასეთი ავტოსადგურები გვაქვს, რა ბილეთი უკვე გაყიდულია, შენ "მოახტი" დარჩენილ ადგილებს და წადიო. მერე, მოკლედ, მთელი შეწუხება დამჭირდა, რომ ბილეთი მეშოვნა.

იურისტი კახა ჩავლეშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი საინტერესო უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოებისთვის.

ის მიიჩნევს, რომ გამოსაკვლევია, წარდგენილი პროექტები რა სახით შევიდა მუნიციპალიტეტში, რა ხელშეკრულება გაფორმდა და მოხდა თუ არა ფინანსების დადგენილი წესით ხარჯვა: "რაც შეეხება იმას, უშუალოდ იყო თუ არა დარღვევა, ამ ეტაპზე გადამჭრელი პასუხის გაცემა არ შემიძლია", _ მიიჩნევს ჩავლეშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გურიის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს მომავალ საკრებულოს სხდომაზე.

მისი თქმით, საკრებულოს არ აქვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არშესრულების უფლება. შეუძლია შეცვალოს, გააუქმოს, მაგრამ ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეასრულოს, ეს არის, მინიმუმ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.

"რაც შეეხება საკითხს, მიმაჩნია. რომ იგი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი შესაბამისი ორგანოებისა და საკრებულოს მიერ. ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", აუცილებლად დავაყენებთ საკითხს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ დღის წესრიგში დადგეს ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლა, შემდგომი რეაგირებისთვის", _ გვითხრა სალუქვაძემ.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: კონგრესმენ ოლსონის განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევსირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენ ოლსონის მიერ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმენი იმ ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს, რაც კონგრესმენმა ოლსონმა გამოიყენა. „კონგრესმენ ოლსონს განცხადებაში ჰყავს ნახსენები პუტინი და თუ ვინმეს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესემენის ასეთი განცხადება ეს არის სწორედ ვლადიმერ პუტინი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენი ასეთი ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს. ეს არის მიუღებელი და ასეთი რამ აზიანებს ზოგადად აღქმას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მოვუწოდებ კონკრეტულ კონგრესმენს, რომ არ გააკეთოს პუტინის სასარგებლო განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენია. გარდა ამისა, ოლსონმა  კონგრესმენებს მოუწოდა, ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად. მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები ... ...
  • ხმაური პარლამენტთან-მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცესხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში დღეს პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ  დაცვის სამსახურის თანამშრომლება მაჩალიკაშვილს არ მისცეს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ის ადგილიდან ცოტა მოშორებით გაიყვანეს. საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლაც. „ნაციონალური მოძრაობა“ და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ... ...
  • ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ. „ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით გასულ წელს ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა და ორბელიანის მოედანი მიმდებარე ქუჩებით. რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება განვახორციელოთ, ბარათაშვილის ქუჩაა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. ასევე, განვათავსოთ სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიიღონ. პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, თუმცა მათ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ. თუ საჭირო იქნება, დავბეჭდოთ საინფორმაციო ბუკლეტებიც და მოსახლეობას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება. ... ...
  • თბილისის ზღვის „სიკვდილის ზონის“ თაობაზე საჩივრებს სააპელაციო სასამართლო განიხილავსხვალ 16:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორისა და ქალაქ თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრებს განიხილავს. თბილისის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მას დაევალა გამაფრთხილებელი ბანერებისა და ბარიერების დამონტაჟება თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც ბოლო წლებში რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო. ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის „სიკვდილის ზონა“ თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა განსაკუთრებით საშიშია და აკრძალულია, მაგრამ ამის შესახებ მოქალაქეები არც ინფორმირებული არიან და არც გადაულახავი ბარიერი ეღობებათ. 2017 წელს სწორედ ამ ადგილას დაიღუპა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ვაჟი, ცოტნე ცქიტიშვილი. ერთი წლით ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც. ორმა დაზარალებულმა ოჯახმა 2017 წლის დეკემბერში  თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღდეგ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე დაევალა გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს. თბილისის მერია უარს აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მიაჩნია, რომ იგი არ არის ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი. თბილისის მერიის სააპელაციო სარჩელის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სააპელაციო შესაგებელი. დაზარალებული მხარე სააპელაციო სასამართლოში, ასევე, თვითონაც ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. საქართველოში „სიკვდილის ზონების“ შესახებ ვრცლად იხ. თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური ... ...
  • თბილისის აეროპორტში პოლიციამ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. ჩადენილი დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...

ვინ შეიძლება დაგინგრიოთ ოჯახი?

მორიელი მორიელი შურისმაძიებელია. ის დიდხანს...

როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული

ქალი, რომელმაც იცის, როგორ იპოვოს...

მსუნაგი ადამიანები და...ასტროლოგია

კურო კუროებს ტკბილი უყვართ, მაგრამ...

ვანგას წინასწარმეტყველებები

2028 - ენერგიის ახალი წყაროს...