მედპერსონალი 1 იანვრიდან სამსახურში აღარ გავა

მთავარი თემა

მედპერსონალი 1 იანვრიდან სამსახურში აღარ გავა

2013 დეკ 12 19:46:09
და მოითხოვენ ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებას. ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ეცნობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს.

"მოგესალმებით!,ბატონო მინისტრო!

მოგახსენებთ, რომ ამჟამად ჩოხატაურის რაიონში შპს "გადაუდებელი სამედიცინო დახმარების" სამსახურში მედ-პერსონალის ეკონომიურ-მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გვინდა გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება ჩვენი პროფესიული საქმიანობის, დაკისრებული მოვალეობის, პასუხისმგებლობისა და სახელფასო ანაზღაურების შეუსაბამობის შესახებ. მოგახსენებთ, რომ დედაქალაქში გადაუდებელ სამედიცინო სამსახურებში მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიური პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, რისთვისაც გულწრფელად მადლობას გიხდით სრულიად რეგიონების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედ-პერსონალი.

მიუხედავად რთული გეოგრაფიული რელიეფის პირობებში მუშაობისა, ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს რწმენა, რომ ჩვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდებოდა (ეკონომიური, მატერიალურ-ტექნიკური). თუმცა, 2013 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო ჩვენი ისედაც მიზერული სახელფასო ანაზღაურების განახევრება. კერძოდ, ექიმის თვიური სახელფასო 360 ლარი განახევრდა 180 ლარამდე, ხელფასის შემცირება შეეხო ექთნებსა და ტექ-პერსონალს. სიტუაციის გარკვევა რამდენჯერმე ვცადეთ შპს "გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის" ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის და მაჟორიტარი დეპუტატის დონეზე. შედეგად მივიღეთ დაპირება ჩვენი პრობლემის თქვენამდე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოტანამდე.

შემდეგ გამოვხატეთ პროტესტი გამაფრთხილებელი აქციის სახით. თუმცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო გადაუდებელი სერვისი არ შეწყვეტიათ. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, შპს "გადაუდებელიმა სამედიცინო სამსახურმა" სექტემბრიდან დაიწყო სასამართლო დავა სადაზღვევო კომპანია "ალფას" წინააღმდეგ, რომელიც 29 ნოემბერს დასრულდა შპს "გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის" სასარგებლოდ,.თუმცა, სახელფასო დავალიანების დაფარვა არ მოხდა და გაურკვეველი რჩება, რა გარემოებების გამო ვერ ხდება აღნიშნული დავალიანების დაფარვა, გაგრძელდება თუ არა კვლავ სასამართლო სააპელაციო პროცესები და რა ვადაში დასრულდება აღნიშნული დავები.

2013 წლის 3 დეკემბერს მორიგე ექიმებმა განცხადება გავუგზავნეთ შპს "გადაუდებელი სამედიცინო დახმარების" გენერალურ დირექტორს ბატონ კახაბერ ჩიხლაძეს და ვთხოვეთ სრულიად დაეფარა ჩვენი სახელფასო დავალიანება, არ უგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე,. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვეთ ბრძანებით ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება 2014 წლის 1 იანვრიდან, რაც უკვე დავადასტურეთ ხელმოწერებით.

ბატონო მინისტრო! ჩვენ გვჯერა თქვენი მხარდაჭერისა და გულისხმიერების, სამართლიანობის აღდგენაში თქვენი დახმარების. გთხოვთ, მიიღოთ პრევენციული ღონისძიებები, რათა ჩვენი ეს იძულებითი და უკიდურესი მოქმედება არ გახდეს 2014 წლის 1 იანვრიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო სერვისის შეწყვეტისა და ჩვენი უმუშევრობის მიზეზი.

4 დეკემბერი 2013 წელი."

განცხადებას ხელს აწერს 12 ექიმი.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა სექტემბერში პროტესტი გამაფრთხილებელი აქციის სახით, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.

ჩვენ დავუკავშირდით შპს "გადაუდებელი სამედიცინო დახმარების" გენერალურ დირექტორს კახაბერ ჩიხლაძეს, რომელმაც გვიპასუხა, რომ მათ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი სადაზღვევო კომპანია "ალფას" წინააღმდეგ: "სასამართლო პროცესი ნოემბრის ბოლოს დასრულდა შპს "გადაუდებელი სამედიცინო დახმარების" სასარგებლოდ."

მიუხედავად ამისა, სახელფასო დავალიანების დაფარვა, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ხდება. ადგილობრივი ხელისუფლება, მართალია, საქმის კურსშია, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

ჩვენ მოსახლეობაში ჩავატარეთ გამოკითხვა, რა მოხდება, თუ მათ სამსახურში აღარ იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ნინო, 38 წლის: _ როგორ ფიქრობთ, ის ვინც ეს კითხვა დასვა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღარ მოგვემსახურება, ის სრულფასოვანი ადამიანია?

ელენე, 48 წლის: _ ვითომ სხვა გასაჭირი გვაკლდა!

გიორგი, 72 წლის: _ ეს ერთი ნათელი წერტილი ჰქონდათ "ნაციონალებს" და "ოცნებამ" ისიც ვერ შეინარჩუნა?

დიმიტრი, 45 წლის: _ ხმა მისცეს თავისუფლებას, კეთილდღეობას, სამართლიანობას და პასუხიც მათ მოთხოვონ.

სოსო, 41 წლის: _ ჩვენ რა შეგვიძლია? გვითხრან და ქუდზე კაცი გამოვა

მერი, 62 წლის: _ მთლად უპატრონოდ გვტოვებენ? ქარი ამოვარდება და სინათლე ჩვენთვის არაა, თოვლი მოვიდა და გზები გაუწმენდავია, შეშის პრობლემაც რომ არ არის გადაჭრილი, ცხადია, სამედიცინო მომსახურება დარჩა და ისიც გააუქმონ.

ალექსანდრე, 70 წლის: _ წელს ბახმაროში შვილიშვილები მყავდა წაყვანილი. ერთი ავად გამიხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი რომ არ მომშველებოდა, რომელმაც მთელი ღამე ბავშვის საწოლთან გაატარა, ოჯახი დამექცეოდა. ასეთ ხალხს უხელფასოდ და უსამსახუროდ ტოვებენ?!

ჩვენ ეს გამოკითხვა 9 დეკემბერს ჩავატარეთ, მაშინ, როცა გურიაში დიდი თოვლი მოვიდა, გზების გაწმენდა ვერ მოხერხდა და მაშინ, როცა მთელ მუნიციპალიტეტში შუქი არ არის და ვერც იმას გვეუბნებიან, როდის იქნება; მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად დადის, მაშინ, როცა სახლებიდან სანთლების საყიდლად ხალხი იძულებით გამოდის და სანთლებსაც ვერ შოულობს, რადგან ჩოხატაურის მაღაზიებში სანთლის მწვავე დეფიციტია!!!

და ამ დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მედპერსონალი ხელფასს ვერ იღებს!!!




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...
  • წინასაახალწლოდ კამპანია "ნუ მოჭრი- მორთე" დაიწყო „ნუ მოჭრი-მორთე,"_ ასე ჰქვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას, რომლის მიზანიც წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.    კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები.  კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად ... ...
  • ქედის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და  ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს